რუსეთისა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრები _ სერგეი ლავროვი და ვლადიმერ მაკეი 18 ნოემბერს მოსკოვში შეხვნენ ერთმანეთს და განიხილეს თანამშრომლობა სამოკავშირეო სახელმწიფოსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში.
შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საგარეო პოლიტიკაში შეთანხმებულად მოქმედების თაობაზე.
19 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ბელარუსისა და რუსეთის მთავრობების თავმჯდომარეები _ სერგეი რუმასი და დიმიტრი მედვედევი მოსკოვში გამართავენ სამოკავშირეო სახელმწიფოს მინისტრთა საბჭოს სხდომას.