Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკაში სახელმწიფო დამნაშავეს ათავისუფლებენ, პრეზიდენტს კი იმპიჩმენტით ემუქრებიან

ამერიკაში სახელმწიფო დამნაშავეს ათავისუფლებენ, პრეზიდენტს კი იმპიჩმენტით ემუქრებიან

932
ჩელსი ბრედლი

გაუგებარი კონტრასტების ორი კვირა იყო გასული 14 დღე, ალოგიკური. მაშინ, როცა აშშის არმიის ყოფილი მოსამსახურე ბრედლი მენინგი, რომელსაც სამხედრო ტრიბუნალის მიერ ათასობით საიდუმლო დოკუმენტისვიკილიქსისთვისგადაცემის გამო 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, დაპატიმრებიდან 7 წლის თავზე წლეულს, 17 მაისს გაათავისუფლეს, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ააგორესსკანდალურსენსაციურიკამპანიარუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის სრულიად საიდუმლო სახელმწიფო გადაწყვეტილებების განდობის გამო. არ იკითხავთ, რა და როგორ მოხდა?

დიდი არაფერი: ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებელ პრევენციულ ღონისძიებებზე უსაუბრია პრეზიდენტს, კერძოდ, ნოუთბუქებისა და სხვა ამგვარი მობილური ტექნიკის თვითმფრინავებში შეტანის აკრძალვაზე იმ 7 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთათვისაც გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე იგი ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მარათონის დროს ლაპარაკი.

მენინგივიკილიქსისაქტიური ინფორმატორი იყო. 28 წლის პატიმრობა აპატიეს. შეიწყალეს ბრედლი, რომელიც ციხეში კაცისსტატუსითშევიდა, იქიდან გამოსული კი ტრანსგენდერად გამოეცხადა ამერიკელ საზოგადოებრიობას, განაზებულ არსებად, სახელად _ ჩელსი.

ნოუთბუქის მეშვეობით დეტონირებული ბომბი თვითმფრინავში ჯერჯერობით არ აფეთქებულა, უზნეობის ეს ბომბი კი ჩვენ თალწინ აფეთქდა-მეთქი, ვაპირებდი დაწერას, მაგრამ როგორც ძველი თბილისის მეიდანში იტყოდნენ, “საქმეში ხარ?!” ასეთი “წვრილმანებით” შტატებში ვერავის გააკვირვებ, რადგან პედერასტია იქ დაკანონებულია.

ისევე, როგორც ორმაგი სტანდარტები: სახელმწიფო დამნაშავეს პატიმრობიდან ათავისუფლებენ, ხოლო პრეზიდენტს, რომელიც მათი არჩეულია, სახელმწიფო დამნაშავის იარლიყს აკრავენ. მოგონილ ბრალდებას თანდათან გაბერავენ, გაბუქავენ და აშშის კონგრესის მსჯელობის საგნად აქცევენ. გამოვა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი დემოკრატიული პარტიიდან, ვინმე ელ გრინი და კოლეგებს მოუწოდებს, დაიწყონ პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტი, თანაც თავის ამ უსაფუძვლო მოთხოვნას მართლმსაჯულების უმაღლესი პრიორიტეტულობით ახსნის; იტყვის, რომ ეს საკითხი წამოსწია არა თავისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომაშშში არავის, პრეზიდენტის ჩათვლით, არ აქვს უფლება, კანონზე მაღლა დადგეს”.

მაგრამ მანაც იცის და ანალიტიკოსებმა _ მასზე უკეთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ აგორებული ეს და მანამდე ბევრი სხვა კამპანია, სხვა არაფერია, თუ არა ჰილარი კლინტონის ლობისტების შურისძიება გაცრუებული იმედებისა და პრეზიდენტის არჩევნებში ამ ქალზე ამაოდ დადებული მილიონობით ფსონის გამო.

ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევასავითაა.

თუმცა “პოლიტიკური შიზოფრენიისას”, რომელმაც ამერიკაში ამჟამად განსაკუთრებით იჩინა თავი, გამორიცხული არაფერია. ისევე, როგორც, მაგალითად, კოლოსალური ზარალი, რომელიც ამ დღეებში აშშ-ისა და მსოფლიოს “მილიარდერების ელიტის” ურყევმა ციხესიმაგრემ განიცადა და რომლის მიზეზი, როგორც ამერიკული მედია ირწმუნება, ტრამპის მიერ სერგეი ლავროვისთვის “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული ზესაიდუმლო ინფორმაციის განდობა იყო (“ვაშინგტონ პოსტი”). ეს ერთი შემთხვევა და მეორე: რომ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ დირექტორს ჯეიმს კომის სთხოვა, შეეწყვიტა ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის _ მაიკლ ფლინის საქმის გამოძიება (“ნიუ იორკ თაიმსი”). ამ ორმა კერძო ფაქტმა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური გაურკვევლობის გამოვლენამ, გამოიწვია მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის “გაღატაკება” 35 მილიარდი დოლარით.

ამ ახალი ამბების ფონზე, ერთ დღეში, 17 მაისს, მსოფლიო კომპანიების “ქაღალდები” გაიაფდა.

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, “მაიკროსოფტის” კორპორაციის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა, რომლის ქონება 86 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, 1,01 მილიარდი დოლარი დაკარგა, რადგან “მაიკროსოფტის” აქციების ფასი 2,8 პროცენტით დაეცა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია, _ წერს “ბლუმბერგი”. ონლაინ მაღაზია Amazon.com-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი 1,71 მილიარდი დოლარით “გაღატაკდა”, რადგან მისი აქციები 2,2 პროცენტით გაიაფდა. ტანსაცმლის ესპანური ბრენდის _ “ზარას” პატრონმა ამანსიო ორტეგამ 355 მილიონი დოლარი დაკარგა. მისი ქონება 83,2 მილიარდი დოლარია.

“ფეისბუქის” დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა 2,3 მილიარდი დოლარი იზარალა, კომპანია Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა _ 852 მილიონი დოლარი.

მილიარდერების ქონება 7,7 ტრილიონ დოლარს აღემატება.

ვერ მოგვარდა ამერიკის ურთიერთობა გერმანიასთან, რამაც კიდევ ერთხელ იჩინა თავი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრისას. ფრაუ მერკელმა “უაღრესად მიზერული სურვილი გამოხატა” ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისადმი, რომელიც ტრამპის მიერ იყო განცხადებული; კატეგორიული უარი თქვა ავღანეთში ჯარების უფრო მეტი ოდენობით შეყვანაზე.

სამაგიეროდ, საქართველოა მზად, გაზარდოს ჩვენი ჯარისკაცების რაოდენობა ისეთცხელ წერტილში”, როგორიც ავღანეთია, მიუხედავად იმისა, რომ ნატოში ჩვენს მიღებას არავინ აპირებს.

სტოლტენბერგმა, ისევე, როგორც მერკელმა, განაცხადა, რომ ნატო არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს მონაწილეობას “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საომარ მოქმედებაში. მისი თქმით, ნატომ ისედაც დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ.

ინგლისურენოვანი წყაროების ცნობით, ნატომ დიდ ბრიტანეთს მიმართა თხოვნით, განიხილოს ავღანეთში ჯარების დაჯგუფების გაზრდის საკითხი. ამას იუწყება ტელეარხიბიბისი”. დიდი ბრიტანეთის კონტინგენტი, რომელიც ქაბულის გარშემოა კონცენტრირებული, ამჟამად 500 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. საქართველოს სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა კი ჯერ კიდევ 2013 წლის 1 აგვისტოსთვის 1561- აღწევდა.

ლოგიკურია?!

რატომ წამოიჭრა ავღანეთის საკითხი, რომელიც აქამდე მეორე პლანზე იყო გადაწეული?

მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ სირიის შემდეგ რუსეთი და აშშ კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ამჯერად ბრძოლის ველი ავღანეთი იქნება. თეთრი სახლის მრჩეველებმა მოამზადეს წინადადებები ამ ქვეყანაში ამერიკული დაჯგუფების 3 ათასი სამხედრო მოსამსახურით გაზრდის შესახებ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ ამერიკა შეშფოთებულია “რუსეთის ბოლო ნაბიჯებით”, კერძოდ, მისი კონტაქტით “თალიბანის” მოძრაობასთან, და რომ რუსეთის მიერ “თალიბანის” მხარდაჭერა უეჭველი ფაქტია. გეგმით, რომელიც ტრამპს მაგიდაზე დაუდეს, და რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ყველა როდი ეთანხმება, გათვალისწინებულია ავღანეთის დაჯგუფების ორჯერ გაზრდა. ეს გააძლიერებს ამერიკელების გავლენას თალიბებზე და აიძულებს მათ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების პროცესს.

ცნობილია, რომ ტრამპი აღფრთოვანებული არ იყო იმ ომებით, რომლებსაც აშშ თავისი საზღვრების მიღმა აწარმოებდა, რადგან ისინიქვეყანას ჭაობში ითრევდა”. ამჟამად აშშ ავღანეთში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას აპირებს. წინასაარჩევნო დაპირებები ამერიკაში ქვიშაზე აგებული ისეთივე იმედებია, როგორც საქართველოში.

აღნიშნული გეგმის მოწინააღმდეგენი, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის მოხელენი, არ მალავენ, რომ ეს გეგმა ობამას სტრატეგიას იმეორებს და გამიზნულიადროებითი მოხმარებისთვის”.

ჩანაფიქრის მიხედვით, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 8400-მდე უნდა გაიზარდოს. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ამერიკას ეს ძალა სჭირდება არა თალიბების წინააღმდეგ საომრად, არამედ ავღანეთში რუსეთთან დაპირისპირებაში უპირატესობის მოსაპოვებლად.

ამ საკითხებზე მოლაპარაკება გაიმართა ნატოს სამიტზე, რომელიც ბრიუსელში გასულ კვირაში შედგა და რომელშიც მონაწილეობა პრეზიდენტმა ტრამპმაც მიიღო.

მას არ დაუმალავს, რომ უკმაყოფილოა ევროპელების ხელმომჭირნეობით: ალიანსის წევრ 28 ქვეყნიდან 13-ს ნატოს დიდი ვალი დაუგროვდა. თავისი მოხსენების ძირითად ნაწილში ახსენა “რუსეთისგან მომდინარე საშიშროება”, მაგრამ ეს თემა არ განუვრცია. სამაგიეროდ პარტნიორებს გულახდილად უთხრა, რომ დროა, შეკვეცონ მიგრაციის ნაკადები. ტრამპმა აქცენტი ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერებაზე გააკეთა.

* * *

დასასრულ, ერთი ინფორმაცია, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან საერთო არაფერი აქვს.

იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მარკონი “39 წლის ჭაბუკია, რომელსაც მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს და ჰყავს მომხიბვლელი დედა, რომელსაც ხელჩაკიდებული დაჰყავდა, როცა პატარა ბიჭი იყო”.

ცოლზე გადაუკრა.

ბერლუსკონი ხუმარა კაცია. ერთხელ მან იხუმრა, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა შესთავაზა და მინისტრის თანამდებობას დაჰპირდა.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here