Home ახალი ამბები მსოფლიო აზერბაიჯანმა უარი თქვა ევროსაბჭოს მოთხოვნის შესრულებაზე

აზერბაიჯანმა უარი თქვა ევროსაბჭოს მოთხოვნის შესრულებაზე

5880
აზერბაიჯანმა უარი თქვა ევროსაბჭოს მოთხოვნის შესრულებაზე

მასმედია იუწყება, რომ, როგორც ქვეყნის  პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანი უარს ამბობს ევროსაბჭოს მოთხოვნის შესრულებაზეო.

“ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მიკერძოებით აფასებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს აზერბაიჯანში. ზოგიერთი ნეგატიური დასკვნა მზადდება არჩევნების ჩატარებამდე”, _ განაცხადა ალიევმა.

“ევროსაბჭოს ამგვარი დამოკიდებულების ბოლო გამოვლინება გამჟღავნდა რეზოლუციაში “აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების საქმის შესახებ”, რომელიც იყო შეთითხნილი და სიცრუეზე აგებული”, _ ირწმუნება პოლიტიკოსი.

ასეთი დოკუმენტის მიღება ალიევმა არჩევნებში უხეშ ჩარევად მიიჩნია. “ჩვენ უარვყოფთ ყველა ბრალდებას, რომლებიც ჩვენ მიმართ არის წამოყენებული და არ შევასრულებთ ეგრეთ წოდებულ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც მოგვთხოვეს”, _ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იანვრის რეზოლუციამ ბაქოს მოუწოდა, “საიმედოდ და სრულად” გადაწყვიტოს პოლიტპატიმართა პრობლემები. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის ეს დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here