Home სხვადასხვა დაიჯესტი ქიშპობიდან თანამშრომლობისა და დაახლოებისკენ

ქიშპობიდან თანამშრომლობისა და დაახლოებისკენ

საუდის არაბეთი ფსონს ქრისტიან კოპტებზე დებს

783
ქიშპობიდან თანამშრომლობისა და დაახლოებისკენ

ეგვიპტის ქრისტიანი კოპტების პატრიარქმა თავადროს II- ინგლისურენოვან გაზეთ Arab Newsის მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში ილაპარაკა ახლო აღმოსავლეთში არსებულ რელიგიურ მდგომარეობაზე. ქრისტიანებს რეგიონში ყოველთვის დევნიდნენ, “მაგრამ ამჟამად დევნა იმდენად გაძლიერდა და გავრცელდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აზრით, საჭიროა ძალთა მობილიზება ქრისტიანების დასაცავად ახლო აღმოსავლეთში” _ “პატრიარქი ეთანხმება, რომ სიტუაცია საგანგაშოა”.

ამასთან, თავადროს II-ს იმედი აქვს, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის _ მუჰამედ ბინ სალმანის, რომელსაც მიიჩნევს ობიექტურ ადამიანად, პიროვნებად, რომელიც მოვლენებს რეალისტურად აღიქვამს. “ეს ჩვენ ფრიად გვახარებს. მე პირადად ვაკვირდები ყველა პოზიტიურ მოვლენას, რომლებიც ვითარდება მეფე სალმანის, მემკვიდრე პრინცისა და ყველა საუდელი მოხელის მითითების საფუძველზე. ეს მით უფრო საყურადღებოა, რომ საუდის არაბეთი არაბეთისა და ისლამური სამყაროს მთავარი დასაყრდენია და, ამავე დროს, საერთაშორისო დონის სერიოზული ძალაა”.

გაზეთი ხაზს უსვამს, რომ თავადროს II მოუთმენლად ელოდება საუდის არაბეთში ვიზიტს, სადაც იგი მუჰამედ ბინ სალმანმა მიიწვია. შეგახსენებთ, რომ ეს მოხდა პატრიარქისა და საუდის არაბეთის უმაღლესი დონის შეხვედრის დროს, დელეგაციას მუჰამედ ბინ სალმანი მეთაურობდა. ეს შეხვედრა, რომელიც ისტორიაში პირველი იყო, ა.წ. დეკემბრის დასაწყისში ეგვიპტურ ალექსანდრიაში გაიმართა. ერ-რიადელმა სტუმარმა თავადროს II-სთან ერთად დაათვალიერა წმინდა მარკოზის ტაძარი, შემდეგ კი მოეწყო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები ორივე მხრიდან. წინა დღით კი თვით საუდის არაბეთში, ადგილობრივი კოპტელის სახლში გაიმართა ლიტურგია, რომელიც ჩაატარა შუბრი-ელ-ჰეის კოპტელმა ეპისკოპოსმა ავა მერკორიოსმა. მთელ რიგ გამოცემებში აღინიშნა, რომ ეს იყო “საუდის არაბეთის ხელმძღვანელობის ქრისტიანებისადმი შეცვლილი მიდგომის ნაწილი”.

თავადროს II ხშირად ჩადის რუსეთში და არანაკლებ ხშირად მასპინძლობს რუსეთელ სტუმრებს. 2017 წლის მაისში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოში ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომელმაც ასე მიმართა მას: “ურთიერთობა თქვენთან, ადამიანთან, რომელიც ქრისტიანობის წარმომადგენელია ეგვიპტეში, ჩვენთვის ფრიად სასიამოვნოა… ვიცი, რომ პრეზიდენტი სისი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია, აქტიურად ეხმარება კოპტებს ეგვიპტეში”. საპასუხო სიტყვაში თავადროს II-მ აღნიშნა, რომ იგი მეორედ ეწვია მოსკოვს და ხაზი გაუსვა: “ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ბატონ პრეზიდენ სისისთან, ეგვიპტის მთავრობასთან და ეგვიპტის პარლამენტთან. ჩვენ ძალას არ ვიშურებთ ქრისტიანებისა და მუსლიმების ეროვნული ურთიერთობის გასამყარებლად”. თუ გაღრმავდება დიალოგი ერ-რიადსა და კაიროს შორის რელიგიური სფეროს საკითხებზე, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრებიც ჩავიდნენ საუდის არაბეთში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here