Home რუბრიკები პოლიტიკა “თუ პიესის დასაწყისში კედელზე თოფი კიდია, ბოლოს ეს თოფი აუცილებლად გაისვრის”

“თუ პიესის დასაწყისში კედელზე თოფი კიდია, ბოლოს ეს თოფი აუცილებლად გაისვრის”

477

უკიდურესად დაძაბულმა ვითარებამ შავი ზღვის აკვატორიაში, რუსეთის ტერიტორიულ წყლებთან მაქსიმალურად ახლოს, ნატოს უპრეცედენტო მასშტაბის წვრთნების მიმდინარეობამ, რომლის გამოც, ხატოვნად თუ ვიტყვით, ნატოს ხომალდების სიმრავლისაგან შავი ზღვა ფუთფუთებს, დიდი რუსი მწერლის, ანტონ ჩეხოვის, ფრაზა გამახსენა, რომელიც წერილს სათაურად შევურჩიე. ოღონდ ვერ გეტყვით, ჩვენ შემთხვევაშისამხედრო პიესისრომელი აქტი მიმდინარეობს, ანუ ახლოს ვართ თუ არა თოფის გასროლასთან.

დაბეჯითებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება _ “ფიშტო” ადრე თუ გვიან აუცილებლად გავარდება. საკითხავი მხოლოდ ის არის, რა სიძლიერის, რა მასშტაბის იქნება ეს “გავარდნა”, რომელიც, თავის მხრივ, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად უხეშად გადაკვეთს ნატო რუსეთის მიერ გავლებულ წითელ ხაზებს და, რაც მთავარია, რა გავლენას იქონიებს საქართველოზე კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება, თუ ის რეალურ ომში გადაიზრდება. სრულმასშტაბიანი ომი, ალბათ, არ იქნება, რადგან ეს მესამე მსოფლიო (ბირთვულ) ომს, პლანეტაზე სიცოცხლის განადგურებას გამოიწვევს, თუმცა არც ეს სიგიჟეა გამორიცხული, რადგანაც პენტაგონში არის ჯგუფი ავტორიტეტული გენერლებისა, რომელებიც სერიოზულად განიხილავენ ე.წ. ლოკალური ბირთვული ომის დაწყებას, ანუ ბირთვულ დარტყმას არაბირთვულ სახელმწიფოებზე, მაგალითად, ირანზე, რომლისგანაც ადეკვატურ პასუხს ვერ მიიღებენ. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთი ხის სხვადასხვა ტოტია, რომლებიც წლების განმავლობაში ერთ სპექტაკლს თამაშობენ, სპექტაკლს სახელად კოაბიტაცია, რომლის რეჟისორი და სცენარისტი ოკეანისგაღმელიკეთილიძია სემია. .., ორივეს _ ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთი უფროსი ჰყავს, ამიტომაც არ ვაცალკევებ მათ და, შესაბამისად, ქოც-ნაცთა ხელისუფლებად მოვიხსენიებ ხოლმე. ახლა სწორედ მათთან მაქვს შეკითხვა: დღეს ვინმე ფიქრობს ზემოხსენებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და საქართველოსთვის შესაძლო პოტენციურ საფრთხეებზე? ქოც-ნაცთა ხელისუფლების ბოლო პერიოდის “მოღვაწეობას” თვალი გადავავლე და მივხვდი, რომ დასმული კითხვა რიტორიკულია. ფიქრობენ, აბა, არა? იქამდეც კი, რომ ჩვენს “ისტორიულ მტერს” _ რუსეთს, რომელიც მისდამი მტრულად განწყობილი ქვეყნების სიის შედგენის “მძიმე” საქმით არის დაკავებული, შრომა შეუმსუბუქეს _ ბათუმში უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს მიერ დაარსებული ანტირუსული ბლოკის გაფორმებას ბლოკის სუბიექტების პირველმა პირებმა საზეიმო ვითარებაში მოაწერეს ხელი და რუსეთის მტრების სიას საქართველო ამჯერად დაემატა, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი რუსოფობიური ალიანსის შექმნის ინიციატორი და ტრიუმვირატის ერთ-ერთი წევრი.

გასულ კვირაში 13 წელიწადი შესრულდა რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ცნობილი ხუთდღიანი ომიდან, რომელშიც, მიუხედავად ჩვენი ჯარისკაცების გმირობისა, საქართველო სამარცხვინოდ დამარცხდა. სამარცხვინოდ იმიტომ, რომ ამ “საიუბილეო დღეებში” უნებურად გახსენდება მიწაზე მხოხავი და ჰალსტუხის მღეჭველი მთავარსარდალი, პაპანაქება სიცხეში უპატრონოდ დაყრილი დაღუპულთა ცხედრები და პარალელურად რუსთაველზე მტერზეგამარჯვებისაღსანიშნავი ტაშფანდურა. ეს იყო სამარცხვინო, თორემ რუსეთისჟანგიან ტანკებზეგამარჯვების მიზერული შანსიც რომ არ გვქონდა ქართველებს, ეს იმთავითვე ცხადი იყო.

ამ ტრაგედიის შემდგომ 13 წელიწადში ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა კოლექტიური დასავლეთის (აშშ) დახმარების ფორმები. აი, ახლაც წამოვიდა აშშ-ის მიერ ორკესტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი არაფრისმომცემი განცხადებები და რეზოლუციები; რუსეთისადმი უაზრო მოწოდებები საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის, სოხუმ-ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების დეზავიურების მოთხოვნებით, რაც, რბილად რომ ვთქვათ, უტოპიაა, ხოლო უფრო უხეშად თუ ვიტყვით, პუტინის მიერ თავისი გადაფურთხებულის ალოკვას ნიშნავს. ეს _ რაც შეეხება ჩვენი “მეგობარი” კოლექტიური დასავლეთის “მხარდაჭერას”, ხოლო “მხარდაჭერის” ადრესატი საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის მადლიერების გამომხატველი განცხადებები “მეგობარი” კოლექტიური დასავლეთის მიმართ ოლღა ბებიას ღადარში გამომცხვარი მჭადებივით ჰგავს ერთმანეთს; ისე, რომ უნებლიეთ ეჭვი გაგიჩნდება კაცს _ განცხადებების ტექსტებში მთავარი აქცენტები ერთ კაბინეტში (აშშ-ის ელჩის) შედგენილ-დაწერილი ხომ არ არის და ქართველ ჩინოსანთათვის სახელმძღვანელოდ გაგზავნილ-დარიგებული?! ამას წინათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ციტატა მოვიყვანე: “რუსეთს მანამდე არ დაველაპარაკებით, სანამ სოხუმ-ცხინვალს არ დაგვიბრუნებს” და ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებას იქვე კომენტარი დავურთე: ამაზე დიდი სისულელე გაგონილა-მეთქი?! მეგონა, ქოც-ნაცების ხელისუფლებაში მხოლოდ ზალკალიანი იყო ასეთი დონის უვიცი, მაგრამ აგვისტოს ომიდან 13 წლისთავზე დავინახე, რომ თურმე ქოც-ნაცთა ხელისუფლება ზალკალიანებით ყოფილა სავსე. ისინი ამ “საიუბილეო” დღეებში, როგორც პარადიგმას, ისე ასაღებენ ზალკალიანის მიერ გაცხადებულ იგავმიუწვდენელ სისულელეს, ერთ-ორს საკუთარსაც უმატებენ და დასავლელი “მეგობრების” მორიგი საამებელი “პოდხალიმაჟიც” მზად არის. “პოდხალიმაჟი” რუსული სიტყვაა და ქლესაობას, მლიქვნელობას, ანუ ვინმეს მიმართ რაიმეს გამორჩენის მიზნით “ვაზელინობას”, ორ თათზე სიარულს ნიშნავს. ლამის 30 წელიწადია, კოლექტიური დასავლეთის წინაშე “ვვაზელინობთ”, ფინიასავით ორ თათზე შემდგარი ველოდებით ჩვენი დასავლელი “მეგობრებისგან” რაიმე სიკეთის გამორჩენას და აკი გამოვრჩით კიდეც _ დე ფაქტო ისედაც კაი ხნის დაკარგული სოხუმ-ცხინვალი დე იურედაც დავკარგეთ. ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ გავიმეორებ: იმ სტატუსით, რომლითაც გავიდნენ “დამოუკიდებელი საქართველოს” შემადგენლობიდან სოხუმი და ცხინვალი, უკან აღარასოდეს შემოვლენ; მეტიც, კონფედერაციის მატარებელმაც ჩაიარა და, თუ მაინც მოხდა სასწაული და ოდესმე კონფედერაციაზე დაგვითანხმეს, რუსეთს “ფეხები უნდა დავბანოთ”, რადგან მათი კეთილი ნების გარეშე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში (დიდი ალბათობით, ბალტიისპირეთის ჩათვლითაც) არაფერი მოხდება. საქართველოს ნებაზე, სამწუხაროდ, ძალზე ცოტა რამ არის დამოკიდებული, იმიტომ, რომ იგი გეოპოლიტიკური თამაშების ობიექტია და არა სუბიექტი. ერთადერთი, რაც დღეს საქართველოს შეუძლია, არის ის, რომ მიაფურთხოს ეშმაკს (აშშ-ს) და გახსნას რკინიგზა, ეს კი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და, რაც მთავარია, ამუშავდება სახალხო დიპლომატია, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს ყოფით დონეზე შერიგებამდე მიგვიყვანს. ამის მაგალითი ერგნეთის ბაზრობაა, როცა ოსები და ქართველები ერთობლივ ბიზნესს აწარმოებდნენ, მოსახლეობა ერთმანეთის ჭირსა და ლხინში დადიოდა და თბილისიდან რაჭაში ავტომიმოსვლა ძველებურად ცხინვალი-კვაისას გავლით ხდებოდა. პირველი, რაც ვარდების რევოლუციადწოდებული სახელმწიფო გადატრალების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ნაცებმა გააკეთეს, იყო ის, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ერგნეთის ბაზრობის ტერიტორია ბულდოზერებით გადათხარა. ის მხოლოდ ამისთვის უნდა იჯდეს ციხეში, რომ არაფერი ვთქვათ ცხინვალში განხორციელებულ სამხედრო ავანტიურაზე, რომელმაც საბოლოოდ ჩატეხა ცხინვალისა და თბილისის დამაკავშირებელი ხიდი… არ შემიძლია, გვერდი ავუარო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც, სპორტული კი არა, კოლექტიური დასავლეთის მიერ დადგმული რუსოფობიის ზეიმი იყო. დოპინგის მიღება ინდივიდუალური დანაშაულია, რომლისთვისაც კონკრეტულ სპორტმენს სჯიან. მსოფლიო რუსოფობებმა კი რა ქნეს? უკვე მეორე ოლიმპიადაა, რუსეთის ნაკრების ნახევარზე მეტი არ დაუშვეს თამაშებზე, წაართვეს ეროვნული დროშის აფრიალებისა და ეროვნული ჰიმნის აჟღერების უფლება, მაგრამ, ბედის ირონიით, რუსებმა უამრავი მედალი მოიგეს, მათ შორის იმდენი ოქროსი, რომ ტოკიოს ოლიმპიადა ლამის დიდი რუსი კომპოზიტორის, პეტრე ჩაიკოვსკის, ბენეფისად გადაიქცა, რომლის ჰანგებიც რუსეთის ეროვნული ჰიმნის ნაცვლად გუგუნებდა ამომავალი მზის ქვეყანაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: კოლექტიურ დასავლეთს რუსეთი სძულს და მისი არსებობა არ სურს. ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, მიზეზი სიძულვილისა არის ის, რომ უზარმაზარი მართლმადიდებელი ქვეყანა ვერაფრით აზიარეს ე.წ. დასავლურ “ღირებულებებს”. ახლა დროა, საქართველომაც გააკეთოს სწორი არჩევანი და ყველასგან მოძულებულ ერთმორწმუნე რუსეთს მხარში ამოუდგეს თუნდაც იმიტომ, რომ არც ჩვენ “გვევასება” კოლექტიური დასავლეთის “ღირებულებები”, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ავად თუ კარგად 2 საუკუნის განმავლობაში ერთად გვიცხოვრია, მოყვარეც ერთი გვყოლია და მტრიც და ერთად გვიღვრია საერთო მტრის სისხლი. ავად თუ კარგად-მეთქი… ეტყობა, უმეტესად კარგად, თორემ დიდ ილიას ამ სიტყვების დაწერის საფუძველი არ ექნებოდა: “რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი, ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი”. ესეც პასუხი კითხვაზე: რუსეთს უფრო სჭირდება საქართველო თუ პირიქით _ საქართველოს რუსეთი? და იქვე: “არ გიყვარდეს რუსეთი, რომელმაც ჩვენ სიმშვიდე დაგვიმკვიდრა და წინსვლის პირობები შეგვიქმნა, ეს ნიშნავს გამოამჟღავნო არა მარტო დასაძრახი უმადურობა და პოლიტიკური სიბეცე, არამედ შენი საკუთარი სამშობლოსადმი სიძულვილიც. ვისაც ნამდვილად უყვარს საქართველო, მის ბედზე გული შესტკივა და მისი კეთილდღეობა სურს, მას არ შეიძლება არ უყვარდეს რუსეთი”.

დავით მხეიძე

P.S. ქოცნაცები წითელ ხაზებს უწესებენ რუსეთს, ულტიმატუმებს უყენებენ. მაგრამ ერთიც ვნახოთ და, კედელზე ჩამოკიდებული თოფი გავარდეს კი არა, პუტინშოიგუმ დუეტში ცხვირი დააცემინოს… “რას შობი მერე?”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here