Home ახალი ამბები საქართველო პროკურატურაში ქუმსიშვილი და ალავიძე საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და გაფლანგვის საქმეზე გამოკითხეს

პროკურატურაში ქუმსიშვილი და ალავიძე საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და გაფლანგვის საქმეზე გამოკითხეს

911
ქუმსიშვილი და ალავიძე

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაგაფლანგვის ფაქტებზე.

“გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, _ აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here