Home რუბრიკები ისტორია როგორ აპირებდა სტალინი თურქეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნებას და როგორ უშლიდნენ ხელს...

როგორ აპირებდა სტალინი თურქეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნებას და როგორ უშლიდნენ ხელს საქართველოს “სტრატეგიული მოკავშირეები”

29234
სტალინი

საქართველო და მსოფლიოსწინა, 27- ნომერში გამოქვეყნდა ბაკურ სვანიძის მასალა სათაურითქართველთყლაპიასტალინი დაისტორიული მეგობარი თურქეთი”, რომელშიც ავტორი წერდა საბჭოთა კავშირის მიერ თურქეთისთვის წაყენებულ ტერიტორიულ პრეტენზიებზე, კერძოდ, თურქეთის მიერ გასული საუკუნის დასაწყისში მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნებაზე.

მასალას ერთვოდა მიტაცებული ტერიტორიების რუკა, რომელზეც დასავლური პროპაგანდით მართლაც ტვინგამორეცხილები ამბობენ, რომ სტალინის შედგენილია და აინუნშიც არ არის ჩასაგდები. ამიტომ დღეს, წინამდებარე მასალასთან ერთად, გთავაზობთ დასავლეთში ინგლისურ ენაზე შედგენილ რუკას, რომელზეც მკაფიოდაა მონიშნული საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის მიმართ 1945-1953 წლებში, ანუ სტალინის სიცოცხლეში.

1991 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ქვეყანაში მძლავრად ამუშავდა დასავლური პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ საბჭოთა საქართველოში თითქოს ყველაფერი ცუდი იყო, ქვეყანას არანაირი წარმატება არ ჰქონია არც ერთ სფეროში _ არც მრეწველობაში, არც სოფლის მეურნეობაში, არც ხელოვნებასა და კულტურაში, არც სპორტში; საბჭოთა პერიოდში მცხოვრები ადამიანები კი ბნელები და გაუნათლებლები იყვნენ. ამიტომ დღეს საჭიროა, უარი ვთქვათ ყველაფერზე, რაც დრომოჭმულია, მათ შორის, ეროვნულ ტრადიციებზე, მართლმადიდებლობაზე და ვეზიაროთ დასავლურ ე.წ. ფასეულობებს _ დავიცვათ ჰომოსექსუალების უფლებები, პატივისცემითა და მოწიწებით მოვეპყრათ უცხოელებს და კრინტი არ დავძრათ, თუ თავს, წინაპრების სისხლით მორწყული მიწა-წყლის კანონიერ მფლობელებად კი არა, უცხოელთა მიერ დაჩაგრულ მომსახურე პერსონალად მივიჩნევთ. სწორედ ამ “ფასეულობების” დამკვიდრებით ცდილობს დასავლეთი თავისი მთავარი მიზნის მიღწევას საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. ამ “ფასეულობების” დასამკვიდრებლად კი დასავლეთის უმთავრესი იარაღი პროპაგანდისტული მანქანაა, რომლის ძირითადი შემადგენლებია მედიასაშუალებები და დასავლეთის მიერვე გულუხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები.

ბოლო პერიოდში დასავლეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ ნიღაბი ჩამოიხსნა და “ღია რეჟიმში”, ყოველგვარი მორიდების გარეშე, ურეცხავს ტვინს ახალგაზრდა თაობას _ შთააგონებს მათ, რომ ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა არა საბჭოთა კავშირმა, არამედ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა (უფრო მეტიც _ დღეს აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მეორე მსოფლიო ომში ამერიკამ დამოუკიდებლად მოიპოვა გამარჯვება, ხოლო იაპონელების ნაწილს ჰგონია, რომ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები საბჭოთა კავშირმა ჩამოყარა). დასავლური პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც დუმს დასავლეთის მიერ ჩადენილ საშინელებებზე _ ინდიელების, ვიეტნამელების, ერაყელების, ავღანელების, სირიელების გენოციდზე, ერთ დროს აყვავებული ლიბიის დანგრევაზე, სერბეთის განადგურებაზე, შავკანიანთა რასობრივ დისკრიმინაციასა და სეგრეგაციაზე, იმპერიალისტურ ომებზე, ფაშისტებისთვის ხელშეწყობაზე და .., გაჰყვირის, რომ საბჭოთა კავშირი საშინელი დიქტატორული სახელმწიფო იყო, მისი ხელმძღვანელი სტალინი კი _ პირსისხლიანი ჯალათი, რომელიც, ხალხის დახვრეტის გარდა, არაფერს აკეთებდა და სწორედ სტალინს მიუძღვის უდიდესი წვლილი, საქართველომ ტერიტორიები რომ დაკარგაო და ა.შ. ამ თვალსაზრისის გავრცელებაში მას მხარს უჭერენ ადგილობრივი ე.წ. ექსპერტები, ანალიტიკოსები, მედიასაშუალებები და, არასამთავრობო ორგანიაზციები. დასავლურმა პროპაგანდამ ისე გამოურეცხა ტვინი ქართველებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი არ ერიდებიან ისტორიული ფაქტების დამახინჯებას და, დასავლელი პატრონებისადმი მონობის სინდრომით შეპყრობილნი, მოსახლეობას, ძირითადად, ახალგაზრდა თაობას, შთააგონებენ, რომ თურქეთი და ირანი საქართველოს ისტორიული მეგობრები არიან, აშშ და ბრიტანეთი _ სტრატეგიული მოკავშირეები და მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთია ჩვენი და სრულიად კაცობრიობის მტერი.

ამ საკითხზე აღმაშფოთებელია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებები, რომ თურქეთი და ირანი, საუკუნეების განმავლობაში საქართველოს დაუძინებელი მტრები, თურმე “ისტორიული მეგობრები” არიან.

არადა, თურქეთს მიტაცებული აქვს ძირძველი ქართული მიწები _ ართვინის, არტაანისა და ოლთისის ოლქები, სამხრეთ-დასავლეთი მესხეთის ისტორიული რაიონები _ პარხალი, სპერი (ტაო-კლარჯეთი), სულ 12 ათას კვ.კმ-ზე მეტი ფართობი. ამ ტერიტორიებზე არსებული უმრავლესობა ტაძრებისა მეჩეთებად გადააკეთეს. საუკუნეების განმავლობაში ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ საქართველოს, იტაცებდნენ და სტამბოლის ბაზარზე მონებად ჰყიდნენ ქართველებს, ძირითადად, მოზარდებს. თურქულ სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანილია რუკები, რომლებზეც აჭარა თურქეთის ნაწილად არის გამოსახული, ასეა თურქულ ენციკლოპედიაშიც. და ამის შემდეგ როგორ უნდა მოგიბრუნდეს ენა და თქვა, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარია?

მაგრამ, აბა, სხვაგვარად როგორ უნდა მოიქცნენ, როცა ასე სურს დასავლეთს?

სინამდვილეში სწორედ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს აჭარის ნაწილი ბათუმითურთ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით (ყარსის შეთანხმებას უსწრებდა 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის შეთანხმებამეგობრობასა და ძმობისშესახებ). ეს ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკებისათვის მძიმე წლებში. საბჭოთა რესპუბლიკები _ სომხეთი და საქართველო _ ომი რომ აეცილებინათ თავიდან, იძულებულნი იყვნენ, დაეთმოთ თავიანთი ტერიტორიების ნაწილი თურქებისთვის. შედეგად, საბჭოთა ამიერკავკასიას ჩამოშორდა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი _ ართვინის, არტაანისა და ყარსყაგიზმანის ოლქები, აგრეთვე, ყოფილი ერევნის გუბერნიის სურმალინის მაზრა.

და სწორედ სტალინი ცდილობდა ამ შეთანხმების გაუქმებასა და თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების საბჭოთა კავშირისთვის (საქართველოსათვის) დაბრუნებას…

რუსი პოეტისა და პუბლიცისტის, ფელიქს ჩუევის, წიგნში “ასორმოცი საუბარი მოლოტოვთან” მოყვანილია აკაკი მგელაძის (სტალინის სიცოცხლის ბოლო წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი) ნაამბობი საბჭოთა კავშირის რუკაზე, რომელსაც სსრკ-ის საგარეო საქმეთა იმჟამინდელი კომისარი (მინისტრი) ვიაჩესლავ მოლოტოვიც ადასტურებდა.

“ომის შემდგომ სტალინს აგარაკზე მიუტანეს რუკა სსრკ-ის ახალი საზღვრებით. სტალინმა რუკას დახედა და განაცხადა: “ვნახოთ, რა გამოგვივიდა… ჩრდილოეთში ყველაფერი რიგზეა, ნორმალურადაა. ფინეთმა ჩვენთან ძალიან დააშავა და ჩვენ საზღვრები გადავწიეთ ლენინგრადიდან. ბალტიისპირეთი _ ეს რუსეთის ძირძველი მიწა _ კვლავ ჩვენია. ბელორუსები ყველანი ერთად ცხოვრობენ, უკრაინელებიც _ ერთად, მოლდოველებიც _ ერთად; დასავლეთში ყველაფერი ნორმალურადაა. და გადავიდა აღმოსავლეთის საზღვრებზე. აქ როგორ გვაქვს საქმე?.. კურილის კუნძულები ახლა ჩვენია, სახალინი _ მთლიანად ჩვენი, პორტ-არტურიც ჩვენია, დალნიც (პორტ-არტური და დალნი მოგვიანებით ჩინეთს გადასცა ნიკიტა ხრუშჩოვმა _ ნ.კ.). სტალინმა ჩიბუხი ჩინეთს გააყოლა, _ აღმოსავლეთი ჩინეთის სარკინიგზო მაგისტრალიც ჩვენია _ ჩინეთი, მონღოლეთი _ ყველაფერი რიგზეა… აი აქ კი ჩვენი საზღვარი არ მომწონს!” _ თქვა სტალინმა და სამხრეთ კავკასიაზე მიუთითა”.

საბჭოთა კავშირმა, სტალინის ხელმძღვანელობით, თურქეთს ტერიტორიული პრეტენზიები დიდი სამამულო ომის ბოლო თვეებში წაუყენა. სსრკ ითხოვდა 1878 წელს რუსეთის იმპერიაში შემავალი ტერიტორიების დაბრუნებას, რომლებიც, საბჭოეთის ხელმძღვანელების აზრით, 1921 წელს უსამართლოდ გადაეცა თურქეთს. ეს ტერიტორიები საქართველოსა და სომხეთს შორის უნდა განაწილებულიყო. ამასთანავე, ითხოვდა ბოსფორის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის უფლებასა და თავისი სამხედრო ბაზების განლაგებას შავი ზღვის სრუტეებში.

რუკა

1945 წლის 19 მარტს სსრკ-მა მოახდინა საბჭოთა კავშირ-თურქეთის 1925 წლის 25 დეკემბრის შეთანხმების დენონსაცია, შემდეგ კი დაიწყო მოლაპარაკებები ახალ შეთანხმებაზე. მაისში თურქეთმა სსრკ-ს წარუდგინა შეთანხმების პროექტი, რომლის მიხედვით, ომის შემთხვევაში, სსრკ-ის არმიასა და ფლოტს უფლება ეძლეოდა, თავისუფლად გაევლო თურქეთის ტერიტორია. ამან საბჭოთა დიპლომატებს უბიძგა, ბოლომდე მიეყვანათ განზრახვა ამიერკავკასიის რესპუბლიკებისთვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ. 1945 წლის 7 ივნისს თურქეთის ელჩი სელიმ სარფერი პირადად შეხვდა ვიაჩესლავ მოლოტოვს. შეხვედრაზე სსრკ-ის საგარეო საქმეთა კომისარმა განაცხადა, რომ ახალ შეთანხმებაში უნდა შეეტანათ პირობა შავი ზღვის სრუტეების საბჭოთა კავშირ-თურქეთის ერთობლივად გაკონტროლებისა (საბჭოთა სამხედრო ბაზების განლაგებით) და 1921 წელს მოსკოვის შეთანხმების “გასწორების” შესახებ. ამ შეთანხმებას მოლოტოვმა უსამართლო უწოდა.

სსრკისა და თურქეთის ახალი საზღვარი, საბჭოთა მხარის აზრით, უნდა გავლებულიყო ისე, როგორც იყო 1878 წელს, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების არსებობისას.

საბჭოთა ხელისუფლება უკანონოდ წართმეულ ტერიტორიებად მიიჩნევდა ყარსის ოლქს, ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილსა და ყოფილი ერივანის გუბერნიის სურმალინის მაზრას.

1945 წლის 22 ივნისს თურქეთმა უარყო საბჭოთა კავშირის ყველა წინადადება და თავისი პოზიციების დაცვას აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით შეეცადა. თურქეთისადმი სსრკ-ის ტერიტორიული პრეტენზიების საკითხი 1945 წლის 22 ივლისს პოტსდამში დიდი სამეულის კონფერენციის მეექვსე სხდომაზე განიხილეს:

მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებით შეშფოთებული ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უინსტონ ჩერჩილის შეკითხვის შემდეგ სტალინმა სიტყვა გადასცა მოლოტოვს, რომელმაც განაცხადა: “ჩვენ გვაქვს ორი საკითხი, რომლებიც მოსაგვარებელია. სამოკავშირეო შეთანხმების დადება ნიშნავს, რომ ერთობლივად უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები: სსრკ-მა არა მხოლოდ თავისი საზღვარი, არამედ თურქეთისაც, ხოლო თურქეთმა _ არა მხოლოდ თავისი, არამედ საბჭოთა კავშირისაც. მაგრამ ჩვენ სსრკ-ისა და თურქეთის საზღვრის რამდენიმე მონაკვეთს უსამართლოდ მივიჩნევთ.

1921 წელს თურქეთმა საბჭოთა სომხეთსა და საბჭოთა საქართველოს ტერიტორიები მოსწყვიტა _ ეს არის ყარსის ოლქის, ართვინისა და არდაგანის ტერიტორიები. ამიტომ განვაცხადე, რომ სამოკავშირეო ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელია საქართველოსა და სომხეთისთვის წართმეული ტერიტორიების საკითხის მოგვარება, მათთვის ამ ტერიტორიების დაბრუნება”. ამ ფრაზის წარმოთქმის შემდეგ მოლოტოვმა პოსტდამის კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა რუკა საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიებით. მოლოტოვმა, აგრეთვე, წამოჭრა მონტრეს კონვენციის (1936 წლის კონვენცია, რომელითაც აღდგა თურქეთის სუვერენიტეტი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე. ამასთანავე, ამ კონვენციის მიხედვით, თურქეთს უნდა დაეცვა საერთაშორისო საზღვაო სამართლის პრინციპები) გადახედვის საკითხიც.

23 ივლისის სხდომაზე კი ისტორიული სიტყვა წარმოთქვა იოსებ სტალინმა: გუშინ ჩერჩილი ამტკიცებდა, რუსები თურქებს აშინებენო. გარწმუნებთ, რომ ბულგარეთში მყოფ ჩვენს ჯარებს თურქები არ დაუშინებიათ. იქნებ საზღვრების შესწორების წინადადებამ დააშინა თურქები? მაგრამ საკითხი ეხება იმ საზღვრების აღდგენას, რომლებიც პირველ მსოფლიო ომამდე არსებობდა. მხედველობაში მაქვს ყარსის რაიონი, რომელიც მანამდე სომხეთის შემადგენლობაში იყო და ართვინარტაანის რაიონი, რომელიც ომამდე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ძველი საზღვრების აღდგენის საკითხი არ წამოიჭრებოდა, თურქებს ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება რომ არ მოეთხოვათ. მოკავშირეობა კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, დავიცვათ თურქეთის საზღვარი, ხოლო თურქეთმა _ ჩვენი საზღვარი. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ საზღვარი ყარსისა და არტაანის რაიონში არასწორია და ასეც განვუცხადეთ თურქებს. თუ მათ სურთ ჩვენთან მოკავშირეობა, მაშინ საჭიროა გაასწორონ საზღვრები და, თუ არ უნდათ, მაშინ საკითხი მოკავშირეობაზე გამორიცხულია!” (ამონარიდი სიმონ კილაძის მასალიდან “სტალინი: თურქეთმა უნდა დააბრუნოს საქართველოს მიწა-წყალი”).

აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა, დაძაბული ატმოსფერო რომ გაენეიტრალებინა, განაცხადა, _ ეს ტერიტორიული საკითხი მხოლოდ საბჭოთა კავშირ-თურქეთს შორის უნდა გადაწყდესო.

თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნების კამპანიაში 1945 წლის დეკემბრიდან ჩაერთო საქართველოც. 1945 წლის 14-20 დეკემბერს რუსულ და ქართულ გაზეთებში (“პრავდა”, “იზვესტია”, “კომუნისტი”, “ზარია ვოსტოკა”) გამოქვეყნდა ქართველი მეცნიერების _ სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის წერილი “თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ”, რომელშიც ნათქვამია:

“ქართველმა ხალხმა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმის განადგურების საქმეში, უფლება მოიპოვა, წარადგინოს თავისი კანონიერი მოთხოვნები. მივმართავთ მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს თურქეთის მიერ წართმეული ჩვენი ძველისძველი მიწა-წყლის შესახებ. საქმე ეხება არა უმნიშვნელო ტერიტორიულ შევიწროებას, არამედ ჩვენი ხალხის ინდივიდუალობის აკვანს, ჩვენგან მიტაცებულს _ დანაშაულს, რომელმაც ორად გაკვეთა ეროვნული სხეული. საქმე ეხება ქართველი ხალხის საუკუნეობრივი ბრძოლის საგანს _ ჩვენი უძველესი მიწა-წყლის დაბრუნებას”. წერილი მთავრდება მოთხოვნით: ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნდეს თავისი მიწაწყალი, რომელზეც არასოდეს უთქვამს უარი და ვერც იტყვის”.

ტრაპიზონისა და ართვინ-არტაანის დაბრუნების პრობლემა ფართოდ იყო ასახული ქართულ ლიტერატურაშიც: იბეჭდებოდა მოთხრობები (“მტკვრის სათავისკენ”), იწერებოდა და იდგმებოდა პიესები (“ჩაძირული ქვები”), იქმნებოდა პოემები და ლექსები:

გზის გასწვრივ დგანან ალვები მწკრივად,

თეთრად გაჰკვრია ზეცას ღრუბლები,

მე ტრაპიზონის ოლქკომში ვზივარ,

ოლქკომის მდივანს ვესაუბრები.

კედელზე რუკა ჰკიდია ოლქის,

მდივანი დასცქერს გადაშლილ ფურცელს,

სახეზე დაჰკრავს იერი კოლხის

და ლაპარაკში ლაზურად უქცევს

(ამონარიდი გრიგოლ აბაშიძის ლექსიდან “ოცნება ტრაპიზონის ოლქკომზე”).

აღსანიშნავია, რომ სსრკ-ის ტერიტორიულ პრეტენზიებზე თურქეთისადმი ილაპარაკა უინსტონ ჩერჩილმა თავის ცნობილ გამოსვლაში ფულტონში (მისურის შტატი, აშშ) 1946 წლის 5 მარტს (ეს გამოსვლა ითვლება “ცივი ომის” დასაწყისად): “თურქეთი და სპარსეთი ღრმად შეშფოთებული და შეწუხებულნი არიან იმ პრეტენზიების გამო, რომლებიც მათ წაუყენეს, და იმ ზემოქმედების გამო, რომელსაც ისინი განიცდიან მოსკოვის მხრიდან…”.

მოგვიანებით საბჭოთა კავშირმა შექმნა საიდუმლო დოკუმენტი სახელწოდებითზოგიერთი მოსაზრება ამიერკავკასიის ფრონტის ოპერაციათა დაგეგმვის შესახებ”. ამ დოკუმენტის მიხედვით, საბჭოთა არმია უნდა შესულიყო თურქეთის ტერიტორიის სიღრმეში, ტრაპიზონბაიბურთისა და ყარსერზურუმის მიმართულებით. პირველ ეტაპზე (10 დღეში) გაენადგურებინა თურქეთის არმიის დაჯგუფება ყარსისა და ართვინის რაიონებში, შტურმით აეღო ტრაპიზონი, მეორე ეტაპზე (6 დღეში) გაენადგურებინა ოლთისსარიყამიშის დაჯგუფება, გასულიყო ისპირთორთუმის ხაზზე და საბოლოოდ, მესამე ეტაპზე (ოპერაციის დაწყებიდან მე-20 დღეს) დაეკავებინა ერზურუმი.

1946 წლიდან დასავლეთმა კიდევ უფრო გაააქტიურა მოქმედება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ამერიკელი ისტორიკოსი ედუარდ მარკი წერს, რომ, სახელდობრ, თურქეთის გარშემო შექმნილმა კრიზისმა და საბჭოთა კავშირის მზადებამ თურქეთთან ომისთვის, აიძულა ამერიკის შეერთებული შტატები, შეემუშავებინა ატომური ომის გეგმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირს კი იმ მომენტში თავისი ატომური ბომბების გადამტანი საშუალებები არ ჰქონდა. ბევრი ექსპერტის აზრით, სწორედ სსრკ-ის დასაშინებლად, რათა ომი არ დაეწყო თურქეთის წინააღმდეგ, ამერიკამ კაცობრიობის ისტორიაში პირველად გამოიყენა ატომური ბომბი და 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს იაპონიის ქალაქები _ ჰიროსიმა და ნაგასაკი მიწასთან გაასწორა.

სხვათა შორის, ჩამონათვალში საბჭოთა კავშირის იმ ქალაქებისა, რომლებშიც ატომური ბომბი უნდა ჩამოეგდოთ ამერიკელებს, თბილისიც შედიოდა.

ტრუმენის დოქტრინის მიხედვით, აშშ დაეხმარა თურქეთს ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით. 1952 წელს კი თურქეთი ნატოში მიიღეს, რაც მის მიმართ საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიების გამო მოხდა.

ბოლოს და ბოლოს, იოსებ სტალინი იძულებული შეიქნა, თურქეთისადმი საბჭოთა კავშირის ტერიტორიულ პრეტენზიებზე იმხანად უარი ეთქვა. 1953 წლის 30 მაისს კი სტალინის გარდაცვალებიდან დაახლოებით თვე-ნახევარში საბჭოთა კავშირის მთავრობამ ოფიციალურად თქვა უარი ქართულ-სომხური მიწების დაბრუნებაზე. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისადმი მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებისა და მშვიდობის განმტკიცების მიზნით, საბჭოთა საქართველო და სომხეთი უარს ამბობენ თურქეთისადმი თავიანთ ტერიტორიულ პრეტენზიებზე. ამით საქართველომ დაკარგა ტაო-კლარჯეთის, კოლა-არტაანისა და ლაზეთ-ჭანეთის დაბრუნების შანსი. აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკამ ამ მოვლენების შემდეგ, XX საუკუნის მეორე ნახევარში, მოახერხა, საფუძვლიანად შეეცვალა ამ პროვინციების დემოგრაფიული სურათი. ქართველთა დიდი ნაწილი თურქეთის შიგა პროვინციებში გადაასახლეს.

საქართველოს ამჟამინდელი “სტრატეგიული მოკავშირეების” დამსახურებაა, რომ საქართველოს ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი (12 ათას კვ.კმ-ზე მეტი) დღეს “ისტორიული მეგობრის”, თურქეთის, შემადგენლობაშია. აი ასე მეგობრულად მოქმედებდა ჩვენი “ისტორიული მეგობარი” თურქეთი, ასე მოქმედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ ახლა უკვე “სტრატეგიული მოკავშირეები” _ აშშ და დიდი ბრიტანეთი; საბჭოთა კავშირი კი, სტალინის ხელმძღვანელობით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო აუმხედრდა, _ რატომ სთხოვ თურქეთს დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნებასო, მაინც ცდილობდა ძირძველი ქართული მიწების შემოერთებას.

ნიკა კორინთელი

18 COMMENTS

  1. ძალიან ნათლად არის აღწერილი.იქნებ თვალი აეხილოთ და გონება გაეხსნათ იმ აშშ -ს ევროპის
    აგენტურის მხარდამჭერებს? წაიკითხეთ და შეუშვით მაგ თავებში უკუსვლით,რომ მიგვაქანებთ წინ გახედვის საშუალებას არ გვაძლევთ. აი ეს არის იმ ნამდვილი ისტორიის ნაწილი.და არა თქვენ, რომ გაქვთ უცხოელების გაყალბებული ისტორია.

  2. ძალიან ნათლად არის აღწერილი.იქნებ თვალი აეხილოთ და გონება გაეხსნათ იმ აშშ -ს ევროპის
    აგენტურის მხარდამჭერებს? წაიკითხეთ და შეუშვით მაგ თავებში უკუსვლით,რომ მიგვაქანებთ წინ გახედვის საშუალებას არ გვაძლევთ. აი ეს არის იმ ნამდვილი ისტორიის ნაწილი.და არა თქვენ, რომ გაქვთ უცხოელების გაყალბებული ისტორია.

    Reply

  3. სინამდვილეში ბოროტმოქმედნი და საქართველოს დაუძნებელი მტრები ჩრდილში სხედან და გასცქერიან დადგმულ წარმოდგენებს ღია ცის ქვეშ, რადგან დაიღალნენ ედინბურგის დახურულ თეტრში წარმოდგენების ყურებით. ხან ამერიკას ვაბრალებთ, ხან დიდ ბრიტანეთს და ხან “ერთმორწმუნე” რუსეთს. უნდა ითქვას, რომ რა რწმენა, რის რწმენა, ვის აქვს რწმენა?! ღმერთის შიშით სიმართლეს უნდა ეძებდნენ, მაგრამ პირიქით, ცდილობენ ყველანაირად მიჩქმალონ სიმართლე.
    რუსეთიც, ამერიკაც, დიდი ბრიტანეთიც და გნებავთ გერმანიაც, ესენი წარმოდგენითი მტრები არიან საქართველოსი და არა მარტო საქართველოსი. ოხ ეს გაიძვერა და თვალთმაქცი ბობოლები, რა ხრიკებს ხლართავენ ეს უგუნურები და გაუმაძღარი სისხლისმსმელები. ამათ გაღუნულ კუზს მგონი სამარეც ვერ გაასწორებს.
    მთელი კაცთამოდგმის მტრები სწორედაც რომ ის ბობოლა მილიარდერები არიან: როკფელერები, მორგანები, დიუპონები, როტშილდები, ფორდები მორდები და ნახშირწყლები”! მათი მოწყობილია ყველა ომი, რაც კი ბოლო სამასი წლის მანძილზე მომხდარა. თურქეთის სახელით მოქმედებდნენ საქართველოს და სომხეთის წინააღმდეგ. მათ ჩამოართვეს ტერიტორიები რუსეთს და რომ არა სტალინი, ვინ იცის, რა დღეში ჩააგდებდნენ აქამდე საქართველოს. თუმცა ძნელი არ უნდა იყოს ამის მიხვედრა, რადგან იგივეს გაუკეთებდნენ, რასაც ახლა უკეთებენ. თუკი მოგწონთ, მაშინ მართლაც “ისტორიული პარტნიორი” ყოფილა თურქეთიც და ირანიც, გნებავთ ინდოეთიც და ჩინეთიც, საქრთველოს რომ ემუქრებიან გადაგვარებით. რა დონის უგუნურები არიან, როგორ აქვთ ტვინი გადაგლესილი, რომ ვერ აზროვნებენ უკეთესად. ამხელა ფულის და ძლაუფლების პატრონები არიან და ისე უნდა ამოხდეთ სული, რომ ერთი დღეც ვერ იცხოვრონ სამოთხეში. სამოთხე იმქვეყნიური კი არ არის, როგორც სამღვდელოება გვიჩიჩინებს, არამედ ამქვეყნიური! აღადგინე სამართლიანობა და ეგრევე სამთხეში ხარ! შე დალოცვილო, იმქვეყნიური სამოთხე როგორ წარმოგიდგენია? არც საჭმელი გინდა, არც სასმელი და თუ სამართლიანობა არ იქნება, თუნდაც იმქვეყნად, სამოთხე როგორ იქნება?! არადა ამ ბობოლებს შეუძლიათ აქავე სამოთხე დაამყარონ. ამისთვის ძალაუფლებაც აქვთ და შემსრულებლებიც საკმაოდ ჰყავთ, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ცოდნა არ ჰყოფნით – ცოდნა!
    მაგრამ მაინც მგონია, რომ საქართველოს ყველაზე დიდი, დაუძინებელი მტერი მაინც უცოდინრობაა! უცოდინრობა კი ურწმუნოებას მოაქვს.
    “…ესეა: ერი რწმენას რომ კარგავს, ბოროტს ეძლევა გზა გასაქანი,
    გაუმაძღარი ხდება ”მსუქანი“, ხოლო უგუნურთ ამოსდით რქანი,
    მრავალს ეცლება პატიოსნება, როგორც მოჭრილ ხეს კანი, მერქანი,
    მერე იწყება გაჭირვებისგან მითქმა-მოთქმა და უშნო ქაქანი…”
    მომავალში თურქეთი აუცილებლად უნდა დაიშლოს მარტივ მამრავლებად, მაგრამ როგორ, ანდა რა არის საშველი საქართველოსთვის და არა მარტო სქართველოსთვის? – საკითხავი აი, ეს არის!
    ჩვენ ყველანი ღმერთმა შეგვქმნა და ცხოვრების წესიც მან შტაგვაგონა. ამას სხეული გრძნობს თავად: “ცუდი ყოველთვის გაწყენინებს და კეთილი მუდამ გესალბუნება!”
    ჰოდა, ბატონო ჩემო, ღმერთმა სამოთხეში მოსახვედრი გზა უმარტივესად და უმოკლესად დაგვიდგინა. თუ ამ გზას არ დავადგებით ყველანი ერთად, მაშინ ყველა გადახვეულ გზაზე “ეშვ-მაგი” დაგვიხვდება ჩასაფრებული და გზათა უკან გვატარებს, რადგან ჩვენ ასე გვნებავს.
    მოკლედ: არჩევნები უნდა ჩავატაროთ ღმერთის მიერ მოცემული წესით, რათა სათავეში რჩეულთა შორის რჩეულნი მოდიოდნენ ყოველთვის და ქვეყანა ყოველთვის კეთილად იმართებოდეს, ხალხის აზრზე დაყრდნობით, ქვემოდან ზემოთ. – რაზე იტკიებთ მაგ გამოთაყვანებულ თავებს ბობოლა მილიარდერებო, ეგ თავი იმიტომ გაბიათ მხრებზე, რომ წყალი არ ჩაგივიდეთ?!

  4. არ დააცალეს საწყალ სტალინს, ვინ იცის რა გეგმები ქონდა. ნათელში ამყოფოს უფალმა. იქნებ კიდევ გამოჩნდეს ვინმე სტალინის ნაირი რომელიც ასე ძალიამ გვჭირდება დღეს

  5. არაფერსაც არ აპირებდა სტალინი.ყველაზე კარგი დრო საამისოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე იყო რადგან თურქეთი გერმანიის მხარეს იყო ეს მიზეზად გამოდგებოდა მაგრამ არ უნდოდა და მორჩა.კიდევ დიდიხანს რომ ეცოცხლა მაინც არ გააკეთებდა არა და 8 წელი ცოტა არ არის თუ რაიმეს გაკეთება უნდოდა.ნუ აბოლებთ ხალხს.

    • ამხელა სტატიაა ისტორიულად დასაბუთებული და მაინც შენსას გაიძახი, კიდევ ერთხელ წაიკითხე იქნებ გონება გაგინათდეს…

      • თუ აპირებდა რამეს, ისევ თავისი დიდი სამობლოსთვის,თორემ ჯერ საინგილოს დაგვიბრუნებდა და ვენზე უკეთ იცოდა რომ შიდა ქართლში „სამხრეთ ოსეთი“ აბსურდი იყო.

  6. კი ხდებოდა ამერიკაში, სეგრეგაცია რასიზმი, ინდიელების გენოციდი, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კუ კულუქს კლანი, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და თვითონ ამ სტატიის ავტორსაც, ამერიკაში ცხოვრება ურჩევნია დიად რუსეთში ცხოვრებას. დასავლურ პროპაგანდაზე როცა არის საუბარი, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ უკანასკნელს ქართველები, ოს-აფხაზების მჩაგვრელებად, აგრესორებად და მკვლელებად მაინც არ გამოვყავართ, სტალინი თუ ცდილობდა ამ ძველი მიეების დაბრუნებას ის გაიხსენეთ ვის მიერ იყო ეს მიწები გადაცემული თურქებისათვის, ეს იყო ლენინი (სტალინის პოლიტიკური მამა), რაც შეეხება მე2 მსოფლიო ომს , ამერიკა დიდი რაოდენობით იარაღსა და ამუნიციას უგზავნიდა მოკავშირეებს, ასევე სსრ -ს აღმოსავლეთიდან მოუხსნა საფრთხე იაპონიის სახით. 1921 წელს სწორედ (დასავლეთი) გერმანია იყო ჩვენი მოკავშირე. სტალინი კი მშვენივრად თანამშრომლობდა ნაცისტურ რეჟიმთან, მოლოტოვ რიბენტროპის პაქტი, სადაც გავლენის სფეროები გაინაწილეს გაიყვეე პოლონეთი დამთელი ალმოსავლეთ ევროპა.

  7. სტალინს მსოფლიოში ყველა აღიარებდა და მას მიანიჭეს გენერალი სიმუსი და მან ბევრი დიდი ქვეყანა გადარჩინა გერმანელებისაგან. საფრანგეთი ინგლისი და სხვა ბევრი კიდევ. იმ გაჭირვების დროს ბევრი რამ განვითარდა,ნრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. მახსოვს ვალი იმ დროს კიდევ ობლიგაციები დაუბრუნეს. ეხლა შეტანინებენ ფულს ბანკში რაღაცა მოყყუებითი პირობებით და შეჭამენ და ვსიო, მაშინ ასე ვერ გააკეთებდი, ეხლა ვის მოწონს ეს წყობა იმათ ვისაც ის წყობა არ მოწონდათ. იმიტომ რომ 8 წელიწადს იქნებიან პარლამენტში, მთაბრობაში მოიტაცებენ ხალხის ფულს მიატოვებებ სამშობლოს, მიწაწყალს და გარბიან საზრვარგარეთ საცხოვრებლად, გლეხი კაცი კი არასოდეს ტოვებს საკუთარ მიწაწყალს და პატრონობს და არასდროს არ ღალატობს სამშობლოს. მაშინ სოფელში ხალხი ცხოვრობდა , ეხლა დაცლილია სოფლები.მასწავლებელი როდესაც 7 საათიდან სახლიდან გამოდის საღამოს 5 საათამდე შესვენების გარეშე, 7 საათამდე გზა მონზადება და ასე შემდეგ, ანაზღაურება 300- 500 ლარამდე, მასწავლებლებმა რომლებმაც მომავალი თაობა აღხარდეს და მათ სახელმწიფო სამსახურში დაიწყეს მუშაობა 1000 სები არ ყოფნით,ცხადია მათ ეს წყობა ურჩევნიათ, არავის არაფერს ეკითხებიან , როგორც უნდათ ისე აკეთებენ , იღებენ გადაწყვეტილებებს. კომუნისტების დროს სანამ ობხოდნოი ფურცელზე ხელს არ მოაწერდნენ შესაბამისი სამსახური სამსახყრიდან არ ცაანთავისუფლებდენ, ესეიგი თუ არ გასწორებდენ ყველა ვალს. და ბოლოს ღანამდებობაზე დაინიშნებოდენ მაშინ როცა ყველას უნდა გაევლო საფეხურე

  8. chemo dzvirfaso qartvelebo koveltvis cixe shignitan tkdeboda magram qartvelebs kovetvis kofnidat dzalebi gaertianebulikvnen da mxarda mxar ibrdzodnen mica-cklis dasacavat da dasabruneblat , dges ra mogvdis rom ese gancalkavebit vsaubrobt socialur qselshi me mgoni droa ufro chkvianuri movifiqrot gavertiandet ert mushtad da bolos da bolos davibrunot dzveleburi girseba da mica – ckali uflisa mimart vilocot da shevstxovot daxmareba , ufals ebarebodet qartvelno .

  9. сталини дгес счирдеба сакартвелос,туркеб с зедмети уфлеба мисца чвенма мтавробам ,патриоти мтавроба гвчирдеба, маграм сад арис?…рр

  10. სად ეცალა ტაოსთვის იქეთ არიგა მიწები, თორემ ბერლინს რომ იღებდა გამალებით გერმანიის მოკავშირე თურქეთს რატომ არ დაარტყა?…. მერე კი დაატორმუზეს ბიჭი ატომნი ბომბით…

  11. ა.შ.შ. რომ 100 მილიონი ინდიელი გაწყვიტა ეს ფაქტია. მაგათთან ჰიტლერიც კი უცოდველ კრავად ჩანს

  12. დიახ, სტალინზე მხოლოდ დასავლეთის ჯაშუშები წერენ ცილისწამებებს. მხოლოდ. ტროცკი იყო აშშ ფედერარული ბანკების მოწილეთა მეგობარი. ისინიც ურიები და ტროცკიც. ყველა ტროცკისტიც მათი ჯაშუში..
    ხრუშჩოვიც ჯაშუში გერმანიის. ხრუშჩოვის უტვინო შვილი ტყვედ ჩავარდა და ყველა საიდუმლო გასცა. წავიდა სმერჩი, ხელად აიყვანეს თავქარიანი რესტორანში. მასზე არც ერთი ცილუისწამება არ გამოაქვეყნეს გერმანელებმა მაშინ როცა სტალინის შვილზე უამრავი ტყუილი დაწერეს და ბოლოს დახვრიტეს…. ხრუშჩოვზეც გერმანელები აბსოლიტურ დუმილს ინარჩუნებდენ, არ თქვეს მისი შვილის გამყიდველობაზე. და ეს ტყუილა? არა სწორედ მან ხრუშჩოვმა გამოაცალა საძირკველი სსრკ-ს…

  13. რამდენი სისულელებია თავმოყრილი,იაპონიაში ატომის ჩამოგდება სულ სხვა განხილვის საგანია და როცა რუსები ამერიკელებთან მეგობრობდნენ,90-თიანებში,რუსმა სამხედრო სტრატეგებმა თავად მოუძებნეს გამართლება,რომ ეგეთმა ნაბიჯმა დააჩქარა იაპონიის კაპიტულაცია და გაცილებით მეტი მსხვერპლისგან იხსნა ორივე მხარე,მათ შორის სსსრ იცო.მერე რა ელოდებოდნენ,45-ში ყველაზე კარგი შანსი ქონდა სტალინს,დაესაჯა თურქეთი,როგორც გერმანიის მოკავშირე.თუ საქართველო პირველი მსოფლიოს მერე დაისაჯა,როგორც გერმანიის სტრატეგიული პარტნიორი და ლორე დაგვათმობინა ინგლისელებმა,მერე კომუნისტებმა მხარი შეუწყვეს,სომხების სასარგებლოდ,მაშინ თურქეთი მითუმეტეს იმსახურებდა დასჯას და ისტორიული სამართალიც აღდგებოდა.მაგრამ,ბოლომდე ფხა ვერ გამოიჩინა.

  14. უკაცრავად მაგრამ დგეს დასავლეთი არფერ შუაშია საკუთარი ჯიბის შევსების გარდა.. ისტორიას ზუსტად ფულის გამო აყალბებენ სამწუხაროდ ,ამაშიც ფულს იღებენ და თანაც ალბათ დიდი თანხებზეა საუბარი . ალბათ მოვა დრო ყველა აგებს პასუხს თავის საქციელის გამო. მოღალატეებით გაივსო საქართველო

  15. სტალინმა ავტოკეფალია აღგვიდგინა რადგან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რამდენად ადრე მივიღეთ ქრისტიანობა!
    განძეულიც დაგვიბრუნა რადგან რატომ დაუტოვებდა საფრანგეთს ასეთ საგანძურს!
    ეს სხვა სიკეთეებიც გაუკეთა საქართველოს!
    მაგრამ ვინ იყო სტალინი?
    • სტალინმა კარგად ორგანიზებული ებრაელების ძლიერი გუნდი საბჭოთა მმართველობიდან გაყარა და გაანადგურა! ეს ამტკიცებს რომ მსოფლიო მასშტაბის გენიოსი იყო!
    • სტალინმა გენიოსურად გაშიფრა მტრის ყველა ჩადებული ნაღმი ამას ადასტურებს მოგებული ომი და გასაბჭოებული ევროპა!
    • 1943 წელს, თეირანის კონფერენციაზე, ჩერჩილის და რუზველტის თხოვნაზე: რომის პაპი შეეყვანათ კოალიციაში, სტალინმა ცინიკურად უთხრა უარი: „თუ მხოლოდ საკმეველი უნდა გაიქნიოს, ეს მეც შემიძლია (როგორც საღვთო პირს) და ვილოცებ კიდეც გამარჯვებისთვის“. რითაც დაადასტურა რომ ის დამოუკიდებლად წყვეტდა ყველაფერს!
    • სტალინმა ყველგან დაიცვა საბჭოთა კავშირის ინტერესები! ოქროს მარაგი მიიღო და უარი ათქმევინა ინგლისსა ლენინის აღებულ მილიარდობით ვალებზე იმ საბაბით, რომ ინგლისმა სამოქალაქო ომებში დააზარალა საბჭოთა კავშირი!
    • ქვეყნის შიგნით, ხომ სტალინი იყო უნიჭიერესი სტრატეგი და ერთპიროვნული მმართველი!

    ვაღიარებ სტალინის გენიოსობას და მივმართავ მხოლოდ მათ, ვინც სტალინს აღმერთებს!
    გეკითხებით და მხოლოდ ამ კითხვაზე მიპასუხეთ:
    1. 1945 წლიდან 1953 წლამდე რატომ არ მოსპო ის პოლიტიკური ნაღმები, ავტონომიები საქართველოს ტერიტორიაზე?
    განსაკუთრებით უაზროდ შექმნილი აჭარის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიები?
    2. არატომ არ დაუბრუნა საქართველოს წართმეული მიწები, განსაკუთრებით, სოჩის მხარე, საინგილო, მითუმეტეს უდიდესი სიწმინდის, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორია, სომხეთის და ჩრდილო კავკასიისათვის უსამართლოდ გადაცემული ტერიტორიები?
    ა) არ შეეძლო?
    მაშინ ძლერი კი არა სუსტი და მარიონეტი ყოფილა, რაც არარეალურია!
    ბ) არ ესმოდა რომ ეს საქართველოსთვის ეს ძალიან დიდი საფრთხე იყო?
    მაშინ ბრიყვი ყოფილა, რაც გამორიცხულია, რადგან ყველა პოლიტიკური ნაღმი გაშიფრა და გაანეიტრალა, რაც საბჭოთა კავშირს ეხებოდა!
    გ) დაავიწყდა?
    სტალინს იმდენად კარგად ახსოვდა საქართველო, რომ 1951 წელს, უკვე ძლიერი საბჭოთა კავშირის, ერთპიროვნულმა და ჭკვიანმა მმართველმა, მხოლოდ ქართველები გაიხსენა და 20 000 ქართული ინტელიგენცია გადაასახლა შუა აზიაში. ისინი გადაიყვანეს სატვირთო ვაგონებით. საკვების გარეშე და კატორღულ პირობებში ჩაასახლეს!
    დ) საქართველოს ინტერესები ფეხებზე ეკიდა და სხვა რესპუბლიკების ინტერესები დაიცვა?
    მაშინ ის მხოლოდ გენიოსი დამპყრობელი იყო ჩინგიზ ხანივით და არა საქართველოს პატრიოტი!
    • სტალინმა ყველაზე დიდი სიმდიდრე, საუკუნეებით გენეტიკურად ჩამოყალიბებული ის ინტელექტუალური და ღირსეული გენოფონდი მოგვისპო, რომლითაც საქართველომ თავისი თვითმყოფადი და უნიკალური კულტურით მოაღწია მეოცე საუკუნებდე!
    • სტალინმა ისეთი პოლიტიკური ნაღმები ჩაგვიდო საქართველოში, რომ მხოლოდ მის მოგერიებაში გავწყდებით ყველა, ვისაც კი რაიმე ეროვნული და პატრიოტული შეგვრჩა!
    • სტალინმა გენიოსურად გათვალა ქართველების გენეტიკა და ვერაგულად გვანადგურებს დღემდე თავისი დატოვებული ნაბიჭვრებით, რადგან მისი მიზანი მონა- მანქურთების ქვეყნის და ისეთი საზოგადოების შექმნა იყო, რომლებიც მაძღარი კუჭის გამო საკუთარ მშობლებს და საკუთარ ქვეყანას გაყიდიდნენ!
    • ამიტომ გვყავს დღეს პედერასტების მოჩილი და მარიონეტი მთავრობა!
    • ამიტომ აკეთებს ქართველი ერი მუდმივად არჩევანს ორ ბოროტებას შორის!
    • ამიტომ გვყავს მუდმივად ერის მტერი და ერის გამყიდველი ხელისუფლება, რომელსაც სტალინის მიერ გადაჯიშებული და მხოლოდ მაძღარ კუჭზე მეოცნებე ახალი ქართველები ირჩევენ!
    კონკრეტულად მიპასუხეთ რაში არ მეთანხმებით?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here