Home ახალი ამბები საქართველო ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანს: რას ნიშნავს „მმართველი პარტიის წევრები ცუდ სამსახურს უწევენ...

ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანს: რას ნიშნავს „მმართველი პარტიის წევრები ცუდ სამსახურს უწევენ ქართველ ხალხს“? ვინ მოგცათ მაგის ლეგიტიმაცია, რომ მუქარანარევი გზავნილებით გვესაუბროთ მილიონ ამომრჩეველს?

46

კელი დეგნანი: „მმართველი პარტიის წევრები ცუდ სამსახურს უწევენ ქართველ ხალხს“.ცნობისათვის ქალბატონო ელჩო, მმართველი პარტიის უკან მილიონი ამომრჩეველია და რატომ აძლევთ თავს უფლებას ასე უპასუხისმგებლოდ, უაპელაციოდ მოიხსენიოთ უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება?!“- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

„ვინ მოგცათ მაგის ლეგიტიმაცია, რომ მუქარანარევი გზავნილებით გვესაუბროთ?!… ისე ცუდი სამსახური ის უფროა, ჯერ არ შევხვედრივარო და ახლა კი შევხვდი, მაგრამ არანაირი შანტაჟი და ომის თემა არ გვქონია ივანიშვილთანო… რეპუტაციულ სარგებელს არ მოგცემთ ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, როდესაც უმრავლესობას არად აგდებთ და კონკრეტული რადიკალური ჯგუფების „ნარატივს“ ყვებით“, – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here