Home სხვადასხვა დაიჯესტი სერგეი ლავროვი: ჩვენ ომი არ გვსურს, მაგრამ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვისა და...

სერგეი ლავროვი: ჩვენ ომი არ გვსურს, მაგრამ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვისა და იგნორირების უფლებას არავის მივცემთ!

201

საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან 28 იანვარს გამართულ სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშმა და ნატომ თავიანთ პასუხებში არ გაითვალისწინეს რუსეთის საკვანძო მომენტები: “ამერიკისა და ნატოს პასუხებში გათვალისწინებული არ იყო რუსეთის ისეთი პროინციპული საკითხები, როგორიც არის ნატოს გაფართოების დაუშვებლობა, რუსეთის საზღვრებთან ახლოს შეტევითი სისტემების განლაგებაზე უარი, აგრეთვე, ევროპაში ბლოკის სამხედრო პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის დაბრუნება 1997 წლის პოზიციებზე, რომელც ხელი მოეწერა რუსეთსა და ნატოს შორის”.

ვლადიმერ პუტინის ზემოაღნიშნულ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ისა და ნატოს მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის წინადადებებზე 26 იანვარს გაგზავნილი წერილობითი პასუხების კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: მთავარ საკითხზე, ნატო აღმოსავლეთით რომ აღარ გაფართოვდება, ამ დოკუმენტში პოზიტიური რეაქცია არ არის”.

ვაშინგტონში გადაწყვიტეს, არ გაასაჯაროონ დოკუმენტი და გამოთქვეს იმედი, რომ მოსკოვიც ასე მოიქცევა. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელთა აზრით, აშშ-ის პასუხში ჩანს მზადყოფნა კომპრომისების მიმართ რამდენიმე მიმართულებით.

ამ დოკუმენტში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის. მთავარ საკითხს წარმოადგენს ჩვენი მკაფიო რეაქცია აღმოსავლეთით ნატოს სამომავლო გაფართოება, აგრეთვე, იმ შეტევითი იარაღის განლაგების დაუშვებლობა, რომელსაც შეუძლია, საფრთხე შეუქმნას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას”, _ აღნიშნა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ აშშ შეგნებულად, წინასწარგანზრახვით არად აგდებს უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს, რომლის მიხედვით ერთი სახელმწიფო მშვიდობიანად ვერ იარსებებს სხვა სახელმწიფოსთვის ხიფათის შექმნის გზით.

თუ 1990-იან წლებში მომხდარს ჩვენ გვიხსნიდნენ წერილობითი ვალდებულებების არარსებობით ნატოს გაფართოებაზე, ახლა ასეთი წერილობითი ვალდებულებები ჩვენ გვაქვს. ისინი არაერთხელ არის დადასტურებული ეუთოს ჩარჩოებში, მათ შორის უმაღლეს დონეზე”, _ თქვა სერგეი ლავროვმა.

ვალდებულებები მენიუ არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუშვებელი უწოდა აშშის პოზიციას, რომელიც ეუთოს ჩარჩოებში მიღებულ ვალდებულებებს განიხილავს, როგორც მენიუს, რომლისგანაც ირჩევენ მხოლოდ იმას, რაც მათთვისგემრიელია”. რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მან თავის ამერიკელ კოლეგა ენტონი ბლინკენსაც მიუთითა, მაგრამ მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა.

მე გავაფრთხილე ის, როგორც ჩვენი სხვა კოლეგები, რომ უახლოეს ხანში გავუგზავნიდით ოფიციალურ განცხადებას მოთხოვნით, ახსნან, თავიანთი ვალდებულებებიდან რატომ იღებენ მხოლოდ ერთ პუნქტს, ხოლო ამ მათთვის საყვარელი პუნქტის პირობების შესრულებას თავს არიდებენ. ეს იქნება ოფიციალური მიმართვა იმ ქვეყნებისადმი, რომელთა ლიდერებმაც ხელი მოაწერეს სტამბოლისა და ასტანის დეკლარაციებს. ვიმედოვნებ, ამ შემთხვევაში არ დაგვჭირდება ბევრი დრო იმის ასახსნელად, რატომ უკავია დასავლეთს ეს პოზიცია”, _ თქვა მინისტრმა.

რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ვაშინგტონის პასუხს უსაფრთხოების გარანტიების წინადადებაზე ნატოს წერილთან ერთად განიხილავს. რა რეაქცია ექნება მოსკოვს ვაშინგტონის ქმედებებზე, ლავროვის თქმით, განსაზღვრავს პირადად ვლადიმერ პუტინი.

უკრაინის საკითხი და მოლაპარაკებები დასავლეთთან

ბოლო თვეებში რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ვაშინგტონი და ბრიუსელი მოსკოვს უკრაინაში “შესაჭრელად” მზადებაში ადანაშაულებენ და თავიანთ გავლენას აძლიერებენ აღმოსავლეთ ევროპაში.

მოსკოვი უარყოფს ყველა პრეტენზიას და ხაზს უსვამს, რომ სამხედრო ქვედანაყოფებს გადაადგილებს თავის ტერიტორიაზე. რუსეთი, აგრეთვე, ყველას შეახსენებს, რომ უკრაინა არ იცავს მინსკის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. კიევმა კი თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საზღვრებთან თავი მოუყარა თავისი არმიის პირადი შემადგენლობის ნახევარს და რეგულარულად ხსნიან ცეცხლს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოლაშქრეთა მიმართულებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ მიუთითა, რომ “მოსკოვის აგრესიაზე” ინფორმაციის გავრცელების მიზანი უცხოური სამხედრო დაჯგუფებების გადასროლაა რუსეთის საზღვრებთან, ხოლო ესკალაციის ძირითადი მიზეზი აშშ-ისა და ნატოს მოქმედებებია, რომლებმაც უკრაინა “გაავსეს” იარაღით და ამით უბიძგებენ ამ ქვეყანას სამხედრო ავანტიურისკენ.

ამ ფონზე 2021 წლის ბოლოს მოსკოვმა ბრიუსელსა და ვაშინგტონს გადასცა დოკუმენტების პროექტი უსაფრთხოების გარანტიებზე. რუსეთი მოითხოვს, ჩრდილოატლანტიკურმა ბლოკმა შეწყვიტოს სამხედრო თანამშრომლობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, უარი თქვას სამხედრო ბაზების შექმნაზე მათ ტერიტორიაზე, ევროპიდან გაიტანონ ამერიკული ბირთვული იარაღი და ნატო არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით.

რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლეთს უსაფრთხოების საკითხებზე “წითელი ხაზები” შეახსენა: “რუსეთი განწყობილია დასავლეთის ქვეყნებთან დიალოგის გასაგრძელებლად, მაგრამ მტკიცედ დაიცავს თავის პოზიციასა და ეროვნულ ინტერესებს”, _ განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინმა.

ria.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. “თუ ეს დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება,”_ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 4 რადიოსადგურის _ “სპუტნიკის”, “ეხო მოსკვის”, “გოვორიტ მოსკვასადაკომსომოლსკაია პრავდის” _ კორესპოდენტებისთვის 28 იანვარს მიცემულ ინტერვიუში.

ჩვენ ომი არ გვსურს, მაგრამ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვისა და იგნორირების უფლებას არავის მივცემთ”. _ თქვა რუსეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებები _ ეს არ არის ულტიმატუმი, უბრალოდ, მოსკოვს სურს, მასთან პატიოსნად იმუშაონ. სეგეი ლავროვის თქმით, აშშსა და ნატოსთან მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, და რუსეთის ინიციატივებზე გაუცემელ პასუხებში არისრაციონალური მარცვალი”, მაგრამ დასავლეთს სურს, ეუთოს დებულებებიდან უსაფრთხოების განუყოფლობის შესახებ ამოიღოს ის, რაც მისთვის ხელსაყრელია. ამიტომ მოსკოვს განზრახული აქვს, თავის პარტნიორებს გაუგზავნოს მიმართვა, ახსნან, როგორ აპირებენ ისინი ამ დოკუმენტის პუნქტების შესრულებას. პარალელურად, რუსეთი ამზადებს პასუხს ვაშინგტონისა და ბრიუსელისთვის.

ლავროვი ცალკე შეჩერდა აშშსა და ნატოს პასუხებზე და განაცხადა, რომ რცხვენია მათ გამო, ვინც ალიანსის პასუხი დაწერა.

თუ აშშ არ შეცვლის თავის პოზიციას, მაშინ უნდა გაიგოს, რომ რუსეთიც არ შეცვლის თავის პოზიციას. უბრალოდ, მათი პოზიცია დაფუძნებულია ყალბ დასკვნებზე, ჩვენი პოზიცია კი იმაზე, რასაც ყველამ მოაწერა ხელი. და აქ ვერ ვხედავ კომპრომისის შესაძლებლობას. რაზე უნდა მოვილაპარაკოთ, თუ ისინი ძველ გადაწყვეტილებებს ამახინჯებენ და მათ საბოტაჟს ეწევიან?” _ განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ დასავლეთი თავიდან ვერ აიცილებს პასუხის გაცემას კითხვაზე _ რატომ არ ასრულებენ იმას, რასაც მათმა პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს?

უკრაინაზე კი ლავროვმა განაცხადა, რომ კიევი უნდა აიძულონ, შეასრულოს მინსკის ხელშეკრულება _ “ასეთ შემთხვევაში ყველაფერი რიგზე იქნება. აშშ ზელენსკის და მის რეჟიმს ქვეყანაში რუსოფობიის გასაღვივებლად იყენებს და ვაშინგტონის მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში უკრაინის ბედი კი არა, რუსეთის გარშემო ვითარების დაძაბვაა”. ამასთანავე, _დასძინა ლავროვმა, _ მოსკოვი მზად არის უკრაინის პრეზიდენტთან იმსჯელოს ურთიერთობის ნორმალიზებაზე.

.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here