Home რუბრიკები საზოგადოება ხალხი რადიკალურ მოქმედებას ითხოვს…

ხალხი რადიკალურ მოქმედებას ითხოვს…

4040
აქცია

ამა წლის 14 ივლისს თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მსვლელობაქართული მარშიგაიმართა. აქციის მონაწილენი საიმიგრაციო კანონის გამკაცრების მოთხოვნით გამოვიდნენ. საღამოს რვის ნახევრიდან 24- სკოლასთან ხალხის ნაკადი არ წყებოდა.

დედაქალაქის სხვადასხვა უბნის მცხოვრებთ ახლომახლო რაიონებიდან ჩამოსულები უერთდებოდნენ და ყველა ერთმანეთს ახლობელივით ესალმებოდა. ნელნელა დაიკეტა გამზირზე მდებარე მაღაზიები, კაფებარები, იქ მომუშავე ქართველები აქციას სიხარულით შეუერთდნენ, ხოლო .. უცხოელმა ინვესტორებმა ტერიტორია უსიტყვოდ დატოვეს. აივნებზე გადმომდგარი აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებნიმარშისმონაწილეებს ქართული დროშებით ხელში ესალმებოდნენ და ყველა მათგანს ცრემლით სავსე ჰქონდა თვალებიმათი შემხედვარე, მიხვდებოდით, რომქართული მარშისჩატარება აუცილებელი იყო.

აქციის მონაწილენი სკანდირებდნენ: “საქართველო, საქართველო!”, “არც ერთი გოჯი მიწა არ დავუთმოთ უცხოელებს!”. “ქართული მარში” პატრიოტული სიმღერების ფონზე მიმდინარეობდა და ხალხიც ხმის ჩახლეჩვამდე მღეროდა “ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო”. აქციის მიმდინარეობისას მოქალაქეების აგრესიული ფრაზებიც ისმოდა: “აღარ არის იმის დრო, რომ ფოთოლი არ ჩამოვარდეს? მშვიდად ყოფნა არ შეიძლება!”, “მივანგრ-მოვანგრიოთ ყველაფერი!”… ცოტა ხანში დავით აღმაშენებლის გამზირი ხალხით ისე გაივსო, რომ გავლა შეუძლებელი შეიქნა.

მსვლელობა აღმაშენებლის მოედანზე შეწყდა, ორგანიზატორებმა ხალხს მიმართეს და პეტიცია, რომელიც შეიმუშავეს მთავრობასა და პარლამენტში წარსადგენად, ხალხს გააცნეს:

ჩვენ, 2017 წლის 14 ივლისს თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, გამართულიქართული მარშისმონაწილენი, ვაპროტესტებთ უცხოელი მოქალაქეებისგან ქართველ მოსახლეობაზე, მათ შორის, არასრულწლოვანებზე ძალადობისა და ქართული კულტურის ძეგლების შეურაცხყოფის მომრავლებულ ფაქტებს. ვაპროტესტებთ უცხო ეროვნების წარმომადგენლების მასობრივად და კომპაქტურად დაფუძნების ფაქტებს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, რასაც შეუძლია, რამდენიმე წელიწადში სრულიად შეცვალოს ეთნიკური სურათი და ქართველი საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდეს. მიგვაჩნია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და არალეგალების უკონტროლობაა.

მოვითხოვთ, ხელისუფლებისგან, მაქსიმალურად გამკაცრდეს უცხოელი მოქალაქის მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მიღების წესი, გამკაცრდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაციები და შესაბამის საკანონმდებლო მუშაობაში ჩაერთოს საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სპეციალისტების ჯგუფი. მოვითხოვთ, შს სამინისტრომ გაამკაცროს კონტროლი არალეგალებზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს უცხოელ მოქალაქეთა პერიოდული შემოწმება ქუჩებსა და იმ დაწესებულებებში, რომლებშიც კრიმინალური საქმიანობა ხორციელდება. ასევე, დაუყოვნებლივ დაიწყოსნაციონალური მოძრაობის”, მისი სატელიტებისა და უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ანტიეროვნული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვის სამართლებრივი პროცესი. მოვითხოვთ, ხელისუფლებამ პეტიციის ჩაბარების მომენტიდან ერთი კვირის განმავლობაში გააკეთოს განცხადება, რომ დაიწყებს მუშაობას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით და გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს მოთხოვნების პრაქტიკული განხორციელებისთვის ერთი თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, “ქართული მარშისმონაწილენი უფლებას ვიტოვებთ, გავიმეოროთქართველთა მარშიუფრო რადიკალური ფორმით”.

ქართველთა მარშისდასრულების შემდეგსაქართველო და მსოფლიოაქციის რამდენიმე მონაწილესა და ორგანიზატორს ესაუბრა.

ჭკუას ნურავინ დაგვარიგებს!”

ალეკო თეთრაშვილი, იუმორისტი:

_ ხალხი აპროტესტებს არსებულ სიბინძურესა და უკანონობას, რაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში ხდება მთავრობის უნიათობით. ხელისუფლების გაზულუქებულ წარმომადგენლებს დაავიწყდათ, რომ ხალხის მსახურნი არიან და პასუხს აგებენ ამ ქვეყნის მოქალაქეების წინაშე. არავის შეუძლია დაასახელოს თუნდაც ერთი რამ ქართველი ხალხის სასარგებლოდ გადაწყვეტილი.

ის, რასაც ჩვენ ახლა აქ ვაპროტესტებთ, სააკაშვილის დაწყებულია, იმედი გვქონდა, 2012 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვლებოდა. გვეგონა, კანონი იკანონებდა, სამართალი იზეიმებდა, დასასჯელი დაისჯებოდა, მაგრამ სულში ჩაგვაფურთხეს. დღეს უცხოტომელი საქართველოში მევახშეობს, ქართველს ქუჩაში უსახლკაროდ ტოვებს, გვიწამლავს ახალგაზრდებს, გვიბილწავს გოგონებს

მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები არ დაგვითმეს, ხალხი მაინც მოვიდა დღეს, ყველამ ერთმანეთს გადასცა, სად და როდის ვიკრიბებოდით… მარში შედგა, დღეს აქ ყველა ქართველმა საკუთარი აზრის გამოხატვა შეძლო, მთავრობამ ეს უნდა დაინახოს და რეალობას თვალი გაუსწოროს. ამ “მარშის” საპირწონედ სააკაშვილის “ნაფლეთებმა” მავთულხლართებთან ჩაატარეს აქცია; სულ რაღაც, 120 კაცი იყო, ალბათ, ფული გადაუხადეს… ამ აქციაზე კი ხალხი თავისი ინიციატივით მოვიდა, რადგან ადამიანები თვლიან, რომ დღისით, მზისით, უბრძოლველად, საქართველოს ისტორიული მტრები დედაქალაქის ოკუპაციას ცდილობენ…

ვხედავ, ხალხი რადიკალურ მოქმედებას ითხოვს, ძალიან გაღიზიანებულია, მაგრამ ეს არ შეიძლება. ქართველები კულტურული ერი რომ ვართ, არ უნდა დაგვავიწყდეს. 1990-იანი წლებიდან ვმართავთ აქციებს, სულ რაღაცას ვაპროტესტებთ, მაგრამ არასოდეს არაფერი გაგვიფუჭებია, არ დაგვილეწია, მაშინ, როდესაც მსგავსი მსვლელობებისას ევროპის ქუჩებში ინგრევა და ილეწება ყველაფერი. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავანახვეთ ყველას, როგორი ტოლერანტები ვართ ქართველები და ეს არავისგან სასწავლი არ გვაქვს. ჭკუას ნურავინ დაგვარიგებს!

ესმარშიხელისუფლების გამოსაფხიზლებლად გაიმართა

გიგა ამაშუკელი, აქციის მონაწილე:

_ დააქციეს ქვეყანა, ქართველი მევახშეები არ გვყოფნიდა, ახლა უცხოელები დაგვემატნენ და ისინი გვიღებენ ბოლოს. მთავრობის წევრები ქართველ ხალხს არ უსმენენ, მათ ყველაფერი იციან, მაგრამ დუმან, ეს “მარში” სწორედ ხელისუფლების გამოსაფხიზლებლად გაიმართა.

ქართველმა მუსლიმანურ ქვეყანაში მეჩეთს რომ მიაშარდოს, წარმოგიდგენიათ, რას უზამენ?

აღმაშენებელზე, ხმალი თუ არ გაქვს, არ უნდა გახვიდე. დროა, ამ საზიზღრობას ბოლო მოეღოს!”

ვანო აბრამიშვილი, არქიტექტორი, აქციის მონაწილე:

_ აქვე ვმუშაობ და, რა თქმა უნდა, გავაპროტესტებ იმ ყველაფერს, რასაც ყოველ საღამოს ვხედავ. 10 ადამიანიდან მხოლოდ სამი ქართველი შეიძლება ნახოთ ამ ტერიტორიაზე, რადგან გარეთ გამოსვლის ეშინიათ. თვალში საცემია გახრწნილება. მოკლედ, აღმაშენებელზე, ხმალი თუ არ გაქვს, არ უნდა გახვიდე. დროა, ამ საზიზღრობას ბოლო მოეღოს! მსურდა, უფრო მეტი ხალხი მოსულიყო, აქ მთელი საქართველო უნდა იდგეს. მინდოდა, დამენახა ტრანსპარანტები, რომლებზეც სხვადასხვა ქალაქის სახელი ეწერებოდა. ქართველთა ქუჩაში გამოსვლა შიშის ზარს უნდა სცემდეს მტერს! აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბათუმი საშინელ მდგომარეობაშია, იქ ხალხს შველა უნდა, მუსლიმანები ყოველგვარ ზღვარს გადადიან და ქართველებს საკუთარ სამშობლოში ავიწროვებენ. აჭარა მისახედია, ჩვენს ულამაზეს კუთხეს სრულიად საქართველომ უნდა უდარაჯოს. პრობლემა გვაქვს და ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ.

ქართველების პროტესტი არ უნდა დასრულდეს, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გაიწმინდება მტრად მოსული გადამთიელებისგან

ქეთევან ანდღულაძე, აქციის მონაწილე:

_ ვდგავარ აქციაზე და ცრემლს ვერ ვიკავებ, თურმე ცოცხლები ვყოფილვართ, თურმე ჯერ კიდევ შეგვრჩენია ღირსება. მიხარია, რომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ახალგაზრდაა. აქ ისეთ ადამიანებს ვხედავ, რომლებიც ქუჩაში ადვილად არ გამოდიან, ყველას დაძახილზე ქუჩაში არ დგანან, მაგრამ ჩათვალეს, რომ დღეს აღმაშენებელზე უნდა იყვნენ, რადგან დედაქალაქის ოკუპაცია ხდება, რადგან მომავალს გვიბილწავენ, ჩვენს პატარა გოგო-ბიჭებს ფულით აფუჭებენ. სხვა რა გითხრათ, დღევანდელი აქცია შედგა და მინდა, ქართველების პროტესტი არ დასრულდეს, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გაიწმინდება მტრად მოსული გადამთიელებისგან.

საქართველო ქართველებისაა და არა გაზულუქებული მაღალჩინოსნების

ელენე ცინცაძე, აქციის მონაწილე:

_ აქ რომ მოვდიოდი, ყველაზე მეტად პოლიციის რეაქციის მეშინოდა, რადგან, ბოლო რამდენიმე წელიწადია, პოლიტიზებულები არიან, ხალხს მოსწყდნენ და, დამცველებად კი არა, აგრესორებად გვევლინებიან. მეშინოდა, რომ გზის გადაკეტვის უფლებას არ მოგვცემდნენ და შეხლა-შემოხლა იქნებოდა, მაგრამ ახლა ვუყურებ მათ და ვხვდები, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის, რომ პოლიციელიც ქართველია და მათაც აწუხებთ ის, რაც ქვეყანაში ხდება.

ბედნიერი ვარ, ამდენი ადამიანი დგას და ყველა ერთი სურვილით არის განმსჭვალული _ გადარჩეს საქართველო! გაიგოს ჩვენმა მთავრობამ, რომ საქართველო არ იყიდება, საქართველო ქართველებისაა და არა გაზულუქებული მაღალჩინოსნების, რომელთათვისაც მთავარი საკუთარი სკამი და კეთილდღეობაა. უზნეობა უნდა დასრულდეს და, რაც შეიძლება, მალე, რადგან დრო აღარ გვაქვს, უფსკრულისკენ მივექანებით, უფრო ზუსტად, მიგვაქანებენ!

დადექით ხალხთან, მოუსმინეთ მის გულისცემას

გია კორკოტაშვილი, “სამოქალაქო სოლიდარობისდამფუძნებელი, აქციის ერთერთი ორგანიზატორი:

_ ვენაცვალე ჩემს ქართველებს. მოვიდნენ, ბევრნი მოვიდნენ… მიყვარს თითოეული მათგანი. მივმართავ ხელისუფლებას: კვირიკაშვილო, შენც მიყვარხარ, მარგველაშვილო _ შენც… მოდით, დადექით ხალხთან, მოუსმინეთ მის გულისცემას. მჯერა, რა მოთხოვნებიც გამოგიგზავნეთ, გაითვალისწინებთ და შეასრულებთ. და თუ არა… ინტერვიუ მერე ჩამომართვან ჟურნალისტებმა.

მთავარი ბრძოლა წინ გვაქვს

სანდრო ბრეგაძე, მოძრაობაეროვნულებისდამფუძნებელი, აქციის ერთერთი ორგანიზატორი:

_ ხალხი უკმაყოფილოა. ამბობენ, _ აქცია მალე დასრულდაო… ჩვენ ერთი საათი გვქონდა დრო, აქციის ჩატარებისთვის ერთი საათი მოგვცეს. რომ გადაგვეჭარბებინა, დაგვარბევდნენ, ამის შემეშინდა. რაც შეეხება, კმაყოფილი ვარ თუ არა აქციაზე მოსული ხალხის რაოდენობით, გეტყვით, რომ არა. ბევრი ხალხი მოვიდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ერმა გამოიღვიძა. ასიათასობით ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რათა წელში გადავტეხოთ სოროსისა და უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული არასამთავრობოების იდეოლოგია. მჯერა, მთავარი ბრძოლა წინ გვაქვს. დღეს ეროვნული მოძრაობა დაიწყო და გაგრძელდება მანამ, სანამ საწადელს არ მივაღწევთ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here