Home ახალი ამბები საქართველო შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეო მასალებს ავრცელებს

შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეო მასალებს ავრცელებს

78

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების წინა დღეს მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ ვიდეო ჩანაწერებს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მოპოვებული ვიდეო მასალებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან დგინდება, რომ ალექსანდრე ლაშქარავამ გარდაცვალების წინა დღეს მეგობართან ერთად ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალებები ჯერ შეიძინა, შემდეგ მოიხმარა, რის შედეგადაც ზედოზირების გამო ორჯერ გახდა ცუდად.

ამის შესახებ უწყებაში განცხადება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ გააკეთა და მედიას შესაბამისი ვიდეო მასალა წარუდგინა.

„ვასაჯაროებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტს დეტალურად, რომელიც შედგენილია კერძო ობიექტებისა და 112-ის ზოგადი ხედის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად და დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, ამ ეტაპზე მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას შემდეგი: ალექსანდრე ლაშქარავა 15:28 წუთზე ფიქსირდება მისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე იოსელიანის ქუჩაზე, სადაც მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ მეგობართან ერთად ბახტრიონის ქუჩაზე 15:31 საათზე ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც ყიდულობს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და ერთდჯერადი გამოყენების შპრიცებს. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. შემდეგ მეგობართან ერთად მიემართება ფონიჭალის დასახლებაში 16:31 წუთზე ფიქსირდება. ფონიჭალაში ორჯერ ჩადის. პირველად გარკვეულ თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით და მეგობართან ერთად ბრუნდება ორთაჭალისკენ, სადაც ფიქსირდება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ყიდულობს გარკვეულ პროდუქტებს. აღნიშნულის შემდეგ კვლავ მეგობართან ერთად ბრუნდებიან ფონიჭალის დასახლებაში. ჩადიან ცურტაველის ქუჩაზე 19:41 წუთზე, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით შეიძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნული მისამართიდან ბრუნდებიან ორთაჭალაში, გორგასლის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

ჩვენებების მიხედვით ალექსანდრე ლაშქარავა მიღებული ნარკოტიკული საშუალებების გამო ხდება ცუდად და მისი მეგობარი ცდილობს დახმარებას. გარდა პირველი მცდელობისა, როდესაც ის თვითონ ცდილობს მოასულიეროს მეგობარი, ვერ ახერხებს ამას და მიმართავს იქვე არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ასახულია ვიდეო-მასალაზე, სადაც მისი მეგობარი ითხოვს პრეპარატ ნარკანს, რადგან მისი მეგობარი გამოიყვანოს ნარკოტიკების ზედოზირებისგან, რაც ასევე ასახულია და ვიდეო კადრებში ისმის ხმა. ის ვერ ახერხებს სამედიცინო დაწესებულებაში ლაშქარავას მიყვანას და თავად ბრუნდება მასთან, სადაც ცდილობს დაეხმაროს ზედოზირების გამო მის მეგობარს, რასაც ახერხებს, როგორც ჩვენებებით იკვეთება და მოჰყავს გონებაზე. შემდეგ ერთად, მოპედის საშუალებით 23:16 საათზე ბრუნდებიან „დედაენის ბაღში“, სადაც მისი მეგობარი კიდევ ერთხელ ხდება ცუდად. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება საცხოვრებელ სახლში – 00:10 წუთზე ჩანს გარე კამერებში როგორ ადის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით დილის 6:00 საათზე ოჯახის წევრები აკეთებენ შეტყობინებას სასწრაფოში, სასწრაფოს მისვლის დროს, სამწუხაროდ, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი ხვდებათ, რის შემდეგაც იძახებენ პოლიციას“,- განაცხადა ჭელიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, გრძელდება გამოძიება.

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავასთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ჯგუფური ძალადობის მუქარით დევნის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაკავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას და უწყება პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია და გრაფიკა სრული მოცულობით შექმნილია საქმეზე დაკითხული ათეულობით მოწმის ჩვენებების საფუძველზე და ის გამყარებულია ვიდეომტკიცებულებებით, რომლებიც უკვე წარმოგიდგინეთ”, – განაცხადა ჭელიძემ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here