Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი ასადს დაჰპირდა, რომ კვლავაც დაეხმარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

პუტინი ასადს დაჰპირდა, რომ კვლავაც დაეხმარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

441
პუტინი ასადს დაჰპირდა, რომ კვლავაც დაეხმარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიის ლიდერ ბაშარ ასადს რუსეთსა და სირიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 75 წლისთავი მიულოცა და დაჰპირდა, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს სირიის დახმარებას ტერორიზმთან ბრძოლაში.

“მიიღეთ გულწრფელი მილოცვა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 75 წლისთავის გამო”, _ ნათქვამია მილოცვაში, რომლის ტექსტიც გამოქვეყნებულია კრემლის ვებგვერდზე.

პუტინმა აღნიშნა, რომ განვლილი ათწლეულების განმავლობაში რუსეთმა და სირიამ სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვეს. ამჟამად მოსკოვი და დამასკო მოკავშირეები არიან საერთაშორისო ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

“მინდა, დავადასტურო, რომ რუსეთი განაგრძობს სირიის არაბული რესპუბლიკის მთავრობისა და ხალხის დახმარებას სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული უსაფრთხოების დაცვისა და პოსტკონფლიქტური აღდგენის საქმეებში”, _ ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ მოსკოვი და დამასკო ერთობლივი ძალებით შეძლებენ ტერორის დამარცხებას სირიის მიწაზე. “ორმხრივი ურთიერთობის განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებშია”, _ აღნიშნა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა. პუტინმა განაცხადა, რომ სირიაში “ბოევიკები” დამარცხდნენ და ამაში მთავარი როლი ითამაშა დამასკოსთვის მოსკოვის დახმარებამ ტერორიზმთან ბრძოლაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here