Home ახალი ამბები მსოფლიო საუდის არაბეთი რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო С-400 სისტემებს ყიდულობს

საუდის არაბეთი რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო С-400 სისტემებს ყიდულობს

1084
საზენიტო რაკეტა

რუსეთი საუდის არაბეთს საზენიტოსარაკეტო სისტემებს С-400 “ტრიუმფსმიაწვდის. ამის შესახებ რუსული მედია სამხედროტექნიკური თანამშრომლობის ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

საუდის არაბეთი ასევე რუსეთისგან იყიდის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, ნაღმსატყორცნებს, მძიმე ცეცხლსატყორცნ სისტემებს და ავტომატებს.გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის დადებულია კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც სამეფოში კალაშნიკოვის ავტომატების ლიცენზიური წარმოება დაიწყება. პენტაგონმა აშშ-ს მოკავშირეებისთვის C-400 -ის მიწოდების გამო შეშფოთება გამოთქვა. ამავე დროს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მიშელ ბენდაზმა აღნიშნა რომ აშშ-ს და საუდის არაბეთს ‘სამხედრო შესყიდვების სფეროში მყარი ურთიერთობები აქვთ. 6 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთისთვის ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სიტემების მიყიდვა მოიწონა. კონტრაქტის ღირებულება, მომსახურების, სათადარიგო ნაწილების და მოწყობილობების მიწოდების გათვალისწინებით, 15 მილიარდი დოლარია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here