Home რუბრიკები პოლიტიკა “რუსული კვალი”, როგორც საყოველთაო ფსიქოზი

“რუსული კვალი”, როგორც საყოველთაო ფსიქოზი

2398
კვალი

განვაგრძობ უცნაური კითხვების დასმას რუსეთსაქართველოს ურთიერთობის თემაზე. ადრე ვიკითხე: ვლადიმერ პუტინი ჯოტია ცაავასგან რით განსხვავდებამეთქი? მგონი, დამაჯერებლადაც ავხსენი, რატომ დავსვი ასეთიუაზროკითხვა. დარწმუნებული იყავით, ზემომოყვანილი კითხვის დასმის მიზეზიც არანაკლებ დამაჯერებელია. ყველას გახსოვთ, საიდანაც არის ეს კითხვა და ამ შესანიშნავი მხატვრული ფილმის პათოსიც ყველასთვის ცნობილია _ საბჭოთა კომუნისტური რეჟიმი სრულიად გამოგონილი, აბსურდული, .. შეკერილი ბრალდებებით აპატიმრებდა მისთვის არასასურველ პერსონებს და დიდი ხნით გზავნიდა კატორღაში.

ასეთი ბრალდებებიდან ერთ-ერთია “ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრა”, რომელიც იმის მაჩვენებელ ფრაზად იქცა, თუ რა კომიკურობამდე, უტვინობამდე და უაზრობამდე მივიდა საბჭოთა რეჟიმი. ბევრი ანალიტიკოსი საბჭოთა სისტემის კრახს სწორედ ასეთი “გადაჭარბებული სისულელითაც” ხსნის.

და თუ ეს ასეა, მაშინ “დასავლურმა რეჟიმმა” საქართველოში 70 წელს ნამდვილად ვერ უნდა მიატანოს. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ბრალდებები, რომლებსაც ულტრამედასავლეთეები უყენებენ რუსეთთან მოლაპარაკებისა და კეთილგონიერი ურთიერთობების მსურველებს.

ე.წ. დასავლური კურსი, რომელიც, სინამდვილეში, მხოლოდ ღმერთმა უწყის, სადაური და რისკენ მიმავალი კურსია, საქართველოში უკვე ისეთ კრახს განიცდის, რომ ამ კურსის მიმდევრები, ფაქტია, მძიმე მარცხით გამოწვეულმა სტრესმა შოკში ჩააგდო. ისინი უკვე იქამდეც კი მივიდნენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას ვლადიმერ პუტინს მიაწერენ. დიახ, ასეთ სისულელეებს, რომლებსაც, გვეგონა, რომ მხოლოდ ქართულ სინამდვილეში ჰქონდა ადგილი, მსოფლიო მასშტაბითაც მოუკიდებია ფეხი. ეს ერთგვარ დამამშვიდებელ ფაქტორად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან მხოლოდ ქართველები არ ვყოფილვართ გადარეულები, თუმცა რეკორდები ამ მხრივ მაინც ჩვენთან მყარდება. ფაქტია: ყველგან და ყველაფერშირუსული კვალისძებნა ჩვენში უკვე სერიოზულ ფსიქიკურ დაავადებად გადაიქცა. ტყეში გაჩენილი ხანძრით დაწყებული, საბაგირო გზის მწყობრიდან გამოსვლით გაგრძელებული და ჩემი მეზობელი ანჟელას ქალიშვილის ქმართან გაშორებით დამთავრებული _ ყველგანრუსული კვალიიკითხება.

ის კიდევ ცალკე საკითხია, რომ თურმე ყველას, ვინც ე.წ. რუსულ ნარატივებს ვავრცელებთ, პირადად ვლადიმერ პუტინი გვიწერს პრემიებს.

ჰო, მართლა: რა არის “რუსული ნარატივი”? ასე ეწოდება ლიბერასტულ-ულტრამედასავლეთური ტერმინოლოგიით კეთილგონივრულ რჩევებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგებაზე და იმ ისტორიულ ფაქტებს, რომლებმაც რუსეთთან ურთიერთობის თითქმის 250-წლიან ისტორიაში დადებითი როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოსთვის (რა თქმა უნდა, არაერთი უარყოფით მოვლენის გვერდით).

ჰოდა, ასეთ ვითარებაში, აბა, გაგიკვირდებათ, რომ ვინმემ ვლადივოსტოკიდან ჰავანამდე გვირაბის გათხრაც დაგვაბრალოს?

არადა, რაღა უნდა იყოს გასაკვირი, როდესაც “დიადი” ქართველი მოღვაწეები ისეთ გაუგონარ “სტრატეგიულ” ფრაზებს ისვრიან, თუ ასეთი ფრაზების მოსმენაში გამობრძმედილი არ ხარ, შეიძლება გული შეგიწუხდეს.

მაგალითად, თუ იცით, რატომ არის თურმე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ რუსეთსენის მოჩლექითარ ველაპარაკოთ და კრემლს გასაგებად, მკაცრად და პირდაპირ მოვთხოვოთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა?

ნებისმიერი ნორმალური ადამიანი გიპასუხებთ, რომ ეს საჭიროა, რათა მეზობელმა სახელმწიფომ ზედმეტი ვერ გაგიბედოს, თუკი ამის თავი რეალურად გაქვს; მაგრამ, თუკი არ გაქვს, უნდა ეცადო, რომ შენი ინტერესების ნაწილი მაინც მის ინტერსებს დაამთხვიო და, თუკი დიდ მოგებას ვერ ნახავ, გარდაუვალიდან ყველაზე მცირე ზარალი იწვნიო…

თურმე სულაც არა! ქართველი “დიადი პოლიტიკოსების” ნოუ-ჰაუ ამ მხრივ ასეთია: ჩვენ რუსეთს თავი არ უნდა დავუხაროთ, არ უნდა მოვუჩლიქოთ ენა და გაბედულად უნდა ველაპარაკოთ, რადგან, თუ ასე არ მოვიქცევით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები _ ევროპა, ამერიკა და მათი სახით ნატო, გაგვინაწყენდებიან, ზურგს გვაქცევენ და ჩვენთვის რუსეთთან ერთიერთზე, პირისპირ მარტო დარჩენა სავალალო იქნება”. ეს ტრენდი, უკვე კარგა ხანია, მკვიდრდება ნაცების მიერ და მას აქტიურად იმეორებს ალასანიას ყოფილი პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე (იხილე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გამართული დებატები).

მოკლედ, ჩვენ რუსეთს თურმე იმიტომ უნდა “ვებლატაოთ”, რომ დასავლეთი არ გაგვინაწყენდეს. აი, ეს ყოფილა იმ “ვაჟკაცების” ფორმულა, რომლებიც ირონიულად საუბრობენ ხოლმე ქართულ ანდაზაზე: “დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო”.

“ეს ანდაზა აშკარად ვიღაც ზარმაცი და მშიშარა ქართველის მოგონილია”, _ დრტვინავენ “დიადი პატრიოტები”, რომლებსაც, რუსული ტანკი კი არა, თუნდაც პატარა დათვის ბელი რომ შეხვდეთ ტყეში, დარწმუნებული ვარ, “ბაბაიას” დაძახებასაც ვერ გაუბედავენ, შიშით ენა ჩაუვარდებათ და ფაღარათი აუტყდებათ.

ისე კი, ამ ანდაზის გააზრებას ცოტა დაფიქრება სჭირდება და აქ სულაც არ არის ნათქვამი ის, რომ “დათვს” დანახვისთანავე უნდა დაუძახო “ბაბაია”. “რომ მოგერევაო” _ დააკვირდით? რომ მოგერევა, მერე უნდა დაუძახო, ეს “დათვი” დროებით მაინც რომ მოგეშვას, რათა გაერიდო მას, ძალა მოიკრიბო, გონს მოხვიდე და მერე ეგებ ღირდეს კიდეც მასთან ხელახლა შებმა…

თუ არადა, აბა, მაშინ მითხარით: თუკი რუსეთის შიშითა და რიდით გარკვეული დათმობების დაშვებალაჩრობაა”, “არიქა, ამერიკამ და ევროპამ ზურგი არ გვაქციოსო” _ ამის შიშით რომებლატავებირუსეთს, ეგაა ვაჟკაცობა?

რომ აგიჩემებიათ: “მარტო და პირისპირ დარჩენა რუსეთთან დამღუპველი იქნებაო”, ეს იმას ნიშნავს, რომ აქამდე არ ვიყავით მარტო და პირისპირ რუსეთთან, ხო? ანუ 2008 წელსაც არ ვიყავით მარტო რუსეთის პირისპირ? მერედა რა ვქენით? გადავლახეთ ქლუხორი და კრასნოდარის მხარეში გავიჭერით ჩვენი უძლეველი არმიით? თუ ომში რუსეთის სამხედრო ძალების ოფიციალურად ჩარევიდან 3 საათში (და არა სამ დღეში) სრული კაპიტულაცია გამოაცხადა ჩვენმამამაცმაპრეზიდენტმხედართმთავარმა?

ნუ, ვისაც გჯერათ, რომ რუსეთი თბილისში ამერიკა-დასავლეთის “შიშით” ვერ შემოვიდა, ეგ კიდევ ცალკე დაავადებაა და უკვე დავრწმუნდი, რომ არ იკურნება. ამაზეც ბევრი დამიწერია და დამისაბუთებია, რომ 2008 წელს რუსეთს თბილისში შემოსვლა, უბრალოდ, ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო ხელს არ აძლევდა და იმიტომ არ (ვერ კი არა _ არ!) შემოვიდა.

2008 წელსვე ვამბობდი: ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებები რომ განახლდა, მხოლოდ სააკაშვილი არ არის დამნაშავემეთქი. კარგად გაიხსენეთ იმჟამინდელი განწყობები. ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი სრულიად სერიოზულად ამბობდა: თუკი რუსეთი გაბედავს და ცხინვალის კონფლიქტის განახლების შემთხვევაში როკის გვირაბიდან ტანკებს შემოიყვანს, ამერიკული სტანდარტით გაწვრთნილი ჩვენი არმია კუდით ქვას ასროლინებსო.

პოპულარული იყო ეს თვალსაზრისიც: თუკი რუსეთი ღიად ჩაებმება ამ კონფლიქტში და თუნდაც ოფიციალურად აღიარებსაფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისრესპუბლიკებისდამოუკიდებლობას, ჩვენც ზუსტად ეგ გვინდა, ეს იქნება რუსეთის საბედისწერო შეცდომა, რომლითაც ევროპა საბოლოოდ დაინახავს, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია და სასწრაფოდ მიიღებს ზომებს იქ პუტინის რეჟიმის გასანადგურებლად და რუსეთს დედას უტირებენ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების არმიები”.

ასეთი, პირდაპირ ვთქვათ და, შტერული აზრი, ადამიანმა მას შემდეგ მაინც უნდა შეიცვალო, როცა კატასტროფას საკუთარი თვალით ნახავ, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას, როგორც ხედავთ, არაფერი ეშველა; ანუ ჩვენს საგარეო პოლიტიკას ახლაც განვსაზღვრავთ იქიდან გამომდინარე, რა შეიძლება ქნან ევროპამ და ამერიკამ, “გაგვებუტებიან” თუ არა ისინი. ხოლო ჩვენთვის ნაკლები ზიანისა და, აქედან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად დადებითი შედეგის მომტანი რა იქნება, სულაც არ გვაინტერესებს.

ქართველი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ავადმყოფურად არის გამჯდარი ერთგვარი “კლიშე”, რომელიც შეიძლება რამდენიმე სიტყვით ასე ჩამოვაყალიბოთ: ნუ იქნება მხოლოდ რუსი! სხვა, ვინც გინდა, იყოს! მთავარია, რუსმა არ იბოგინოს საქართველოში, თორემ ამერიკელმა, თურქმა, არაბმა თავზეც რომდაგვასკლინტოს”, ეს სულაც არ არის თავმოყვარეობის შელახვა. ჩვენ თავმოყვარეობა მხოლოდ მაშინ გველახება, როდესაც რუსი შეურაცხყოფს ქართველს, თორემწინწასულიამერიკაევროპისგან ქართველთა შეურაცხყოფა და დამცირება ბევრი ჩვენგანისთვის სასიამოვნოც კია.

ხშირად გვიყვარს ხოლმე ილია ჭავჭავაძის ხსენება და, როგორ ფიქრობთ, რას ეტყოდა ილია მათ, ვინც დღეს ქართველებს ასე “უპრაგონოდ” აგინებს? “მგზავრის წერილებში” მოტრაბახე რუსი “ღენერალი”, რომელიც ილიას უმტკიცებს: კულტურა საქართველოში რუსებმა შემოვიტანეთო, ნუთუ არ გვაგონებს დღევანდელ ზოგიერთ ამერიკელ “მოღვაწეს”, რომლებიც, ფაქტობრივად, იმავეს გვეუბნებიან და, როგორც განუვითარებელ და ვლურ ერს, ისე გვიყურებენ?! კი ბატონო, “მოყვარეს პირში უძრახეო” _ ესეც ილიამ თქვა, მაგრამ ის კი არ უთქვამს, განუკითხავად ლანძღე, თათხე შენი ერი, შენი ქვეყანა შეურაცხყვე, სრულიად უარგუმენტოდ აგინე და უცხოელებს ერთ ადგილში შეუძვერიო. რაო, მხოლოდ რუსი მიგაჩნიათ ისეთუცხოელად”, რომელსაც ქართველთა შეურაცხყოფა არ უნდა შევარჩინოთ, ხოლო სხვა დანარჩენებმაქურდბაცაცა ერი”, “უსაქმური ხალხიდა ვინ იცის, კიდევ რა უნდა გვეძახონ?! ჩვენ კი ამის პასუხად უნდა შეგვრცხვეს და ბოდიშები იქით ვუხადოთ: უკაცრავად, ჯერ ვერ განვვითარდით თქვენ დონეზე და აწი შევეცდებითო?!

ამის ტენდენცია უკვე აშკარაა, თუმცა ეს კიდევ ცალკე თემაა და მომავალ ნომერში, ალბათ, სწორედ ამ თემის გაშლას შევთავაზებთ ერთგულ მკითხველს…

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here