Home ახალი ამბები საქართველო შიში, რომელიც პირველი გეიაღლუმის გამართვის მცდელობის ჩაშლის შემდეგ  დამოკლეს მახვილივით კიდია ღვთისმშობლის...

შიში, რომელიც პირველი გეიაღლუმის გამართვის მცდელობის ჩაშლის შემდეგ  დამოკლეს მახვილივით კიდია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს თავზე

რუსეთი იმას მაინც არ მოგვთხოვს, ცოლად ბიძაშვილი მოიყვანე, თანაც კაციო

308

ამბობენ, წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვსო. ამაზე რუსებს აქვთ სიმღერა, რომელშიც ასეთი ფრაზაა: „У природы нет плохой погоды – Каждая погода благодать“..  არ ვიცი, იქნებ ასეც არის, მაგრამ ჩემთვის გამორჩეული იყო  წელიწადის ოთხივე დროის დედოფალი – მაისი.

რატომ ვლაპარაკობ  წარსულ დროში და მონატრებით  მაისზე?  რატომ და ე.წ. ლგბტ თემის წარმომადგენლებს 2011 წლის 17 მაისს ჰქონდათ რუსთაველის პროსპექტზე  გეიაღლუმის ჩატარების პირველი მცდელობა, რომელიც  სოსო მანჯავიძემ , ცხონებულმა კოტე ინაშვილმა („საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილს,  ძმამ) და თქვენმა მონა-მორჩილმა ჩავშალეთ;   როგორც გაირკვა, ჩავუშალეთ გერმანელი ნობელიანტი მწერლის, ჰაინრიხ ბიოლის სახელობის ადამიანის უფლებათა დაცვის, სინამდვილეში საქართველოს ლგბტ პირების უფლებათა დაცვის ორგანიზაციას.

ლგბტ პირების თემა იმხანადაც  აქტუალური იყო, მაგრამ არა დღევანდელივით, როცა დასავლეთის მიერ დაფინანსებული ლგბტ უმცირესობათა დამცველი ორგანიზაციები ეგზემასავით მოსდებია საქართველოს სხეულს. ზემოხსენებული ჩაშლილი გეიაღლუმი პირველი მცდელობა იყო, მათი ტერმინით რომ ვთქვათ, „ქამინგაუტის“, ანუ თავიანთი გარყვნილების ურცხვად აღიარება-პროპაგანდისა. ერთი სიტყვით, გეიაღლუმის ჩატარება ყოველგვარი  ანონსის, რეკლამის გარეშე გადაწყვიტეს; ალბათ, მოულოდნელობის ეფექტის იმედით, და ამან ნაწილობრივ გაამართლა. ეს ღონისძიება დღისით-მზისით, ფილარმონიისა და 51-ე  სკოლის  წინ ორი  ამერიკელი „საპატიო სტუმრის“ გულისამრევი „ზასაობით“ დაიწყო, შემდეგ კი  ლგბტ პროცესია რუსთაველის პროსპექტისკენ დაიძრა. გაოგნებული თბილისელები თავდაპირველად ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა, ამიტომ  გარყვნილთა კოლონამ ზემელამდე დაუბრკოლებლად მიაღწია. იქ, იმჟამინდელი „კინოს სახლის“  (რომელშიც  წინააღმდეგობის მოძრაობის, შემდგომ „პატრიოტთა ალიანსის“ ოფისი იყო) კუთხეში ჩვენ ვიდექით.  პლაკატებითა და  დროშებით მივხვდი,  რაც ხდებოდა, ვინ მიემართებოდა რუსთაველის პროსპექტისა და ქაშუეთის ეკლესიის წასაბილწავად და ჯერ სოსოსა და  კოტეს შევძახე: არიქა, ბიჭებო, პედერასტები მოდიან-მეთქი,  მერე გამვლელ-გამოვლელებიც  გავაჩერეთ და ყველამ ერთად გადავუკეტეთ  გზა „ქათმების“ კოლონას. ლგბტ აღლუმის საპატიო სტუმრებად (რომლებმაც ფილარმონიის წინ ამაზრზენი „ზასაობით“ სტარტი მისცეს  გარყვნილთა  აღლუმს)  „სტრატეგიული მოკავშირე“ აშშ-ის ანგლოსაქსი მამათმავლების  მოწვევას, სიმბოლურთან ერთად, ერთი პრაქტიკული დატვირთვაც ჰქონდა, კერძოდ, აქციის იქაურ ორგანიზატორებსა და აქაურ მონაწილეებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ კოლონას, რომლის ავანგარდში ანგლოსაქსი  ლგბტ პირები მიაბიჯებდნენ, ტოტალური შიშით მოცულ საქართველოში წინ ვერავინ  აღუდეგებოდა. მკითხველს მინდა შევახსენო, რომ ეს ხდება  2011 წელს, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ზეობის ხანაში, როდესაც ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდნენ და არც გვირაბის ბოლოს ჩანდა იმედის სხივი (ანუ ბიძინა ივანიშვილი)…  ყველაფრის მიუხედავად, ისეთი დღე ვაყარეთ პოტომაკის ნაპირებიდან შეგულიანებულ ქართველ  ლგბტ პირებს,  რომ ანგლოსაქსმა „საპატიო სტუმრებმა“, უკაცრავად  და,  უკანალზე წიხლების ცემით ძლივს გაასწრეს „ბრძოლის ველიდან“…

მოხდა სასწაული – საპატრულო პოლიციას  ჩვენთვის, „აგრესორებისთვის“, ხელი არ  უხლია, მხოლოდ  „ქათმებს“ ტენიდნენ მანქანებში და ტერიტორიიდან   გაჰყავდათ. ერთადერთი, რითაც  „დაგვსაჯეს“, იყო ის, რომ მეორე დღეს სოსო მანჯავიძე დააკავეს, რადგან ერთ „ქათამს“ ალიყური უთავაზა.  სააკაშვილის სასამართლომ  სოსო 100 ლარით დააჯარიმა. ზემოთ სასწაული იმიტომ ვუწოდე მომხდარს, რომ რამდენიმე დღეში, 2011 წლის 26 მაისს, იმავე სამართალდამცველებმა  რუსთაველზე ქართველების  სისხლიანი კალო ლეწეს, თუმცა, ალბათ, არა იმავე სამართალდამცველებმა, რადგან ჩაშლილ გეიაღლუმზე  წესრიგს საპატრულო პოლიცია იცავდა – ძალოვანი უწყება, რომლის წევრებსაც, ეტყობა, ქართველობა  არ დაუკარგავთ, ხოლო სისხლიანი დარბევები მერაბიშვილის  კიბორგების ნახელავი იყო…

წერილი მაისის განსაკუთრებული სიყვარულის კონსტატაციით დავიწყე. რატომ ასეთი განსაკუთრებულობა? რატომ და, წელიწადის დროთა დედოფლის დადგომას, რაც თავი მახსოვს,  გულისფანცქალით  ველოდი და არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ქვეყანა…  1 მაისისა თუ  9 მაისის მართლაც სახალხო ზეიმის აღსანიშნავი აღლუმისთვის ხალხის შეკრება  ვერაზე, ჩემი სახლის წინ  იწყებოდა. სამხედრო აღლუმის შემდეგ კი რუსთაველზე ბედნიერ თბილისელებს უნდა ჩაევლოთ. ახლაც  ჩამესმის ყურში თბილისელი ბოშების  „მამალო, მამალო“, „კევა-ჟვაჩკა“,  ერთი სიტყვით, მახსენდება ჩემი ბედნიერი ბავშვობის ეპიზოდები… აბა, იმხანად ვინ წამოიდგენდა, რომ გაივლიდა, „სულ რაღაც“,  6-7 ათეული წელი (66 წლის ბებერი ვარ) და იქ, სადაც  საპირველმაისოდ  ვიყრიდით თავს, დღეს ახალგაზრდა თაობა ლგბტ-თა  უფლებების დასაცავად შეიკრიბებოდა. კოლექტიური დასავლეთის ლიბერასტებმა აშშ-ის ლგბტ პირების თამადობით მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოში, ბელარუსსა და რუსეთში ვერ მოახერხეს გეიაღლუმის ჩატარება. რუსეთმა საკანონმდებლო დონეზე აკრძალა გეიპროპაგანდა. ერთი და იმავე სქესი  პირთა შორის ქორწინებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამასთანავე, „სტრატეგიული პარტნიორებისგან“ განსხვავებით, რუსეთი იმას მაინც არ მოგვთხოვს, ცოლად ბიძაშვილი მოიყვანე,  თანაც კაციო…

 კვლავ გულისფანცქალით ველოდები ხოლმე  მაისის დადგომას, მაგრამ  ეს გულისფანცქალი  მორიგი 17 მაისის მოახლოების შიშია, რომელიც პირველი გეი-აღლუმის გამართვის მცდელობის ჩაშლის შემდეგ  დამოკლეს მახვილივით კიდია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს თავზე. ღვთის მადლითა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ბოლო 17 მაისი მშვიდობით „გადავაგორეთ“, მაგრამ…

დავით მხეიძე                                                                     

P.S.  პრემიერ ღარიბაშვილის ეროვნული რიტორიკა, რომ იტყვიან, „საამო არის სასმენად“. არც გაკეთებულ საქმეებს ვივიწყებ, მაგრამ, ერთი მხრივ, ეროვნული ინტერესები და, მეორე მხრივ, ევროპა და ნატო შეუთავსებელი ცნებებია. ისიც უნდა ითქვას, რომ  არ შეიძლება, საზოგადოებას უსაფუძვლო მოლოდინი გაუჩინო. პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება არ ნიშნავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას. მაგ „მატარებელმა“ დიდი ხნის წინათ ჩაიქროლა. ვისაც ჰგონია, რომ პუტინის ბრძანებით აფხაზები ჩვენთან მოვლენ და ნატოს „ბატინკების“ ლოკვას დაიწყებენ, რბილად რომ ვთქვათ, დებილია. ეგ კი არა, აგვისტოს ომის შემდეგ კონფედერაციის ვარიანტმაც „ჩაილურის წყალი დალია“. მოკლედ, ძველი სტატუსით ( ავტონომიური რესპუბლიკა) აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში  აღარასოდეს დაბრუნდება. ერთადერთი, რაც რუსეთს შეუძლია,  არის ის, რომ ლტოლვილების მშობლიურ კერაზე დაბრუნებაში დაგვეხმაროს და ისიც მხოლოდ გალის რაიონში, რადგან  გალს იქით ჩვენი ტერიტორიები  სომხებსა  და ჩეჩნებს აქვთ ათვისებული…

დ.მ.                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here