Home ახალი ამბები მსოფლიო სპორტი პოლიტიკის გარეშე _ ეს არის მითი. ასეთი რამ არასოდეს ყოფილა და...

სპორტი პოლიტიკის გარეშე _ ეს არის მითი. ასეთი რამ არასოდეს ყოფილა და არც იქნება

190

ბოლო ხანს ხშირად გაისმის ფრაზასპორტი პოლიტიკის გარეშე”, ანუსპორტში პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს”. ამ ფრაზას იმეორებენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით, დასავლურიდემოკრატიისსახელმწიფოებში. თუმცა ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე უკრძალავენ, მაგალითად, რუს სპორტსმენებს, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას. საკითხავია, როდის იყო და იყო თუ არა, საერთოდ, სპორტი პოლიტიკის გარეშე

“სპორტი პოლიტიკის გარეშე” _ ამ იდეისთვის ხორცის შესხმას XX საუკუნის დასაწყისში შეეცადა ფრანგი ბარონი-იდეალისტი პიერ დე კუბერტენი. უცნობია, იყო თუ არა 1900-იანი წლების დასაწყისში სპორტი პოლიტიკის გარეშე, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პროფესიონალური სპორტი (ვუწოდოთ მას ასე) არასოდეს ყოფილა პოლიტიკის გარეშე.

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, 1920-იან წლებში მსოფლიოში სპორტული მოძრაობა ორ ნაწილად გაიყო _ ოლიმპიურ (“ბურჟუაზიულ”) და პირობით, “სპარტაკიადულ” (მუშა-პროლეტარების) ნაწილებად. მუშა-პროლეტარები, თავის მხრივ, გაიყო კომუნისტურ, პროსაბჭოთა (წითელი სპორტინტერი) და სოციალ-დემოკრატიულ (სოცინტერნი) ნაწილებად.

ფიფა (ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია), მაგალითად, უკვე იმხანად უკრძალავდა თავის წევრ-ქვეყნებს საბჭოთა კავშირის ნაკრებთან თამაშს, ამიტომ ათათურქის თურქეთი, რომელმაც 1921 წელს სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა ახალგაზრდა საბჭოთა ქვეყანასთან, ხოლო 1923 წელს ფიფაში შევიდა, უამრავ ხერხს მიმართავდა სანქციების ასარიდებლად. თურქები თავიანთ ეროვნულ ნაკრებს ხან “თურქეთის კლუბების ნაკრებს” უწოდებდნენ, ხან “თურქეთის უნივერსიტეტების ნაკრებს”, იმიტომ, რომ საბჭოელი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში კი სურდათ, მაგრამ აკრძალული ჰქონდათ. ფიფას ხელმძღვანელობა უკვე 1923-1924 წლებში ინტერესდებოდა, სურდა თუ არა საბჭოთა კავშირს ხალხების საფეხბურთო ოჯახში გაერთიანება. ოღონდ ინტერესდა არა პირდაპირ, არამედ თურქული საშუამავლო არხებით.

სპორტი პოლიტიკის გარეშე არც 1930-იან წლებში ყოფილა, როცა გერმანიის ხელისუფლების სათავეში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ ევროპის სხვადასხვა ძალები _ პროსაბჭოთა კომუნისტები, ევროპელი სოციალ-დემოკრატები და დემოკრატები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, ავსტრიიდან და ა.შ. გაერთიანდნენ 1936 წლის ფაშისტური ოლიმპიადების წინააღმდეგ _ ზამთრის (გარმიშ-პარტენკირხენში) და ზაფხულის (ბერლინში). აი, კალათბურთის გამომგონებელი ჯეიმს ნეისმიტი, აშშ-ის ახალგაზრდა ქრისტიანების ორგანიზაცია YMCA-დან კი, ჩავიდა ბერლინში, მიესალმა ფიურერს და პირადად გადასცა მედლები სპორტსმენებს; ჰიტლერისთვის იცეკვა ნორვეგიელმა საოცრებამ, მოციგურავე სონია ჰენიმ ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ჰოლივუდის მსახიობმა (“მზიური ველის სერენადა”), რომელსაც მესამე რაიხის ტერიტორიაზე პოპულარიზაციას თვით გებელსი უწევდა.

ლეგენდარული მოციგურავე სონის ჰენი და ჰიტლერი

ან შეიძლება სპორტი პოლიტიკისგან თავისუფალი იყო 1939-1945 წლებში, როცა საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატი ზონალური პრინციპით ტარდებოდა, როცა ცალკე თამაშობდნენ გუნდები “საოკუპაციო” ზონაში, ცალკე _ “თავისუფალში” (ფრ. _ Lიბრე), შემდეგ კი ერთმანეთს ხვდებოდნენ სპეციალურ მატჩებში და იცავდნენ პრინციპს _ თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა? ჩეხი ჰოკეისტები კი ნაცისტური პროტექტორატის ბოჰემიასა და მორავიაში ატარებდნენ ჩემპიონატებს, ამხანაგურ მატჩებს თამაშობდნენ ფაშისტურ გერმანიასთან, იტალიასა და უნგრეთთან.

კიდევ ერთი მაგალითი: 1941 წლის ივლის-აგვისტოში (გერმანელები უკვე ბომბავდნენ მოსკოვს) ნიდერლანდელი მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი მაქს ეივე ოკუპირებული ბოჰემიის კარლსბადში ჩავიდა სსრკ-ის ყოფილ ჩემპიონ, რუს ეფიმ ბოგოლუბოვთან (იმხანად გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის წევრთან) სათამაშოდ.

მას შემდეგ ეივე სათავეში ჩაუდგა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კომისიას, რომელსაც უნდა გამოეძიებინა მეორე რუსი გროსმეისტერის, ალექსანდრე ალიოხინის, ფაშისტებთან თანამშრომლობის ფაქტები. ეივეს და მათ, ვინც ის კომისიის ხელმძღვანელად დანიშნა, რა თქმა უნდა, არ გახსენებიათ, რომ ნიდერლანდელმა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში ითამაშა ფაშისტური პარტიის წარმომადგენელთან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სპორტის საერთაშორისო ფედერაციებმა რიგი დააყენეს საბჭოთა კავშირის, გამარჯვებული ქვეყნის, გასაწევრებლად თავიანთ რიგებში (მათ შორის ფიფა პირველი იყო). ოლიმპიურმა კომიტეტმა კი ისეთი სახე მიიღო, თითქოს ოლიმპიური ქარტია არ ირღვეოდა და თავის რიგებში გააერთიანა საბჭოთა “მოყვარული” სპორტსმენები, რომლებიც ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ და ხელფასსაც იღებდნენ (ზოგი 2-3 ხელფასს) იმისთვის, რომ დარბოდნენ სწრაფად, ხტებოდნენ მაღლა და ტყორცნიდნენ ძლიერად.

ბევრი საინტერესო რამ მოხდა ომის შემდგომაც. 1968 წელს, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის შეყვანის შემდეგ, სპორტის არც ერთი სახეობის ფედერაციას რაღაც სიმბოლური სასჯელი მაინც არ დაუდიათ საბჭოთა კავშირისთვის.

მაქს იევისა (მარცხნივ) და ეფიმ ბოგოლუბოვის მატჩი ოკუპირებულ ჩეხოსლავაკიაში

1973 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრებმა უარი განაცხადა ჩილესთან შესარჩევი მატჩის თამაშზე იმ სტადიონზე, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკად იყო გადაქცეული, ფიფადან წამოვიდა განცხადება “სპორტი პოლიტიკის გარეშე” და როდესაც საბჭოთა კავშირმა გააპროტესტა რა “პოლიტიკის გარეშე”, თუკი ჩილეში აშშ-ის სპეცსამსახურმა ახლახან მოაწყო გადატრიალება და უდანაშაულო ადამიანების სისხლი ჯერ კიდევ არ შეშრობია სან-ტიაგოს სტადიონის გაზონსო, ფიფამ კვლავ უპასუხა _ “სპორტი პოლიტიკის გარეშე, ითამაშეთ!”

1979 წელს კი ავღანეთში საბჭოთა ჯარების შესვლის შემდეგ სპორტი უცებ აღმოჩნდა საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრში _ აშშ-მა და მისმა “ევროპელმა პარტნიორებმა” ბოიკოტი გამოუცხადეს 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას, ამასთანავე, აიძულეს ამერიკული კომპანიები, გაეწყვიტათ უკვე ხელმოწერილი კომერციული კონტრაქტები.

1980 წლის 7 აპრილს მოსკოვის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი წერდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს: “ფირმა “ამპექსმა” უარი განაცხადა ტელერადიოკომპლექსისთვის საჭირო ვიდეოკამერებისა და ტელეკამერების მიწოდებაზე, “ოვეგმა” (ავსტრია) უარი თქვა ქრონომეტრაჟების შემოტანაზე იმიტომ, რომ აშშ-მა არ მიაწოდა, IBM-მა (აშშ) _ გამოთვლითი ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებაზე”.

თუ ეს არ იყო სპორტში სახელმწიფოს (აშშ) ჩარევა, მაშ, აბა, რა არის?

და როდის იყო სპორტი პოლიტიკის გარეშე? არც არასდროს! შეიძლება მხოლოდ ბავშვურ, კუბერტენისეულ პერიოდში…

პოლიტიკის გარეშე, მეგობრებო, მხოლოდ ეზოში ან პარკში თუ შეიძლება ბურთის გაგორება, თუმც იქაც შეიძლება დაგარტყას ვინმემ მისთვის მიუღებელი პოლიტიკური საუბრის დაწყების გამო.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here