Home რუბრიკები პოლიტიკა ისტორიული მნიშვნელობის ახალი რეალიები

ისტორიული მნიშვნელობის ახალი რეალიები

3388
ისტორიული მნიშვნელობის ახალი რეალიები

ისტორიამ აქამდე ვისიმე სახელობის მხოლოდ ერთისისხლიანიღამე იცოდა: 1572 წლის 24 აგვისტოს პარიზში წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინა ღამეს კათოლიკე ქრისტიანებმა პროტესტანტი ჰუგენოტების მასობრივი ხოცვაჟლეტა მოაწყვეს. ამ მხრივ ისტორიისგამდიდრებასისახავდნენ, ალბათ, მიზნად მიშნაც თუ ევრო გიგნაცები, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩაბრძანების შემდეგ, ქოცების ხელისუფლებას ულტიმატუმის ფორმითგავრილოვის ღამედდარეგისტრირება მოსთხოვესნაციონალურმა მოძრაობამდა მისმა განაყოფმა პარტიებმა. ეს, რა თქმა უნდა, რომ იტყვიან, ხუმრობით. სერიოზულად კი

ბოლო პერიოდში “რუსთავი 2”-ის გარშემო და შიგნით განვითარებულმა მოვლენებმა “ურწმუნო თომებისთვისაც” კი ნათლად წარმოაჩინა, რომ ის, რაც “გავრილოვის ღამედ” მონათლეს, სინამდვილეში “რუსთავი 2”-ისა და ნაცბანდის მიერ ერთობლივად დადგმული პროვოკაცია იყო. დიახ, არ შემშლია _ “რუსთავი 2” და ნაცები, პრაქტიკულად, ერთნი არიან _ საქართველოს დასაქცევად მომუშავე მეხუთე კოლონა. აქედან გამომდინარე, ერთი ცნობილი ლოზუნგი მახსენდება _ “ვამბობთ პარტიას _ ვგულისხმობთ ლენინს, ვამბობთ ლენინს _ ვგულისხმობთ პარტიას!”, “რუსთავი 2”-სა და ნაცბანდაზე უპრიანია მცირედი პერიფრაზით ნათქვამი: ვამბობთრუსთავი 2”- _ ვგულისხმობთ ნაცებს, ვამბობთ ნაცებს _ ვგულისხმობთრუსთავი 2”-!

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტმა ცხადყო, რომ ეს ვერდიქტი “რუსთავი 2”-ისა და ნაცების დასასრულის დასაწყისია, თუმცა, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სიხარულით ხელების ფშვნეტა ნაადრევია, რადგან…

“რუსთავი 2” კანონიერ (რამდენად კანონიერ, სხვა საკითხია) მფლობელს დაუბრუნდა, მაგრამ, ამასთანავე, კერძო საკუთრების მეპატრონეს, იმის მაგივრად, რომ დროზე “აახვიონ” და ნორმალური მუშაობის საშუალება მისცენ, აქეთ უყენებენ მრავალპუნქტიან ულტიმატუმს რატომღაც ჟურნალისტებად წოდებული, სინამდვილეში კი ნაცების სპეცსამსახურის აგენტები. ამ საქმეში თავისუფალი სიტყვის “ერთადერთ” გარანტ ტელევიზიას მხარში უდგანან, როგორც ადგილობრივი სოროსისტი მედისაშუალებები და “ენჯეოები”, აგრეთვე, ლიბერასტი ქვეყნების დიპლომატები.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუ სტრასბურგის ვერდიქტი “რუსთავი 2”-ისა და ნაცების დასასრულის დასაწყისია, მაშინ ბუნებრივად ჩნდება, შეიძლება ითქვას, ერთი უმნიშვნელოვანესი, გარკვეულწილად, საბედისწერო კითხვა: თუ ჩვენ თვალწინ მიმდინარე პროცესებირუსთავი 2”-ის (წაიკითხე, ნაცების) დასასრულის დასაწყისია, მაშინ რომელი პოლიტიკური ძალის აღორძინებაგაძლიერების დასაწყისი შეიძლება იყოს ნაცების დასასრული?

აი, კითხვა, რომელზე პასუხმაც შეიძლება თავდაყირა დააყენოს ყველაფერი: 2020-ის ან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისას ისევ ქოცების? ღმერთმა დაგვიფაროს!

წინასარჩევნოდ ელექტორატის მოსაზიდად ერთ-ერთი მგძნობიარე თემა (დიახ, სამწუხაროდ, ერთ-ერთი და არა ყველაზე მგრძნობიარე, ვინაიდან მოსახლეობის გაუსაძლისი სიდუხჭირიდან გამომდინარე, დღითიდღე მატულობს საზოგადოებაში ე.წ. კუჭის ფილოსოფიით მოაზროვნეთა რაოდენობა) ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება.

გავიხსენოთ ცნობილი პოლიტოლოგის _ ალექსანდრე ჭაჭიას სიტყვები ინტერვიუდან, რომელიც მან “საქართველო და მსოფლიოს” კარგა ხნის წინათ მისცა:

“როდესაც ისინი (“ქართული ოცნება” _ რედ.) ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაგვპირდნენ, რომ 2 წელიწადში მიაღწევდნენ მნიშვნელოვან პროგრესს. ორი წელი გავიდა. სად არის პროგრესი? ალბათ, ეს 2 წელი საკრალური ვადაა, როგორც შევარდნაძისა და სააკაშვილის, ასევე ამჟამინდელი მთავრობისთვისაც. ყველანი გვპირდებოდნენ და გვპირდებიან აფხაზეთის საკითხის 2 წელიწადში გადაწყვეტას. როგორც ჩანს, ამერიკულ პიარინსტრუქციაში უწერიათ: “დავპირდეთ, რომ 2 წელიწადში აფხაზეთს დავიბრუნებთ”. ინსტრუქცია შესაცვლელია. არ შეიძლება, 20 წლის განმავლობაში ერთი და იგივე იძახო”.

მართლაც, ძნელია ჩვენი სავალალო მდგომარეობის ასე ზუსტად ასახვა _ არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოიმატებს ამ ურაპატრიოტული, ორწლიანი რეცეპტების (თუ ასე თქმა შეიძლება) მფლობელი პარტიების რაოდენობა.

არადა, ვითარება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურ ჭრილში ახალი რეალიების გათვალისწინებით მხოლოდ უმკაცრეს პრაგმატულ ქმედებებს მოითხოვს.

ჩვენ კი? _ ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ ქოც-ნაცები ჯერ იყო და აღშოთდნენ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აკრძალვაზე, _ არიქა, ამ უმნიშვნელო ინციდენტის გამო, ვლადიმერ პუტინი ქართველ ხალხს სჯისო; მერე იგივე ადამიანები ცინიკოსობდნენ რუსეთის პრეზიდენტის კეთილ ჟესტზე: ქართველი ხალხის პატივისცემაზე ლაპარაკით იაფფასიან პოლიტიკურ ქულებს იწერსო; ახლაა და, ყველა, ვისაც არ ეზარება, რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს ისტორიის “ცოდნის” გამო ლანძღავს. ეს “ცოდნა” ძნელი მოსასმენი იყო, მაგრამ რამდენად ემოციურად ლეგიტიმური შეიძლება იყოს მსგავსი რეაქცია, იმდენად კონტრპროდუქტიულია.

რუსეთის პრეზიდენტის ისტორიულ წიაღსვლებში, ჩემი აზრით, ის კი არ იყო მთავარი, რომელ საუკუნეში შეუერთდა აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის იმპერიას, არამედ ის, რომ დღეს სოხუმცხინვალი რუსეთის მიერ დე იურედ აღიარებული დამოუკიდებელი რესპუბლიკებია. ანუ, გვინდა თუ არა, მოგვწონს თუ არა, დღეს ახალი რეალიებია. ამ მხრივ პრეზიდენტ პუტინის მიერ რამდენიმე წლის წინათ გამართული პრესკონფერენცია მახსენდება, როდესაც ქართველ ჟურნალისტს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-არაღდგენის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა: ახალი რეალიებია და პირდაპირ ესაუბრეთ სოხუმსა და ცხინვალს, რაზეც შეთანხმდებით, რუსეთი იმას მიიღებსო.

ახალი რეალიები ნიშნავს იმას, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ოსებსა და აფხაზებს, ქართველებთან ერთად ცხოვრება კი არა, სიტყვა ქართველის გაგონებაც არ სურთ. ახალი რეალიაა ისიც, რომ, მიუხედავად დასავლეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქციებისა, რუსეთის “მოგუდვა” ვერ შეძლეს; მეტიც, ევროპაში დაიწყო რუსეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტურული ინტეგრაციის მძლავრი, შეუქცევადი პროცესი. ახალი რეალიაა ისიც, რომ დასავლეთმა გაურკვეველი ვადით, თაროზე შემოდო ყირიმის თემა, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგში დგას ლუგანსკ-დონბასის დამოუკიდებელ სუბიექტებად ცნობა, ანუ რუსეთთან მიერთება და ა.შ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სავალალოა ის, რომ ამ ყველაფერს საქართველო ძველი რეალიებიდან უყურებს: ისევ ჯიუტად გაიძახის, _ ნატო და ევროკავშირიო, რაც, სრული უტოპია რომ არის, ქოც-ნაცებმა კარგად იციან…

მაშ, სად არის გამოსავალი? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დღევანდელი გაგებით, ასეთი გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს, რადგან სოხუმ-ცხინვალი საქართველოს შემადგენლობაში იმ სტატუსით, რომლითაც საბჭოეთის პერიოდში შედიოდა, აღარასოდეს იქნება. ეს კარგად უნდა გვესმოდეს და, ვინც საპირისპიროს გვპირდება, ის ან აბდალია, ან შეგნებული მტერი.

საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოს და, მით უმეტეს, ევროკავშირისკენ სწრაფვაზე; პრიორიტეტად უნდა გამოცხადდეს რუსეთთან ისტორიული კეთილმეზობლობის აღდგენა და, შესაბამისად, უდიდესი რუსული ბაზრის მაქსიმალურად ათვისება; უნდა გავააქტიუროთ რუსეთში მცხოვრები მრავალათასიანი ქართული დიასპორა, კულტურულ-ტურისტული კავშირები და სხვა მრავალი ჰუმანიტარული მიმართულება…

ახალი რეალიების გათვალისწინებით, აფხაზეთ-ცხინვალის მიმართ სასიცოცხლოდ აუცილებელია ის, რომ სასწრაფოდ გაიხსნას სოხუმის მიმართულებით სარკინიგზო, ხოლო ცხინვალის გავლით რუსეთის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა.

ეს, თავის მხრივ, უეჭველად გამოიწვევს ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის ბიზნესურთიერთობების გააქტიურებას, რაც ყოფით დონეზე ხალხთა შორის კეთილმეზობლობას აღადგენს. ამის გამოცდილება _ ერგნეთის ბაზრობის მაგალითით გვაქვს, როდესაც ისე დათბა ოსებსა და ქართველთა შორის ურთიერთობები, რომ ძველებურად ერთმანეთის ქორწილ-ტირილებში დადიოდნენ.

დასასრულ, რეზიუმეს სახით დავძენ: ახალი რეალიების პირობებში, ყოველივე ზემოთქმული შესაძლებლობის მაქსიმუმი მგონია. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ბედნიერად ჩავთვლი თავს, თუ იმ დღეს მომასწრებს ბედის მწერალი, რომ რაჭაში ძველებურად წავალ ცხინვალის გავლით და, როგორც ჯეელობის ჟამს, სიბერეშიც რამდენიმე დღით დასასვენებლად წავალ გაგრასა თუ სოხუმში, გულრიფშსა თუ ლიძავაში, ახალ ათონსა თუ ბიჭვინთაში და ამ მიწიერ სამოთხეს გალაკტიონის სიტყვებით მივესალმები: “გამარჯობა, აფხაზეთო შენი!”

დავით მხეიძე

P.S. ზემოთ დავსვი კითხვა, თუ ვისი, რომელი პოლიტიკური ძალის დასაწყისი შეიძლება იყოს ნაცების დასასრულიმეთქი. ახლა კი ოდნავ შევცვლი კითხვას: რომელი პოლიტიკური პარტია იზიარებს და ითვალისწინებს ახალ რეალიებს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here