Home რუბრიკები პოლიტიკა უგულავასთვის გამოტანილი განაჩენი სასჯელი კი არა, მაღალჩინოსნების წაქეზებაა, რომ ქვეყანა ძარცვონ და...

უგულავასთვის გამოტანილი განაჩენი სასჯელი კი არა, მაღალჩინოსნების წაქეზებაა, რომ ქვეყანა ძარცვონ და ჩვენი ფული თქვლიფონ

3722
უგულავა

2012 წელს ვერავინ იფიქრებდა, რომ გიგი უგულავას 8 წლის შემდეგ წამებულად და პოლიტპატიმრად გამოაცხადებდნენ. არადა, ზუსტად ასეა _ ოპოზიციური სპექტრი ერთ ხმაში გაჰკივის: დედაქალაქის ყოფილი მერი დანაციონალური მოძრაობისყოფილი ლიდერი დღეს პოლიტპატიმარიაო. და, რაც მთავარია, ამ განცხადებას ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები თავის კანტურით ეთანხმებიან. დიახ, ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ უგულავას საქმეს დიპლომატები იხილავენ და თანაც ისე, არ მალავენ, რომ ეჭვები და კითხვები აქვთ. მივყვეთ რიგითობით.

როცა 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, მთავარი მოთხოვნა, რაც ამომრჩეველს ჰქონდა, სამართლიანობის აღდგენა იყო. “ქართულმა ოცნებამსამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, კოაბიტაცია დაიწყო და მოახერხა ის, რასაც მათ გარდა ვერავინ მოახერხებდა _ ამომრჩევლის მიერ მიწაში ჩადებულინაციონალური მოძაობაჯერ რეანიმაციაში გადაიყვანა, მერე გამოაჯანმრთელა, მერე თავზე დაისვა და ახლა გაიძახის: უნდა დავამთავროთ, თორემ ქვეყანას საფრთხეს უქმნიანო. ჩვენი აზრით კი, ხელისუფლებამ ეს ერთადერთი მიზნით გააკეთა _ მათი ხელისუფლებაში დარჩენისთვის. სწორედ “ნაციონალური მოძრაობისგან” შექმნა ხელისუფლებამ ის საფრთხობელა, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არასდროს დაუჭერს და დაგვაყენა იმ არჩევანის წინაშე, რომელიც მუდმივად გვაქვს _ ან ცუდი, ან უარესი.

არანაკლებ საინტერესოა ოპოზიციის აზრი. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლება უგულოდ მოიქცა და უგულავა შვილის თვალწინ დააპატიმრა. ეს ის ოპოზიციაა, რომელიც 9 წელი მართავდა ქვეყანას და ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი პატიმარი და პრობაციონერი ჰყავდა. ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ერი კრიმინალად გამოაცხადა და, შვილების თვალწინ დაჭერა კი არა, შვილებიც მიჰყავდათ ციხეში მშობლებთან და აღიარებას ისე სთხოვდნენ. თან პატიმრებს ეუბნებოდნენ, რომ შვილებს მათ თვალწინ გაუუპატიურებდნენ და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბავშვი გოგო იყო თუ ბიჭი. ასე იძლეოდა დაჭერილთა უმრავლესობა ჩვენებას და ამიტომაც იყო, რომ იმხანად გამამტყუნებელი განაჩენის ოდენობა 99,99% იყო. ჰო, არც ის დაგვავიწყდეს, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც ამ განაჩენებს ადგენდნენ და ხალხს ციხეში დასტა-დასტა უშვებდნენ, ამ ხელისუფლებამაც შეინარჩუნა და ახლა მოსამართლეთა ის კორპუსი მათ ემსახურება. უგულავას დარად, ირაკლი ოქრუაშვილსაც პოლიტპატიმრად აცხადებენ. ეს ის ოქრუაშვილია, ხალხს სახლში რომ უვარდებოდა, ტელეკამერების თანხლებით საცვლების ამარა აჩვენებდა დაკავებულთა ოჯახის წევრებს საზოგადოებას და ეს უხაროდა. ის ოქრუაშვილი, რომელსაც სწორედ ოჯახის წევრების მიმართ მუქარით მიაცემინეს ჩვენება ნაციონალებმა, ის ოქრუაშვილი, რომელმაც ნაცების ციხეში ორი დღეც ვერ გაძლო, იმიტომ, რომ არასწორად, არაადამიანურად მოექცნენ. ახალი ხელისუფლების ციხიდან კი სოციალურ ქსელში განცხადებებს ავრცელებს და გვარიანადაც ღლაბუცობს.

ისევ უგულავას დავუბრუნდეთ. ეს ის უგულავაა, აგვისტოს ომში ერთერთ სარდლად რომ მოგვევლინა, ბოლოს კი ისე დაიმალა, რომ თავისი გარემოცვაც ვერ პოულობდა. ის უგულავაა, რომელიც საგრიალოდ ევროპაში ჩვენი ფულით დადიოდა ძმაკაცებთან ერთად და არ აინტერესებდა, რას იტყოდა ამომრჩეველი. მაშინ უგულავავლასტშიიყო და, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფერი ფეხზე ეკიდა, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლებამ მას ბრალი რამდენიმე ათეული მილიონის გაფლანგვისთვის წაუყენა და ციხეში სამი წლით გაისტუმრა. ახლა დაფიქრდით, საქართველოს რამდენი მოქალაქე წავა სამი წლით ციხეში თუნდაც მილიონის სანაცვლოდ? ჩვენ გეტყვით, ბატონებო: ყოველი მეორე კი არა, თითქმის 95% მოაწერს ამაზე ხელს და სიამოვნებით მოიხდის სასჯელს მილიონის სანაცვლოდ. გაფლანგვას თუ ედავებით, დააბრუნებინეთ ის ათეულობით მილიონი და მერე გაუშვით ციხეში. თუ ფულს ვერ პოულობთ, ქონებით აგებინეთ პასუხი, 48 მილიონის ქონებას აუცილებლად უპოვით, მაგრამ არა! ხელისუფლებას ასე შორს წასვლა არ სურს, რადგან თვითონაცშორსიხედება და მომავალში, შესაძლოა, მათაც ქონებით აგებინონ პასუხი, რაც ხელს ნამდვილად არ აძლევთ. აი, 2-3 წლით ციხეს კიდევ ნებისმიერი მოიხდის, რა პრობლემაა?! მთავარია, რომ მილიონები ხელუხლებელი იქნება.

ცოტა ხანს უგულავას შევეშვათ და ვანო მერაბიშვილზე ვთქვათ. ბატონი ვანო ციხიდან 20 თებერვალს გამოდის. დიახ, იმ კაცს უშვებენ ციხიდან, რომელიც კამერების წინ ორ გვამს ითხოვდა და რომლის სახელსაც პოლიციის პოლიტიზება უკავშირდება. ბატონი ვანოს დედა, ჟენია მერაბიშვილი, ახალციხის სკოლის დირექტორი იყო და წლის დირექტორადაც დაასახელეს საქართველოს მასშტაბით. ჰოდა, ქალბატონ ჟენიას 2009 წელს ორმა ახალგაზრდამ ქათმები მოჰპარა, უფრო ზუსტად, ბიჭებმა საქეიფოდ შვიდი ქათამი მოიპარეს, მათგან ორი ჟენია მერაბიშვილის იყო. თითო ქათამი თითოს ერთ წლად შეუფასეს და ბიჭები 7-7 წლით გამოამწყვდიეს საპყრობილეში. ჰო, შვიდი ქათმის მოპარვისთვის 7-7 წელი ჩამოურიგეს, უგულავას კი ათეულობით მილიონის მოპარვისთვის, ხოლო ვანო მერაბიშვილს ორი გვამის მოთხოვნისთვის სასაცილო სასჯელი აკმარეს. ადამიანის ციხეში გაშვება არავის უხარია, მაგრამ, სანამ კანონი არ კანონობს, სანამ უსამართლობის განცდა არის, მანამდე არაფერი გვეშველება.

ნებისმიერმა ჩინოსანმა რომ ჩაიდოს 50 მილიონი ჯიბეში იმის იმედად, რომ 3-წლიან სასჯელს აკმარებენ, გასაკვირი იქნება? უგულავასთვის გამოტანილი განაჩენი სასჯელი კი არა, მაღალჩინოსნების წაქეზებაა იმისკენ, რომ ქვეყანა ძარცვონ და ჩვენი ფული თქვლიფონ, თორემ სასჯელი ადეკვატური რომ ყოფილიყო, ასე აღარ მოხდებოდა.

არაერთხელ გვითქვამს, რომ კანონები უნდა გამკაცრდეს და მეტი პოლიტიკური ნება, მეტი პრინციპულობაა საჭირო დამნაშავეების დასასჯელად. სამწუხაროდ, “ოცნებას” ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ აქვს. მმართველ გუნდს არც გამბედაობა ჰყოფნის და არც ერთი ადგილი საიმისოდ, რომ დამნაშავე შესაბამისად დასაჯოს. სწორედ ამიტომ დაიტოვაოცნებამმოსამართლეთა ის კორპუსი, რომელიც მანამდე იყო. და აგერ, იმავე მოსამართლეების განაჩენით, მაგალითად, მარნეულის ყოფილი მერი გაამართლეს, რომელზეც ამბობდნენ, მოქალაქეს შარდი დაალევინაო, ახლა ეს შარდი ლუდი აღმოჩნდა. მეორედ მოსვლას რომ ამბობენ, თურმე მოსულა მესია და არ ვიმჩნევთ. უფალმა წყალი ღვინოდ გადააქცია და მოსამართლემ კიდევ შარდი _ ლუდად, მეტი რა უნდა ექნა?! ისე გამოვიდა, რომ ლუდის დალევის გამო იჩივლა დაზარალებულმა: მერმა ლუდის დალევა მაიძულაოაბსურდულობის დონეს ხომ ხვდებით, ბატონებო?!

ჯერჯერობით არავინ იცის, რა სისტემით, მაგრამ 2020 წელს არჩევნები გველოდება. ცალკე ხელისუფლება და ცალკე ოპოზიცია იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ქვეყანას ისინი გადაარჩენენ. არადა, ერთიც ნანახი გვაქვს და მეორეც და ამომრჩეველმა ზუსტად იცის, რომ რეალურად ქვეყნის გადარჩენა, სწორ გზაზე დაყენება არც ერთს არ სურს ან შეიძლება სურს, მაგრამ დასავლეთი არ აძლევს იმის უფლებას, რომ მოსახლეობამ ამოისუნთქოს. მაძღარ მოსახლეობას სხვა მოთხოვნები გაუჩნდება, უკეთესს და უკეთესს მოითხოვს, ახლა კი კარტოფილისა და ხახვის ფულით კმაყოფილდება. ეს მოცემულობა მოქმედ პოლიტიკოსებს ხელს აძლევთ და მის შეცვლას არ აპირებენ. დიდი-დიდი, იმ კარტოფილის შესაწვავი ზეთი გამოურიონ დაპირებებში, თორემ დანარჩენი იგივე იქნება. ისევ იქნებიან უგულავები და მერაბიშვილები, რომლებიც მილიონებსაც მოიპარავენ, ორი გვამის შეკვეთასაც მისცემენ და ამის გამო სათანადოდ არ დაისჯებიან. კიდევ გავიმეორებ: ათეულობით მილიონის გამო კი არა, მილიონის გამო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სამი წლით ციხეში სიხარულით წავა, არც პრესკონფერენციებს მოაწყობს და არც სენტიმენტალურ სცენებს დადგამს, წავა, დაჯდება და კაცურად მოიხდის. მაგრამ დრომ ისე მოიტანა, რომ მილიონები მხოლოდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი, ამომრჩეველი კი ხახვსა და კარტოფილზეც იოლად გადადის.

ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? ხელისუფლება თუ შეიცვლება, უგულავა (და არა მხოლოდ ის) საპყრობილეს, როგორც გმირი, ისე დატოვებს; იმ მილიონებსაც არავინ მოჰკითხავს და კვლავ დატრიალდება ბედის ბორბალი. შემდეგ სასამართლოს წინაშე მილიონების სხვა მჭამელები წარსდგებიან, ისინი მიიღებენ არაადეკვატურ სასჯელს და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად. ამ ამბის დასასრული კი პოლიტიკიდან მათი წასვლაა, მაგრამ ცოცხალი თავით არ მიდიან და… ხალხმა უნდა გაყაროს, თუმცა, როგორც თავში მოგახსენეთ, სხვა არავინ ჩანს პოლიტიკურ ასპარეზზე და ამჯერადაც ცუდსა და უარესს შორის მოგვიწევს არჩევანის გაკეთება.

ბესო ბარბაქაძე

3 COMMENTS

  1. უგულავამ კი არ გაფლანგაარამედ მოიხვეჭა 48მლნ დაეგ რა არის იმ ასეულმილიონებთან რომელიც მიითვისა ნაცმოძრაობასთან ერთად თბილისში შენობანაგებობების და მიწების გაყიდვის შედეგად.

  2. ევროპაში ერთი ევროს, აშშ-ში – ერთი ევროს, მითვისებას არავინ გაპატიებს. მკვლელობაზე დიდი სასჯელი ფინანსური დანაშაულია. ასე იყო სსრკ-შიც: სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვაზე დახვრეტა იყო . მაგრამ, მგონი, „მსოფლიო დონის პოლიტიკოსმა“ 1998 წელს გააუქმა ქონების კონფისკაციის კანონი და თავისი „დემოკრატიით“ ივანიშვილზე ადრე გააოცა ევროპა-ამერიკა.

  3. არა მარტო მაღალჩინოსნები, ბევრმა გამოთქვა მზადყოფნა მილიონების მოპარვის შესაძლებლობის სანაცვლოდ 3-4 წელი გაატაროს საპყრობილეში ადამიანის უფლებების დამცველთა მონიტორინგის ქვეშ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here