Home რუბრიკები პოლიტიკა ალექსანდრე ჭაჭია: საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ არ გადასცემს სააკაშვილს უკრაინას, მაგრამ, ჩემი...

ალექსანდრე ჭაჭია: საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ არ გადასცემს სააკაშვილს უკრაინას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს საკითხი არ შედის საქართველოს ხელისუფლების კომპეტენციაში

833

მუნიციპალური ორგანოების 2 ოქტომბრის არჩევნების წინა დღეს ყოფილი პრეზიდენტის, ქართული მართლმსაჯულების მიერ გასამართლებელი და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული, უკრაინაში გაქცეული მიხეილ სააკაშვილის საქართველოში მალულად ტრაილერით უკანონოდ შემოსვლამ და ქართველი სამართალდამცველების მიერ თბილისში მისმა უხმაუროდ დაკავებამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში გამოიწვია აჟიოტაჟი.

რატომ, ვისი იმედითა და დახმარებით გარისკა მან საქართველოში ჩამოსვლა, როცა იცოდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები? რა მიზანს ისახავდა ის საქართველოში ჩასვლით, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის რისთვის დასჭირდა სააკაშვილის გამოსარჩლება და კრიმინალი ყოფილი პრეზიდენტის უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნა?

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ჭაჭიამ ამ კითხვებს ტელეარხტევეცე”- საინფორმაციოანალიტიკური გადაცემაპოსტკრიპტუმისეთერში ალექსეი პუშკოვთან საუბრისას უპასუხა.

_ იმის გათვალისწინებით, რა ემუქრება მიხეილ სააკაშვილს საქართველოში, რისთვის დაბრუნდა ქვეყანაში?

_ მიხეილ სააკაშვილისთვის ეს ბოლო შანსია, როგორმე დარჩეს ქართულ პოლიტიკაში, შეიყვანოს და დატოვოს თავისი ხალხი ქართულ პოლიტიკაში. ამისთვის კი აუცილებელი იყო რაღაც არაორდინარული გადაწყვეტილების მიღება, ვითარების ამღვრევა, რათა ადამიანები რაღაცით გაეოგნებინა. სწორედ ასეთ აქტად იქცა სააკაშვილის დაბრუნება. მისი პარტია უკვე კარგავდა პოპულარობას, ნელ-ნელა წამოიზარდნენ ახალი პარტიები, საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე. თვითონ სააკაშვილი და მისი კურატორები ხვდებოდნენ, რომ, თუ დააყოვნებდნენ და სწრაფად არ იმოქმედებდნენ, “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეებად განსხვავებული ორიენტაციის პარტიები იქცეოდნენ და ამ პარტიებს წარმატების იმედი ექნებოდათ. ამიტომ რაღაც ისეთი უნდა გაკეთებულიყო, რაც პოლიტიკურ ველზე დატოვებდა ორ პოლიტიკურ ძალას _ ივანიშვილისქართულ ოცნებასადა სააკაშვილისნაციონალურ მოძრაობას”. ეს იყო გამართლებული, სტრატეგიულად და ტაქტიკურად კარგად გათვლილი ნაბიჯი

_ ამბობთ, რომ ეს იყო სტრატეგიულად გათვლილი და გამართლებული ნაბიჯი, ამასთანავე, ვიცით, რომ სააკაშვილი მიდრეკილია ავანტიურებისკენ _ გვახსოვს უკრაინის საზღვრის შტურმი და .. გინდათ თქვათ, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილს ეს ყველაფერი მხოლოდ თვითონ არ გაუკეთებია, ანუ ეს, ავანტიურისტის სასოწარკვეთილი ჟესტი კი არა, კარგად მოფიქრებული აქტი იყო და მას ვიღაც დაეხმარა? ვინ?

_ დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს დაეხმარნენ. ძალიან მცირეა ალბათობა იმისა, რომ მან ეს ყველაფერი თვითონ გააკეთა, გაბედა ამ ნაბიჯის გადადგმა თავის მუდმივ კურატორებთან კონსულტაციების გარეშე.

_ ამერიკელები გყავთ მხედველობაში?

_ დიახ, ამერიკელები, რომლებიც, უკვე მრავალი წელიწადია, სააკაშვილს მართავენ და, ბუნებრივია, უყურადღებოდ არ ტოვებდნენ მის შემოქმედებას. ამერიკელები სააკაშვილს არც უკრაინაში ტოვებდნენ უყურადღებოდ, როცა იქ იყო, და არც საქართველოში. ისინი იმ გარემოებასაც ითვალისწინებენ, რომ უკრაინაში სააკაშვილის კარიერა დასასრულს უახლოვდება, იმიტომ, რომ ყველგან, სადაც იმუშავა, ჩაფლავდა, ვერაფერი ვერ გააკეთა, თუმცა, არც არავინ ელოდა, რომ რამეს გააკეთებდა ამ თანამდებობებზე. ახლა ამ რეფორმებმაც კრახი განიცადა, სამომავლოდ კიდევ რა უნდა გააკეთოს უკრაინაში? სადღაც ხომ უნდა გამოიყენონ მისი პოტენციალი, და სად უნდა გამოიყენონ?..

_ ვარაუდობთ, რომ ამერიკის სპეცსამსახურები დაეხმარნენ მას საზღვრის გადაკვეთაში?

_ მიხეილ სააკაშვილს დაეხმარნენ საზღვრის გადაკვეთაში. ნუთუ ვერც საბაჟოს თანამშრომლებმა, ვერც მესაზღვრეებმა _ ვერავინ ვერ შეამჩნია მიხეილ სააკაშვილი? მას ხომ იქ ძაღლიც კი ცნობს. მეორე _ არც ერთ ადამიანს არსად არ განუცხადებია, რომ სააკაშვილი ნახა. ამას გარდა, ის 3 დღის განმავლობაში დახეტიალობდა თუ ბათუმში, თუ ქუთაისში, თუ თბილისში, დადიოდა ქუჩებში ღამით. მაგრამ ქუჩაში ღამითაც ხომ არიან ადამიანები, პატრული და ვიღაც აუცილებლად დაინახავდა. შეუძლებელია, ვერავის ვერ ეცნო, მაგრამ სამართალდამცველებისთვის არავის უცნობებია. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი გაკეთდა ისე, რომ სააკაშვილი ვერავის ვერ ეცნო, ეს გაკეთდა ფილიგრანული სიზუსტით, სუფთად _ საზღვარზე გადაიყვანეს ისე, რომ არავინ არაფერი იცის, გაატარეს სხვადასხვა ქალაქში, ჩაიყვანეს თბილისში. ვინ გააკეთებდა ამას სპეცსამსახურების გარდა?! _ არავინ. საქართველოს სპეცსამსახურები კი შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან ამერიკელთა მჭიდრო კურატორობით მუშაობენ. იქ ბუზიც ვერ შეფრინდება ამერიკელების გარეშე.

_ სარწმუნო ვერსიაა. სააკაშვილსა და მის კურატორებს მართლა ჰქონდათ იმედი, რომ ყოფილ პრეზიდენტს ხალხი გაათავისუფლებდა ციხიდან და აღტაცებული შეძახილებით დასვამდა საქართველოს ახალ მმართველად თუ ეს ყველაფერი ამაზე არ იყო გათვლილი?

_ ის არც მალავს, რომ გათვლა ასეთი ჰქონდა და კვლავაც აქვს. მან ადამიანებს მოუწოდა, არ დაეთანხმონ არჩევნების შედეგებს, თუ “ნაციონალური მოძრაობა” გრანდიოზულ გამარჯვებას ვერ მიაღწევს, და გამოვიდნენ ქალაქის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე, ჩამოვიდნენ რეგიონებიდან, როგორც ეს იყო 2003 წელს, ე.წ. ვარდების რევოლუციისას. ეს ანალოგიური სცენარია იმისთვის, რომ დაამხონ მოქმედი ხელისუფლება, რათა შემდეგ გამოაცხადონ რიგგარეშე არჩევნები და მოიპოვონ დამაჯერებელი გამარჯვება. სააკაშვილი არც მალავს, რომ ამისთვის ჩამოვიდა.

_ ეს არის გათვლა, მაგრამ სწორი გათვლაა?

_ არასწორი გათვლაა. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში სააკაშვილს არ ჰყავს ასიათასობით მხარდამჭერი, რომლებიც ქუჩაში გამოვლენ. იმდენი ხალხი არ გამოვა, რამდენიც გამოვიდა 2003 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ყველას ყელში ამოუვიდა, ისინი უუნარო და არაკომპეტენტურები არიან _ ეს აშკარაა. უარესდება ადამიანების ცხოვრების პირობები, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმისადმი სიძულვილი ჯერ კიდევ ძალიან დიდია. ის ფიქრობს, რომ ხალხი ისე მოიქცევა, როგორც მოიქცა 2003-ში, როდესაც შევარდნაძის რეჟიმისადმი სიძულვილმა პიკს მიაღწია. დიახ, ხელისუფლებისადმი უარყოფითი განწყობა დიდია, მაგრამ ხალხს ახსოვს სააკაშვილის რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ 9 წელი გავიდა.

_ გასაგებია. სახელმწიფო გადატრიალება არ იქნება, მაგრამ რა შედეგებს გამოიღებს მისი დაბრუნება?

_ ვფიქრობ, ახლა ისინი ხმების მნიშვნელოვან რაოდენობას მოიპოვებენ, იმიტომ, რომ სააკაშვილმა, ასე ვთქვათ, გააცოცხლა პეიზაჟი _ თავისი მომხრეების კონსოლიდაციას შეუწყო ხელი, მოტივაცია მისცა. ისინი უფრო შეუპოვარნი იქნებიან საარჩევნო უბნებზე.

P.S. “როსია 24”-ის ეთერში გადაცემამე-5 სტუდიისწამყვანის, ჟურნალისტ დიმიტრი შუგორევის კითხვაზე, თუ რისთვის დასჭირდა უკრაინულ მხარეს, უკრაინის პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა, იმიტომ ხომ არა, რომ ეს რაღაც დიპლომატიური ეტიკეტია, ალექსანდრე ჭაჭიამ უპასუხა:

_ ვფიქრობ საქმე არა მხოლოდ ეტიკეტშია. საქართველოსა და უკრაინას საერთო კურატორი ჰყავს და ამ კურატორმა როგორმე უნდა მოაგვაროს სააკაშვილის საკითხი, იმიტომ, რომ მისი ყოფნა საქართველოს ციხეში, პირველ რიგში, ძირს უთხრის ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯს; იმიტომ, რომ ამერიკის მეგობრები, აგენტები, მსოფლიოში მიმოფანტული თანამგრძნობები შეიძლება დაეჭვდნენ _ ძლიერია კი აშშ, როცა ასეთი ერთგული ამხანაგი მიატოვა და ვერ შეძლო მისი დახსნა?! ციხიდან სააკაშვილის გამოხსნა, უკრაინისა და საქართველოსთვის კი არა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის მნიშვნელოვანი საკითხისააკაშვილი ცნობილი ფიგურაა, რომელსაც ამერიკელები მხარს უჭერდნენ მრავალი წლის განმავლობაში, მის მიერ მართულ საქართველოს აცხადებდნენ დემოკრატიის შუქურად, თვითონ მას _ დემოკრატიის ჩირაღდნად, ყველანაირად მხარს უჭერდნენ და ამიტომ ახლა, უბრალოდ, ხელები დაიბანონ და განაცხადონ, ეს ჩვენი საქმე არ არისო, შეუძლებელია. რაც შეეხება უკრაინას, მინდა, უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის ხელმძღვანელობას ვკითხო: როგორ გავიგოთ ის, რომ მათი მაღალჩინოსანი, უკრაინის მოქალაქე არალეგალურად იპარება სხვა ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არ არის, იქ ეწევა პოლიტიკურ აგიტაციას, რომ ხალხმა მხარი დაუჭიროს გარკვეულ პოლიტიკურ ძალას და, თუ არჩევნების შედეგები მისთვის მისაღები არ იქნება, აქუჩაში გამოვიდეს და დაამხოს მოქმედი ხელისუფლება? ამ ყველაფერს როგორ უყურებს პრეზიდენტი ზელენსკი? ხომ არ ფიქრობს, რომ ეს უხერხული ვითარებაა უკრაინის ხელისუფლებისთვის? ჩემი ვარაუდით, მიიღებენ გადაწყვეტილებას, სააკაშვილი როგორმე დაიხსნან, მაგრამ ამას რა სამართლებრივ საფუძვლებს მიუსადაგებენ, რთული სათქმელია. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადასცემს სააკაშვილს უკრაინას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს, უბრალოდ, ლაყბობად დარჩება, თუზედა ინსტანციებიმიიღებენ გადაწყვეტილებას. იმიტომ, რომ ეს საკითხი არ შედის საქართველოს ხელმძღვანელობის კომპეტენციაში. უკრაინაში თავის დროზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმეები სააკაშვილის მიმართ (ვრცელდებოდა ასეთი ხმები) და შესაძლოა, ისინი თაროდან ჩამოიღონ, განაახლონ და მოითხოვონ მისი ექსტრადიცია იმის გამო, რომ უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. ისე გააკეთებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აიძულებენ, სააკაშვილი მათ გადასცეს. საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილი არ სჭირდება ქართულ ციხეში, რადგან ეს გამოიწვევს გამუდმებულ ხმაურს, მიტინგებს, მისი მომხრეების მობილიზაციას, რომლებიც იყვირებენ, იღრიალებენ და ..

youtube.comზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here