Home ახალი ამბები მეტროსადგურში დაშავებული: ჭერი თავზე დამეცა და წავიქეცი, სასწრაფო დაგვიანებით მოვიდა

მეტროსადგურში დაშავებული: ჭერი თავზე დამეცა და წავიქეცი, სასწრაფო დაგვიანებით მოვიდა

1065

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერის ჩამოწოლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი.

ერთ-ერთი დაზარალებული საუბრობს, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ნახევარი საათის დაგვიანებით მოვიდა.

„სამსახურში მივდიოდი,  ზუსტად 10 : 30 საათი იყო.  პირველ ვაგონთან ვიდექი და ჭერი ტალღასავით ჩამოწვა, თაბაშირ-მუყაო   თავზე დამეცა და მუხლებით იატაკზე წავიქეცი, ვაგონში შესვლა ვერ მოვასწარი. სასწრაფო ძალიან გვიან მოვიდა“,-აცხადებს  მარიამ გურგულაძე.

მარიამ გურგულაძემ მის  ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

ადგილზე თბილისის მერი კახი კალაძე იმყოფება, მისი განცხადებით მოკვლევა დღესვე დაიწყება და დამნაშავეები უმკაცრესად დასჯებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here