Home ახალი ამბები ტრამპმა მერკელს NATO-ს მომსახურების 300 მილიარდიანი ქვითარი გადასცა

ტრამპმა მერკელს NATO-ს მომსახურების 300 მილიარდიანი ქვითარი გადასცა

1001
დონალდ ტრამპისა და ანგელა მერკელის შეხვედრა 18 მარტს ვაშინგტონში. გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ურსულა ფონ დერ ლაინი
The Sunday Times -ის ცნობით, 18 მარტს, თეთრ სახლში, ამერიკის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერის მოლაპარაკებისას, ტრამპმა მერკელს 300 მილიარდი აშშ დოლარის მომსახურების ქვითარი გადასცა. შეხვედრა მოეწყო 18 მარტს თეთრ სახლში, ვაშინგტონში მერკელის ვიზიტისას. ეს ის თნახაა, რაც ამერიკამ ევროპის უსაფრთხოებაში ჩადო. ნატოს დაფინანსების 70 %  სწორედ აშშ- ზე მოდიოდა.

“აღმაშფოთებელია ასეთი ფაქტი, ესაა დაშინების მცდელობა, მაგრამ კანცლერმა ეს მშვიდად მიიღო, მერკელი არ აპირებს წამოეგოს პროვოკაციებს, “- განაცხადა გამოცემასთან გერმანიის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა.

ნატოს წევრი ქვეყნები სრულად არ ასრულებენ დაკისებულ ფინანსურ ვალდებულებებს. აშშ-ს პრეზიდენტის არაერთგზის განცხადებით, მომავალში ამერიკა აღარ აპირებს ნატოს 70% -ით  დაფინანსებას და ეს თანხა საგრძნობლად შეიკვეცება, რაც  ფაქტობრივად NATO-ს აღსასრულს უდრის.

მომდევნო დღეს გერმანელმა მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაინმა განაცხადა, რომ ბერლინს არანაირი ვალი არ გააჩნია ალიანსის წინაშე. ამერიკელი პრეზიდენტი მოგვიანებით გერმანიის ბუნდესტაგის წევრებმაც გააკრიტიკეს, მსგავსი განცხადების გამო.

„გერმანია ბევრით დავალებულია აშშ-სგან. ერთადერთი, რითაც ჩვენ არ ვართ დავალებულები ეს – ფულია. აშშ-ის ისტორიულ როლზე აშშ-ის პრეზიდენტის არასწორი მსჯელობები ძალიან გვწყინს“. – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, ფედერალური ასამბლეის  თავმჯდომარემ და  ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა ნორბეტ რუთგენმა.

აშშ-ის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის „ცივი“ შეხვედრის შემდგომ ვაშინგტონში, როცა მერკელს ხელი არ ჩამოართვა და ეს კადრები მედიაში მთავარი განხილვის თემა იყო, ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„მიუხედავად იმისა, თუ რა შეფასებები მოისმინეთ ყალბი ინტერნეტ სააგენტოებისგან, უნდა ვთქვა, რომ მე მქონდა დიდებული შეხვედრა გერმანიის კანცლერ ანკელა მერკელთან. გერმანია აქვს დავალიანება … უზარმაზარ თანხები უნდა გამოყოს ნატოსთვის“ .

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here