Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: დღეს საქართველოს სათავეში ფულით ნაყიდი ადამიანები არიან, რომლებსაც გარკვეულმა გარე...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: დღეს საქართველოს სათავეში ფულით ნაყიდი ადამიანები არიან, რომლებსაც გარკვეულმა გარე ძალამ მართვის სადავეები მისცა

899
ჰამლეტ ჭიპაშვილი

ბოლო პერიოდში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი.

_ ბატონო ჰამლეტ, ამას წინათ საქართველოში მოქმედმა 23-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ აშშ ვიცეპრეზიდენტ მაიკლ პენსს ვრცელი წერილით მიმართა. წერილში გამოყოფილია ისპრობლემურისაკითხები, რომელთა მოსაგვარებლად, მათი აზრით, ვაშინგტონმა საქართველოს დახმარება უნდა განაგრძოს. კერძოდ, საუბარია ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სხვა მიმართულებებით მხარდაჭერის გაგრძელებაზერა მიზანს ემსახურება რეალურად ეს მიმართვა და რა ქვეტექსტებია მასში ჩადებული?

_ ეს არის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება იმისა, რომ საქართველოში მოქმედი უკლებლივ ყველა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერაა დაქირავებული და მათი ყველა ქმედება, ყველა ნაბიჯი შეთანხმებულია გარე ძალებთან, რომელთა მიზნებიც ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არც ისე მეგობრული და პარტნიორულია. ნაწილი ამ ორგანიზაციებისა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ფინანსდება, ნაწილი _ სახელმწიფო დეპარტამენტს დაქვემდებარებული უწყებებიდან. აქედან გამომდინარე, ისინი თავს ვალდებულად თვლიან, მსგავსი სახის “პატაკებით” თავიანთ მამა-მარჩენალს შეატყობინონ აქ არსებულ ვითარებაზე. ამაში გასაკვირი არაფერია, პირიქით _ გასაკვირი ის იქნებოდა, რომ არაფერი გაეკეთებინათ. ისინი ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ამერიკელი მაღალჩინოსნების დასახვედრად და ეს დახვედრა ყოველთვის მოგვაგონებს ხოლმე ბატონისა და ყმის, მბრძანებლისა და ლაქიის ურთიერთობას… სხვათა შორის, ეს ორგანიზაციები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს უკრაინაში მოქმედ არასამთავრობოებს. მათი საქმიანობა იქაც ანალოგიურია _ ხელისუფლების მუდმივი კრიტიკა, დითირამბები _ “დემოკრატიულ დასავლეთს” და, რაც მთავარია, რუსეთი გამოცხადებულია მონსტრად, რომელიც თურმე საფრთხეს უქმნის “თავისუფალ”, “ცივილიზებულ” მსოფლიოს.

_ ქართული და უკრაინული არასამთავრობოები უბრალოდ ჰგვანან ერთმანეთს?

_ ცხადია, ეს შემთხვევითი მსგავსება არ არის. უკრაინაშიც, ისევე, როგორც საქართველოში, არასამთავრობოების მეხუთე კოლონას ერთი ძალა ხელმძღვანელობს _ ამერიკის შეერთებული შტატები. სწორედ ვაშინგტონი დგას დღეს რეალურად იმ პროპაგანდის უკან, რომ თურმე “ცივილიზებული მსოფლიო” რუსეთისგან მუდმივად დარტყმის საფრთხის ქვეშ იმყოფება, თურმე საქართველო ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა დღევანდელ მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე და ისე აღიზიანებს მოსკოვს ჩვენი ნატოში შესვლის პერსპექტივა, რომ პუტინს ერთი სული აქვს, მიწასთან გაგვასწოროს. ეს რომ აბსურდია, დიდი მიხვედრა არ სჭირდება. ჯერ ერთი, ვინ გიღებს ნატოში ან ევროკავშირში და მეორე _ რა უშლის ხელს რუსეთს, თუ საქართველოს დაპყრობა სურს? _ ამერიკა? მერწმუნეთ, პუტინს წყლითა და პამპერსებით დატვირთული ხომალდების არ ეშინია. ევროპა? ევროპას ჭერი ენგრევა თავზე, ანუ არც ერთს სცალია საქართველოსთვის და არც _ მეორეს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ რუსეთი დაინტერესებული არ არის საქართველოზე თავდასხმით. არაფერს ნიშნავს ის რაღაც სასაზღვრო ინციდენტები, რომლებიც პერიოდულად ხდება ხოლმე სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან; ასევე არაფერს ნიშნავს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომლებსაც რუსეთი რეგულარულად ატარებს ჩრდილოეთ კავკასიაში. კიდევ ვიმეორებ: საქართველოსპატრიოტებისმთელი ეს რიტორიკა, რომ რუსეთი გარდაუვალი საფრთხეა და თურმე პუტინს ბალისტიკური რაკეტები აქვს თბილისისკენ მოშვერილი, არის ამერიკის მონობა და გაგრძელება იმ მონური, მაამებლური პოლიტიკისა, რომელსაც საფუძველი ძალიან დიდი ხნის წინათ ჩაეყარა. ამ პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველო არც თავისუფალია და არც სუვერენული. ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა სწორედ იმ 23 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა ამერიკის ვიცეპრეზიდენტისადმი. აი ეს არის მთავარი პრობლემა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არსებობს რეალური სახელმწიფო პოლიტიკა, ისევე, როგორც არ არსებობენ პოლიტიკოსები. საქართველოს დღეს სათავეში ჰყავს უცხოელების მიერ ფულით ნაყიდი, დაქირავებული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც გარკვეულმა გარე ძალამ მისცა მართვის სადავეები. ეს ჯგუფი კი დღეს პატარა ბავშვივით მისჩერებია თავის პოლიტიკურ გარანტორს _ ამერიკის შეერთებულ შტატებს და თვალის დახამხამებასაც კი ვერ ბედავს მასთან შეუთანხმებლად. არადა, ამერიკას აქვს ძალიან სერიოზული საშინაო პრობლემები, რომელთა გამოც ის, პრაქტიკულად, ვერ იქნება ორიენტირებული ვერც ერთი სატელიტი თუ სრულფასოვანი მოკავშირე ქვეყნის დაცვასა და უსაფრთხოებაზე…

_ რას ფიქრობთ ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ დოკუმენტზე რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ? ის, ალბათ, კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას არა მხოლოდ რუსეთამერიკას შორის, არამედ საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზეც

_ სწორედ ამას ვგულისხმობდი საშინაო პრობლემებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს ძალიან არაჯანსაღი პოლიტიკური ატმოსფეროა, რომელიც გამოიხატება დაპირისპირებაში კონგრესსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. ეს დაპირისპირება, ცხადია, კარგად არ დასრულდება და, თუ გაჭიანურდა, გაჭიანურდება, სულ ცოტა, მომდევნო ოთხ წელიწადს. ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას პრეზიდენტის და თუნდაც ვიცეპრეზიდენტის სახით, შანსი არ ექნება, სერიოზული ყურადღება დაუთმოს საქართველოს საკითხებს.

რაც შეეხება კონკრეტულ დოკუმენტს, რომელიც სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, ძალიან მალე მას წარუდგენენ ტრამპს და ისიც იძულებული იქნება, ხელი მოაწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონგრესი დაძლევს ვეტოს. ეს იქნება მისი, როგორც პირველი პირის, სრული “გაფარჩაკება”. სხვათა შორის, ეს დოკუმენტი ყველაზე ნათლად წარმოაჩენს ამერიკის შეერთებული შტატების რეალურ სახეს. ეს არის მტაცებელი სახელმწიფო, რომელიც გაშმაგებით იბრძვის იმისთვის, რომ რუსეთის ენერგომატარებლები არ იყოს ევროპაში. კიდევ ვიმეორებ: ეს არის დიდი ეკონომიკური ომის დასაწყისი, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთისგან არ დარჩება უპასუხოდ და მას, ბუნებრივია, მსოფლიოში სერიოზული რყევები მოჰყვება.

_ ეს დაძაბულობა როგორ აისახება საქართველოზე? ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ, 2008 წლის მსგავსად, ისევ შექმნან აქ კონფლიქტის ახალი კერა?

_ ამას ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ: საქართველო არ უნდა იქცეს რომელიმე მხარის ბრმა იარაღად, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ხელში, როგორც 2008 წელს იყო. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენებენ ჩვენს ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ და ეს შეიძლება იმაზე გაცილებით ცუდი ფორმით მოხდეს, ვიდრე 2008 წლის აგვისტოში ვნახეთ. მერე გინდ ვიცეპრეზიდენტი პენსი ჩამოვიდეს ვიზიტით და გინდ თვითონ ტრამპი, არაფერი შეიცვლება. მით უფრო, რომ ტრამპი დღითიდღე სულ უფრო ხელ-ფეხ შეკრული ხდება _ პრეზიდენტი, რომელსაც რეალურად ბევრი არაფერი შეუძლია. მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა და უბედურება არის ის, რომ არ გვყავს ადეკვატური ხელისუფლება.

_ რაში გამოიხატება ეს არაადეკვატურობა?

_ ისინი აბსოლუტურად გაურკვევლები არიან საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაში, ფეხებზე ჰკიდიათ, რა ხდება რუსეთში, რა ძვრები, რა პროცესები მიმდინარეობს. უბრალოდ, მათთვის რუსეთი არის ცარიელი ადგილი და წარმოდგენაც არ აქვთ, რა პოლიტიკას აწარმოებს ეს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, მათ არ იციან რეაქცია, რომელიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და რატომღაც ჰგონიათ, რომ მსოფლიო ტრიალებს ამ ციდა სახელმწიფოს ირგვლივ, რომელსაც საქართველო ჰქვია. ცხადია, ეს აბსურდია, მაგრამ მაღალ თანამდებობებზე მოკალათებულ ცხელ თავებს აქვთ ამის ილუზია. სწორედ ეს ილუზიაა ჩვენი მთავარი საფრთხე დღეს და, ღმერთმა ნუ ქნას, თუ რამე ცუდი მოხდა, ვგულისხმობ დაძაბულობის ესკალაციას რუსეთთან, ისევ და ისევ ამ ილუზიით, ამ ცრუ პოლიტიკური წარმოდგენებით იქნება გამოწვეული. თუმცა ამერიკის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ასევე არიან ძალები, რომლებიც საღად უყურებენ მიმდინარე მოვლენებს და ხვდებიან, რომ ეს დაძაბულობა მათთვის შეიძლება ცუდად დამთავრდეს…

_ დავუბრუნდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. თავის დროზე, როცა ტრამპმა არჩევნები მოიგო, მისი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, გაჩნდა მოლოდინი, რომ ამ ორგანიზაციებს დაფინანსება შეუწყდებოდათ, რომ მათ აღარ ექნებოდათთეთრი სახლიდანადრინდელივით მძლავრი მხარდაჭერა და, შესაბამისად, დაკარგავდნენ გავლენას. ასრულებს კი დღეს ტრამპის ადმინისტრაცია ამ დაპირებას?

_ ტრამპი მსგავსი დაფინანსების წინააღმდეგია, რადგან მას, როგორც ბიზნესმენს, მიაჩნია, რომ ამერიკას არ სჭირდება ზედმეტი ხარჯები. ამასთანავე, ის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას ამბობდა, რომ ამერიკამ არავის არ უნდა მოახვიოს თავს საკუთარი პოლიტიკა, მაგრამ ერთია განცხადებები და მეორე _ მათი განხორციელება. რეალურად ტრამპს არ აქვს საშუალება, შეასრულოს თავისი დაპირებები და, თუ მაინცდამაინც შეეცდება ამის გაკეთებას, შეიძლება “თეთრი სახლის” გარეთაც აღმოჩნდეს. მოგეხსენებათ, ახლა იმპიჩმენტის საკითხიც დგას და კაცმა არ იცის, ეს რით დამთავრდება, ანუ ტრამპს წინ ელოდება რთული შიგა პოლიტიკური ბრძოლები, რომლებსაც ან გაუძლებს, ან ვერა.

რაც შეეხება არასამთავრობოების დაფინანსებას, ტრამპმა ბოლომდე პრინციპული პოზიცია რომც დაიკავოს, სულ რომ გადაუკეტოს მათ დაფინანსების ყველა წყარო, დარწმუნებული ვარ, კონგრესი კბილებით შეინარჩუნებს. ამ ორგანიზაციებს მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ორგანიზაციებია მთავარი პლაცდარმი ახალი რევოლუციებისთვის.

_ თუკი ეს ორგანიზაციები გარედან იმართება, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ფინანსდება და შესაბამის დავალებებს ასრულებს, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მათი საქმიანობა ძირფესვიანად შესასწავლი და, საერთოდ, შესაძლებელია დღეს რაიმე ფორმით მათ შეზღუდვაზე საუბარი?

_ სამწუხაროდ, დღეს საქართველოს არ აქვს შესაბამისი კანონმდებლობა ამ ორგანიზაციების საქმიანობა რამენაირად შეზღუდოს ან გააკონტროლოს. ეს ერთი. მეორე: მთელი პოლიტიკური სპექტრი, არა მხოლოდ ხელისუფლება, დაკომპლექტებულია იმ ადამიანებით, რომლებიც გუშინ არასამთავრობოებში “მოღვაწეობდნენ”, ვინ შეზღუდავს მათ? საკუთარ თავს შეიზღუდავენ?! ეს არ მოხდება, მით უმეტეს, ზედმეტია საუბარი აკრძალვაზე. დღეს მთელი საქართველო ამერიკასაა მიყიდული. არავინ არის განმკითხავი, სად რომელი ორგანიზაცია ვის მიერ ფინანსდება და რა მიზნით. ან ვინ გაბედავს იმის თქმას, რომ აიკრძალოს ეს ორგანიზაციები?..

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here