Home რუბრიკები პოლიტიკა ნეოლიბერალების მეხუთე კოლონა საქართველოში

ნეოლიბერალების მეხუთე კოლონა საქართველოში

3703
ნეოლიბერალების მეხუთე კოლონა საქართველოში

ინგა გრიგოლიას ამასწინანდელ გადაცემარეაქციაში”, რომელიც ზაზა ოქუაშვილისა და მისი კნეინა ნატო ჩხეიძის ცნობილი თემისადმი იყო მიძღვნილი, “პატრიოტთა ალიანსისერთერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ჩაერთო და უკვე ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრისას გადაცემის წამყვანს შეახსენა, რომომეგაჯგუფისდამფუძნებლის მიერ ჩაწერილი აუდიომასალის გასაჯაროებარუსთავი 2”-მა დაიწყო. ამაზე ქართული ტელესივრცის მარადპრიმადონამდაობიექტურობისეტალონმა ინგა გრიგოლიამპატრიოტთა ალიანსისგენმდივანიპროფესიონალურადდაამუნათა: _ შენთვის რა არის მთავარი _ ზაზა ოქუაშვილის ირგვლივ ატეხილი სკანდალი თუ ის, რომელმა ტელევიზიამ დაიწყო საერთაშორისო მასშტაბითგასკანდალება”?..

ირმა ინაშვილის დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ, რომ იტყვიან, სიმართლეს გაუმარჯოსო, ჰაი, გიდი, დიახაც, მთავარი სწორედ ის არის, რომ რატომღაც (თუ რატომ “რატომღაც”, ამაზე ქვემოთ) მაინცდამაინც “რუსთავი 2”-მა დაიწყო ერთუჯრედიანი ოქუაშვილის “დაჩაგვრის” გლობალური მასშტაბის სკანდალად შეფუთვა. პროცესი, რომლის დროსაც, როგორც ყოველთვის, ტელეკომპანიად წოდებული სპეცსამსახური, ობიექტურ მაუწყებლად კი არა, დაინტერესებულ მხარედ მოგვევლინა. წინამდებარე წერილის შექმნაც ამან განაპირობა და არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ის მიმართ, არამედ, საზოგადოდ, იმ ინსტიტუტების მიმართაც, რომლებიც, დიდი ხანია, აშკარად თუ ფარულად ებრძვიან ყოველივე ეროვნულს, მართლმადიდებლურს, ტრადიციულს და ა.შ., მოკლედ, ყველაფერ იმას, რითაც ქართველი საუკუნეების განმავლობაში საკუთარი ეროვნული “მეს” იდენტიფიკაციას ახდენდა.

.. ნაციონალური ტელევიზიები, არასამთავრობო ორგანიზაციები (ქვემოთ, სადაც დამჭირდება ამ უხსენებლების ხსენება, მარტივად ასო დავწერ), სახალხო დამცველი, აშშის საელჩო, ორად გახლეჩილი ნაცები, “ქართული ოცნებისლიბერასტული ნაწილი (მდინარაძეები, თალაკვაძეები, ჩუგოშვილები და ..), თუმცა რაღა ნაწილი, როდესაც ისინი, სამწუხაროდ, უმრავლესობაში არიან აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში ზემონახსენები ინსტიტუტები, ყველანი ერთად და ცალ-ცალკე, იმ ქართველთმოძულე ორგანიზაციის შემადგენელი ნაწილები არიან, რომელსაც საქართველოში მოქმედი აშშ-დასავლეთ ევროპის მმართველი აგრესიული ნეოლიბერალების მეხუთე კოლონა ჰქვია. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ე.წ. ვარდების რევოლუცია დიდწილად “რუსთავი 2”-ის “შემოქმედებაა” _ 2003 წლის 22-23 ნოემბრის მოვლენებს თამამად შეიძლება ვუწოდოთ “რევოლუცია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში”. “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია” _ მცირე ხნით ეს საამაყო თიკუნიც შეიფერეს “დამოუკიდებელი ტელევიზიის” კომუფლაჟში გახვეულმა სპეცსამსახურის თანამშრომლებმა, მაგრამ სულ მალე, როგორც აღმოჩნდა, “ვარდების რევოლუციით” გაწბილებულმა ქართველმა ხალხმა “რუსთავი 2” საკუთარ ხალხზე გამარჯვებულ ტელევიზიად მონათლა. ამ სახელს, ლამის 20 წელიწადია, დამსახურებულად ატარებს საქართველოში მეხუთე კოლონის ერთ-ერთი ფლაგმანი “რუსთავი 2”.

9 წლის განმავლობაში სწორედრუსთავი 2” ცდილობდა, გვეცხოვრადემოკრატიის შუქურისილუზიაში; სწორედ მისი ჟურნალისტებად წოდებული მეხუთე კოლონის წარმომადგენლებივერ ხედავდნენქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიის სახელით განხორციელებულ რეპრესიებს და, აქედან გამომდინარე, ესტელეკომპანიაისევეა (იქნებ უფრო მეტადაც?) პასუხისმგებელი ქუჩაში ასობით ჩაცხრილულ ახალგაზრდაზე, ათასობით პატიმრის წამებაგაუპატიურებაზე, როგორც ამ საშინელებების ჩამდენი, ბნედიანი სააკაშვილის ფაშისტურსადისტური რეჟიმი.

სტატიის დასაწყისში “რუსთავი 2”-ის მიმართ სიტყვა “რატომღაც” გამოვიყენე. რაც, სულ ცოტა, უადგილოა, რადგან, უახლეს ისტორიაში ზემომოყვანილი მცირე ექსკურსიდან გამომდინარე, ეს “ტელევიზია” რატომღაც ისე რომ არ იქცეოდეს, როგორც იქცევა, ეს იქნებოდა გასაკვირი.

იმ ადამიანებს, რომლებსაც ბედნიერება გვქონდა, საბჭოთა საქართველოში გვეცხოვრა, გვახსოვს კომუნისტების ლოზუნგი: “ვამბობთ პარტიას _ ვგულისხმობთ ლენინს, ვამბობთ ლენინს _ ვგულისხმობთ პარტიას!” თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა დღეს, ოღონდ საბჭოთა ლოზუნგის მცირე პერიფრაზით: ვამბობთრუსთავი 2”- _ ვგულისხმობთ მიშას, ვამბობთ მიშას _ ვგულსხმობთრუსთავი 2”-.

თითქმის ანალოგიური-მეთქი, რადგან ერთი “უმნიშვნელო” განსხვავებაა იმ დროსა და ამ დროს შორის _ თუ კომუნისტური ლოზუნგის სტრიქონებს შორის საქართველოსა და ქართველების კეთილდღეობა იკითხებოდა, “რუსთავი 2”-მიშას ლოზუნგი ყოველგვარი ეროვნულის, მართლმადიდებლობის ამოგდებას ნიშნავს.

რუსთავი 2”-ნაცების პოლიტიკურრევანშისტულმა ტანდემმა განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აიშვა თავი, რადგან ბიძინა ივანიშვილმა (ისევე, როგორც 2012 წლის არჩევნებზე) 4 წლის შემდეგაც უზრუნველყო მათი სოლიდური რაოდენობით შესვლა პარლამენტში და ისინიც ფართომასშტაბიან შეტევაზე გადავიდნენ.

ამ შეტევის დაწყების მაუწყებელი პირველი მერცხალი “დაჩაგრული” “რუსთავი 2”-ის დასაცავად აგორებული აქციები იყო, როცა მოხდა მანამდე უპრეცედენტო რამ _ მაშინ, როდესაც უბრალო მოკვდავნი წლობით ელოდებიან ევროპის სასამართლოში საქმის წარმოებაში მიღებას, სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე დღეში წარმოებაში მიიღო “რუსთავი 2”-ის საჩივარი და ვერდიქტიც გამოიტანა _ ხატოვნად თუ ვიტყვით: “ხელები შორს “რუსთავი 2”-ისგანო”, რაც ქოცების ფარჩაკმა ხელისუფლებამ უსიტყვოდ აღასრულა ისე, რომ არც გახსენებია თავისი ბაქიბუქი: ამ ტელევიზიას ნამდვილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, დავუბრუნებო.

შემდეგ იყო ე.წ. ციანიდის საქმე, რომელიც, რა თქმა უნდა, პირველმა “რუსთავი 2”-მა გაახმაურა, რადგან ამ ჩახლართულ საქმეში მთავარმა ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ “რატომღაც” წერილობითი “აღსარება” მხოლოდ “რუსთავი 2”-ს გაუგზავნა, რომელმაც, თავის მხრივ, ამ “აღსარების” კომენტირება-განმარტებებისთვის მეუფე პეტრე ცაავა (იგივე, მეუფე ყანდური) მიიწვია, რომელიც პირდაპირ ეთერში დროში შეუზღუდავად ქართველ საზოგადოებას “უდანაშაულო” მღვდელს გვაცოდებდა და პარალელურად საქართველოდ დედაეკლესიისა და პირადად მისი უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. ამ ქმედებას, სხვათა შორის, დღემდე განაგრძობს “რუსთავი 2”-ის ლამის შტატიანი რესპონდენტი, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, ჩვენ მიერ ყანდურად შერაცხილი.

შემდეგ _ კლუბბასიანთანდაკავშირებული მოვლენები, 2-3 დღის განმავლობაში რუსთაველის პროსპექტი დაკავებული რომ ჰქონდათ ნარკომანებს, ბარიგებს, ლგბტპედერასტებს, მეძავებსა და მათ მხარდამჭერპრადვინუტმწერლებს, პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებს და .., რომელთა საპროტესტო აქციებს ლამის 24-საათიან რეჟიმში გადაცემდაგამარჯვებული ხალხის ტელევიზია”.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა?

ვინმეს სჯერა, რომ ტელევიზიად წოდებულ სპეცსამსახურს, რომელიც დუმდა სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის მკვლელობებზე, 26 მაისზე, 7 ნოემბერზე ან კიდევ უარესი _ თუ ხმას იღებდა, მხოლოდ ამ დანაშაულებისგასაპრავებლად”, მართლა შესტკიოდა გული ბიჭების დაღუპვაზე?

ზემოთ, მეხუთე კოლონა-მეთქი და, “რუსთავი 2”-ის გარდა, მის სხვა შემადგენლებზე ჯერ არაფერი გვითქვამს, არა იმიტომ, რომ დაგვავიწყდა, არამედ იმიტომ, რომ ტელევიზიად წოდებული სპეცსამსახური უდავო ლიდერია მეხუთე კოლონისა, ხოლო მისი იდეური ფილიალებია ტვ-პირველი თუ “იბერია”.

რაც შეეხება ასოებს, .. სახალხო დამცველის ინსტიტუტს, ესენი _ ლგბტ პირებით დაწყებული, მეძავებით, ნარკობარიგებით გაგრძელებული და მოძალებული მიგრანტებით დამთავრებული _ ყველას და ყველაფერს იცავენ, ქართველი ერის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების გარდა. .. ოჯახური ძალადობის თითიდან გამოწოვილი თემით შენიღბულები, პრაქტიკულად, ტრადიციული ქართული ოჯახის ინსტიტუტს ებრძვიან. .. სახალხო დამცველი იქამდეც კი გათავხედდა, რომ საუკუნეებგამოვლილი ფასეულობა, ტერმინიოჯახის უფროსიქალთა დისკრიმინაციად გამოგვიცხადა. მეტიც _ ეს ორგანიზაციები დღედაღამ ღნავიან, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში, თუმცა თვითონ უბოდიშოდ ერევიან ეკლესიის საქმეებში. კერძოდ, უკრაინისთვის მსოფლიო პატრიარქის მიერ ავტოკეფალიის მინიჭების საქმეში. რუსოფობიით გაჟღენთილი ასოების წარმომადგენლები, ახალგამოჩეკილითეოლოგებითუექსპერტებიიმპერატიული ტონით საუბრობენ იმაზე, რომ ამ საქმეში საქართველოს ეკლესიამ აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს) გავლენის აგენტ, .. მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსსა და უკრაინისრასკოლნიკებსუნდა დაუჭიროს მხარი და არა რუსეთის უძლიერეს, უმდიდრესსა და უდიდეს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომლის წმინდა სინოდი 15 ოქტომბერს მინსკში შეიკრიბა და გამოიტანა განჩინება, რომლის ძალითაც მოსკოვის პატრიარქატი ყოველგვარ ევქარისტულ კავშირს წყვეტს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან.

ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, მძიმე შედეგები მოჰყვება, პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და პირადად ბართოლომეოსისთვის, რადგან ავტოკეფალური ეკლესიების უმრავლესობა (მათი რიცხვი 15-ია), დიდი ალბათობით, მოსკოვის საპატრიარქოს დაუჭერს მხარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბართოლომეოსი და კონსტანტინოპოლი იმ ვირტუალურ პირველობასაც დაკარგავენ, რომელსაც დღემდე ფლობდნენ და რუსეთი, რომელიც კონსტანტინოპოლის სტამბოლად გადაქცევის შემდეგ მსოფლიო მართლმადიდებლობის უპირობო ლიდერი და უპირველესი დამცველია, მესამე რომის სტატუსს ოფიციალურად გაიფორმებს.

ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, რომ კრემლთან ასოცირებული პოლიტოლოგები თუ ჟურნალისტები, რომ იტყვიან, ღია ტექსტით საუბრობენ, რომ, თურასკოლნიკებიმოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილი ტაძრების დაუფლებას შეეცდებიან (რაც უეჭველად მოხდება), კრემლმა უკრაინაში მცხოვრები მოსკოვის საპატრიარქოს მრევლი უნდა დაიცვას თვით რუსეთის რეგულარული არმიის გამოყენებითაც კი.

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, კრემლთან ასოცირებული პოლიტოლოგები თუ ჟურნალისტები ხშირად იმას ასაჯაროვებენ ხოლმე, რაზეც რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში მსჯელობენ. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ამ თემაზე ამას წინათ რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეთაურობით. ათასჯერ თქმულს, ათასმეერთედ გავიმეორებ _ სულ ცოტა, 10-15 წელიწადია, რაც მიმდინარეობს მსოფლიო ნეოლიბერალების შეტევა იმ ქვეყნებზე, რომლებმაც ფსევდოლიბერალური ფასეულობები არ მიიღეს და შესაბამისად, ტრადიციული ფასეულობების ერთგულები დარჩნენ. შეიძლება რუსეთი არ გიყვარდეს, მაგრამ იმის აღიარება არ უნდა გიჭირდეს, რომ ტრადიციული ფასეულობების დამცველად მსოფლიოში, უპირველესად, ეს მართლმადიდებელი სახელმწიფო განიხილება და ის, რაც სირიაში თუ უკრაინაში ხდება, გნებავთ, გაუთავებელი ეკონომიკური სანქციები, სხვა არაფერი იყო აშშის მიერ რუსეთისთვის, მართლმადიდებლობისთვის გამოუცხადებელი ომის გარდა. ხოლო აშშის სპეცსამსახურების მიერ მართული .. მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინელირასკოლნიკებისთვისაშკარად პოლიტიკური მოტივაციით ავტოკეფალიის მიცემის მცდელობა ომის გამოცხადების ტოლფასია.

ამ ომში ქოც-ნაცების ხელისუფლება, რომელიც მეხუთე კოლონაა საქართველოში, ვის მხარეს იდგა და იდგება, გასაგებია, მაგრამ საკითხავი ის არის, ვისთან იქნება 21-ე საუკუნის დიდი სქიზმის შედეგად ორად გახლეჩილ მართლმადიდებელ სამყაროში საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია _ ბართოლომეოსის მიმდევარ ლიბერასტებთან თუ კონსერვატორ მოსკოვის საპატრიარქოსთან, ანუ იგივე რუსეთთან? რუსეთთან, ვისთანაც პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად, როგორც ჩანს, ერთმორწმუნეობის გარდა, სხვა საფუძველი, სამწუხაროდ, აღარ გაგვაჩნია…

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here