Home რუბრიკები საზოგადოება როცა “თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა”

როცა “თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა”

517

დიახ, სიცრუე არის თავი და თავი ყველა უბედურებისა თუ უბედობისა და სწორედ ამიტომ ათქმევინებს რუსთაველი ავთანდილს პლატონისეულ ჭეშმარიტებას: “სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”. რამდენ ადამიანს ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, როდესაც გაიგო, რომ მისი კერპი ექსპრეზიდენტი გმირის მანტიაში გახვეული მოშიმშილე კი არა, ფაფიჭამია და კიდევ, ვინ იცის, რისი ჭამია ერთი ჩვეულებრივი დამნაშავეა. არადა, როგორ უნდოდათ ნაცებს მისი გმირად ქცევაჯერ კიდევ როდის უმღერა მას ერთერთმა მისმა თაყვანისმცემელმაჩემი გმირი გიწოდეო”, მაგრამ არ გამოვიდა მისგან გმირი.

ამან ერთი ქართული მულტფილმი გამახსენა: წრუწუნას კეთილი ჯადოქარი ვეფხვად რომ გადააქცევს, მაგრამ სულ ამაოდ, რადგან კატის დანახვაზე ის ისევე თრთოდა, როგორც წრუწუნად ყოფნისას. და მიხვდა ჯადოქარი, ტყუილად რომ გაისარჯა და ეს საცოდავი არსება ისევ თაგუნიად აქცია. “ვეფხვს, რომელსაც წრუწუნას გული უცემს საგულეში კატაზე სუსტია. შენ ვერ გაუძელი გამოცდას, პატარა მკვეხარავ და მატყუარავ, მაშ, დარჩი წრუწუნად!” _ ასეთია კეთილი ჯადოქრის გადაწყვეტილება, მაგრამ ნეტა როდის მიხვდებიან მიშიკოს ფანები, რომ მისგან გმირს ვერ გამოძერწავენ და სჯობს, ისიც მოასვენონ და თავადაც დაისვენონ?!

ჯერ თაფლს ჭამდა და რატომ ჭამს ამდენსო, მერე ფაფებზე გადავიდა და ისიც დაამადლეს, არც წვენები შეარგეს. “ის წვენები, რომელსაც სააკაშვილი მიირთმევს, არის ე.წ. კოსმონავტების საკვები, გაჯერებულია მინერალებით, ცილებით, პროტეინებით. ეს არ არის სამკურნალო პრეპარატი, ეს არის საკვები და უნიშნავენ ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ძალიან ნოყიერია და ერთი პატარა ქილა ღირს 33-35 ლარიო”, _ ააფეთქეს სოცქსელები.

მიშისტები კი არ ისვენებენ. აირია ყველაფერი, თუმცა როდის იყო დალაგებულ-დავარცხნილი, მაგრამ…

და მთავრობა კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგზე ალაპარაკდა, მაგრამ ოპოზიცია კვლავაც ულტიმატუმის ენით საუბრობს, თავისუფლების მოედანი ისევ აქციების არენად იქცა, კოვიდი კი ძლიერდება და გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს, მთავრობამ ფულადი ჯილდოებიც კი დააწესა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აიცრებიან…

რა ეშველება ასეთ ვითარებაში ქვეყანას?

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან გასული ათწლეულების განმავლობაში ახალი თაობები დაიზარდნენ. როგორც ერის მამა, დიდი ილია ამბობს, ახალი თაობის ავი და კარგი “დამოკიდებულია რამდენსამე ძალთა კრებულზე და ცხოვრების სხვადასხვა მიმდინარეობაზე.

…ცხოვრებაში სხვა მრავალი ძალა მოქმედობს და დროზე არის დამოკიდებული ერთისა ან მეორის ზედმოქმედების სიღრმე და სიგანე. ეს სხვადასხვა ძალა ზოგჯერ თანაბრად მოქმედებენ და ერთი მეორეს ხელს უწყობს, ხან ერთი მეორეს ეწინააღმდეგება და გზაზედ ეღობება და აი სად არის მიზეზი ცხოვრების მოვლენათა რთულობისა და მრავალნაირობისაო”.

ჩვენ შემთხვევაში არ დაილია წინააღმდეგობები, ერთმანეთისთვის ხელის შეშლა საქვეყნო საქმის სასიკეთოდ, ლანძღვა-გინება, ტყუილი, ცილისწამება, უნდობლობა… რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ახალ თაობაზე? რა თქმა უნდა, დამღუპველს, მაგრამ “ვისს ნათესსა ვმკით?”

 დიახ, რაც დავთესეთ, იმას ვიმკით. ნაციონალებისთვის “ოცნების” ხელისუფლებას კოჭის გაგორება რომ არ დაეწყო თავის დროზე, დღეს სულ სხვა რეალობა გვექნებოდა, ისევ ილიას მოვიშველიებ: “კაცი ბჭობს და ღმერთი კი იცინისო, ნათქვამია. სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი აი ამოდენა ხანია, ქვეყანაზედ დავგოგავთ, ამოდენა ხანია ჩვენს თვალ-წინ ერთი წელიწადი მეორესა სცვლის, და ჩვენს ბედს ისე უმუშავნია, რომ არც ერთხელ საბუთი არა გვქონია ან წარსულს ნაღვლით გამოვსალმებოდეთ და ან მომავალს სიხარულით მივგებებოდეთ. ამოდენა წელიწადებს გაუვლია-მეთქი და მათგანი ერთი იმისთანა არ შეგვხვედრია, რომ ნუგეშით გაგვეჩერებიოს მასზედ თვალი და მადლიერის გულით გვეთქვას: “იყავ და განგრძელდიო”. ყოველ ახალის წლის მოსვლასაც ბევრჯელ მივგებებივართ რაღაც იმედითა და ნატვრითა, მაგრამ მოსულა, წასულა ახალი და ფუჭად ჩაუტარებია “იგი ნატვრა, იგი იმედი”.

არც ჩვენ შემთხვევაშიჟამთა ცვლას ჩვენის ბედის ცვლა არ მოჰყოლია, თითქო დროთა მდინარეობა ჩვენთვის არ არსებობსო, თითქო ყველასათვის მოძრაობსო და მარტო ჩვენთვის კი შემდგარიაო, არც წინ მიდის, არც უკანაო. ამდენმა გაცუდებამ იმედისამ და ნატვრისამ იქამდინ მიგვიყვანა, რომ ჩვენს თვალწინ ერთი წელიწადი მეორეზედ მიდის და მოდის და არც ნაღველი გვრჩება წარსულის სიკეთისა და არც ნუგეში მომავალის იმედისა.

ამ ყოფამ დაგვიღალა გული, ამოდენმა ტყუილმა ლოდინმა დაგვლია და აი, ამჟამად, როცა დროთა ბრუნვამ ძველსა და ახალის შუა ამართულს ქედზედ დაგვაყენა, საიდამაც წარსულსაც გადავყურებთ და მომავალსაც, _ ჩვენ გული არ გვიცემს არც მისთვის, რომ წარსულს გავტიროდეთ, და არც მისთვის, რომ მომავალს შევხაროდეთ”.

ჩვენმა ბედუკუღმართმა ისტორიამ არაერთხელ დაგვანახვა, რომ “ქართველობამ, აქამდის ერთმანეთზედ დაშორებულმა, აქამდის ცალ-ცალკედ მოარულმა”, თითოეულ ადამიანსაც ავნო და მთელს საზოგადოებასაც; რომ “ღონე ერთობაშია, ერთად თავ-მოყრაში, ერთად საერთო უღელის წევაში, ერთმანეთის მხარის მიცემაში”.

დღესღრმად დაკვირვება არ არის საჭირო, კაცმა დაინახოს, რომ ადამიანის ჭკუას რაღაც გაუტყდა, ბუნებური მართულები მოეშალა, რაღაც სალტე ან მოჰშვებია, ანუ უფრო მეტად წასჭერია, რაღაც სოლი ამოვარდნია და ძირით თხემამდე თავი და ბოლო დაჰბნევია. კაცს ეხლანდელ დროში ვერა გაუგია რა, ვერა გამოურკვევიარა. ხედვით ერთსა ჰხედავს, სმენით სულ სხვა ესმის. არის ერთი არეულობა.

იპარვენ პატიოსნების სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად პატიოსნება და სად მპარაობა?

აბეზღებენ და ცილსა სწამებენ გულმტკივნეულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ცილი და ბეზღი და სად გულმტკივნეულობა?

ღალატობენ საქმეს, ჰღალატობენ ერთმანეთსა ერთგულობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ღალატი და სად ერთგულობა?

სხვის ნაკლს, სხვის უბედურობას თვის ღირსებად, თვის ბედნიერებად, თვის სიხარულად სთვლიან კაცთმოყვარეობის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად სხვის ნაკლის და უბედურობის გამო სიხარული და ცეკვა და სად კაცთმოყვარეობა?

სტყუიან, ცრუობენ სიმართლის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ტყუილი და სად სიმართლე?

კაცს სამარცხვინო ბოძზედ ტყუილ-უბრალოდ გასაკრავად არა ჰზოგვენ, არ ჰთაკილობენ, და იძახიან-კი, _ ადამიანის ღირსება, ადამიანობა ხელშეუხებელია, სათაყვანებელიაო, და გამკითხავი არავინ არის: სად ტყუილუბრალოდ ადამიანის თავზე ლაფის დასხმა და სად ხელშეუხებლობა ადამიანის ღირსებისა?

ათასს ამისთანას ჩამოგითვლით, საცა თქმა საქმეს არ ებმის და საქმე თქმას არ ემსგავსება, არ ეთანხმება. ყველაფერი ეს ცარიელის სახელით გადის და სახრავს-კი არავინ დაგიდევთ. ფიცი სწამთ და ბოლო კი არავის აკვირვებს, თქმა ერთია და ქმნა სხვა.

ნუთუ ამას არ ეთქმის, რომ ლოღიკა დაკარგულია, ხელიდამ წასულია, სადაც ბარდებში განაბული?..

ეს ყოფა და ამბავი დიდი ჭირია. ამ ჭირს კაცთა კერძო ცხოვრების ერთმანერთობაში ადამიანი კიდევ როგორც იქმნებოდა, ვაითა და ვაგლახით აიტანდა, გაუძღვებოდა. ვიდრე ქვეყანაზე კაცია, ბოროტიც არის, და ბოროტი ხომ იმითია მარტო სულდგმული, რომ თქმა ერთი აქვს და ქმნა სხვა

სულ სხვაა და დიდი და მეტისმეტი უბედურებაა, როცა ეს ბოროტი, ეს ჭირი გზას გაიხსნის, მოედანს მოიპოვებს იქ, სადაც თქმა და ქმნა ერთი უნდა იყოს, სადაც ჭეშმარიტება უნდა ჭეშმარიტობდეს, მართალი ჰმართლობდეს, კეთილი ჰკეთილობდეს და პატიოსნება ჰპატიოსნებდეს, სადაც ხმა ერისაა და მაშასადამე, ღვთისაცა (ყალბი და ნამდვილი, ტფილისი, 17 ოქტომბერი, 1887 წ.).

დიახ, “ლოღიკა თითქო ბაჟს რასმე ემალებაო, სადღაც გაექცა, სადღაც დაეკარგა ადამიანსა”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here