Home ახალი ამბები მსოფლიო ვალენტინა კომლევა: “რუსეთსა და სომხეთს შორის ჰუმანიტარული და სამეცნიერო კავშირები ვითარდება”

ვალენტინა კომლევა: “რუსეთსა და სომხეთს შორის ჰუმანიტარული და სამეცნიერო კავშირები ვითარდება”

70

წლის ბოლოს, ჩვეულებრივ, შედეგები უნდა შეჯამდეს. ეს ტრადიცია არც სომხეთის სტუმარმა, კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (კგეკი) დირექტორის მოადგილემ, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ვალენტინა კომლევამ დაარღვია.  გასულ კვირას ვალენტინა ერევანს ეწვია და სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში, მთელი რიგი შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი სომხურ-რუსული ურთიერთობების გაღრმავება იყო. აღნიშნული შეხვედრების შედეგებსა და წლის განმავლობაში სომეხ პარტნიორებთან თანამშრომლობით შესრულებული სამუშაოების თაობაზე ქალბატონმა კომლევამ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

სტუმრის თქმით, კგეკი, რომელსაც იგი წარმოადგენს, ქვეყნებს შორის სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული, მედია ურთიერთობების დამყარებაზე მუშაობს და ამ კუთხით, სომხეთთან უკვე დიდი სამუშაო შესრულდა.

“იმ ორგანიზაციებთან და იმ ადამიანებთან ვმუშაობთ, რომლებიც ამ სფეროს წარმოადგენენ.  კერძოდ, წელს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტთან   თანამშრომლობის ხელშეკრულება გავაფორმეთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში  რამდენიმე სამეცნიერო ღონისძიება უკვე ჩატარდა, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, უნივერსიტეტის რუსული კვლევების ცენტრის მხარდაჭერით. ასევე დავიწყეთ ამ უნივერსიტეტის ექსპერტებთან – მასწავლებლებთან, მეცნიერებთან მუშაობა”, – განაცხადა კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ.

ღონისძიებები ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებას, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების ანალიზს და, ზოგადად, რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.  ქალბატონმა კომლევამ ამის შესახებ ერთ-ერთ შეხვედრაზე უფრო დაწვრილებით ისაუბრა.  “ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგ, სოციოლოგ, საერთაშორისო ურთიერთობების   პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად გაიმართა ერთობლივი სადისკუსიო შეხვედრა თემაზე „საკომუნიკაციო სივრცის ანალიზი სომხეთში“. ჩვენი ინსტიტუტი მეზობელი ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის ყოველწლიურ მონიტორინგს ახორციელებს.  ჩვენ 14 ქვეყანაში ვმუშაობთ და სომხეთში ეს მონიტორინგი 2022 წელს დავასრულეთ.  ერევანში კოლეგებთან ერთად ამ მონიტორინგის შედეგები, მისი ძირითადი მეთოდოლოგია განვიხილეთ და ასევე შევთანხმდით, რომ შემდგომი მეთოდოლოგიისა და ანალიზის სფეროში ერთად ვიმუშავებთ “, – განაცხადა მეცნიერმა და სომხეთთან დაკავშირებული კვლევის შედეგების გამოქვეყნებისგან ჯერ-ჯერობით თავი შეიკავა.

„ამ რეიტინგს იანვარში, საახალწლო არდადეგების შემდეგ გამოვაქვეყნებთ, ამიტომ ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მით უმეტეს, რომ ექსპერტთა გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა.  მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შარშან სომხეთი, ბელორუსისა და ყაზახეთის შემდეგ, მე-3 ადგილზე იყო  და წინასწარი მონაცემებით, წელს ამაზე დაბალ საფეხურს  არ დაიკავებს.  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური საკითხები წამოიჭრება და რუსეთის ფედერაციის მიმართ ზოგიერთი პოლიტიკური, როგორც ჩანს, არამეგობრული განცხადებებიც არსებობს, სომხეთის მთელი საკომუნიკაციო სივრცე რუსეთთან მიმართებაში არ შეცვლილა”, – განაცხადა კომლევამ.

ქალბატონმა ვალენტინამ იქვე დააკონკრეტა: ”მაგალითად, კომუნიკაციის ათ ჯგუფს შორის, რომელსაც ჩვენ ვაანალიზებთ, არის ერთი: ”რუსეთის, როგორც საგარეო პოლიტიკური პარტნიორის სტატუსი”.  ასე რომ, უდავოდ, სოციალურ-პოლიტიკურ დისკურსში ეს სტატუსი თითქოს იცვლება, პრეტენზიები რუსეთის მიმართ და ა.შ.  მაგრამ.  დოკუმენტები არ შეცვლილა: დოკუმენტურად, რუსეთის ფედერაცია  სომხეთის სტრატეგიული მოკავშირის სტატუსში რჩება.  საერთაშორისო დონეზე, ზოგიერთ საკვანძო პოზიციაზე არც სომხეთმა ისაუბრა ცუდად, ან არამეგობრულად.  ამიტომ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გარკვეული ემოციური შეფასებების და რეაქციების მიცემა, მაგრამ ჩვენ მეცნიერულ კვლევებს ვეწევით და რაღაცეების აშკარა უარყოფა შეუძლებელია.

სხვა მაგალითად ექსპერტმა კომუნიკაციების კიდევ ერთი გაანალიზებული ჯგუფი მოიყვანა, რომელიც რუსულენოვან სივრცესთან, რუსულ ენასთან არის დაკავშირებული.  თანამოსაუბრის დაკვირვებით, ისევე როგორც მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სომხეთში, მაგალითად, სკოლის, საბავშვო ბაღის ან რუსული ენის წრის გახსნას არავინ კრძალავს.

“მობრძანდით, აღმოაჩინეთ, ილაპარაკეთ რუსულად.  არანაირი აკრძალვა.  ეს არ არის ესტონეთი ან სხვა ქვეყნები, რომლებიც ახლა რუსოფობიურ გზას ადგანან. ახალგაზრდული კომუნიკაცია; გნებავთ, სამეცნიერო; საგანმანათლებლო – არავინ ერევა და ხრლს არავინ უშლის.  ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ დაკნინებულა.  უფრო მეტიც, საგანმანათლებლო თანამშრომლობა განვითარდა.  აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად არასწორი იქნება სომხეთის მტრული დამოკიდებულების თაობაზე რაიმე ემოციური რეაქციის გამოხატვა.  მეტიც, ჩვენ არ ვაანალიზებთ პოლიტიკურ მტრობას – საუბარია კომუნიკაციის რეჟიმზე, ქვეყნებს შორის კომუნიკაციის ნორმებზე, წესებსა და ფორმატებზე. აქ კი მოიაზრება ხალხი, ბიზნესი, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდობა, განათლება, მეცნიერება…”

ერთი სიტყვით, სომხეთში საზოგადოება და ხალხი რუსეთისა და რუსების მიმართ კვლავ თანაგრძნობით და ძალიან მეგობრულად არიან განწყობილნი. მთავარი სწორედ ეს არის.  უფრო მეტიც, სომხეთის ახალგაზრდა ნიჭიერი ფენა რუსეთს პერსპექტიულ ალმა მატერად აღიქვამს.  ამას ადასტურებს ქ-ნ კომლევას სიტყვებიც: “აღნიშნული ვიზიტის დროს ახალგაზრდა მეცნიერებთან ფორსაიტ- სესია (ინოვაციური ტვინის შტორი – რედ.) მქონსა, სადაც შევეცადეთ გაგვეანალიზებინა რუსეთის ფედერაციის მიმზიდველობის ფაქტორი სომეხი ახალგაზრდებისთვის.  რატომ არის ის უფრო მიმზიდველი, ვიდრე, ვთქვათ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები ან შეერთებული შტატები.  ან, მაგალითად, ახალგაზრდების თვალსაზრისით, რა საკითხებში აგებს რუსეთი ამ ქვეყნებთან და რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ასე რომ, ეს ძალიან საინტერესო ფორსაიტ-სესია იყო და ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოვიტანე – რუსეთს სჭირდება პოზიციონირება, როგორც ინოვაციური ძალა. ანუ სომეხი ახალგაზრდობა აცნობიერებს, რომ რუსეთს IT ტექნოლოგიების სფეროში დიდი პოტენციალი აქვს. ამავდროულად, ისინი ამბობენ, რომ რუსეთი საკუთარი თავის პოზიციონირებას ისე არ ახდენს, როგორც მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებიო.  ამიტომ, სამომავლოდ ჩავინიშნე, რომ სომხეთის ახალგაზრდობის მხრიდან რუსეთის მიმართ არსებული სიმპათიის შესანარჩუნებლად, ყურადღება ამასაც უნდა მიექცეს”.

სხვათა შორის, თანამოსაუბრის მიერ წარმოდგენილი კვლევითი ინსტიტუტი ხელს უწყობს სომხეთში ახალგაზრდა მეცნიერული ნიჭის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

„წელს ინსტიტუტმა შეიმუშავა და დაიწყო ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამა.  საუბარია უცხოეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა მეცნიერის მოსკოვში სამკვირიანი ყოფნის დაფინანსებაზე – ფინანასდება მგზავრობა ორივე მიმართულებით და მენტორის სამუშაო.  მენტორი არის წამყვანი რუსი მეცნიერი, ჩვეულებრივ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიიდან, რომელიც სპეციალიზირებულია ამ მეცნიერის კვლევის თემაზე.  სომხეთიდან წელს უნივერსიტეტმა გამოგვიგზავნა რუზანა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მუშაობდა. იგი წერს ისტორიული მეხსიერების თემაზე, გენოციდზე, რუსეთის პოზიციაზე გენოციდის მიმართ.  მისი მენტორები რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომლები იყვნენ. ანუ ეს საკმაოდ სერიოზული დონეა.  გარდა ფასდაუდებელი პროფესიული გამოცდილებისა, ახალგაზრდა მეცნიერები იღებენ წვდომას ძირითად სამეცნიერო მეთოდოლოგიურ პუნქტებზე, ასევე ამყარებენ სამეცნიერო კონტაქტებს ერთმანეთთან, მათ შორის ახალგაზრდა რუს მეცნიერებთან.  ასე რომ, მომავალში მათ შორის ძალიან კარგი ურთიერთობა განვითარდება.  რაც მთავარია, პროგრამა ამ სამი კვირით არ მთავრდება. გავაგრძელებთ ახალგაზრდების მხარდაჭერას, გავახანგრძლივებთ მათთან კონტაქტებს, დავეხმარებით სტატიების რუსულ ჟურნალებში გამოქვეყნებასა და ზოგიერთ კონფერენციაში მონაწილეობაში“, – განაცხადა კომლევამ.

სომხური მედიის წარმომადგენლებმა ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა ეკითხათ რუსეთში სომეხი სტუდენტების რაოდენობის სტატისტიკაზე.

“გვაქვს კვოტების სტატისტიკა.  როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციაში კონკრეტული ქვეყნებისთვის უფასო განათლების კვოტები არსებობს.  დიახ, ყოველწლიურად ისინი ნელ-ნელა იზრდება.  მაგრამ ასევე არის უამრავი სტუდენტი, ვინც სომხეთიდან რუსეთში დამოუკიდებლად ჩადის და კომერციულ უნივერსიტეტებში, ანუ ამ კვოტის მიღმა აბარებს. ამჟამად, შესაბამისი სტატისტიკა არ მაქვს და, მართალი გითხრათ, ვერც მივაგენი.  ფაქტობრივად კი, უფასო განათლების შესაძლებლობები ნამდვილად იზრდება”, – განაცხადა თანამოსაუბრემ.

ჟურნალისტებს ასევე დააინტერესათ სტუმრის თვალსაზრისი სომხეთში რუსული ენისადმი დამოკიდებულებისა და მის ცოდნასთან დაკავშირრბით.  ბოლო დროს, პერიოდულად მსჯელობენ იმაზე, რომ რესპუბლიკაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რუსული ენის ცოდნა სამარცხვინოდ ჩავარდა.  საინტერესოა, სტუმრის აზრი, რომელიც გაესაუბრა ახალგაზრდებს, ექსპერტებს და სომხური საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს?

„როგორც უკვე აღვნიშნე, იურიდიული, პოლიტიკური ან, ვთქვათ, რაღაც ორგანიზაციული თვალსაზრისით, პრობლემას ვერ ვხედავ.  თუ გვინდა რუსული ენის მხარდასაჭერად რაიმე გავაკეთოთ, მაშინ უბრალოდ საკმარისია გვყავდეს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც ამას ადეკვატურად განახორციელებენ.  თუ რუსული ენის ცოდნაზე ვსაუბრობთ, ახალგაზრდები, რომლებსაც მე შევხვდი (20+ ასაკობრივ კატეგორიას) რუსულად კარგად საუბრობენ, თუმცა ერიდებათ.  მაგრამ როგორც კი მათთან საუბარი დავიწყე, ჩვეულებრივ რუსულად საუბრობენ.  მართალია, აქცენტით, მაგრამ არა უშავს. ამიტომ, პრობლემას ვერ ვხედავ.  განსხვავებული ვითარებაა რაიონებში.  როგორც საუბრისას მითხრეს, სოფლებში რუსული ენა ცუდად იციან.  თუმცა ეს მხოლოდ სომხეთისთვის არ არის დამახასიათებელი. მგავსი ვითარებაა პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყნაში, მაგალითად, ცენტრალურ აზიაში.  სოფლებში უფროსი თაობის ბევრი მასწავლებლები აღარ მუშაობენ, ხოლო ახალი თაობის მასწავლებლებს იქ წასვლა მაინცადამაინც არ სურთ. ხელფასები მცირეა, სოფლად კი საცხოვრებელი პირობები საუკეთესო ნამდვილად არ არის.

რაც შეეხება სომეხი საზოგადოების აღქმას, დღეს ერთი საინტერესო რამ მოვისმიმე: სომხეთში რუსული ენა „ქუჩის ენა“ არასოდეს ყოფილა .  აქედან მოდის განცდა, რომ ის აქ არც ისე კარგად იციან.  საბჭოთა პერიოდშიც კი ეს ინტელიგენციის ენა იყო; კულტურის, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისა და მედიის წარმომადგენლები ერთმანეთში რუსულად საუბრობდნენ.  მაგრამ აი, მაგალითად, ბავშვი ცხოვრობს სომხეთში, რუსულენოვან ოჯახში. გადის გარეთ, ვთქვათ, ფეხბურთის სათამაშოდ და იქ ყველაფერი სომხურადაა… ასე რომ, ეს დაკვირვება, რა თქმა უნდა, ახალი და ძალიან საინტერესოა ჩემთვის: რუსული ყველამ იცის, მაგრამ ქუჩის ენა სომხეთში არასოდეს ყოფილა, ამიტომაც არის ასეთი შეგრძნებები…“, – განუცხადა ქალბატონმა კომლევამ დამსწრე საზოგადოებას.

სომხეთთან თანამშრომლობის თემას რომ დაუბრუნდა, თანამოსაუბრემ რამდენიმე გეგმა გაამხილა: მისი თქმით, მომავალში, 2023 წელს, რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად სამი რუსული ცენტრის გახსნა იგეგმება.  თუმცა დეტალებზე საუბრისგან ქალბატონმა ვალენტინამ თავი შეიკავა, რადგან ამ მიმართულებით სომხეთში კოლეგები ჯერ კიდევ მუშაობენ.

თუმცა კონცეფციაზე მაინც ისაუბრა: «საქმე ეხება რუსული ცენტრების გახსნას, სადაც რუსული ენის უახლესი მეთოდით შესწავლასთან ერთად იქნება კულტურული ცენტრიც.  გუშინ შევხვდი კოლეგებს და სწავლების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევას შევეცადეთ.  ვისურვებდი იყოს საინტერესო, ინოვაციური, თანამედროვედ აღჭურვილი საკლასო ოთახები.  მაგალითად, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ შეიტყონ როგორ კეთდება, მაგალითად, რუსულენოვანი ტელეგრამ-არხები. ან მოვიდნენ წარმატებული სომხები, რომლებმაც ცხოვრებაში რაღაცას რუსული ენის ცოდნის წყალობით მიაღწიეს და მოყვნენ ამის შესაახებ.  აღინიშნოს რუსული დღესასწაულები, ბავშვებთან რუსული, ან სომხურ თამაშების დროს რუსულად ურთიერთობდნენ.  დიდაქტიკური თვალსაზრისით საკლასო ოთახები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ბავშვი ყველგან რუსული გარემოს, რუსული ანბანს, ასოებს და ა.შ.  ხედავდეს. აი, ასეთი ჩანაფიქრი გვაქვს, რომლის განხორციელებასაც სამ ინოვაციურ რუსულ ცენტრში ვაპირებთ.  ვიმედოვნებთ, ყველაფერს შევძლებთ”.

ერთი სიტყვით, კომუნიკაციების განვითარების ეროვნულ კვლევით ინსტიტუტს, რომელსაც ჩვენი თანამოსაუბრე წარმომადგენს, სომხურ-რუსულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა აქვს. საჭიროა მხოლოდ მათი განხორციელბა, რაც უდავოდ, ორი კულტურის, ორი მეგობარი ხალხის წარმომადგენლების საკეთილდღეოდ უნდა გაკეთდეს. გისურვებთ წარმატებებს და კავშირების გამყარებას ახალ 2023 წელს!

ირინა გრიგორიანი

dalma.news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here