Home რუბრიკები პოლიტიკა ომი და არეულობა ქვეყნის შიგნით ხელს აძლევს ოპოზიციას და ე.წ. ლიბერალურ ფრთას,...

ომი და არეულობა ქვეყნის შიგნით ხელს აძლევს ოპოზიციას და ე.წ. ლიბერალურ ფრთას, ქვეყნის გარეთ კი _ იმ სახელმწიფოებს, თავს ჩვენს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს რომ უწოდებენ

დაქირავებული მკვლელების შეკრებას აპირებენ უკრაინაში და ამ ყველაფერში ქართველებიც მონაწილეობენ, თავისი უკრაინის საელჩოთი და კონსულის ჩართულობით

246

სოციალური ქსელების ქართულ სექტორში ვრცელდება არაერთი მოწოდება, რომ ქართველები უნდა წავიდნენ უკრაინაში საბრძოლველად და ამ ქვეყნის დასაცავად. უფრო მეტიც, მითითებულია კონკრეტული ტელეფონის ნომრები და, რაც მთავარია, ამას კოორდინაციას საქართველოში უკრაინის საელჩო უწევს. ჰო, უკრაინის საელჩოში შეგაქვს განაცხადი, რომ გსურს, მოხალისედ ჩაეწერო, შემდეგ კი

“უკრაინის კონსულს ველაპარაკე. მოკლედ: თბილისიდან სოფიამდე მივდივართ ავტობუსით, სოფიიდან _ პოლონეთში, შემდეგ კი _ უკრაინაში. იქიდან უკვე ჯარი დაგვარეგისტრირებს. მსურველთა სია უკვე გადაივსო და რადგან ერთ ჯერზე მხოლოდ 75 მოხალისის წაყვანაა შესაძლებელი, ამ ტრანსპორტით მეტი ვერ წამოვა, კეთდება ახალი სია და მოხალისე კიდევ ძალიან ბევრია”, _ ეს განცხადება და ჯარისკაცის ფორმაში შემოსილი საკუთარი სურათი ბლოგერმა დომენიკ მანგომ გამოაქვეყნა.

დომენიკ მანგო ის კაცია, ყოველდღიურად პატრიარქს რომ გვიგინებს, ლგბტ თემს ხმალამოღებული რომ იცავს და ქუჩაში სახედაფარული დადის, ვინმემ რომ არ იცნოს და არ სცემოს. ჰო, ეს ადამიანი წავიდა უკრაინაში საბრძოლველად და ახლა წერენ, რომ გმირია. პატრიარქის მაგინებელი, სარწმუნოების მაგინებელი, ქრისტიანობის აბუჩად ამგდები გმირი გახდა.

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი _ უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლმა ვანო ნადირაძემ, რომელიც ტელეეთერებშიც არაერთხელ ჩაერთო, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინათ მოგვიწოდა _ ალბათ, საათებიც არ დარჩა, ღორები რომ შემოიჭრან უკრაინაშიაქ არავის ჩამოსვლა არ სჭირდება, არავისმანდ მიხედეთ, მანდ იბრძოლეთგაანადგურეთ და დაარბიეთ ყველაფერი, რაც კავშირშია რუსეთთან და რუსულ პროპაგანდასთან! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!”

არ ვიცი, რა გითხრათ. აგერ, რუსი ეროვნების მეზობელი მყავს, ორი შვილით და ოთხი შვილიშვილით, უეჭველად დაკავშირებულია რუსეთთან, რუსია ეროვნებით და ამიტომ გადავიდე და დავარბიო, სახლიდან გამოვაგდო, ხო? სხვას რას ნიშნავს ნადირაძის მოწოდება? კიდევ ერთ განცხადებას გაგაცნობთ და განცხადებებს ამით მოვრჩეთ:

ძვირფასო ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია _ იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში? შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ტანკი. მიდით, გამოგადგებათ. დამპყრობლის მთელი არმია მიიჩქარის უკრაინისკენ, რათა სწრაფად დაასრულოს თავისი მიწიერი მოგზაურობა აქ. პუტინი სხვა ქვეყნებს კბენს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. პატარა პრეზიდენტს ხელებიც მოკლე აქვს; ფინეთმა გამოხატა ნატოში გაწევრების სურვილი, კრემლი კი მხოლოდ განცხადებებით აშინებს. ქართველებო, დაიბრუნეთ, რაც გეკუთვნით. რუსეთმა წაგართვათ თქვენი მიწები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ძალადობით მიტაცებული ნაქურდალი დიდხანს ვერ გაძლებს. მიდი, საქართველო, დროა”, _ ეს განცხადება სოციალურ ქსელში რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ გამოაქვეყნა. მანამდე მან ირაკლი ღარიბაშვილს მოღალატე უწოდა, რადგან ჩვენმა პრემიერმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა. ასე გახდა გონჩარენკო გმირი და მერე რა, რომ ეს ნაბიჭვარი პროვოკატორი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებს, ომი დაიწყეთო, პოლიტიკაში ვიქტორ იანუკოვიჩმა მოიყვანა. ჰო, იმ იანუკოვიჩმა, უკრაინის მტრად რომ შერაცხანაციონალური მოძრაობისკოჰორტამ. მერე რა, რომ გონჩარენკო მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად და მის მეგობრად ითვლება და ახმოვანებს იმას, რაც ყველაზე მეტად სწორედ სააკაშვილს აძლევს ხელს.

სხვა საქმეა ნადირაძის განცხადება, რომელიც ცდილობს, აქ ადამიანები წაჰკიდოს ერთმანეთს. ამ ხალხს საქართველოში ომის დაწყება სურთ და ამას არც მალავენ. უკრაინის ომში საქართველოს ჩართვა სურს უკრაინის საელჩოსაც, რომელიც საქართველოდან მოხალისეებს აგროვებს და იცით, რა არის მთავარი მოთხოვნა? საომრად წასვლის მსურველი 18-დან 60 წლამდე პირი უნდა იყოს და არ აქვს მნიშვნელობა, იარაღი ოდესმე ეჭირა ხელში და ავტომატი მიქსერი ჰგონია თუ ფენი. არანაირი სამხედრო გამოცდილება საჭირო არ არის, საჭირო არ არის, ცნობდე ავტომატის ლულასა და კონდახს, მთავარია, გქონდეს სურვილი, წინა ხაზზე წახვიდე და სიაში გწერენ.

იცით, რა მაინტერესებს? იომეთო, ცალკე ოპოზიცია რომ გვიკიჟინებს, ცალკე რადას დეპუტატები და ცალკე კიდევ დასავლეთი რომ გაიძახის, საქართველო უნდა შევაიარაღოთო, ვისი შვილებით რისკავთ? ვინ უნდა წავიდეს ომში? მე და ჩემნაირები ხომ? ხელისუფლების თუ ოპოზიციის ლიდერთა სრულწლოვანი შვილები საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან სწავლობენ და ისინი ჩამომსვლელები არ არიან, ე.ი. ისევ რიგითი ადამიანები უნდა შეაკვდნენ, ხომ? მიშა რუსთავის ციხეში “რამკებს” რომ ამტვრევს, გარეთ რომ ვიყო, წინა ხაზზე ვიდგებოდი, იომეთ, ხელში იარაღი აიღეთო, რატომ არ მოუწოდებს იმავეს თავის შვილს? მგონი, ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ შვილებიც ჩვენზე მეტად უყვართ და ჩვენ შვილის სიყვარული არ ვიცით.

ლუკ კოფი: დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება და არ დაველოდოთ რამდენიმე კვირას, სანამ რუსეთი გადაწყვეტს მათთან (ისევ) შეჭრას, როგორც უკრაინაშ

აგერ ვლადიმერ ზელენსკიმაც განაცხადა, “საერთაშორისო ლეგიონიუნდა შევქმნათ, ეს იქნება დახმარება, ჩამოდით და იომეთო. არადა, უკრაინაში ჩასულ ჩეჩენ მებრძოლებს დაქირავებულებს ეძახის. ჩეჩნეთი ოფიციალურად რუსეთის შემადგენლობაშია და საქართველო არ არის უკრაინის შემადგენლობაში. ისსაერთაშორისო ლეგიონიც”, რომლის შექმნასაც აპირებენ, დაქირავებული მებრძოლებისგან ჩამოყალიბდება და დაქირავებულ მებრძოლს მკვლელი ჰქვია. ჰო, მკვლელია ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყანაში საბრძოლველად ფულის გამო მიდის და მართლა გულანთებული და იდეისთვის მებრძოლი ერთი ხელის თითებზე დასათვლელი იქნება ნებისმიერსაერთაშორისო ლეგიონში”. დიახ, დაქირავებული მვკლელების შეკრებას აპირებენ უკრაინაში და ამ ყველაფერში ქართველებიც მონაწილეობენ, თავისი უკრაინის საელჩოთი და კონსულის ჩართულობით. ისიც არ მესმის, ქართველი ჯარისკაცები რომ ერთვებიან პირდაპირ ეთერში და სიამაყით აცხადებენ, ამდენი ადამიანი გავანადგურეთო. კაცი ხმამაღლა ამბობდეს მკვლელი ვარო და ტაშს უკრავდნენ, აქამდე არ გამიგია. როცა საქმე შენს სამშობლოს ეხება, ყველაფერი მარტივად გასაგები და აღსაქმელია, როცა მტერი შენს მიწას, შენს ოჯახს უტევს, მაგრამ, როცა შენი მიწა ათასობით კილომეტრის იქითაა, პატრიოტიზმზე საუბარი ცოტა სასაცილოა.

დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება და არ დაველოდოთ რამდენიმე კვირას, სანამ რუსეთი გადაწყვეტს მათთან (ისევ) შეჭრას, როგორც უკრაინაში”, _ ეს განცხადება The Heritage Foundation-ის ე.წ. ანალიტიკოსმა ლუკ კოფმა გააკეთა. არის თუ არა ეს განცხადება პროვოკაციული? არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში იარაღის შემოტანის შემთხვევაში რუსეთმა იფიქროს, რომ კავკასიაში მეორე ფრონტს უხსნიან და ამიტომ ჯარის ნაწილები აქაც უნდა გამოუშვას? და ვინ იქნება ამაში დამნაშავე და რას მივიღებთ დასავლეთიდან? მე გეტყვით _ დასავლეთი კვლავ შეშფოთდება, ბაიდენი კი გამოაცხადებს ციფრებს, რა ოდენობის იარაღს მოგვაწვდის და შემდეგ ამ იარაღის საფასურს ათეული წლები გადავიხდით. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საქართველოსთვის ომი დამღუპველი იქნება და ერის, ქვეყნის არსებობას კითხვის ნიშანი დაესმება.

ადამიანების ჯგუფს არ სურს, დაინახოს რეალობა _ რუსეთის წინააღმდეგ არ მიდის ნატო მთელი თავისი შეიარაღებით, არ გზავნის ჯარს ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა, ამ ომში არ ჩაერია მსოფლიოში ყველაზე დიდი არმიის მქონე ჩინეთი და ჩვენ წინა პლანზე გამოვვარდით და გვსურს, ვიომოთ და, რაც მთავარია, ეს ისე გავაკეთოთ, რომ ყველამ დაინახოს და ყველამ თქვას, რომ აგერ, ქართველები ფრონტის წინა ხაზზე არიანო. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩვენ იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს, პრინციპით “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ” და ამ ურაპატრიოტიზმით გვსურს გაფრენა. სწორედ ასეთმა მიდგომამ დაგვღუპა და დაგვაქცია არაერთხელ, მაგრამ

საქართველოში ომი და არეულობა ქვეყნის შიგნით ხელს აძლევს ოპოზიციას და ე.წ. ლიბერალურ ფრთას, ქვეყნის გარეთ _ იმ სახელმწიფოებს, თავს ჩვენს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს რომ უწოდებენ. შეხედეთ აზერბაიჯანს, სომხეთს, გინახავთ იქ ატვირთული ვიდეოები და უკრაინაში საბრძოლველად ადამიანების მობილიზების პროცესი ტელეფონის ნომრებითა და კონსულის ჩართვით? თუ სომხეთსა და აზერბაიჯანში საკონსულო არ აქვს უკრაინას? აქვს, მაგრამ იქ გონებას წიხლს აჭერენ და ჯერ საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობენ, მერე _ დანარჩენზე. სამწუხაროდ, 30 წელია, საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვას ვერ მივეჩვიეთ და ხან ავღანეთის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით, ხან ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში მშვიდობისთვის და ხან ერაყში იმისთვის, რომ ამერიკამ რაც შეიძლება მეტი ნავთობი მიიღოს. არადა, დასაცავი და საფიქრალი, უწინარესად, საქართველოა.

ბესო ბარბაქაძე

P.S. მოუხედავად იმისა, რომ საქართველომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და ომის ქარცეცხლში გახვეულ ქვეყანას დაეხმარა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია უკრაინაში საბრძოლველად წამსვლელი მოხალისეებისთვისბარიერის შექმნისა და ამორალური პოზიციის გამო”. ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ამერიკელი კურატორებისა და ქართველი მრჩევლების ზეგავლენით მიიღო.

უმადურობა ადამიანის ყველაზე ცუდი თვისებაა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here