Home ახალი ამბები საქართველო “მუხთარლი ჩვენს ქვეყანას უღირსად მოექცა, მისი ბედი საერთოდ აღარ მაინტერესებს”

“მუხთარლი ჩვენს ქვეყანას უღირსად მოექცა, მისი ბედი საერთოდ აღარ მაინტერესებს”

976
  • ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, აფგან მუხთარლის ბედი საერთოდ აღარ მაინტერესებს, რადგან ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას უღირსად მოექცა და მისგან ამას არ ვიმსახურებდით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.

“კრიტიკულად ვუყურებ იმასაც, რომ ვერაფრით დადგინდა ის სურათი, თუ რა პირობებში გაუჩინარდა აფგან მუხთარლი, თუ საერთოდ გაუჩინარდა. მისი და მისი მეუღლის განცხადების ტირაჟირებას ვაკეთებთ, რომ ის გადაცმულებმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიტაცეს. ამის დამადასტურებელი ერთი ფაქტი მაინც არსებობს? არ არსებობს და ეს განცხადება აბსოლუტურად უპასუხისმგებლობაა. ეს არ არის მხოლოდ ბრძოლა საქართველოს იმიჯის წინააღმდეგ, ეს არის დაგეგმილი ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს ადამიანი ძალიან უღირსად იქცევა.

იმ ქვეყანას ძალიან უღირსად მოექცა, რომელმაც შეიფარა. მუხთარლი საქართველოში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა და ქვეყანას ის არ დაუმსახურებია, რომ მან ციხიდან საქართველოსა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ასეთი ბინძური კამპანია აწარმოოს. მისი მხრიდან მიუღებელი საქციელია. მესმის, რომ პატიმარია და ყველა პატიმარს თანავუგრძნობ, მაგრამ ჩვენ ამას ნამდვილად არ ვიმსახურებთ. თითის ასე გაშვერა არ შეიძლება.

მესმის, რომ გამოძიება იმის იქეთ ვერ განვითარდა, რომ ხელში არაფერი გვაქვს, მაგრამ სანამ ხელისუფლების წარმომადგენლების არცერთი ბრალეულობა არ არის დადასტურებული, ამაზე ასე გაურკვეველი საუბარი არ შეიძლება. ეს არის გარკვეული კამპანია, რომელსაც პედალირებას გარკვეული პოლიტიკური წრეები უწევენ. აფგან მუხთარლის საიდან მოაქვს, იცოდა, როდის და საიდან გაიტაცეს? ამ გარემოებების შესახებ იცოდა თუ ყურში ჩასჩურჩულეს? ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, აფგან მუხთარლის ბედი საერთოდ არ მაინტერესებს, რადგან ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას უღირსად მოექცა, ჩვენ მისგან ამას არ ვიმსახურებდით. არავინ იცის, რა მდგომარეობაში და რა პირობებში გაიტაცეს, ეს მისი განცხადებაა. სინდვილეში რა მოხდა, არ ვიცით. ამ საქმის მიმართ ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, ყველანაირი ინტერესი დავკარგე მაშინ, როცა ამ ადამიანის ბედ-იღბალის მიმართ სხვანაირად ვიყავი განწყობილი. მისი განცხადებები ზღვარს გადასცდა და მისი ბედი აღარ მაინტერესებს”,- აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ საქართველოდან მის გატაცებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკისრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here