Home სხვადასხვა დაიჯესტი ისტორიაში უდიდესი გეიაღლუმი

ისტორიაში უდიდესი გეიაღლუმი

398
ისტორიაში უდიდესი გეიაღლუმი

6-7 ივლისს ლონდონში გამართული გეიაღლუმი ორიენტაციაშეცვლილთა ისტორიაში უდიდეს შეკრებად აღიარეს.

ლონდონის მერი სადიქ ხანი მიესალმა აღლუმის მონაწილეებს. წლეულს ლგბტ-აქტივისტები და მათი თანამგრძნობნი აღნიშნავენ მათთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენის ნახევარსაუკუნოვან იუბილეს _ “სტოუნვოლის ამბოხის” 50 წლისთავს ნიუ-იორკში. 1969 წლის 28 ივლისის ღამეს პოლიცია აპირებდა რეიდის მოწყობას “სტოუნვოლ-ინნის” ბარში, რომელიც ცნობილი იყო, როგორც პედერასტების შეკრების ადგილი, რაც იმ დროს ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლებოდა. პოლიციის ამ ჩანაფიქრს წინ აღუდგნენ ბოჰემური კვარტლის _ გრინვიჩ-ვოლეჯის მცხოვრებნი.

სოდომიტების დაცვის პირველ მასობრივ საჯარო გამოსვლას უდიდესი რეზონანსი მოჰყვა. ისტორიკოს დევიდ კარტერის სიტყვით, გეი-მოძრაობისთვის ამას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ბასტილიის დაცემას საფრანგეთის რევოლუციისთვის. სტოუნვოლის ხსოვნის გეიაღლუმები მთელ მსოფლიოში ივნისის ბოლოს-ივლისის დასაწყისში იმართება.

ორი წლის წინათ ბრიტანელი პედერასტები ზეიმობდნენ სხვა მნიშვნელოვან მოვლენას: ინგლისსა და უელსში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის 50-ე წლისთავს. აღლუმის წინა დღეს მათ შეგვახსენეს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში არ დაკანონებულა გეიქორწინება, ხოლო მთელ რიგ სახელმწიფოებში სექსუმცირესობას დევნიან. მათ ბრიტანულ ბიზნესს მოუწოდეს, არ იქონიონ ურთიერთობა ასეთ ქვეყნებთან.

სადიკ ხანს მიაჩნია, რომ თანასწორობისთვის ბრძოლაში მიღწეულია “უდიდესი პროგრესი, მაგრამ დამშვიდების დრო ჯერ არ დამდგარა. წლეულს, მაისში ლესბოსელთა წყვილი სცემეს ლონდონის ღამის ავტობუსში. ღონისძიებას პირველად ოფიციალურად შეუერთდა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია.

ისტორიაში უდიდესი გეიაღლუმი

ისტორიაში უდიდესი გეიაღლუმი

ისტორიაში უდიდესი გეიაღლუმი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here