Home ახალი ამბები საქართველო წვევამდელებს 1 იანვრიდან ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ

წვევამდელებს 1 იანვრიდან ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ

1017
წვევამდელებს 1 იანვრიდან ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ

წვევამდელებს, რომლებსაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ სურთ, 1 იანვრიდან სამხედროსავალდებულო სამსახურის მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეეძლებათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სურვილისამებრ მოხვდებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის მიერ მღვდელმსახურის წოდება აქვს მინიჭებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა, მოქალაქემ უნდა დააკმაყოფილოს, აგრეთვე, ჯანმრთელობის გარკვეული მონაცემები და რომ ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს იძულების ხასიათი არ ექნება და წვევამდელის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

“ალტერნატიული სამსახური 1 იანვრიდან ამოქმედდება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვე, რათა ვიმუშაოთ იმ ქვეყნის სპეციალისტებთან ერთად, რომლებშიც ეს მეთოდი წარმატებულად მოქმედებს”, _ განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here