Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

ღარიბაშვილის განცხადებით, პატრიარქთან ერთად იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

„შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“, – ნათქვამია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here