Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო _ ჩვენი ევრო-ამერიკელი დაუძინებელი მეგობრების მეწველი ძროხა

საქართველო _ ჩვენი ევრო-ამერიკელი დაუძინებელი მეგობრების მეწველი ძროხა

ხელისუფლების საყურადღებოდ: კუჭი მხოლოდ ევროპარლამენტარებს კი არა, რიგით ადამიანებსაც აქვთ!

295

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კვლავ ციხეშია; ციხეშია იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა ქართულმა სასამართლომ. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მისჯილი 6 წელი ძალიან ცოტაა იმ დანაშაულებიდან გამომდინარე, რომლებიც ხელისუფლებაში მისი ყოფნის პერიოდში მოხდა. არის დანაშაულები, რომლებზეც ექსპრეზიდენტი ხელებს შლის, მე რა შუაში ვარო, მაგრამ, რეალურად, ქვედა რგოლი ვერ გაბედავდა მათ ჩადენას, უმაღლესი ხელისუფალის ნება რომ არ ყოფილიყო. მოლოდინისამებრ, სააკაშვილს დამცველები ევროპაამერიკაში გამოუჩნდნენ. მოლოდინისამებრ იმიტომ, რომ თავის დროზენაციონალური მოძრაობისხელისუფლებამ არაერთი დასავლელი გამოკვება ქვეყნის ბიუჯეტით და მათი კეთილგანწყობა მილიონობით დოლარის გადარიცხვით მოიპოვა.

“აღმაშფოთებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებაც კი არ მიეცა. სტალინის საბჭოთა პერიოდში მოსკოვის ცნობილი საჩვენებელი სასამართლო პროცესებიც კი არ წასულა ასე შორს”, _ ეს განცხადება შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა გააკეთა.

თავის დროზე ბილდტი, მართლაც, ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი იყო ევროპაში და მისი ზენიტში ყოფნა ემთხვევა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდს. შესაძლოა, ბევრმა არც ის იცის, რომ ბილდტი პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. ის იყო ცნობილი და გავლენიანი კოლსანტინგური კომპანია Kრეაბ-ის გენერალური დირექტორი. სწორედ ამ კომპანიის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ “ზემოთ” კაცი უნდა ჰყოლოდათ და არჩევანი ბილდტზე შეაჩერეს. ნაციონალური მოძრაობაკი კონკრეტულად KREAB წლიურად 17-დან 20 მილიონ ლარამდე ურიცხავდა ევროპაში პიარის სანაცვლოდ და მართალია, ბილდტი ამტკიცებდა, ამ კომპანიასთან საერთო აღარაფერი მაქვსო, მაგრამ, ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი განზე რომ არ იდგებოდა, ცხადია. ბილდტი იყო ის კაცი, რომელიც 2003-2008 წლებში 11-ჯერ ჩამოვიდა საქართველოში, ის ერეოდა არა მხოლოდ ქვეყნის საშინაო საქმეებში, არამედ საკადრო გადაწყვეტილებებშიც.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას საქართველოში შვედეთის ელჩმა ჰანს გუნარ ადენმა პირდაპირ განაცხადა, რომ არჩევნები არ იყო გამჭვირვალე, რომ მისი ლეგიტიმურობა ეჭვს იწვევდა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სამშობლოში ბილდტსაც უპატაკა. ბილდტმა ყველაფერი “კარგად” გაიგო და… ადენი საქართველოდან გაიწვიეს. ეს იყო და არის ერთადერთი შემთხვევა დღემდე, როცა შვედეთმა საქართველოდან ელჩი ვადამდე გაიწვია. ბილდტზე კიდევ ერთი ვთქვათ და მოვრჩეთ _ 2012 წლის არჩევნებამდე კარლ ბილდტი საქართველოში ჩამოვიდა და დაუფარავად განაცხადა, რომ საქართველო უკვე მიეჩვია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და მომავალი არჩევნების შედეგის ქუჩაში გაპროტესტებას საფუძველი და აზრი არ ექნებოდა. ანუ, ის დარწმუნებული იყო, რომ ნაციონალები კვლავ მოიგებდნენ და პრევენცია გააკეთა, ოპოზიცია ქუჩაში რომ არ გასულიყო. ჰოდა, არ არის გასაკვირი, ბილდტი ხმალამოღებული რომ იცავს სააკაშვილს. უხეში დათვლებით, მისი კომპანიის ანგარიშზე საქართველოს ბიუჯეტიდან 97 მილიონი ლარია შესული და, რაღა თქმა უნდა, ეს თანხა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მას საქართველოს ხელისუფლებაშიმეწველი ძროხისდაბრუნება უნდოდეს.

“საქართველო შეძრწუნებულია ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. ამ ვიდეოების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს”, _ ეს განცხადება კი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ეკუთვნის.

დავიწყოთ იმით, რომ ქალბატონ ვიოლას საქართველოზე წარმოდგენა არ აქვს, რადგან მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან “შეძრწუნებული” მიშას ციხეში ყოფნით. რაც მთავარია, ვიოლა ფონ კრამონი ფონს იოლად გადის და ცდილობს, ნაციონალებიდან მიღებული თანხები მარტივადგააპრავოს”. ჰო, ის თანხები, რომელსაც სწორედ ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნისას იღებდა მათი მხარში დგომის სანაცვლოდ, მათი შავბნელი საქმეებისგამწვანებისსანაცვლოდ და

კრამონს ერთი შეცდომა მაინც გაეპარა, როცა თქვა, რომქართული ოცნებაუფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას…” რას ნიშნავს ეს? არის თუ არა ეს აღიარება იმისა, რომ წინა ხელისუფლება ვერ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამსად იყო მაშინ ქალბატონი კრამონი და რატომ არ აკრიტიკებდანაცმოძრაობას”? იმიტომ ხომ არა, რომ მათგან სარგებელს იღებდა და ახლა ეს არხი გადაკეტილია? და მაშინაც და ახლაც დასავლეთმა ხომ ყველაფერი იცოდა? იცოდა, რა ხდებოდა ქართულ ციხეებში, იცოდა იმ უსამართლობის შესახებ, რომელსაც სჩადიოდა წინა ხელისუფლება, დეტალებში იცოდა გირგვლიანის, რობაქიძის საქმეები, მაგრამ პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ წინა ხელისუფლება რუსეთის მიმართ ატარებდა ზუსტად ისეთ პოლიტიკას, როგორიც დასავლეთს სურდა, და სანაცვლოდ ნაციონალური ხელისუფლება იღებდა ხელშეუხებლობის გარანტიას.

ისე არ გაიგოთ, თითქოს “ქართული ოცნება” არ ფიქრობს ლობისტებზე და ბიუჯეტიდან სხვა ჯიბეებში არ მიდის მილიონები. მართალია, იმ ოდენობით არა, რამდენითაც წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ მაინც იხარჯება ჩვენი, თქვენი ფული და იხარჯება მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა მხარდამჭერი განცხადებები გააკეთონ. რეალობა კი სხვაგვარია და ეს არც წინა ხელისუფლებამ იცოდა და არც ამჟამინდელმა იცის: პოლიტიკოსების გარდა, არავის არ აინტერესებს არც კრამონისა და არც ბილდტის აზრი. ჰო, გააჩერეთ ქუჩაში ასი, გნებავთ, ათასი ადამიანი, რიგითი მოქალაქე, ის მოქალაქე, რომელზეც საქართველო დგას, და ჰკითხეთ, მნიშვნელოვანია თუ არა ვიოლა ფონ კრამონის, კარლ ბილდტის ან ნებისმიერი ევროპარლამენტარის აზრი და გეტყვით, რომ მათთვის სულერთია, რას ფიქრობენ ისინი და უფრო მეტიც, მოქალაქეები გეტყვიან, რომ ზემოდასახელებულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ქართულ პოლიტიკაში ჩარევის უფლება. სად იყო ან ერთი ან მეორე, როცა ქართულ ციხეებში, ხმამაღალი პროტესტი კი არა, ხმამაღლა გაცინებაც კი უსასტიკესი ცემით ისჯებოდა? სად იყვნენ ევროპარლამენტარები და ამერიკის ელჩი, როცა ციხიდან გამოსული ადამიანები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩურჩულით საუბრობდნენ, რადგან ჩვეულებრივი საუბრისთვის ციხეში სჯიდნენ?

სამწუხაროდ, “ქართული ოცნებაც” ანალოგიურ გზას ადგას და მაქსიმალურად ცდილობს, დასავლეთიდან ზეწოლა შეამციროს. არადა, ზუსტად იციან, ქართულ ოცნებაზედასავლელიპარტნიორებისმხრიდან წნეხი პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული იმ თანხაზე, რომელსაც პიარკომპანიებსა დალობისტებსუხდიან. ე.ი., მეგობრებისა და პარტნიორების აზრი იცვლება იმის მიხედვით, ვინ ვის და რამდენს უხდის.ეს ხომ ნათელი მაგალითია იმისა, რომ ყველა საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს და სინამდვილეში არავის ადარდებს, სააკაშვილს გადასხმას გლდანის ციხეში გაუკეთებენ თუ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ან რატომ არავინ ამბობს იმას, რომ, თუ სააკაშვილისთვის არ ვარგა ციხის საავადმყოფო, რატომ არის ის კარგი სხვა, რამდენიმე ათასი პატიმრისთვის?

მეთიუ ბრაიზაც გემახსოვრებათ, კაცი, რომელიც ლამის საქართველოში დასახლდა და ჩვენი ხელისუფლება მის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა. ბრაიზამ ახლაც ამოიღო ხმა, აქაოდა, მიშას ნუ მიჩაგრავთო, და ნუ გიკვირთ, ასე რომ იქცევა. სწორედ ბრაიზასშეტენესრამდენიმე მილიონი ნაციონალებმა ხელისუფლებაში ყოფნისას, სწორედ ბრაიზას გადაუხადეს საქართველოს ბიუჯეტის თანხით თურქეთში ქორწილი და პირველი ღამისთვისაც 5-ვარსკვლავიან სასტუმროში საპრეზიდენტო ნომერიც საქართველოს ბიუჯეტის ფულით უქირავეს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე ხმამაღლა ამბობს, ქართული დემოკრატია საფრთხეშიაო და, ალბათ, მაშინ ყვაოდა, როცა “დემოკრატიული საქართველოს” თანხებით პირველი ღამის ჟინს იკმაყოფილებდა.

ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს წინა ხელისუფლების პერიოდში სხვადასხვა სიკეთე მიიღეს, აუცილებლად გააპროტესტებენ სააკაშვილის ციხეში ყოფნას. მათ მიღებული ფულის გამომუშავება აქვთ დაწყებული და არ გაჩერდებიან, სანამ ბოლო ცენტამდე არ დაიმსახურებენ საქართველოდან წაღებულ თანხებს. თუ ისე მოხდება, რომ მიშას გამოუშვებენ, მერე უკვე სხვა ტარიფი იქნება, სხვა მიდგომა და სხვანაირად მოწველიან საქართველოს.

დასასრულ, 12 ნოემბერს მიშას მოსანახულებლად ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ჩამოვიდა, მაგრამ ციხეში არ შეუშვეს. ამის შემდეგ ფოტიგამ სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვები დაწერა: ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მივიღე. ვწუხვარ საქართველოს მთავრობის მხრიდან გამჭვირვალობისა და კეთილი ნების ნაკლებობის გამო და ვიმეორებ, რომ ჯერ კიდევ არსებობს სიტუაციის მოგვარების შანსი. საქართველოს მთავრობა სრულადაა პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე”. ეს ის ფოტიგაა, რომელზეც ორიოდე კვირის წინათ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, _ ჩემი უფროსი არ არის და მაგის ჭკუაზე ვერ ვივლიო. შესადარებლად გეტყვით, რომ ნაციონალების მმართველობის პერიოდში პატიმრებს პაემნის უფლება თვეში ერთხელ ჰქონდათ და, ოჯახის წევრების გარდა, პაემანზე შესვლა არავის არ შეეძლო. იმხანად ფოტიგა, სავარაუდოდ, ამ ყველაფრით კმაყოფილი იყო, რადგან უხდიდნენ, ახლა კი არავინ უხდის და… ასეა, მშიერმა კუჭმა ყვირილი იცის. ხელისუფლების საყურადღებოდ: კუჭი მხოლოდ ევროპარლამენტარებს კი არა, რიგით ადამიანებსაც აქვთ!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here