Home რუბრიკები საზოგადოება ინტელიგენციის განზე დგომა და დუმილი ერის ღალატია და მეტი არაფერი

ინტელიგენციის განზე დგომა და დუმილი ერის ღალატია და მეტი არაფერი

2572
კარიკატურა

ვისაც გსურთ ჩემთა ამბავთა ცნობა, მისმინეთ ჭირში ფლობილს,

მისმინეთ, ვით მაქვს ჭმუნვა და თმობა, ურვისგან გულშეპყრობილს”.

ალექსანდრე ჭავჭავაძე

დღეს ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აღარ აქვს საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსისათვის აუცილებელი პრინციპები: ტერიტორიული მთლიანობის მმართველობის განსაკუთრებული ორგანოების არსებობისა და სახელმწიფოს საშინაოსაგარეო საქმეებში გარედან ჩაურევლობის ანუ სუვერენიტეტის პრინციპები. მათგან ერთერთის არარსებობაც კი იწვევს სახელმწიფოებრივ არასრულყოფილებას, რაც დასტურდება ჩვენი ხალხის მიმართ სხვა სახელმწიფოების მხრიდან აშკარა უპატივცემულო დამოკიდებულებით.

ეს კი, ჩემი აზრით, გამოწვეულია იმით, რომ 1992 წლიდან ჩვენ აღარ გვაქვს სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელი საშინაო-საგარეო პოლიტიკისა და სახალხო მეურნეობის წამყვანი დარგების აღორძინება-განვითარების ძირითადი მიმართულებების მიმდინარე და პერსპექტიული კომპლექსური გეგმები.

მართალია, 2012 წლიდან ცალკეული დარგების ხელმძღვანელები ე.წ. თემატური ჯგუფების შექმნით თითქოს ცდილობდნენ რაღაცის გაკეთებას, მაგრამ ერთიანი სახელმწიფო გეგმისა და ურთიერთშეთანხმებული მოქმედების გარეშე მათ არაფერი გამოუვიდათ და არც ერთი დარგი წარმატებული არ არის. ჩვენი გმირი წინაპრების გამოცდილებას თავი რომ დავანებოთ, საკმარისი იქნებოდა, მხოლოდ ფარნავაზ მეფის რეფორმებისა და მის მიერ ერისთავებისთვის დადგენილი სამთავროების საზღვრებისთვის, უფლებებისა და მოვალეობებისთვის გადაგვევლო თვალი და შედეგიც სხვაგვარი იქნებოდა.

არ ვიცი, ვერ ვამჩნევთ თუ არ გვინდა, დავინახოთ, რომ შინაური თუ უცხო მტრული ძალები, აშკარად თუ ფარულად, ხელს უშლიან ჩვენი ქვეყანის ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალების მოსვლას, ქვეყნის აღორძინება-განვითარებას ე.წ. დემოკრატიის თუ ლიბერალური თეორიების მოშველიებით. თუ სპარსეთმა და თურქეთმა 7 რეგიონად დაგვშალა, 250-ზე მეტი ვითომ ოპოზიციური პარტიის შექმნით ქვეყანა, მისი მოსახლეობა 250-ზე მეტ ნაწილად დაიშალა, მათ შორის უთანხმოებას ხელოვნურად აღვივებენ შინაური ანტიეროვნული ძალები, ურიცხვ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ტელევიზიებში თუ მასმედიის სხვა საშუალებებში მოკალათებული უცხო ქვეყნების ჯაშუშები.

წინასწარი განზრახვით დანაშაულებრივად გაუქმებულია ჩაწერისა და საპასპორტო სისტემის ინსტიტუტები. არანაკლებ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულები იქნა ჩადენილი მიწის პრივატიზაციით, განათლების, ჯანმრთელობის, შინაგან საქმეთა ორგანოების, უშიშროების, სოფლის მეურნეობისა და სახალხო მეურნეობის სხვა დარგების ნგრევით, სამუშაო ადგილების გაუქმების მიზნით ფაბრიკა-ქარხნების, წარმოება-დაწესებულებების, საკონსტრუქტორო ბიუროების ნგრევა-განადგურებით, მიწისზედა თუ წიაღისეული სიმდიდრის, საჰაერო და საზღვაო პორტების, რკინიგზის შემადგენლობების გასხვისებით, შემნახველი სალაროებიდან ფულის თაღლითურად მიტაცებით. როგორც ბატონი მიხეილ ბაბუნაშვილი წერდა, შევარდნაძემ და მისმა მაღალჩინოსნებმა ქვეყანას 200 მილიარდი დოლარი წასტაცეს და ამერიკისა და ევროპის სხვა სახელმწიფოების ოფშორულ ზონებში დააბანდეს.

ყველა ამ უბედურების ფონზე, ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილისა და ნინო ბურჯანაძის ზეობის ხანაში სისხლის სამართლის უამრავი დანაშაულის ჩადენასთან ერთად, წაგვართვეს ეროვნება და მამის სახელი, რითაც ხალხი აქციეს უსახო მასად, ანუნაბიჭვრებისბრბოდ, ურთიერთგაუცხოებულ, ნდობა და იმედდაკარგულ, სამუშაო ადგილების მიზნობრივად გაუქმების გამო გაზარმაცებულ, გალოთებულ, ყველაფრის მკადრებელ, დაგლახავებულ, სხვისი ხელის შემყურე, ყველაფერზე თვალისდამხუჭველ, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნილ, ორიენტაციადაკარგულ არსებებად.

როდემდე, ქართველნო! როდემდე ვითმინოთ ყოველივე ეს? ჯერ კიდევ არსებობს შანსი ერისა და ქვეყნის გადარჩენისა, სანამ შემოგვრჩენია ეროვნული, ნიჭიერი და კვალიფიციური კადრები. ყოველი რთული მდგომარეობიდან შეიძლება გამოინახოს გამოსავალი, იმედი მაქვს, ეროვნული, ნიჭიერი და კვალიფიციური კადრები იპოვნიან ამ მდგომარეობიდან გამოსავალს, მით უმეტეს, ასეთი გამოსავალი არსებობს.

დამეთანხმებით, რომ დღეს თქვენთვის ახალი არაფერი მითქვამს. ყოველივე ამის შესახებ საქართველოში იცის ყველა ზრდასრულმა მოქალაქემ, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში ამას ხშირად იმეორებენ ტელეეკრანსა თუ პრესის ფურცლებზე გამოჩენის თუ გამორჩენის მიზნით არა მხოლოდ ვითომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიასაშუალებებში მოკალათებული ანტიეროვნული ძალები და უცხოეთის დაზვერვის აგენტები, არამედ, სამწუხაროდ, ჩვენი ინტელიგენციის, ეროვნული აკადემიის, საპატრიარქოს მესვეურებიც და სხვებიც, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს _ ამ მდგომარეობით როგორმე ისარგებლონ და მიიღონ სასურველი შედეგი. საქართველოში დღემდე ვერ შეძლეს, შეექმნათ ისტორიკოსების, ეკონომისტების, ღვთისმსახურების, იურისტების ადა ფილოსოფოსების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იფიქრებდა ქვეყნის გადარჩენის საკითხებზე.

განსაკუთრებით სამარცხვინო და შემაძრწუნებელია ეროვნული აკადემიის, ეკლესიის მესვეურთა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა სამარისებური დუმილი. თქვე დალოცვილებო, ვის მიუგდეთ საჯიჯგნად ღვთისმშობლის წილხვედრი და ჩვენი გმირი წინაპრების სისხლით მორწყული სამშობლო? თუ გიფიქრიათ იმაზე, რა თანხა გაიღო საქართველოს მშრომელმა ხალხმა თქვენი წავლა-განათლებისთვის და რამდენს იხდის თქვენი უზარმაზარი არმიის შესანახავად დღესაც. ნუთუ უხერხულობას არ განიცდით, როცა სამთავრობო თუ ხელისუფლების ყველა განშტოების სავარძლებში სხედან არა თქვენებრ განსწავლული, არამედ ერის მოღალატეთა მიერ გადაგვარებული, უცხოეთის ვალიუტით გონებადახშული ქვეყნის ისტორიის არმცოდნე გამოუცდელი გოგო-ბიჭები, რომლებიც ბრმად ასრულებენ უცხოელი პატრონების ნება-სურვილს საკუთარი ერისა და ხალხის წინააღმდეგ, რადგან მათ ქვეყნის მართვა-გამგეობისა არაფერი გაეგებათ. ამ დროს თქვენი განზე დგომა და დუმილი, რბილად რომ ვთქვათ, ერის ღალატია და მეტი არაფერი. გიფიქრიათ კი ამაზე? მე ხომ მრავალ თქვენგანს შეგხვედრივარ და ყოველივე ამის შესახებ მისაუბრია?! ზოგიერთს წიგნიც კი მივართვი საქართველო უპირველეს ყოვლისა”.

სანამ გვიან არ არის, ერთად ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო. ვეცადოთ, რომ სიცოცხლეშივე არ მოვკვდეთ”. როგორც წერს დიდებული მამულიშვილი გივი სომხიშვილი თავის შესანიშნავ წიგნში სიცოცხლეშივე არ მოკვდე”.

“…გულზედ მძიმე ლოდად მაწევს, ფიქრი მტანჯავს მე ქვეყნისა,

რა არ ვცადე მოსაძებნად, ქვეყნის გადარჩენის გზისა.

კარდაკარ დავწიალებდი, ვეძებდი მამულიშვილსა

რომ გვეპოვა გასაღები, ქვეყნის გადარჩენის გზისა.

ჩვენი ქვეყნის ტრაგედიით გულშეძრული ვის არ შევხვდი,

თანამდგომს რომ ვერ ვპოვებდი, სამწუხაროდ მალე მივხვდი.

ქვეყნის გულშემატკივარი, სიტყვით ყველგან ბევრი ვნახე,

საქმით კი ერზედ მზრუნველი ჯერ ვერ ვპოვე “მევენახე”…

(წიგნიდან “საქართველო უპირველეს ყოვლისა”)

რევაზ კიბორძალიძე,

შრომის, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, პოლკოვნიკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here