Home რუბრიკები პოლიტიკა “პადოშას” კანონი და ქართველთა “რუსული მარში”

“პადოშას” კანონი და ქართველთა “რუსული მარში”

3018
“პადოშას” კანონი და ქართველთა “რუსული მარში”

ხვალ 9 მაისია. 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში ქართველთა გამარჯვების 74- წლისთავი! დიახ, არ შემშლია და, თუ რატომქართველთა გამარჯვების”, ამაზე და სხვაწვრილმანებზე” _ ქვემოთ. მანამდე კი, ვულოცავ ფაშიზმზე ბრწყინვალე გამარჯვებას, პირველ რიგში, ომის ვეტერანებს (რომელთა რაოდენობა, სამწუხაროდ, დღითიდღე კლებულობს) და შემდეგ ქართველი ხალხის იმ ნაწილს, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომი, ბანალურ მეორე მსოფლიო ომად კი არა, დიდ სამამულო ომად რომ მიაჩნია.

ნეოლიბერალური დასავლეთი ბოლო წლებში უკვე დაუფარავად ცდილობს ისტორიის გადაწერას. შეთხზული ისტორიის მიხედვით, ფაშიზმზე გამარჯვებაში ლომის წილი სსრკ-ის წითელმა არმიამ კი არა, ე.წ. მოკავშირეებმა (აშშ, ინგლისი) დაიდეს. ამ უნამუსო ტყუილის სიმართლედ გასაღების პროცესში ჩართულნი არიან დასავლეთის ლიბერალური სახელისუფლო წრეები, მედია და ჰოლივუდი, რომლის მიერ გადაღებულ “მხატვრულ-დოკუმენტური” ფილმებისა თუ ე.წ. ბლოკბასტერების მიხედვით ისე გამოდის, რომ, ფიგურალურად თუ ვიტყვით, ფაშიზმი “რიგით რაიანებს” (ჰოლივუდის ოსკაროსანი ბლოკბასტერი) დაუმარცხებიათ, ხოლო დიდი სტალინის სსრკ სადღაც ომობანას თამაშობდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჩვენი დასავლელი “მეგობრები” სტალინს, ჰიტლერსა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ერთნაირ ბოროტებად მიიჩნევენ _ მათ შორის ტოლობის ნიშანს სვამენ. ამ გაუგონარ მკრეხელობას სიხარულით იზიარებს ქოცნაცების ლიბერასტული ხელისუფლება და .. არასამთავრობოები, რომლებიც კიდევ უფრო შორს წავიდნენ _ გააფთრებით ცდილობენ, რომ 9 მაისის ნაცვლად 8 მაისის კულტი (თუ ასე თქმა შეიძლება) დაამკვიდრონ საქართველოში, ანუ, როგორცცივილიზებულიდასავლეთი აღნიშნავს 8 მაისს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას, სურთ, რომ ასევე მოიქცესველურისაქართველოც.

ახლა, ალბათ, ვიღაც შემომედავება: ერთი დღე იქით, ერთი დღე აქეთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს, რა არსებითი განსხვავებაა ამ ორ თარიღს შორისო?! არც არაფერი, რომ არა ერთი პატარა “მაგრამ”: 9 მაისის 8 მაისით შეცვლით ზემოხსენებული ლიბერასტული ძალების მიზანია, დაამკვიდრონ საქართველოს ახალგაზრდობაში თეზა, რომ ის ომი, საქართველოს კი არა, კომუნისტების ომი იყო და, აქედან გამომდინარე, საერთოდ ამოძირკვონ ცნებადიდი სამამულო ომი”.

შესავალში “პადოშას” კანონი ვახსენე და ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში იყო ასეთი თიკუნის მქონე დეპუტატი _ გია თორთლაძე, რომლის მიერ ინიცირებული კანონის მიხედვით საქართველოში აიკრძალა ე.წ. კომუნისტური ატრიბუტიკის გამოყენება.

სწორედ ამ კანონის იმედით სცადეს ჩვენი ვეტერანების “ჭკუაზე მოყვანა” ნამუსგარეცხილმა ლიბერასტებმა. ომის გმირებისა, რომლებიც, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომს ჯიუტად მიიჩნევენ დიდ სამამულო ომად, რომელშიც საბჭოთა ხალხმა სტალინის მეთაურობით გაიმარჯვა და, შესაბამისად, 9 მაისს მიიჩნევენ დღესასწაულად.

შარშან, 9 მაისს, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მისულ სამშობლოს მსახურებაში დამაშვრალ მოხუცებსპადოშასკანონის დარღვევის გამო გარეწრებმა კვერცხები დაუშინეს, ფიზიკურადაც კი შეეხნენ ბაბუების ტოლ ხალხს, რომლებიცკომუნისტური ატრიბუტიკით” _ გენერალისიმუს სტალინის სურათებითა და წითელი დროშებით _ იყვნენშეიარაღებულნი”… ამ ამაზრზენ სურათს უმოქმედოდ შეჰყურებდა ჩვენი “საამაყო” პატრული. ლიბერასტი ნაძირალები კი წელსაც იმავეს გაკეთებას აპირებენ.

როგორც ცნობილია, 9 მაისს საქართველოს ეროვნულ-პატრიოტული ძალებიც აპირებენ ე.წ. უკვდავი პოლკის მსგავსი მარშის (საქართველოს უკვდავი ჯარი) გამართვას. რუსეთში კი, უკვე მეხუთე წელიწადია, მოსკოვის წითელ მოედანზე (რფ-ის დიდ ქალაქებშიც) სამხედრო აღლუმის დასრულების შემდეგ იმართება ომში დაღუპულთა სურათებით ხელდამშვენებული მადლიერი შთამომავლების მსვლელობა და, ალბათ, ამიტომ უწოდებენ თბილისში დაგეგმილ მსვლელობას “რუსულ მარშს” ჩვენი ლიბერასტი ახალგაზრდები თუ “ძველგაზრდები”, რომლებსაც ვაცნობებთ: წლეულს პირველად მსგავსი “რუსული მარში” უკვე გაიმართა ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინასთან, საიდანაც “კომუნისტურმა ატრიბუტიკამ”, არც მეტი, არც ნაკლები, თეთრ სახლთან გადაინაცვლა; შემდეგ იყო ბოსტონი, სიეტლი, მაიამი. კალიფორნიაში კი არათუ გამარჯვების წითელი დროშა ააფრიალეს, არამედ ამ დროშის რაიხსტაგზე აღმმართავი მელიტონ ქანთარიას შთამომავლებიც ჰყავდათ საპატიო სტუმრებად მიწვეული. აღარაფერს ვიტყვი არგენტინის, კანადისა და ევროპის ქვეყნების მრავალ ქალაქზე…

ახლა _ იმის შესახებ, რატომ ვთქვი ზემოთ “დიდ სამამულო ომში ქართველთა გამარჯვება”. ამას ციფრები ცხადყოფს: მეორე მსოფლიო ომში დაახლოებით 400 ათასი ამერიკელი დაიღუპა, 380 ათასი _ ბრიტანელი; სსრკის 26-მილიონიანი მსხვერპლი რომ არ ვახსენოთ, პატარა საქართველომ, იმხანად 2,2 მლნ მოსახლეობით, აშშდიდ ბრიტანეთზე არანაკლები მსხვერპლი გაიღო ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში.

“პადოშას” კანონი და ქართველთა “რუსული მარში”

ამას დავუმატოთ ის, რომ ცნობილი პლაკატი “დედასამშობლო გეძახის” (Родина-мать зовет), რომელმაც დიდი მორალური გავლენა იქონია საბჭოეთის ხალხების პატრიოტიზმით დამუხტვის საქმეში, პლაკატი, რომელიც ომის პირველივე დღეებში შექმნა ქართველმა მხატვარმა ირაკლი თოიძემ და იმ “უმნიშვნელო დეტალსაც” თუ გავიხსენებთ, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების მთავარი შემოქმედი ქართველი სტალინი გახლდათ, რატომაც არა, სრულიად ლეგიტიმურია “ტრაბახი” დიდ სამამულო ომში ქართველთა გამარჯვებაზე. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, რომელშიც სიმართლის მარცვალი ურევია.

დასასრულ, ერთი სევდიანი ნამდვილი ამბავი უნდა გავიხსენო, რომელიც ორიოდე წლის წინათ ერთხელ უკვე მოვუყევი მკითხველს, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ამბის გამეორება მოუხდება წინამდებარე წერილის პათოსს:

უზარმაზარ საბჭოეთს რომ თავი დავანებოთ, პატარა საქართველოში ოჯახი არ დარჩენილა, დიდ სამამულო ომში ახლო ნათესავი არ დაღუპვოდა. ამ მხრივ არც ჩემი ოჯახია გამონაკლისი.…1934 წელს მამაჩემის ბიძა, ჩემი ბაბუა გივი ჯორკოშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. სწორედ ამ წელს, პირადად სტალინის მითითებით, საჭოთა კავშირის მასშტაბით დაწყებულა “ვისოკი, კრასივი” ბიჭების გადაბირება იმხანად ჯერ კიდევ ახალფეხადგმულ საბჭოთა ავიაციაში. ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი რჩეული ბაბუაჩემიც აღმოჩნდა: ისიც იმ არმიას შეუერთდა, რომელსაც შემდეგ “სტალინსკი სოკოლებს” (სტალინის შევარდნებს) ეძახდნენ. ქიზიყში დაბადებულ შევარდენს, თავისი “ოტეც სოლდატაც” ჰყავდა _ უნივერსიტეტში კარისკაცად მომუშავე ადამიანი, რომელსაც თითქმის მთელი თბილისი იცნობდა. მას სიყვარულით ძია მოსეს ეძახდნენ.

გივის ავიაპოლკი მოსკოვთან ახლოს, მდინარე კლიაზმასთან ყოფილა დისლოცირებული, საიდანაც მისი ავიაგამანადგურებელთა ესკადრილია მძიმე ბომბდამშენებს დამცავ ესკორტად მიჰყვებოდა ღამეული დაბომბვებისას, მათ შორის, ბერლინის. გივის წესად ჰქონია, იქვე მცხოვრებ, ულამაზეს ნინა სოსეიკინას სახლის თავზე უმაღლესი პილოტაჟის ელემენტების დემონსტრირებით ეცნობებინა ფრონტული სიყვარულისთვის, _ უვნებლად დავბრუნდიო. ერთხელ ერთ-ერთი ტრიუკის ჩვენებისას გივის გამანადგურებელი შემთხვევით გამოსდებია მაღალ ალვის ხეს და მსუბუქად დაზიანებულა. გივი კი “მძიმედ” დაუსჯიათ: თვითმფრინავის რემონტის თანხა ხელფასიდან დაუქვითავთ. “დამნაშავე” თავისი თვითმფრინავით 1944 წლის თებერვალში თბილისის 31-ე ქარხანაში ჩამოფრენილა. სანამ თვითმფრინავს გაარემონტებდნენ, მშობლიური ქიზიყი მოუვლია, ნათესავ-მეგობრები მოუნახულებია.

თბილისში დაბრუნებულ შვილს დიდი ყოყმანის შემდეგ ძია მოსემ მაინც შეჰბედა და ქიზიყურად, გლეხურად უთხრა: _ ე ომი საცაა გათავდება, გიტლერს უშენოდაც მაუგრეხენ კისერსა; აქ ერთი ცალხელა კაცია, პირდაპირ “აკოპიდან” ამაიყავს ხალხი; შენ აქა მყავხარ; მოდი, ცოტა ფულ მივცემ და იგეთ საბუთ გაგიკეთებს, რომა…

_ მაგას რას ამბობ, მამი, _ არ დაამთავრებინა თურმე სათქმელი მამას გივიმ, _ შენს გაზრდილს ეგ როგორ მკადრე, იქ მე ამხანაგები მელოდებიან, პარტიას, სტალინს აქვს ჩემი იმედი. და იმ ორიოდე დღის განმავლობაში, რომლებიც წასვლამდე ჰქონდა დარჩენილი, მამისთვის, ძია მოსესთვის, ხმა არ გაუცია. როგორც ქიზიყში იტყოდნენ, მამის უმძრახად წასულა ფრონტზე.…

1944 წლის 4 ნოემბერს გივის რომელიღაც გენერალი უნდა წაეყვანა ფრონტის ხაზზე, მაგრამ მისი თვითმფრინავი დივერსიული აქტის გამო აფრენისთანავე აფეთქებულა და ახლა ძმათა სასაფლაოზე განისვენებს ქიზიყელი “ღიმილის ბიჭი”, რომლისგანაც სახსოვრად ძია მოსეს ნაჩუქარი სამხედრო ქამარი დარჩა, მამაჩემს კი _ ლამაზი ბებუთი და კიდევ _ დეპეშები, დეპეშები, რომლებსაც ნინა სოსეიკინა სატრფოს დაღუპვის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში უგზავნიდა გივისთვის ჩვეული ლაკონური ტექსტით: “Жив, здоров, целую, Гиви”

დიდ სამამულო ომში გამარჯვების 74-ე წლისთავს კიდევ ერთხელ გილოცავთ, პირველ რიგში, ომის ვეტერანებო, ღმერთმა დიდი დღენი მოგცეთ და შემდეგ იმ ახალგაზრდებსა თუ “ძველგაზრდებს”, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ის ომი ქართველებისთვის დიდი სამამულო ომი იყო.

დავით მხეიძე

P.S. ყოველივე ზემოთ თქმული იმ ფონზე ხდება, რომელსაც პედარასტების მარშის მოლოდინი ჰქვია, გეიაღლუმების, რომელიც 17 მაისსა და 18-25 ივნისს უნდა ჩატარდეს, რომლის ხელშეუხებლობის გარანტიაც, ამბობენ, ქათმებმა უკვე მიიღეს პირადად გახარიასგანო. საოცარია: უკვდავი პოლკის მსვლელობას რუსულ მარშად ნათლავენ, ქათმების მარშს _ დემოკრატიის ზეიმად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here