Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ ებრძვის და ვნებს აშშ მართლმადიდებლობას

როგორ ებრძვის და ვნებს აშშ მართლმადიდებლობას

263

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვაშინგტონი მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილების შეტანაში დაადანაშაულა. სახელმწიფო დეპარტამენტისა და მასთან აფილირებული მრჩევლების ესმოღვაწეობაიშვიათად ხმაურდება, მაგრამ ის რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. რა ამოძრავებთ მართლმადიდებლობაში არეულობების შემტან ამერიკელებს? როგორ შეესაბამება ეს ეკლესიის საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს, რომელსაც ისინი თავიანთ ქვეყანაში ქადაგებენ?

“აშშ სათავეში ჩაუდგა სახელმწიფოს ჩარევას ეკლესიის საქმეებში და დაუფარავად ცდილობს განხეთქილების შეტანას მსოფლიო მართლმადიდებლობაში”, _ წერს სერგეი ლავროვი გამოცემა “Ъ”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ლავროვის მასალაში ბევრი სხვადასხვანაირი აზრი და თეზისია მიძღვნილი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებისადმი. ლავროვს კონკრეტული მაგალითები არ მოჰყავს, მაგრამ ამერიკის მხრიდან ჩარევა მართლაც არის, უბრალოდ, არ ხმაურდება. არადა, ამერიკელები მას არ ასაიდუმლოებენ, პირიქით _ მათთვის ეს ქმედებები ისეთივე ბუნებრივია, როგორც კბილების გახეხვა. ფაქტების გაუსაჯაროებლობა უფრო იმით აიხსნება, რომ ამერიკელები რელიგიის საკითხებს ტაქტიკურად უდგებიან. მთავარი, რაც უნდა გავაცნობიეროთ, არის ის, რომ აშშ სექტების ქვეყანაა, ევროპიდან კათოლიკების დევნას გამოქცეული პროტესტანტების მიერ დაარსებული სახელმწიფო, და, საკითხს რწმენიდან ფილოსოფიაში თუ გადავიყვანთ, შეგვიძლია ვთქვათ: ძლიერი ეკლესიის დევნას თავდაღწეული პროტესტანტების მიერ შექმნილი სახელმწიფო.

ნიუიორკი ჰოლანდიელებმა დააარსეს. ლუთერანი გერმანელები გენოფონდის ძირითადი მიმწოდებლები არიან. კალვინისტ ინგლისელებს კი გადამწყვეტი როლი ეკუთვნით ამერიკულ რევოლუციასა და ბრიტანელების წინააღმდეგ ამბოხებაში, რომლებიც, აგრეთვე, პროტესტანტები იყვნენ, მაგრამ, კალვინისტების აზრით, ძალიან ავტორიტარულები.

ახალმა ერმა ხელისუფლებას კონსტიტუციით აუკრძალა, მხარი დაეჭირა რომელიმე რელიგიისთვის და ახალ სახელმწიფოში განამტკიცა რწმენის თავისუფლება.

რუსეთს მრავალკონფესიურ ქვეყანას უწოდებენ, მაგრამ ის, ამ მხრივ, გაცილებით ერთსახოვანია, ვიდრე აშშ. რუსეთში რელიგიას ყოფენტრადიციულ” (ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, იუდიზმი) მიმდინარეობებად და სექტებად, რომელთა შორის აშკარად გამოირჩევიან დესტრუქციული სექტები.

ამერიკელებს სახელმწიფო პრინციპი და ეროვნული ისტორია კარნახობთ, რწმენა და კულტი მიაკუთვნონ ხელშეუხებელ კერძო ზონას, ამიტომ არის ასე პოპულარული მათ კინოსა და ლიტერატურაში სიუჟეტები სისხლით გაუმაძღარ სექტებზე, რომლებიც მიყრუებულ ადგილებში იმალებიან. მაგრამ ეს არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამერიკულმა მოდელმა ვერ გაამართლა, პირიქით, ამ მოდელმა თავისი ქმედუნარიანობა დაამტკიცა.

პრობლემა არის ის, რომ ეს დროთა განმავლობაში დაღად დაესვა ამერიკელთა აღქმას თავიანთ თავზე, როგორც გამორჩეულ, განსაკუთრებულ ერზე და ბანალურ ქსენოფობიაზე. მაგალითად, ამერიკის კონტინენტზე გადასახლებული ირლანდიელი, იტალიელი და პოლონელი კათოლიკები, ამერიკაში ეკონომიკური და არა იდეოლოგიური მიზეზებით ემიგრირებულები, სხვადასხვა ფორმით განიცდიდნენ დისკრიმინაციას. მათ, სხვა ყველაფერთან ერთად, “ორმაგ ლოიალურობასაცსაყვედურობდნენ _ ორიენტაციას ვატიკანზე, მძლავრ ცენტრალურ ეკლესიაზე.

ჯონ კენედის, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საყვარელ პრეზიდენტს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოუწია დაფიცება, რომ არ უღალატებდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს რომის პაპის თხოვნით.

ამჟამად აღქმავასპა” (თეთრკანიანი ანგლოსაქსი პროტესტანტი) ეტალონური ამერიკელის რანგში რასისტულად ითვლება, მაგრამ აღქმა, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო მეტი პატარა ეკლესია იქნება, მით უკეთესი, ჯერ კიდევ ცოცხალია. ამეტალონურ ვასპებსმართლმადიდებლობის, როგორც ეკლესიების ფედერაციის, მიმართ ადრე უფრო ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ, ვიდრე კათოლიკებს.

პირველ რიგში, მართლმადიდებლები აშშ-ში ცოტანი იყვნენ და “თვალში არავის ეჩხირებოდნენ”. ქვეყანაში ყველაზე დიდი მართლმადიდებელი თემი არის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბერძნული თემი. მისი წარმომადგენელი იყო მაიკლ დუკაკისი _ პირველი და ბოლო მართლმადიდებელი მორწმუნე პრეზიდენტობის კანდიდატი ძირითადი პარტიების პრეზიდენტობის კანდიდატებიდან, რომელმაც გამანადგურებელი მარცხი იწვნია რონალდ რეიგანისგან. პოპულარობის მიხედვით, ის აგებს (არანაკლებ გამანადგურებელი სხვაობით) სიტუაციური კომედიის ვარსკვლავ ჯენიფერ ენისტონთანაც, რომელიც, სხვათა შორის, მოსკოვის საპატრიარქოს უცხოეთში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენელია.

მეორე _ აშშში მორწმუნე მართლმადიდებლებს კომუნიზმის მსხვერპლად მიიჩნევდნენ.

ამიტომ, როცა აღმოსავლეთის ბლოკი დაინგრა, სსრკ დაიშალა, ხოლო ამერიკელმა მრჩევლებმა “ფრთებქვეშ შეიფარეს” აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მართლმადიდებლობის გახლეჩისას მათ მოღვაწეობაში არ იყო მართლმადიდებლობის, როგორც ასეთის, დასუსტების მცდელობა. ისინი გამოდიოდნენ თავიანთიბუნებრივილოგიკიდან: რაც მეტია ეკლესია, მით უკეთესი. დაე, თითოეულ სახელმწიფოსთავისიჰქონდეს, თუკი მართლმადიდებელი სისტემა ამის საშუალებას იძლევა.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თვითონ მისცა ამერიკელებს მაგალითი, როცა აჩვენა, როგორ უნდა დაიმსხვრეს პატრიარქის ტახტი.

1970-იან წლებში რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც, ძირითადად, საბჭოთა იმიგრანტებისა და მათი შთამომავლობისგან შედგებოდა. არის ვერსია, რომ ეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გავლენით მოხდა, რადგან ამერიკელი იერარქები უარს არ ამბობდნენ თავიანთ მკვეთრ ანტიკომუნისტურ რიტორიკაზე. ეს გამოყოფა სხვა ავტოკეფალიური ეკლესიების უმრავლესობამ არ აღიარა. და გამოვიდა, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელი სტრუქტურაა (ამ აზრს ეთანხმებიან ბულგარელები), სხვებისთვის კი, მათ შორის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის, ის კვლავ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისფილიალია”. როცა ამერიკელებმა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ნაცბილდინგის (“ერის მშენებლობა”) კურატორობა დაიწყეს, მათ ხელისუფლებებს ტიპურ და მთლიანობაში ლოგიკურ რჩევებს აძლევდნენ: თუ გსურთ, გათავისუფლდეს მეტროპოლიის გავლენისგან, დადეთ ფსონი ეროვნულ ისტორიაზე, თქვენს ენაზე, კულტურაზე, თქვენს რწმენაზე.

არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეკლესიური სეპარატიზმი, რომელიც ზემოაღნიშნულ რჩევებს მოჰყვა, მთლიანად ამერიკელებისგან იყო ინსპირირებული _ მსურველი ადგილებზეც ბევრი იყო, მაგრამ ისინი ამ პროცესს “აღმერთებდნენ” და ისე “დაემთხვა”, რომ ვაშინგტონს რთული ურთიერთობა ჰქონდა იმ საეკლესიო მეტროპოლიებთან, რომელთა კანონიკური ტერიტორიების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ თვითმარქვია ეკლესიები.

საყოველთაოდ ცნობილი მაგალითია უკრაინა, რომელმაც ფენერს (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) ტომასი გამოსტყუა, მაგრამ მხოლოდ ექსპერტები არიან საქმის კურსში, რომ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიიდან (რომლის ცენტრი დამასკოშია) გასვლას ცდილობენ ლიბანელი მართლმადიდებლები. ეს, სხვათა შორის, ყველაზე ძველი ეკლესიაა მართლმადიდებელდიპტიხში” , რომელთანაც ურთიერთობას განაგრძობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია:

მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლისა და ალექსანდრიის ეკლესიებმა აღიარეს კიევის ეკლესიის “ავტოკეფალია”, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მათთან ურთიერთობა გაწყვიტა.

თავისი ხასიათით ყველაზე აგრესიული და მძარცველური იყო სეპარატიზმი ჩერნოგორიასა და მაკედონიაში, რომლებიც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიებია. ჩერნოგორიელი დიქტატორის, ჯუკანოვიჩის, უსაზღვრო თავხედობასა და, ასეთივე მეთოდების მიუხედავად, სახელდობრ მაკედონიაა ყველაზე აღმაშფოთებელი მაგალითი ხელისუფლების ჩარევისა ეკლესიის საქმეებში. ადგილობრივი ხელისუფლება არა მხოლოდ ხელს უწყობდა ეკლესიის გახლეჩვას, არა მხოლოდ წარმატებით ტორპედირებდა მისიგაკურნებისმცდელობებს, არამედ 2004 წელს მიიღო სპეციალური დადგენილება, რომლის თანახმად მაკედონიის სახელმწიფოში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი კანონიერი რელიგიური თემი _ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია. ამით ამ ბალკანური რესპუბლიკის მართლმადიდებელთა ორი მესამედი განხეთქილების მსხვერპლი შეიქნა. ამასთანავე, აღიარების გზაზე მაკედონიელებმა გაცილებით ნაკლებად წაიწიეს წინ, ვიდრე უკრაინელებმა და ამას ძალიან სასაცილო მიზეზი ჰქონდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე ბერძენია, ჭეშმარიტ ბერძენს კი არ შეეძლო, დაეშვა დამოუკიდებელი მაკედონიის წარმოჩენა, რადგან ათენისა და სკოპიეს კამათი ალექსანდრე დიდის (მაკედონელის) მემკვიდრეობაზე ნაციონალური იდეის ხასიათს ატარებს.

უკრაინული სეპარატიზმის მიმართ კი ფენერს განსაკუთრებული “ეროვნული” ურთიერთობა არ ჰქონია, ამიტომ კონსტანტინოპოლმა სწრაფად აღიარა განხეთქილება უკრაინის ეკლესიაში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი იძულებული შეიქნა, შეეწყვიტა კონსტანტინოპოლიდან ევქარისტული ურთიერთობა, მასთან ერთად შეწყვიტა ურთიერთობა ალექსანდრიის, ელადისა და კვიპროსის ეკლესიებთან.

ჯამში, ეს 20 მლნმდე მართლმადიდებელი მორწმუნეა, გაფანტული სხვადასხვა ქვეყანაში. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, როგორც ცნობილია, სულ 160 მლნ კაცია. ამრიგად, ლაპარაკია ძალიან მასშტაბურ და მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის უკიდურესად მტკივნეულ კონფლიქტზე, რომელიც შეიძლება არ ყოფილიყო, რომ არა ნაცბილდინგი ამერიკული რეცეპტებით.

ამერიკელებს კიდევ აქვთ საქმე გასაკეთებელი. მაგალითად, ბელარუსის არაღიარებული მართლმადიდებელი ეკლესიის ტახტი, რომელმაც ალექსანდრე ლუკაშენკო შეპყრობილად გამოაცხადა, ნიუ-იორკშია. ასე ხომ უფრო მოსახერხებელია?..

vz.ruზე გამოქვეყვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here