Home ახალი ამბები თვითმხილველი: ხილვადობა საერთოდ არ იყო და ქვევიდან ყვიროდნენ, რომ დენი გამოერთოთ

თვითმხილველი: ხილვადობა საერთოდ არ იყო და ქვევიდან ყვიროდნენ, რომ დენი გამოერთოთ

1032

თვითმხილველი ეკა კახელიშვილი, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარზე საუბრობს და აცხადებს,რომ შესაძლოა შემთხვევას მსხვერპლი  მოჰყოლოდა.

„ექსკალატორზე ჩავდიოდით როდესაც ჭერი მთლიანად ჩამოიშალა, დადგა მტვერი, ხილვადობა საერთოდ არ იყო და ქვევიდან ყვიროდნენ,რომ  დენი გამოერთოთ. ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვფიქრობ მსხვერპლი იქნება“,-აცხადებს თვითმხილველი.

მეტროსადგურ “ვარკეთილში“  შეკიდული ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით,  ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელი.

დაშავებულები,სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა   ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „საქართელო და მსოფლიოს“ კორესპონდენტი იტყობინება, მეტროსადგური დროებით შეჩერებულია და ადგილზე  სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტროსადგურ “ვარკეთილში” აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. მასიური რკინის კონსტრუქცია შეკიდული ჭერით ჩაანაცვლეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here