Home ახალი ამბები შსს-მ მეტროსადგურ “ვარკეთილში” მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ მეტროსადგურ “ვარკეთილში” მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

785
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლიოს კოდექსის  240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად  14  ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი.

დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამ დროსითვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, მე პირობას ვიძლევი, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან. ველოდებით კრიმინალისტებს, რათა დავადგინოთ მომხდარის რეალური მიზეზი. თერთმეტივე დაშავებული ჰოსპიტალიზირებულია. ამ კონკრეტულ კომპანიას სამუშაოები ახმეტელის მეტროშიც აქვს ჩატარებული და დღესვე დაიწყება მოკვლევა იქაც ხომ არარის რაიმე დარღვევა, რათა უბედურება თავიდან იქნეს აცილებული“’-განაცხადა მერმა.

შგახსენებთ, რომ მეტროსადგურ “ვარკეთილში” აღდგენითი სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დასრულდა,ხოლო ექსპუატაციაში სექტემბრის თვეში შევიდა. მასიური რკინის კონსტრუქცია თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერით ჩაანაცვლეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here