Home ახალი ამბები საქართველო პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები ნულის ტოლია

პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები ნულის ტოლია

1124
საქსტატი

საქსტატისმიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2017 წლის იანვარმარტში სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციები საერთოდ არ განხორციელებულა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 403 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. აქედან სოფლის მეურნეობის წილი ნულის ტოლია. გასულ წელს კი საქართველოში სულ 1.64 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. აქედან სოფლის მეურნეობაში 9.9 მილიონი ჩაიდო, რაც მთლიანი ინვესტიციების 0.6%-ს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს და სოლიდური თანხაც გაიღო, ჩვენი ქვეყნის აგრარული სექტორი ინვესტორებისთვის მიმზიდველი მაინც არ არის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here