Home სხვადასხვა დაიჯესტი “ევროკავშირის ერთადერთი წვლილი კორონავირუსთან ბრძოლაში ევროკომისიის ხელმძღვანელის დაბანილი ხელებია”

“ევროკავშირის ერთადერთი წვლილი კორონავირუსთან ბრძოლაში ევროკომისიის ხელმძღვანელის დაბანილი ხელებია”

888
“ევროკავშირის ერთადერთი წვლილი კორონავირუსთან ბრძოლაში ევროკომისიის ხელმძღვანელის დაბანილი ხელებია”

ევროკავშირმა გამოამჟღავნა სრული უუნარობა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, ამიტომ გერმანიისთვის დადგა დრო, იფიქროს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ”, _ განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა, პარტიაალტერნატივა გერმანიისთვისწევრმა იოჰანეს ჰუბერმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კოლეგებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ რეფერენდუმის ჩატარებას ევროკავშირიდან გფრ-ის გასვლის შესახებ დიდი ბრიტანეთის მსგავსად. ჰუბერი ვარაუდობს, რომ გერმანიის, ისევე როგორც სხვა ევროპული ქვეყნების, ეკონომიკას უპრეცედენტო კრიზისი ელოდება, ისეთი, როგორიც არ ყოფილა ბოლო 90 წლის განმავლობაში. და, თუკი ევროკავშირი განაგრძობს არსებობას, მაშინ გერმანიას დააწვება ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნების გადარჩენის მძიმე ტვირთი. “ამიტომ, _ ვარაუდობს ჰუბერი, _ სასიცოცხლოდ აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება ევროკავშირიდან გფრ-ის გამოსვლის შესახებ, რათა გადარჩეს ქვეყანა”.

“ევროკავშირის მხრიდან ერთადერთი შესამჩნევი წვლილი იყო ვიდეო, რომელზეც ფრაუ ფონ დერ ლაიენი იბანდა ხელებს და ღიღინებდა მელოდიას ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიიდან. ჩვენ არ გვჭირდება მილიარდების ხარჯვა ასეთ კომედიებზე. ევროკავშირმა მარცხი განიცადა ამჟამინდელ კრიზისში და ყველას დაგვანახვა, რომ ზედმეტია”, _ განაცხადა დეპუტატმა. მისი აზრით, ბუნდესტაგში წარმოდგენილ დანარჩენ პარტიებს ამჟამინდელ ვითარებაში მორალური უფლება არ აქვთ, დაბლოკონ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა ევროკავშირში გერმანიის წევრობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი, სანამ ევროკომისიას ჩაუდგებოდა სათავეში, მაღალ თანამდებობებს იკავებდა გერმანიაში: იყო ოჯახის საკითხების მინისტრი (2005-2009), შრომის მინისტრი (2009-2013) და თავდაცვის მინისტრი (2013-2019).

eadayli.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here