Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე განძეული, რომლებმაც მპოვნელები მილიონერებად აქცია

განძეული, რომლებმაც მპოვნელები მილიონერებად აქცია

7026
ჰარტფორდშირის განძი

ზოგჯერ ბაზრობაზე მოქალაქეების მიერ გასაყიდად გამოტანილ ძველმანებში შეიძლება წააწყდეთ განსაცვიფრებელ საგანს, რომელიც მდიდარ ადამიანად გაქცევთ და, სანამ მავანი რარიტეტებს ეძებს, ზოგიერთ იღბლიანს ის, ასე ვთქვათ, თავზე ეცემა.

  1. ჰარტფორდშირის განძი

ინგლისელმა უესლი კარინგტონმა ლითონის საძებნი უბრალო მოწყობილობა შეიძინა და პირველივე დღეს სენტ-ოლბანსის (ჰარტფორდშირი) ტყეში 55 რომაული ოქროს მონეტა იპოვა. მონეტების საერთო ღირებულებამ 260 ათასი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

  1. ნახატიმაგნოლიები ოქროსფერ ხავერდზე

ინდიანის შტატის (აშშ) მცხოვრებმა კედელზე ნახვრეტის დასაფარავად ნახატი შეიძინა. რამდენიმე წლის შემდეგ სამაგიდო აუქციონის თამაშისას ნახა, რომ სათამაშო ბარათზე ზუსტად ისეთი ნახატი იყო გამოსახული, როგორიც წლების წინ შეიძინა ნახვრეტის დასაფარავად. ექსპერტის მიწვევის შემდეგ ბედნიერმა შეიტყო, რომ მფლობელი იყო ამერიკელი მხატვრის _ მარტინ ჯონსონ ჰედის მანამდე უცნობი შედევრისა, რომელიც 1,2 მლნ დოლარად არის შეფასებული.

  1. ვან გოგისვაზა წითელი ყაყაჩოებით

წყვილმა ვისკონსინიდან (აშშ) შეიძინა ასლი ვან გოგის ნახატისა “ვაზა წითელი ყაყაჩოებით”. რეპროდუქცია ისეთი კარგი იყო, რომ მეუღლეებს ეჭვი შეეპარათ, ხომ არ იყო ეს ორიგინალი. სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ეს იყო ვან გოგის მიერ 1886 წელს დახატული სურათი, რომელიც 1,4 მლნ დოლარად არის შეფასებული.

  1. 1974 წლის პენი

რობერტ ლოურენსს მამისგან მემკვიდრეობით ერგო სენდვიჩის კოლოფში ჩაყრილი მონეტების კოლექცია. სწორედ ამ კოლექციაში აღმოჩნდა პენი (ბრიტანული ხურდა ფული) 1974-D, რომელიც თავდაპირველად შეაფასეს 300 დოლარად, შემდეგ კი გაირკვა, რომ მონეტა ალუმინისგანაა დამზადებული. ასეთი მონეტა სულ 10 ცალი მოჭრეს და, მიიჩნევდნენ, რომ ყველა განადგურებული იყო. უნიკალური პენის ღირებულება 2 მლნ დოლარია.

  1. 1917 წლის ვისკი

ბრაიან ფიტმა თავისი სახლის სხვენზე იპოვა სამალავი, რომელშიც იყო 1917 წელს გამოშვებული 13 ბოთლი ვისკი. ექსპერტებმა განძი 2,6 მლნ დოლარად შეაფასეს. ბედნიერმა ფიტმა კი განაცხადა, რომ არ გაყიდის ამ ძვირფას ვისკის და მას მეგობრებთან ერთად დალევს.

  1. ნიკოლოზ II-ის მიერ შეკვეთილი ფიგურა

ჯორჯ და ბეტი დევისებმა, როცა ძველმანებისგან სხვენის გაწმენდას შეუდგნენ, იპოვეს ადამიანის ფიგურა, რომელიც მათ ფასეულად მოეჩვენათ, როგორც გაირკვა, ეს ფაბერჟეს მიერ ქვისგან შექმნილი იშვიათი ფიგურა იყო, რომელიც ოსტატმა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის შეკვეთით დაამზადა. ფიგურა აუქციონ Stair Galleries-ზე 5,2 მლნ დოლარად გაიყიდა.

  1. უცნაური მარგალიტი

ფილიპინელ მეთევზეს კუნძულ პალავანთან ახლოს რიფებში ნავი გაეჩხირა. ღუზის გათავისუფლებისას უზარმაზარი მოლუსკი იპოვა, რომლის შიგნითაც იყო 34 კგ წონის მარგალიტი. მეთევზე 10 წლის განმავლობაში საწოლის ქვეშ ინახავდა მარგალიტს, სანამ მის სახლს ცეცხლი არ წაეკიდა. ამჟამად მარგალიტი საიმედოდაა დაცული, მისი ფასი კი 35 მლნ დოლარია.

  1. კოკაკოლასაქციები

ტონი მერონმა ბაზრობაზე 5 დოლარად შეიძინა კოლოფი, რომელშიც დოკუმენტები იყო და ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი (ვექსილი) Palmer Union Oil-ის 1625 აქციის ფლობაზე. როგორც გაირკვა, კომპანიების მრავალი შერწყმა-შეერთების შედეგად ეს აქციები “კოკა-კოლას” 1,8 აქციის დასაკუთრების უფლებას იძლეოდა, რაც 130 მლნ დოლარად არის შეფასებული.

  1. უზარმაზარი ოპალი

მსოფლიოში ყველაზე დიდი ოპალი ახალგაზრდა მამაკაცმა იპოვა 2011 წელს ავსტრალიის უდაბნოში. ოპალის წონა 12 კგ-მდეა, ფასი _ 1 მლნ დოლარი.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here