Home ახალი ამბები განათლების მინისტრი: მშობელსა და სკოლას შორის მშობლის პასუხისმგებლობის კონტრაქტი დაიდება

განათლების მინისტრი: მშობელსა და სკოლას შორის მშობლის პასუხისმგებლობის კონტრაქტი დაიდება

853

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მშობელსა და სკოლას შორის მშობლის პასუხისმგებლობის კონტრაქტი დაიდება.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული მოდელი გულისხმობს მშობლის პასუხისმგებლობას, ჩართულობას, ურთიერთთანამშრომლობას და ორმხრივ ინფორმირებულობას.

“მშობლების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ვიხილავთ მოდელს, რომ მშობელსა და სკოლას შორის დაიდოს კონტრაქტი, რაც გულისხმობს მშობლის პასუხისმგებლობას, ჩართულობას, ურთიერთთანამშრომლობას, ორმხრივ ინფორმირებულობას. სკოლამ მშობლებს ინფორმაცია, თუ რამე პრობლემაა, სწრაფად უნდა მიაწოდოს და პირიქით – მშობელმა სკოლასთან აქტიურად იმუშაოს. სკოლის ხელმძღვანელობა, მასწავლებელი და მშობელი უნდა იყოს ერთი გუნდი. გვაქვს სხვა კამპანიაც, “მოუსმინე მოსწავლეებს”, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებთან შეხვედრებს. რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ. ვხვდებით მასწავლებლებს. ვგეგმავთ რეგიონებში ჩასვლას და დირექტორებთან შეხვედრებს, მათი აზრი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ”, – განაცხადა  ჩხენკელმა.

წყარო:  ipn

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here