Home ახალი ამბები მსოფლიო თურქეთი ჩაერთო მსოფლიო სავაჭრო ომში აშშ-ის წინაამდეგ

თურქეთი ჩაერთო მსოფლიო სავაჭრო ომში აშშ-ის წინაამდეგ

1286
ნიჰათ ზეიბექჩი

თურქეთმა შემოიღო საპასუხო ღონისძიებები აშშ-ის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული საბაჟო გადასახადების საპასუხოდ. შეზღუდვა 21 ივნისს ამოქმედდა. ამის შესახებ განაცხადა რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ თურქეთის ტელეარხ NTV -ის ეთერში.

მან თქვა, რომ თურქეთს აშშ-ში გააქვს 1,18 მილიარდი დოლარის ღირებლების ფოლადი, მაშინ, როცა ამერიკიდან იმპორტი 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

“ჩვენ ვცდილობდით, ეს პრობლემა მათთან მოლაპარაკებით გადაგვეწყვიტა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ისინი აპირებენ, დამატებით გადაგვახდევინონ 260 მილიონი დოლარი. ჩვენ დავიწყეთ მოქმედება და დამატებითი საბაჟო გადასახადები დავაწესეთ 22 სახეობის ამერიკულ საქონელზე 300 მილიონი დოლარის მოცულობით”, _ თქვა ზეიბექჩიმ.

20 ივნისს ევროკავშირმა განახორციელა ღონისძიებები ამერიკული საბაჟო გადასახადების საპასუხოდ. დამატებითი საბაჟო გადასახადები დაუწესდა ამერიკულ საქონელს წელიწადში 2,8 მილიარდი ევროს მოცულობით. ეს შეეხო არა მარტო მეტალურგიულ პროდუქციას, არამედ სასოფლო-სამეურნეო და სხვა საქონელსაც. შეზღუდვა 22 ივნისიდან ამოქმედდა.

მოსკოვმა ვაშინგტონს სავაჭრო ომი 19 ივნისს გამოუცხადა. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დააანონსა, რომ აშშ-დან იმპორტირებულ საქონელს დამატებით საბაჟო გადასახადს დაუწესებს.

თურქეთს მსოფლიოში ფოლადის წარმოებაში მერვე ადგილი უკავია, ხოლო მეექვსე ადგილი _ აშშ-ში ექსპორტის მოცულობით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here