Home რუბრიკები პოლიტიკა რის მიღწევა სურს დასავლეთს?

რის მიღწევა სურს დასავლეთს?

მსოფლიოს ხსნა რუსეთის გამარჯვებაშია

1027

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეცხრე გამოშვება

რუბრიკას, რომელიც 2022 წელსსაქართველო და მსოფლიოსგვერდებზე უკვე დაწერილსა და მომავალში დასაწერ პუბლიცისტურ წერილებს გააერთიანებს, შემთხვევით ან ლიტერატურული კეკლუცობის გამო კი არ ვუწოდემარტოკამ უნდა ვიომო”, რომელიც ვაჟაფშაველას გენიალურისტუმარმასპინძლიდანავიღე, რეალობაა ასეთი _ მარტო ვარ ამ ბრძოლაში. ეს აბსოლუტური მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. ამ შემთხვევაშიმარტოარ ნიშნავს იმას, რომ სხვა არავინ ფიქრობს ასე ან სხვა არავინ წერს და ლაპარაკობს ისე, როგორც მე. არიან ცალკეული ადამიანები, რომლებიც გაბატონებული იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ აზროვნებენ და ამ ნააზრევის საზოგადოებამდე მიტანასაც ახერხებენ (მადლობა იმ ორიოდე საინფორმაციო საშუალებას, სადაც ეს მეტნაკლებად დასაშვებია), მაგრამ განსხვავებულად მოფიქრალი ადამიანები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველა ერთად ვართ მარტო.

საქართველოში, სადაც ოცდაათ წელიწადზე მეტია, გაბატონებულია დასავლური “დემოკრატია” (ფაშიზმი), თითო-ოროლა მართლისმთქმელნი ჯერჯერობით ამგვარი ხვედრისთვის ვართ განწირული, რადგან ჩვენ წინააღმდეგ ამოქმედებულია სიცრუის უზარმაზარი მანქანა, დასავლური პროპაგანდის მონსტრი, გულუხვად დაფინანსებული სულელებისა და გარეწრების მთელი არმია (ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები), რომლებიც საკუთარი სიბრიყვისა და სიხარბის მონებად ქცეულან და ოცდაოთხი საათის განმავლობაში იმ “შპარგალკებიდან” დაზუთხულ ტექსტებს როშავენ, დასავლეთიდან რომ იღებენ დასაზეპირებლად და სამოქმედოდ.

უკრაინის მოვლენები ავიღოთ _ სად არის სიმართლე და სად სიცრუე?

შორიდან უნდა დავიწყოთ. რას წარმოადგენდა საბჭოთა უკრაინა? რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად წარმოშობილი უკრაინა, რომელიც ფეოდალური დაქუცმაცებისა და ჩამორჩენილობის, სიდუხჭირისა და განუვითარებლობის კონკრეტული მაგალითი იყო, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაძრული ისტორიული პროცესების შედეგად, 1922 წელს საბჭოთა კავშირის დამფუძნებელ ერთერთ სახელმწიფოდ მოგვევლინა. ეს მოვლენა დაედო საფუძვლად უკრაინის გაერთიანება-გაფართოებასა და ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთ უდიდეს რესპუბლიკად მის ჩამოყალიბებას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. აქედან იღებს სათავეს უკრაინის რევოლუციური განვითარება ყველა მიმართულებით. ფეოდალურ წყვდიადში ჩაძირულმა ქვეყანამ არამხოლოდ ახალი ტერიტორიები მიიერთა, ერთბაშად ისეთი ინდუსტრიული, სამრეწველო და კულტურული ნახტომი გააკეთა, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს გაუსწრო. დასავლურ ფაშიზმთან სამამულო ომმა უკრაინას უდიდესი ზიანი მიაყენა, ვინაიდან პირველი დარტყმა სწორედ მან მიიღო. ომს ყოველი მეხუთე უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაგრამ უკრაინა ფაშისტური ჭირისგან განთავისუფლდა. ამ ჯოჯოხეთურ ბატალიებში მოსახლეობის მიერ გამოვლენილი არნახული სიმამაცისა და თავგანწირვისთვის კიევს, ქერჩს, სევასტოპოლს, ოდესას გმირი ქალაქები ეწოდათ. უკრაინაში (ისევე, როგორც მთელ საბჭოთა კავშირში) დიდი სამამულო ომის შედეგად დანგრეული და განადგურებული ქალაქების, სამრეწველო პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ომის დამთავრებიდან ხუთ წელწადში საბჭოთა კავშირისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი მთლიანად იქნა ლიკვიდირებული და ქვეყანამ ომამდელ მონაცემებს ყველა მიმართულებით გაუსწრო. ამ არნახული წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი, რა თქმა უნდა, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაც იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სტალინის დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად, საბჭოთა კავშირთან ერთად, გაეროს დამფუძნებელ სახელმწიფოთა შორის უკრაინა და ბელორუსიაც აღმოჩნდნენ. იალტის (1945 წ.) საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს ევროპის გათავისუფლების დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იყო შემდეგი: “ვროპაში წესრიგის აღდგენა და ეროვნულ-სოციალური მოწყობა იმ გზით უნდა განხორციელდეს, რომელიც გათავისუფლებულ ხალხებს საშუალებას მისცემს, რომ ნაციზმისა და ფაშიზმის ყოველგვარი კვალი აღმოფხვრან და შექმნან დემოკრატიული განვითარების პირობები მათი შეხედულებების შესაბამისად”. მოვლენები მართლაც ასე წარიმართა. უკრაინა, რომელიც მეოცე საუკუნის 20-იანი წლებისთვის სრულიად ჩამორჩენილი და განუვითარებელი იყო, ოცდაათ წელიწადში ატომურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ასეთია უკრაინის განვითარების მაგისტრალური ხაზი მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან ოთხმოციანი წლების ბოლომდე, ანუ საბჭოთა კავშირის არსებობის დასრულებამდე. დღეს კი ეს სახელმწიფო კვლავ ნაცისტურფაშისტური რეჟიმის ქვეშ გმინავს. უკრაინის ეს უბედურება იმ სამარცხვინო ფაქტიდან იღებს სათავეს, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის სრულიად უკანონო, არაკონსტიტუციურ და არასამართლებრივ პროცესში თვითონაც მონაწილეობდა. დოკუმენტს”, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირი დაშლილად გამოცხადდა, ხელი სამმა სახელმწიფო დამნაშავემ მოაწერა _ ბორის ელცინმა (რუსეთი), ლეონიდ კრავჩუკმა (უკრაინა), სტანისლავ შუშკევიჩმა (ბელორუსია). ამ უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ეს დამნაშავე პირები დაეპატიმრებინა, მეოთხე მთავარი დამნაშავე მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, რითაც .. ბელოვეჟის აქტს ერთგვარი პოლიტიკური ლეგიტიმაცია შესძინა და საბჭოთა კავშირი დასაშლელად გაიმეტა. ახდა ამერიკელთა საუკუნოვანი ოცნება, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მათი სათარეშო და საძარცვ ასპარეზად იქცა. აქედან იღებს სათავეს მთელი ის უბედურება, რომლებიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დატრიალდა და დღეს უკრაინაშიც ხდება.

დავსვათ ყველაზე მტკივნეული, მაგრამ, ამასთანავე, არსებითი შეკითხვა: რა მიიღო უკრაინამ აქედან? ყოველმხრივ აყვავებული საბჭოთა რესპუბლიკისგან, რომელსაც ჰქონდა მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო და სახელოვნებო სკოლები, არნახული საინჟინრო მიღწევები, უმდიდრესი ეკონომიკა, ბირთვული და კოსმოსური პოტენციალი, აღარაფერი დარჩა, გარდა ამერიკელთა ხელში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმისა. რატომ მოხდა ასე? პასუხი ერთადერთია: უკრაინის ხელისუფლებაში ამერიკელებმა სხვადასხვა დროს ისევე მოახერხეს თავიანთი აგენტურის მოყვანა, როგორც ეს ოდესღაც საბჭოთა კავშირში გააკეთეს. ლეონიდ კრავჩუკის მმართველობა ლეონიდ კუჩმას მმართველობამ შეცვალა, რომელიც ისეთივე მედასავლეთე იყო, როგორიც მისი წინამორბედი. მათი მმართველობა, ჯამში, 2004 წლამდე გაგრძელდა. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში მძიმე აღმოჩნდა ამერიკული პოლიტიკისთვის, ვინაიდან უკრაინელ ხალხში, რომელმაც უკვე იწვნია ამერიკული მმართველობის ყველა “სიკეთე”, სრულიად განსხვავებული საგარეო ორიენტაცია მომწიფდა. ამერიკული კურსის გამტარებელ ვიქტორ იუშჩენკოსთან დაძაბულ ბრძოლაში (მეორე ტურში) გამარჯვება ვიქტორ იანუკოვიჩმა მოიპოვა, რომელიც რუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად იყო აღიარებული, მაგრამ აქ ამუშავდა პოლიტიკურ და საარჩევნო მაქინაციათა ამერიკული მანქანა. ჩაირთო სახელმწიფო გადატრიალების ამერიკული მექანიზმი, რომელიც მსოფლიოში ფერადი რევოლუციის სახელითაა ცნობილი. ამერიკელებმა იძალადეს და თავისი გაიტანეს. პროამერიკელი იუშჩენკო პრეზიდენტად გამოცხადდა და შემდეგ უკრაინა ნელ-ნელა გადაიქცა აშშ-ის უკანა ეზოდ. 2010 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში იანუკოვიჩმა მაინც მიაღწია გამარჯვებას, მაგრამ 2014 წელს ამერიკელებმა უკრაინაში ახალი ფერადი რევოლუცია წამოიწყეს, რომელიც სულ მალე სისხლიან სახელმწიფო გადატრიალებაში გადაიზარდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდმა განაცხადა: “1991 წლიდან, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ხუთი მილიარდი დოლარი ჩავდეთ, რომელიც დაიხარჯა უკრაინელი ხალხის იმ მისწრაფების მისაღწევად, რომ ჰყავდეს ძლიერი და დემოკრატიული ხელისუფლება”. ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო ამერიკელთა გაგებით ამერიკის დირექტივების შემსრულებელ ხელისუფლებას რომ ნიშნავს, მოგეხსენებათ. მოკლედ, 2014 წლის სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უკრაინაში საბოლოოდ დამკვიდრდა ამერიკული “დემოკრატია”, რომელმაც ჯერ პრეზიდენტ პოროშენკოს, შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკის ხელით დონბასის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსი ეროვნების მოსახლეობას ნამდვილი გენოციდი მოუწყო და რვა წელიწადში 15 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის (მათ შორის ბავშვების, ქალების, მოხუცების) სიცოცხლე გაანადგურა. ეს საკითხის ერთი მხარეა. მეორე მხარე კი ისაა, რომ უკრაინა აშშ-ის ნამდვილ სამხედრო პლაცდარმად აქციეს და ნატოს წევრად მიღების პერსპექტივაც შეუქმნეს. იმ ფონზე, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოები და ბალტიისპირეთის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები უკვე ნატოს წევრები არიან, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიღება ნატოს წევრად სხვა არაფერია, ნატოს ალყაში რუსეთის მოქცევის გარდა, ეს მის უსაფრთხოებას ისე დააზიანებს, რომ ადვილად მოწყვლადი გახდება. ამერიკელები და ევროპელები ამ, არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ მსოფლიოსთვის, სახიფათო ვითარების შექმნას იმით ამართლებენ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკუთარი უსაფრთხოების გარანტიის მისაღებად იმ სამხედრო ბლოკის წევრობის უფლება, რომელსაც თვითონ აირჩევს. ეუთოს დოკუმენტებში მართლაც არსებობს ასეთი ჩანაწერი, მაგრამ, ჯერ ერთი, ამერიკელებს ამა თუ იმ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების ან ე.წ. ფერადი რევოლუცის გზით ჯერ თავიანთი ხელისუფლება მოჰყავთ და ხალხს მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებინებენ “არჩევანს”, მეორეც _ ეუთოს იმ დოკუმენტში, რომელშიც სახელმწიფოთა მიერ უსაფრთხოების გარანტიების არჩევანზეა საუბარი, ისიც არის ნათქვამი, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მიერ გაკეთებული ეს არჩევანი საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სახელმწიფოებს. ბალტიისპირეთის რესპუბლიკების, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ ამერიკელების დაჟინებული მოთხოვნით გაკეთებული “არჩევანი” კი, როგორც უკვე ვთქვი, ანგრევს რუსეთის უსაფრთხოების სისტემას. რა დიდი მიხვედრა უნდა იმას, რომ ეს არის აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის მიერ რუსეთისთვის გამოცხადებული ომი, დღისით-მზისით, თავხედურად დაგებული მახე, რომელმაც, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან სერიოზული პროტესტი გამოიწვია. დასავლეთმა არათუ გაითვალისწინა რუსეთის აბსოლუტურად სამართლიანი პროტესტი, პირიქით, ამ პროტესტის პასუხად უკრაინის გამალებულ შეიარაღებასა და გონიერებასთან მწყრალად მყოფი მისი ხელისუფლების რუსეთის წინააღმდეგ წაქეზებას მიჰყო ხელი. პროტესტის უგულებელყოფასა და იგნორირებას, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის მხრიდან კონკრეტული ქმედებები მოჰყვა, რაც უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო სპეციალურ ოპერაციაში გამოიხატა, რომლის მიზანსაც, დონბასის მოსახლეობის დაცვასთან ერთად, უკრაინის სრული დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია წარმოადგენს. აი, ეს არის არსი იმ მოვლენისა, რომელიც უკრაინაში იხარშება.

ამერიკელებმა და კოლექტიურმა დასავლეთმა უკრაინაში შექმნეს სიტუაცია, როდესაც რუსეთს უკან დასახევი აღარ რჩება. ჩნდება შეკითხვა _ რის მიღწევა სურს დასავლეთს? ამ საკმაოდ რთულ შეკითხვაზე პასუხის გაცემაში აშშ-ის 33-ე პრეზიდენტის, ჰარი ტრუმენის, ერთი ცნობილი წინადადება დაგვეხმარება, რომელიც 1945 წელს, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას ითქვა: ჩვენ თუ დავინახავთ, რომ ომს გერმანელები იგებენ, რუსეთს უნდა დავეხმაროთ; თუ დავინახავთ, რომ რუსეთი იმარჯვებს, გერმანიას უნდა დავეხმაროთ. მათ, რაც შეიძლება მეტად უნდა ხოცონ ერთმანეთი”. ეს დანარჩენ ხალხებთან და სახელმწიფოებთან ამერიკელთა დამოკიდებულების უნივერსალური ამორალური ფორმულაა, რომელიც დღემდე მოქმედებს. ამ ნათქვამის თანამედროვე პერიფრაზი ასეთი იქნება: “რუსებმა და უკრაინელებმა (საერთოდ, სლავებმა) უნდა ხოცონ ერთმანეთი, რათა ისინი ისე დასუსტდნენ, რომ ჩვენთან წინააღმდეგობის თავი არ ექნეთ”. მორალთან ეს ისეთივე შეუთავსებელია, როგორიც პრეზიდენტ ტრუმენის მიერ 77 წლის წინათ ნათქვამი, მაგრამ, რაც შეეხება ამერიკელთა პოლიტიკურ და სამხედრო გათვლას, აქ სერიოზული შეცდომებია დაშვებული. ამ შემთხვევაში რუსები და უკრაინელები კი არ ხოცავენ ერთმანეთს, ისინი ერთად ებრძვიან ამერიკელების მიერ უკრაინის ხელისუფლებაში მოყვანილ ნეონაცისტურ რეჟიმს, კოლექტიური დასავლეთი კი მისი უმდიდრესი და უმძლავრესი მედიასაშუალებებით ცდილობს, ეს მოვლენა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიად წარმოაჩინოს. გათვლა იმის გამოც არ არის ზუსტი, რომ ეს ოპერაცია რუსეთს ვერ დაასუსტებს, ზიანი მხოლოდ ამერიკელთა დასაყრდენ ბინძურ ძალას _ ნაცისტურ ხუნტას მიადგება, რომელიც უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულ დერეფანსაც კი არ უხსნის, რათა იგი ცოცხალ ფარად გამოიყენოს და საზარბაზნე ხორცად აქციოს. ამერიკელები და ევროპელები უკრაინელ ნაცისტებს შეიარაღებას აწვდიან, რითაც ღუპავენ მათ, რადგან, რაც უფრო დიდხანს გასტანს დაპირისპირება, მით მეტი იქნება ნგრევაც და მსხვერპლიც.

უკრაინელ ფაშისტებს ეს ვერ მოუტანს საბოლოო გამარჯვებას. რამდენიც უნდა მოინდომონ ამერიკელებმა (თუკი ისინი უშუალოდ საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, რაც სრულიად სხვა მასშტაბის მოვლენა იქნება და მსოფლიო კატასტროფას გამოიწვევს), ეს ოპერაცია რუსეთის წარმატებითა და უკრაინელი ხალხის გათავისუფლებით დასრულდება და ამერიკელთა მსოფლიო ჰეგემონიას საბოლოოდ დაუსვამს წერტილს.

რუსეთმა რუბიკონი გადალახა. მან მსოფლიოს დაანახვა, რომ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დასაცავად გლობალურ ომზეც არ დაიხევს უკან, თუკი ყოფნაარყოფნის დილემის წინაშე აღმოჩნდება. ამას ნიშნავდა პუტინის ცნობილი ნათქვამი, რომელმაც პლანეტას ელექტრონივით დაუარა: რად გვინდა ისეთი მსოფლიო, რომელშიც რუსეთი არ იქნება?!” აი, აქ ჩნდება ძალიან დიდი და საკაცობრიო მნიშვნელობის მქონე კითხვის ნიშანი. მსოფლიოს უბინძურესი ძალები (უოლსტრიტის განგსტერები _ კონსტანტინე გამსახურდია), რომლებიც აშშ, კოლექტიურ დასავლეთს და ნატოს გლობალურად აკონტროლებენ, როდესაც ნახავენ, რომ რუსეთს უკრაინული პროვოკაციით ვერ ამარცხებენ, პირიქით, იგი ძლიერდება ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, გაბედავენ თუ არა მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებას? ეს ის საბედისწერო კითხვის ნიშანია, რომელიც, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სირაკუზის მმართველ დამოკლეს თავზე ცხენის ძუით ჩამოკიდებული მახვილის მსგავსად გაჩნდა საბოლოოდ გზაარეული და დაბნეული კაცობრიობის წინაშე. საშინელი წინასწარმეტყველება რომ არ გამომივიდეს, პროგნოზისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ერთი რამ ისედაც ნათელია: დღევანდელი დასავლეთი, როგორც ცა დედამიწისგან, ისე შორს დგას გონიერებისა და ზნეობისგან, ამიტომ მისი შემკავებელი ვერც ერთი იქნება და ვერც მეორე. მას თუ რამე შეაკავებს, ეს იქნება ცხოველური შიში სიკვდილის წინაშე, ვინაიდან არავის ისე ძალიან არ ეშინია სიკვდილის, როგორც უშინაარსო ცხოვრებით მცხოვრებ ფუქსავატებს, რომელთა დანიშნულებასაც პრიმიტიული ჰედონიზმი ან მისი ოდნავ სახეცვლილი ფილოსოფიურფსიქოლოგიური მიმართულება ევდომონიზმი წარმოადგენს და პლატონის ეპოქიდან იღებს სათავეს. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ცხოვრების ზედაპირულ, ზერელე აღქმასთან, რომლის დროსაც ადამიანის უმაღლეს დანიშნულებად ხორციელი ტკბობა და ბედნიერებისკენ სწრაფვა ცხადდება. არამხოლოდ მდიდარი ამერიკელის ფსიქიკის, არამედ თვით აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთ ქვაკუთხედად სწორედ ევდომონიზმის ფუნდამენტური დებულება გვევლინება: ბედნიერებისკენ სწრაფვა აღიარებულია ადამიანის განუყოფელ უფლებად, ხოლო სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთერთ მიზნად მიჩნეულია ამ უფლების რეალიზაცია”. ამაში თავისთავად ცუდი არაფერია, რომ არა ერთი გარემოება: ადამიანური ბედნიერება ამაღლებული და ღვთაებრივი მოვლენაა, ფულის ტომრების ბედნიერება კი მუდამ გარყვნილებასთან წილნაყარი სიმაძღრე და გულარძნილობაა. მათთვის არ არსებობს არაფერი (მათი გაგებით, ბედნიერებისკენ სწრაფვაც კი), რის გამოც ისინი თავს გაწირავენ, ამიტომ გლობალურ ომზე წასვლას, რომელიც მათაც უშუალოდ შეეხება, ისინი, ალბათ, ვერ გაბედავენ. მათ ეს მაშინაც ვერ გაბედეს, როდესაც დასუსტებული და დემორალიზებული რუსეთი დასავლეთის მიერ შემოსეული ტერორისტებისგან ჩეჩნეთის განმათავისუფლებელ ომს აწარმოებდა. ახლა ასე გაძლიერებულ რუსულ არმიასთან ომი მით უფრო ვერ უნდა გაბედონ, თუმცა, იარაღის გაუთავებელ ჟღარუნსა და ნატოს რაკეტების აქეთიქით თრევაში შესაძლებელია, ისეთი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვან, რომ მსოფლიო დაღუპონ. მოვლენათა სწორედ ამგვარი განვითარება ჰქონდა მხედველობაში პუტინს, როდესაც შემაძრწუნებელ განმარტებას აკეთებდა: “ასეთ შემთხვევაში ჩვენ სამოთხეში მოვხვდებით, ისინი კი ჩაძაღლდებიან”. რუსეთის პრეზიდენტის ამ ნათქვამში, ისევე, როგორც ჩემს ამ მსჯელობაში, დამამშვიდებელს ვერაფერს აღმოაჩენთ, მაგრამ ასეთი მიზანდასახულობა არც მქონია. ამ ჩემი თხრობით, მირჩევნია, რეალობას მივუახლოვდეთ, ნაცვლად იმისა, რომ თავი დავიმშვიდოთ, როცა დასამშვიდებელი არაფერი გვაქვს. რამ უნდა დაგვამშვიდოს ამ სიცრუით, სიძულვილით, ძალადობითა და უგუნურებით გაჟღენთილ მსოფლიოში? რომელ ხავსს უნდა ჩავეჭიდოთ ამ გადარეულ თანამედროვეობაში, სადაც ადამიანმა ის სახე დაკარგა, რომლითაც შემოქმედს ემსგავსებოდა, სახეს სული, გონება და ზნეობა მიაყოლა, მერე კი სხეულსაც აუმხედრდა და ის ორი საწყისი მდედრისა და მამრისა, რომელშიც ადამიანური მოდგმის გაგრძელების საკრალური საიდუმლო ინახება, ისე გააშიშვლა და აურ-დაურია ერთმანეთში, რომ მომავალს ლამის საბოლოოდ დაემშვიდობოს?! ერთადერთი, რაც იმედად და ხსნად შეიძლება გვეგულებოდეს, რუსეთის გამარჯვებაა. ვიმეორებ: ამ გლობალურ დაპირისპირებაში მსოფლიოს ხსნა რუსეთის გამარჯვებაშია, ვინაიდან ეს ის სახელმწიფოა, რომელიც ადამიანისა და საზოგადოების ამ ტოტალური გაუცხოვებაგადაგვარების ეპოქაშიც კი იმ ღირებულებებს ინარჩუნებს და იცავს, რომლებსაც ისტორია, კულტურა და ცივილიზაცია ჰქვია. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც რუსეთსა და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ჯერ კიდევ შემორჩა, დასავლეთში კი ისტორიასა და კულტურას საბოლოოდ აქციეს ზურგი, ხოლო მათ მიერვე შექმნილი ცივილიზაცია გულისამრევ სიმაძღრემდე და გარყვნილებამდე დაიყვანეს, რითაც ჯერ წინამორბედ ბარბაროსებს დაემსგავსნენ, შემდეგ კი ნამდვილ, თანამედროვე, ცივილიზებულ ბარბაროსებად ჩამოყალიბდნენ. აღმოსავლეთი, როგორც ვთქვი, ჯერ კიდევ ადამიანური (ღვთაებრივი) სუნთქვით სუნთქავს, მაგრამ მას არ აქვს ძალა დასავლეთის არაადამიანური (სატანური) იდეოლოგიისა და ძალმომრეობის შესაჩერებლად. ასეთ ძალას მხოლოდ რუსეთი ფლობს. ამიტომაცაა, რომ დასავლური საინფორმაციო საშუალებები ასე გააფთრებით ებრძვიან რუსეთს და ცდილობენ, სიცრუის ნიაღვრითა და სიბინძურის მეწყერით წალეკონ ის სიმართლე, რომელიც უსინდისობის ამ ღვარცოფში ხანდახან ისე იკარგება, რომ მისი ხმა არც კი გვესმის. რუსული საინფორმაციო საშუალებები ბლოკადაში მოაქციეს და გავრცელების თითქმის ყველა ტექნიკური საშუალებებიდან გათიშეს, რათა საზოგადოება დასავლური დეზინფორმაციის ჭაობში ბოლომდე ჩაძირონ და ჩაახრჩონ. დასავლეთს არა მხოლოდ სახელმწიფოებისთვის ეკონომიკური სანქციების გამოცხადება, არამედ, როგორც ჩანს, ადამიანებისთვის პირზე კლიტის დადებაც შეუძლია, რათა სიმართლის ხმა საგულდაგულოდ ჩაახშოს, მაგრამ მათ, ეტყობა, არ იციან, რომ სხვა ხმაც არსებობს ადამიანისთვის, გულისთქმას ანუ გულის ხმას ეძახიან მას. გულის ხმა ისეთი უცნაური რამ არის, რომ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფსაც კი, რაღაც უცნაური ინტუიციით სიმართლისკენ უბიძგებს და ჭეშმარიტების გზაზე აყენებს. უოლ-სტრიტის განგსტერებისა და დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის სავსებით გაუგებარი სხვა ხმაც სმენიათ ადამიანებს: ვისმა ხმამაც შეძრა მაშინ დედამიწა, ახლაც აღგვითქვამს და ამბობს: კიდევ ერთხელ შევძრავ არამარტო დედამიწას, არამედ ცასაც”. (“ებრაელთა მიმართ”, 12, 26).

P. S. მარტის ბოლოს საქართველოში ნატოს წვრთნებია დანიშნული. საქართველოს ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოვითხოვ, რომ გააუქმოს ეს პროვოკაციული ღონისძიება, რომელიც საქართველოს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს. ამასთანავე, დასვას საკითხი .. ლუგარის ლაბორატორიის დახურვის შესახებ, რომელიც დამოკლეს მახვილივით კიდია საქართველოს თავზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here