Home რუბრიკები პოლიტიკა რა, შარშან, შარშანწინ, იმის წინ საზეიმოდ გვქონდა საქმე?

რა, შარშან, შარშანწინ, იმის წინ საზეიმოდ გვქონდა საქმე?

2942
რა, შარშან, შარშანწინ, იმის წინ საზეიმოდ გვქონდა საქმე?

რობაქიძეგირგვლიანის სადისტური მკვლელობებით დაიწყომოღვაწეობავარდების დროშით მოსულმანაცმოძრაობამდა მიუხედავად იმისა, რომ შემდეგაცგვანებივრებდნენნაცები სასტიკი, ცინიკური მკვლელობებით (გიორგი გამცემლიძე, ვაზაგაშვილები და ..), დღევანდელი გადასახედიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ რობაქიძისა და გირგვიანის მკვლელობა აღმოჩნდა ნაცების ფაშისტური რეჟიმის დასასრულის დასაწყისი.

ზემოთ ფრჩხილებში ჩასმული ჩამონათვალის შემდეგ “და ა.შ.”-ს ის დატვირთვა აქვს, რომ მოკლულებს, რომ იტყვიან, პატრონი გამოუჩნდათ და ამიტომ გახმაურდა ეს საქმეები, რამაც, საზოგადოებაში შიშის დათესვის მიუხედავად, ქართველი საზოგადოების მძაფრი პროტესტი გამოიწვია, თორემ იმ ზემოხსენებულ ემოციისგან სრულიად დაცლილ, ბანალურ “და ა.შ.”-ში ნაციონალი ჯალათების მიერ ჩადენილი ფართო საზოგადოებითვის ჯერაც უცნობი რამდენი გაუხმაურებული დანაშაული იმალება, მხოლოდ ღმერთმა უწყის. ჯალათებმა,- რომლებიც გლდანის ჯოჯოხეთში კი არა, მატროსოვის კომფორტულ ციხეში “იხდიან სასჯელს”, _ გიგი უგულავამ, ძმებმა ახალაიებმა, ვანო მერაბიშვილმა _ ქართველი ხალხის სისხლსა და ცრემლში მოვასვასე სადისტებმა ჩვენი ამერიკელი თუ ეროპელი “მეგობრების” ძალისხმევით პოლიტპატიმრის საპატიო სტატუსიც “გაიკრეს” და მეტიც _ ჯერჯერობით მატროსოვის “ჯოჯოხეთის” ბინადარნი, რომელთა გათავისუფლებამდე მცირე დროა დარჩენილი, პოლიტიკაში მოსვლა-დაბრუნებით ემუქრებიან ქართველ საზოგადოებას. ქართველი ხალხის კიდევ ერთი “დაუძინებელი მეგობრის”, აწ გარდაცვლილი ჯონ მაკკეინის ძალისხმევით ციხიდან გათავისუფლებული 40 მილიონის შემჭმელი “პოლიტპატიმარი” გიგი უგულავა მორალსა და დემოკრატიის შესახებ ლექციებს გვიკითხავს. ჰოდა, თუნდაც მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი “სიკეთეების” გამო, იმ საცოდავი ბავშვივით, მოდი და, ნუ იტყვი _ “ამ ცხოვრების დედაც”, მაგრამ ამაზე ქვემოთ… ზემოჩამოთვლილი “ბედნიერი დღეებით” 9 წლის განმავლობაში “გვანებივრებდა” მიშ-ნაცების გახრწნილი ხელიუფლება და, ალბათ, ამიტომაც აღიქვა ასე მძაფრად საზოგადოებამ “ქართული ოცნების” მიერ თითქმის იგივეს განმეორება ბოლო ორ წელიწადში. თითქმის-მეთქი, რადგან ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია და ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ გავიმეორებ: არ არსებობს ძალა თუ პიროვნება, რომელიც ქოცების უამრავი ნაკლის მიუხედავად, მათქმევინებს, რომ ნაცების ხელისუფლება სჯობდა ქოცებისას, ან მიშა ჯობია ბიძინას. არა იმიტომ, რომ ბრმა და ყრუ-მუნჯი ვარ, ან კიდევ “უკეთესი” _ ბიძინას მიერ ნაყიდი, არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთივით მოკლე მეხსიერება არა მაქვს და კარგად მახსოვს, როგორ ხვრეტდნენ ქუჩებში თუნდაც ქურდული მენტალიტეტის ათობით ახალგაზრდას, ხოლო გლდანისკონცლაგერშირაც ხდებოდა, ოჯახში გაზრდილი კაცის თავში ვერმოიხარშებოდა” _ სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, გლდანის მორგში ცოცხალ ადამიანს მიცვალებულს რომ ჩაახუტებ .. სკოჩით და სამ დღეღამესიკაიფებ”, რა ჰქვია ამას? ერთს კი ვიტყვი _ მსგავს რამეს გერმანელი ფაშისტების მთავარი პროფესიონალი მწამებელი, ჰიტლერის მარჯვენა ხელი ჰაინრიჰ ჰიმლერიც კი ვერ მოიფიქრებდა. ახლა კი დროა, წინამდებარე წერილის მთავარი თემისკენ გავიხედოთ.

გასული წელწადი აქადე უპრეცედენტოდ “მდიდარი” იყო საზოგადოებისთვის სულისშეძვრელი ტრაგიკული მოვლენებით.

რომელი ერთის გახსენებით დავიწყო მათი ჩამოთვლა? ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჯგუფური დანაშაულით, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, თუ პანკისის ხეობაში საკუთარ სახლში ჩაცხრილული 19 წლის ყმაწვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის ჯერაც გამოუძიებელი და ამიტომ ბუნდოვანი საქმით?.. თუ აჯობებს, სულ ახლახან დატრიალებული ტრაგედიით დავიწყოთ, ტრაგედიისა, რომელმაც შეძრა ქვეყანა და შოკში ჩააგდო? _ მით უმეტეს, წინამდებარე წერილის სათაურში ვინ და რა არის ნაგულისხმევი, მკითხველი ადვილად მიხვდება.

მგონი, სჯობს, თანამიმდევრობით დავიწყოთ, ოღონდ შევთანხმდეთ, რომ საუბრისას მოსალოდნელი მრავალი საჩოთირო, ხშირად მტკინვეული კითხვა-პასუხებისა, ყვლას და ყველაფერს, როგორც იტყვიან, თავის სახელს დავრქმევთ…

მაშ ასე, ტკივილი #1: ის, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა, მოსწავლეთა შორის ჩვეულებრივ ჩხუბად დარჩებოდა და არც გახმაურდებოდა, რომ არა ჩხუბის ტრაგიკული შედეგი _ ორი ყმაწვილის დაღუპვა. ორი შვილმოკლული მამიდან ერთ-ერთი _ დავით დადუნაშვილი, საერთოდ, არ გამოჩენილა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ გრანდიოზულ მიტინგზე, რომლის გრანდიოზულობა მაშინვე გაქრა, როგორც კი აქციაზე ნაც-პოლიტიკოსები გამოჩნდნენ. მას შემდეგ ზაზა სარალიძე, პრაქტიკულად, მარტო ეძებდა სამართალს, რომელიც იპოვნა და მას შემდეგ ისიც განერიდა ქუჩას და პროპაგანდისტულ ქართულ ტელევიზიებს, მიხვდა, რომ მის ტკივილს ნაცები თავიანთი პოლიტიკური მიზნისთვის იყენებდნენ, რასაც ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც _ რუსთაველზე კარავი დაიდგა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში.

ტკივილი თუ შეკითხვა #2: ბატონო მალხაზ! მეც შვილმკვდარი, მაგრამ არა თქვენსავით შვილმოკლული მამა მოგმართავთ თქვენ, ვინც სწორედ იმით ხართ ჩემზე “ბედნიერი”, რომ შვილმოკლული ხართ. რატომ? მე შვილი უკურნებელმა სენმა წამართვა და ვის ვუჩივლო, ვის ვაგებინო პასუხი ჩემი უბედურების გამო, ღმერთს? თქვენ… თქვენ კი გაერთიანებულ ოპოზიციაში ეძებთ სამართალს? ოპოზიციაში, სადაც თქვენს ტრაგედიაზე ურცხვად სპეკულირებენ უგულავა-ბოკერიები და ემანდ პროპორციულად თუ მაჟორიტარულად შეიძლება, დეპუტატადაც გიხილოთ. მაშინ ხომ უფრო ადვილად იპოვით სამართალს… ბოლოს რიტორიკული კითხვები _ დავუშვათ, მჯერა, რომ უიარაღო თემირლანი ლოგინში ჩაცხრილეს, მაგრამ ის სპეცოპერაცია, რომელმაც თქვენი შვილი იმსხვერპლა, ხომ რაღაც ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა? აი, ეს არის ამ საქმეში მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც სხვა ყველა კითხვაზე პასუხების გარანტიაა.

დასასრულ, იმ ტრაგდიის შესახებ, რომელმაც სრულიად საქართველო შოკში ჩააგდო _ ყმაწვილი ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობის უმძიმესი ცოდვით დაასრულა სიცოცხლე. ოპოზიცია ყველას და ყველაფერს აბრალებს მომხდარს, .., მომხდარის პოლიტიზებას ცდილობს იქამდეც კი, რომ მგლოვიარე დედას იფარებენ წინ, თითქოს მისი შვილი კი არ გადმოხტა, არამედ ვიღაცებმა გადმოაგდეს მე-9 სართულიდან.

ამასთანავე, ლამის პირადად ბიძინა ივანიშვილს დააბრალონ სუიციდის შემთხვევა, მაგრამ არავინ საუბრობს ამ ტრაგედიის ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ მიზეზე.

ცნობილი ფაქტია: ჩვენი დასავლელი “მეგობრების” რჩევით (წაიკითხე, ბრძანებით) დაწყებით საჯარო სკოლებში მოსპეს მართლმადიდებელი რელიგიის კუთხეები (აქაოდა, სხვა რელიგიის მიმდევრებმა დისკრიმინაციად არ აღიქვანო) და, შესაბამისად, შეწყდა რელიგიის ისტორიის სწავლებაც. ეს რომ არა და სასულიერო პირების ლიბერასტი ფსიქოლოგებით ჩანაცვლება, იმ ტრაგიკულ პიროვნებას იქნებ ის მაინც სცოდნოდა, რომ თვითმკვლელობა უმძიმესი ცოდვაა და სუიციდით არ დაესრულებინა სიცოცხლე?!

გარდაცვლილის მეგობრების მოთხოვნასაც ვიზიარებ, დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გაუქმების შესახებ. ოღონდაც არა მხოლოდ მათი მეგობრის გარდაცვალების გამო _ იმ ბავშვს თავი რომ არ მოეკლა, რა, შარშან, შარშანწინ, იმის წინ საზეიმოდ გვქონდა საქმე? არა, იმას არ ვამბობ რომ თავზე ნაცარი წავიყაროთ და აღარც ახალი წელი ვიზეიმოთ, აღარც შობა და აღდგომა, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო _ სანამ საქართველოში ერთ ბავშვს მაინც შია, ახალ წელს კანფეტი აქვს სანატრელი, სანამ ნაგვის ბუნკერებში იქექებიან, სანამ, სანამ და კიდევ ათასჯერ სანამ _ საქართველოს ხელისუფლებას უფლება არა აქვს, ყოველ წელს მილიონები ხარჯოს თბილისისა თუ სხვა ქალაქების უაზროდ გაჩახჩახებაში.

წინამდებარე წერილს კი ილიას უკვდავი საახალწლო მილოცვით დავასრულებ:

“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” მაგრამ მაინც ხვალის იმედით, ახალ წელს გილოცავ “ჩემო კარგო ქვეყანავ!”…

დავით მხეიძე

P.S. დასასრულ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ისევ ტრაგედიაზე ისევ ერთმა ბობოლა ნაცმა (თუ კარგად მახსოვს, მგონი, გიგი უგულავამ) ისევ ისპეკულიანტა _ აბა, ჩვენი ხელისუფლების დროს ამას ვინმე გაბედავდა, ისეთი მძიმე კრიმინალური ვითარებაა, კაცი შიშით ქუჩაში ვერ გასულაო. ამაზეა ნათვამი, ენას ძვალი არა აქვსო _ წინამდებარე წერილში მოყვანილ მაგალითებს თავი რომ დავანებოთ, ნაცების მმართველობის პერიოდში შუა ქალაქში ქათამივით არ დაკლეს აკადემიკოსი გურამ შარაძე?..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here