Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართველთყლაპია” სტალინი და “ისტორიული მეგობარი” თურქეთი

“ქართველთყლაპია” სტალინი და “ისტორიული მეგობარი” თურქეთი

2374
რუკა

საინტერესოა, რაში სჭირდება რუსეთს დამატებითი კონტაქტები, მოლაპარაკებები და საუბრები საქართველოსთან” _ ამ ფრაზით დაიწყო ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ თავისი თოქშოუ 17ივლისის საღამოს ტელეკომპანიაპირველისეთერში.

ამავე სიტყვებით ვიწყებ ჩემს დღევანდელ საგაზეთო წერილს, რადგან ეს ფრაზა ყველაზე ნათლად ასახავს, როგორ გამორეცხეს თანამედროვე საქართველოში მოქმედმა გარკვეულმა ძალებმა საზოგადოების არა მხოლოდ რიგითი წევრების, არამედ ცნობილი ჟურნალისტებისა და “ანალიტიკოსების” ტვინებიც კი.

რით შეიძლება უპასუხო ცნობილი ჟურნალისტის ასეთ სრულიად სულელურ შეკითხვას? _ ისევ და ისევ ირონიით: იმათ სჭირდებათ, ხო, იმათ! აბა, ჩვენ რაში უნდა გვჭირდებოდეს რუსეთთან დიალოგი და მოლაპარაკება?! იმასაც გეტყვით, რაში სჭირდებათ: ჩვენ რომ მაგათ კრასნოდარის მხარე და რიაზანის ოლქი წავართვით, აი, მაგის დაბრუნებას გვეჩალიჩებიან! მაგრამ მედგრად დავდგეთ, ქართველებო! არ დაველაპარაკოთ რუსეთს, საერთოდ ხმა არ გავცეთ, თავი არ მოვატყუებინოთ მაგ გაიძვერებს, თორემ იმდენს იზამენ, ამ ლაპარაკლაპარაკში უკან დაგვტყუებენ კრასნოდარსაც და რიაზანსაც. ეგ კი არა, მეტსაც გეტყვით: სტავროპოლის მხარის მიერთებას რომ აპირებს საქართველო, მაგასაც ვეღარ მოვახერხებთ, თუ ამ გაიძვერა რუსებს მოლაპარაკებებზე დავუჯდებით. აბა, რა!

აი, რაც შეეხება თურქეთს, აქ ყველაფერი ნათელია თანამედროვე ქართველი ლიბერასტ-პროამერიკელ-პროევროპელებისთვის. თურქეთის მიერ მიტაცებული ძირძველი ქართული მიწები 50 წელზე ცოტა მეტი ხნის წინათ თურქეთის საკუთრებად ოფიციალურად ცნო გაერომ, ანუ ბობოლა ევროპულმა სახელმწიფოებმა და ამერიკამ. ჰოდა, რაღა გვინდა? იმაზე, რაც ევროპამ ცნო, ხმის ამოღება როგორ შეიძლება?! ეგეც არ იყოს, უკვე 100 წელზე მეტი გავიდა, რაც თურქებმა ეგ მიწები წაგვართვეს, და ახლა მაგაზე ლაპარაკის დროა?

ჩვენს საყვარელ სამხრეთელ მეზობელს 100 წლის წინანდელს ხომ არ გავუხსენებთ და მაგის გულისთვის ხომ არ მოვიმდურებთ? თანაც, ხომ გითხრაით, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ძმები, ჩვენი სტრატეგიული და გულში ჩასახუტებელი პარტნიორები, ამერიკელები და ევროპელებიც, ამ ტერიტორიებს თურქეთის საკუთრებად მიიჩნევენ და რა ვქნათ, გადავიკიდოთ სამტროდ ასეთი ოქროს მეგობრები?

თუმცა, თუკი ლიბერასტული გულის თუნდაც სულ პატარა კუნჭულში მაინც გაკრავთ თურქებისაგან წართმეული სამხრეთ საქართველოს ბოღმა, განტევების ვაციც იქვეა _ ღორმა რუსებმა აჩუქეს თურქებს ქართული მიწები!

აბა!

ჩვენს “ისტორიულ მეგობრებსა და ძმებს” _ თურქებს არაფრის დიდებით არ უნდოდათ ეს მიწები. არც კი მოუთხოვიათ, პირიქით, უხერხულობდნენ, _ ჩვენს ძმა ქართველებს ეგ მიწები როგორ წავართვათ, ტეხავსო და ამ ღორმა რუსებმა დააძალეს და დაემუქრნენ კიდეც, თუ არ წაიღებთ სულ თავზე დაგაფშვნით მაგ ქართულ მიწებსო! აი, ამის შემდეგ რაღა ექნათ საწყალ თურქებს და იძულებული გამხდარან, წაეღოთ…

ისე, ზოგიერთი ბოროტი გულის პატრონი და თურქეთსაქართველოს შორის მეგობრობის წყლის ამღვრევის მსურველი იმასაც კი გაიძახის, _ თუკი მასე იყო, ახლა ვიღა უშლით ხელს, ადგნენ ეს ჩვენი მეგობარი თურქები და დაგვიბრუნონ ქართული მიწები, ამით ხომ ყველაზე უკეთ დაადასტურებენ კეთილგანწყობასა და მეგობრობის სურვილსო

ამ არგუმენტზე ლიბერასტებს პასუხი არ აქვთ, სამაგიეროდ, ასეთი არგუმეტების წამომყენებლებს უწოდებენ “რუსების მონას” “საბჭოთა გადმონაშთს” და, თქვენ წარმოიდგინეთ, “სტალინის ფანატსაც” კი.

ჰო, აი, სტალინზე მინდოდა მეთქვა: როგორ გაბედა ამ არაპატრიოტმა და ქართველების მოძულე იოსებ ბესარიონოვიჩმა, რომ 1945 წელს თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნება დააპირა? დიახ, არსებობს მეორე მსოფლიო ომის მიწურულს დაბეჭდილი რუკები, რომლებზეც პირდაპირ არის მონიშნული თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული ოლქები, რომელთა დაბრუნებასაც საბჭოთა მთავრობა მოითხოვს თურქეთისგან და, როგორც იმჟამინდელი წყაროები და არქივები გვაუწყებენ, თურქეთის მიერ მიტაცებულ ყველა ქართულ ადმინისტრაციულ ოლქში რაიკომის მდივნებიც კი იყო დანიშნული უკვე.

ეს პროცესი ჩვენი მოძმე და განუყრელი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იაპონიაში ატომური ბომბის ჩამოგდებამ და ბრიტანეთის მიერ თურქეთის ურყევმა მხარდაჭერამ შეაჩერა.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, “ჩვენი მტერი”, არაპატრიოტი, “ქართველთმოძულეიოსებ ბესრაიონის ძე სტალინი და საბჭოთა არმია საქართველოს უბრუნებდა თურქების მიერ მიტაცებულ ძირძველ ქართულ მიწებს, ხოლო ჩვენმამეგობარმა”, “მოკეთემდამოსიყვარულეამერიკამ და ევროპამ ეს მიწები ისევ თურქებს დაუნარჩუნა.

თანაც, ხომ გახსოვთ, იმ მიწებზეა საუბარი, თურქებს წაღება რომ არ უნდოდათ და რუსებმა ძალით რომ აჩუქეს…

ლოგიკა ვერ გაიგეთ?

რა გაეწყობა, ე.წ. პროევროპელებისა და “ლიბერასტების” ლოგიკის ახსნას მეც, აგერ უკვე ბარე 20 წელიწადია, ვცდილობ და ვერაფრით ჩავწვდი….

ხოლო თუ ირონიას შევეშვებით და სერიოზულად ვიტყვით სათქმელს, ფაქტია: სტალინის მიერ მართლაც იყო მომზადებული საქართველოს ძირძველი სამხრეთ მიწების დაბრუნების თემა და შესაბამისი რუკები ერთვის კიდეც ამ საგაზეთო წერილს.

მთავარი მაინც ის არის, რომ სტალინს არ მოუთხოვია ეს მიწები თურქეთისთვის, როგორც ომში დამარცხებული ფაშისტური გერმანიის მოკავშირისთვის. ამ მიწების თურქეთისთვის ჩამორთმევის მიზეზად პირდაპირ იყო დასახელებული, რომ ეს ერთერთი საბჭოთა რესპუბლიკის, კერძოდ, საქართველოს, ძირძველი ტერიტორიაა და თურქეთმა იგი საქართველოს უნდა დაუბრუნოს.

ლიბერასტებისა და თურქეთის ფულით დაფინანსებული “ენჯეოების” წარმომადგენლების რეცეპტული “არგუმენტი” წინასწარ ვიცი _ ანუ, “შენ ამბობ რომ რუსეთი და სტალინი საქართველოზე ზრუნავდა და ცდილობდა, მისთვის ისტორიული მიწა-წყალი დაებრუნებინა? ბოლშევიკებს არ ეძინათ საქართველოზე ფიქრით?”

მსგავსი ძალად ირონიული ტონი ხშირად მომისმენია, მაგრამ ვინც სერიოზულად ფიქრობს და ცდილობს, რომ ჩვენმა სამშობლომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალი ნახოს სამხრეთითა და ჩრდილოეთით წამომართული ორი უზარმაზარი იმპერიის დაპირისპირების შედეგად, ასეთი ადამიანებისთვის ნათელია, რომ ჩვენ, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, უბრალოდ, ჩვენთვის მაქსიმალური სარგებლის მიღებაზე უნდა ვიზრუნოთ, თორემ საქართველოზე ფიქრით თავს არც რუსეთი იკლავს, არც თურქეთი და არც არავინ დედამიწაზე.

ნებისმიერ ქვეყანას, განსაკუთრებით კი რუსეთისა და თურქეთის ზომისა და ამბიციის მქონე ქვეყნებს, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების გატარება და დაკმაყოფილება რომ სურთ, ეს, წესით, ნებისმიერმა საშუალოდ მოაზროვნე ბავშვმაც კი უნდა იცოდეს.

ისტორიული მეგობარი უწოდო ქვეყანას, რომელსაც შენი ძირძველი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აქვს მიტაცებული, იქ არსებული ქართული ძეგლები განადგურებული და შებღალული, იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის რჯული და რელიგია ძალდატანებით შეცვლილი და ქართული ენა აკრძალული, ეს სიბეცე აღარ არის, ეს შეგნებული მტრობაა ქვეყნისა და სამშობლოსი.

კარგი, ჯანდაბას, თურქეთთან რაც არის და როგორც არის, გასაგებია, მაგრამ დღეს რუსეთს რომ აქვს მიტაცებული ჩვენი მიწები, მაგაზე რას იტყვით? _ “ლიბერასტი” თურქეთუმეების ამ არგუმენტს ვუპასუხებ:

_ რას ვიტყვი და იმას, რომ რუსეთის ასეთი ქმედებაც, ჩვენი, ქართველების, თურქეთის მიმართ ტუტუცურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. რუსებმა დაინახეს, რომ ქვეყენას, რომელმაც 100 წლის წინათ ჩვენი მიწების დიდი ნაწილი მიიტაცა, ვეფერებით, ველოლიავებით, “ისტორიულ ძმასვუწოდებთესე იგი, არაფრად მიგვაჩნია ჩვენგან 100 წლის წინათ მიატაცებული მიწა. ჰოდა, ადგნენ ეს რუსებიც და წაგვართვეს სოხუმი და ცხინვალი _ ქართველები ეგეთები ხართ, გაივლის 100 წელიწადი და სოხუმსა და ცხინვალზეც ისევე არაფერს გვეტყვით, როგორც დღეს თურქებს არაფერს ეუბნებით ბანაზე, ტაოზე, შატბერდზე და ასე შემდეგო. გაივლის 100 წელიწადი და კი, ბატონო, ჩვენც თქვენიისტორიული მეგობრებიგავხდებითო! ფაქტობრივად, თავად ვუკარნახეთ რუსეთს, როგორ უნდა მოქცეოდნენ საქართველოს, ქართული მიწები საბოლოოდ რომ მიეტაცებინათ; ანუ, როგორც მოგვექცა 100 წლის წინათ თურქეთი, ზუსტად ისე გვექცევა დღეს რუსეთი და სულაც არ არის გამორიცხული, რომ 100 წლის შემდეგ გაერომ სოხუმიცა და ცხინვალიც რუსეთის ტერიტორიად ცნოს. ამის შემდეგ რუსეთი მყისვე გახდება ჩვენი “ისტორიული მეგობარი”, ხო?

სხვათა შორის, ამ წერილის გამოქვეყნებას საქართველოოში უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ვიზიტი დაემთხვა და ისევ დაიწყეს ასეთი ფრაზების გაუაზრებლად (ან სწორედაც მიზანმიმართულად და გააზრებულად) წამოსროლა ქართველმა პოლიტიკოსებმა: “ჩვენ და უკრაინას ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს, სოხუმ-ცხინვალის რეგიონები საქართველოში და ყირიმი უკრაინაში რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”.

არადა, ყველაზე დიდი შეცდომა და ისტორიის დამახინჯება სწორედ სოხუმცხინვალის რეგიონებისა და ყირიმის ერთმანეთის გვერდით, ერთ სიბრტყეში დაყენებაა.

სინამდვილეში უკრაინისთვის ყირიმის პრობლემა და საქართველოსთვის სოხუმცხინვალის რეგიონების პრობლემები კატეგორიულად განსხვავებულია. ჩვენ, ქართველები, მათ ერთ სიბრტყეში დაყენებას კი არა, პირიქით, ამ პრობლემების კატეგორიული განსხვავების ხაზგასმას უნდა ვცდილობდეთ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.

ნუთუ არავინ გამოჩნდება, ვინცბრძენდა ესოდენპატრიოტქართველ პოლიტიკოსებს (როგორც .. ხელისუფლებას, ასევე .. ოპოზიციას) შეახსნებს, რომ სოხუმისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოს 1956 წელს კი არ გადმოსცემია, როგორც ეს ყირიმის უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაში მოხდა, არამედ აფხაზეთიცა და სამაჩაბლოც ისტორიული, ძირძველი ქართული მიწებია.

სტალინი აუცილებლად შეახსენებდა…

ბაკურ სვანიძე

2 COMMENTS

  1. ნეტავ გონება გაუნათდება ჩვენი ქვეყნის ვითომდა პატრიოტებს…….ამ წერილის წაკითხვის შემდეგ? მათ ფეთულაჰ გიულენის და სოროსის იდეოლოგიით და ფულით აქვთ თავები და ჯიბეები გამოტენილი…..ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ვისაც მართლა გვტკივა და გვაწუხებს და ერთად დავიწყოთ ამ პრობლემებზე თუ სახადზე ზრუნვა იქნებ როგორმე გამოვჯამრთელდეთ. მათ ქვეყანაზე ზრუნვა მათი კლანების და ოჯახების კეთილდღეობა გონიათ.

  2. ანგარება მოახვიეს ქართველებს, სამშობლოს სიყვარულის მაგიერ. მალე საქართველოს თურქეთი დაიპყრობს, როგორც ეს გერმანიში გააკეთა. თუმცა რა გინდა, აღმაშენებლის გამზირზე ქართველებს თავს უტეხავენ და ბავშვებს რყვნიან, არასრულწლოვანებს ბორდელებში ამუშავებენ. ევროპული პარტიის “ნაციონალფაშისტები” მხარს უჭერენ ამას და მარშსაც მართავენ. რაც “მიშამ” დააკლო საქართველოს, უარესს დედამისი “გიულა” აკეთებს, გაავსო საქართველო თურქული სასწავლებლებით. დღეს საქართველოში თურქული ექსპანსია მიმდინარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here