Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპის და მელანიას არაბული ვოიაჟი საუდის არაბეთში (ფოტო)

ტრამპის და მელანიას არაბული ვოიაჟი საუდის არაბეთში (ფოტო)

1258

20 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი საუდის არაბეთს ესტუმრნენ. ინაუგურაციიდან 4 თვის შემდგომ, ეს დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური ვიზიტია უცხოეთში პრეზიდენტის ამპლუაში.


საუდის არაბეთში დონალდ ტრამპს თან ახლდა მეუღლე, პირველი ლედი მელანია ტრამპი, ქალიშვილი ივანკა ტრამპი და სიძე ჯერიდ კუშნერი. ტრამპს საუცხოო დახვედრა მოუწყო საუდის არაბეთის მეფემ, რის შემდგომ პრეზიდენტი ოქროს მედლითაც დააჯილდოვეს. ტრამპმა დააგემოვნა ტრადიციული ნუგბარი მეუღლესთან ერთად და მიიღო მონაწილეობა ეროვნულ ცეკვაში ხმლით ხელში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, საუდის არაბეთში ქვეყნის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილა. ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებებს. დონალდ ტრამპმა და საუდის არაბეთის მეფემ, ერთად გახსნეს ექსტრემისტული იდეოლოგიის წინააღმდეგ გლობალური ცენტრი. ცენტრის ამოცანაა, არ დაუშვას რადიკალური იდეების გავრცელება.

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი აშშ მიჰყიდის საუდის არაბეთს კომპანია Lockheed Martin-ის  150 ერთეულ Blackhawk ვერტმფრენს. ასევე შეთანხმება იქნა მიღწეული იარაღის მიწოდების თაობაზე (110 მილიარდი $). როგორც აშშ სახელმწიფო მდივანი აცხადებს, გარდა ამ შეთანხმებებისა მხარეები შეთახმდნენ ინვესტიციების საკითხზეც, რაც საერთო ჯამში შეადგენს 350 მილიარდ $. რექს ტილერსონმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ეს შეთანხმებები დიდი მიღწევაა ტრამპის ადმინისტრაციისთვის და საკმაოდ შთამბეჭდავი პირველი ვიზიტის კვალობაზე.

ვიზიტის ბოლოს, პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ “ეს იყო არაჩვეულებრივი დღე” და გამოხატა კმაყოფილება ასობით მილიონიანი ინვესტიციების გამო, რასაც საუდის არაბეთი აპირებს აშშ-ში განახორციელოს. მან ასევე დიდი მადლიერება გამოხატა მასპინძელი ქვეყნის ლიდერის, საუდის არაბეთის მეფის სალმანის მიმართ, გამოჩენილი სტუმართმოყვარეობის და პომპეზური დახვედრის გამო.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here