მთავარი პოლიტიკა ხელისუფლება გვღალატობს, ურთიერთობა აქვს უცხო ქვეყნის ჯაშუშებთან და საზოგადოება ხმას არ იღებს,...

ხელისუფლება გვღალატობს, ურთიერთობა აქვს უცხო ქვეყნის ჯაშუშებთან და საზოგადოება ხმას არ იღებს, ეს კატასტროფაა

3654
გააზიარეთ

საინფორმაციო სააგენტოსაქინფორმისმთავარი რედაქტორის, არნო ხიდირგებიშვილის, ინტერვიუს გავრცელების შემდეგ, რომელშიც ამერიკული დიპლომატიური საფარველის ქვეშ მოღვაწე მზვერავებსა და მათთან დაახლოებულ ქართველ პოლიტიკოსებზეა საუბარი, კანონზომიერად ჩნდება შეკითხვები: რატომ არ რეაგირებენ აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი ორგანოები და რატომ არ აქვს საზოგადოებას რეაქცია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაუფარავ თანამშრომლობაზე? ეს უმოქმედობა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და არასამთავრობოებიც უცხო ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების უსიტყვო და მორჩილი გამტარებლები არიან? ამ საკითხზე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები გვესაუბრებიან

არც ერთ თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, გადასცეს ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თუნდაც საელჩოს თანამშრომელს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია!”

დავით ფურცხვანიძე, ანალიტიკური სააგენტოუსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრისხელმძღვანელი:

_ ეს რთული თემაა, უფრო ზუსტად, არასტანდარტული. იმის იდენტიფიცირება, რომ რომელიმე საელჩოს თანამშრომელი, ამასთანავე, არის სპეცსამსახურის წარმომადგენელიც, რეალურად შეუძლებელია, თუ არ მოხდა მისი თვითაღიარება. ეს არის მკაცრად დაცული ინფორმაცია. როდესაც ადამიანი არალეგალურად მუშაობს, მაშინ მას აქვს ლეგენდა, რომელიც აძლევს მას მუშაობის საშუალებას. ამერიკის საელჩოს თუნდაც ერთი თანამშრომელი თუ დადასტურებულად არის რომელიმე სპეცსამსახურის თანამშრომელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ის “პერსონა ნონ გრატად” უნდა გამოაცხადოს.

თუ ყველაფერი მართლაც ისეა, როგორი ინფორმაციაც ჩვენამდე მოვიდა, მაშინ დამნაშავეა არა მხოლოდ ის მზვერავი, არამედ ისიც, ვინც მათთან ურთიერთობს; ვინც უნდა იყოს ის, თუნდაც პრეზიდენტი. არც ერთ თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, გადასცეს ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თუნდაც საელჩოს თანამშრომელს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ასეთ დანაშაულს, რაც უფრო მაღალი რანგის წარმომადგენელი სჩადის, მით მეტად ისჯება.

მაგრამ ეს საქართველოა და, სამწუხაროდ, ასეთ ფაქტებს რეაგირება არ მოჰყვება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე, წესით, გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ მეეჭვება, ასე მოხდეს. სტრუქტურა მორღვეულია, შესაბამის ორგანოებს, “სტრატეგიული პარტნიორისმორჩილების მოვალეობის გარდა, არანაირიუფლებამოსილებაარ აქვთ და ამიტომ რეაქციის მოლოდინი სისულელეა.

ის, თუ როგორ უნიათოდ, მავნებლურად მართავს ხელისუფლება ქვეყანას, ნათელი დასტურია იმისა, რომ ყველა მათგანი დაკავშირებულია ამერიკის სადაზვერვო სისტემასთან

ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:

_ დიდი ხანია, ვამბობ, რომ აშშის ელჩი მართავს საქართველოს. ამერიკის ელჩის გარეშე პარლამენტში ვერ შედის ადამიანი, დამლაგებელიც არ ინიშნება სამსახურში ელჩის გარეშე. არასამთავრობოები ფულით არიან მიჯაჭვულნი უცხოეთის აგენტურულ ქსელთან. ამ ქვეყანაში ბევრია გავლენის აგენტი, ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ.

დღეს სახალხო დამცველად დავნიშნეთ ლომჯარია, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, აგენტია და ეს ქალი, დარწმუნებული ვარ, ქართველების უმოწყალო მკვლელობას ისე გაამართლებს, თვალს არ დაახამხამებს.

აგენტურულ დოკუმენტებზე ხელს აწერენ თუ არა, არავის გვაინტერესებს. ფაქტია, რომ ამ აგენტურის წევრები არიან. უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მათი საქციელი და ის, თუ როგორ უნიათოდ, მავნებლურად მართავს ხელისუფლება ქვეყანას, ნათელი დასტურია, რომ ყველა მათგანი დაკავშირებულია ამერიკის სადაზვერვო სისტემასთან.

თუ რომელიმე ქართველი იტყვის, რომ ქართველია, მართლმადიდებელი, არ არის მამათმავალი და თვლის, რომ საქართველოს მთლიანობის აღდგენა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით არის შესაძლებელი, აგენტად ნათლავენ, მოღალატედ, თუმცა თვითონ არიან პირწავარდნილი მოღალატეები და ამ ქვეყნის მტრები. ხელისუფლებაში მყოფი ერთი მუჭა ქართველები, რომლებიც არიან გავლენის აგენტები, მოღალატეები, ფულზე გაყიდულები, საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნავენ, მაგრამ არ იციან, რომ პირველები თვითონ დაიღუპებიან.

ხელისუფლება გვღალატობს, ურთიერთობა აქვს უცხო ქვეყნის ჯაშუშებთან და საზოგადოება ხმას არ იღებს, ეს კატასტროფაა. სულ ვამბობ, ხალხმა, საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა, კედელი უნდა დავანგრიოთ და უცხო ქვეყნის აგენტი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ამ კედლის ქვეშ უნდა მოვაყოლოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, თანაც დროულად, გვიანი იქნება “თითზე კბენანი”… სამშობლოს მოღალატეები ჯოჯოხეთში უნდა იყვნენ და იქნებიან კიდეც!

გაინტერესებთ, ნორმალურია თუ არა, რომ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პირები ჯაშუშებთან თანამშრომლობენ? გეტყვით, რომ, ამ ხელისუფლების პირობებში, ნორმალურია

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი:

_ ჯაშუშები და მზვერავები ყველა ქვეყანას ჰყავს, მაგრამ ჩვენთან ლეგალიზებულია ურთიერთობის ფორმები, ყველა ფულზეა გაყიდული, “ბენდუქიძიზმის” ულტრამემარჯვენე მიდგომა ყველა სფეროში შემორჩა, მათ შორის, სახელმწიფო მართვის სისტემაშიც _ ყველაფერი ფულზე იყიდება და თანაც _ ლეგალურად. ავიღოთ თუნდაც პრემიების გამოწერა საკუთარი თავისთვის, ამას თავის დროზე ბიუჯეტის ძარცვა ეწოდებოდა, ახლა ლეგალიზებულია და სხვა სახელი ჰქვია. ასეთია საჯაშუშო სტრუქტურებთან ურთიერთობაც.

გაინტერესებთ, ნორმალურია თუ არა, რომ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პირები ჯაშუშებთან თანამშრომლობენ? გეტყვით, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ნორმალურია.

მოღალატის იარლიყს აწებებენ ყველას, ვინც იტყვის, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება, მაგრამ იარლიყების მიწებება მათთვის, ვინც თავად არის მოღალატე, ხელსაყრელია, ამით მათ თავისი დანაშაულის გადაფარვა სურთ.

_ უნდა ჰქონდეს თუ არა რეაქცია საზოგადოებას ხელისუფლების ქმედებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეიტყობს, რომ ქვეყნის მმართველები ამა თუ იმ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ?

_ საზოგადოებამ, დიდი ხანია, იცის, რომ მისი ქვეყნის მმართველები უცხო ქვეყნის პოლიტიკის გამტარებლები არიან, მაგრამ რა ჰქნას, როდესაც ვალებისგან წელში გაწყვეტილია. ქართველი საზოგადოება დაბეჩავებულია.

ჩვენ არ გვაქვს შეიარაღება, არც დიდი წიაღისეული, რომ საზოგადოება აღაშფოთოს უცხოელებისთვის მიყიდულმა ინფორმაციამ, ეს მათ სასიკვდილოდ არ მიაჩნიათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონფლიქტური ტერიტორიები, საფრთხეები სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი მოქალაქეები იბრძოდნენ სირიაში, ამიტომ სახიფათოა ამერიკისა და არა მხოლოდ ამერიკის, არაბეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების აგენტურასთან ერთიერთობა. ჩვენ აგენტებს ხელს კი არ ვუშლით, პირიქით _ ვთანამშრომლობთ მათთან. ეს ამბავი გარკვევით და ზუსტად უნდა გავაგებინოთ საზოგადოებას და იქნებ მაშინ მაინც ჰქონდეთ ადამიანებს ადეკვატური რეაქცია…

ამ ქვეყანაზე რა უნდა ილაპარაკო ადამიანმა, როდესაც ქუჩებსა და კაბინეტებში ევროკავშირის დროშა გვაქვს გამოფენილი, მაშინ, როდესაც ამ კავშირის წევრები არ ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ არ ხარ სუვერენული ქვეყანა, სხვისი დროშა გაფარია თავზე და არა შენი. მსგავს რამეს, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ. ქვეყნის პოლიტიკა მცდარია საფუძველშივე და სხვა რამეზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია.

 “მას შემდეგ, რაც ცნობილი შეიქნა, რომ 2011 წლის 26 მაისის სისხლიან დარბევას ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები მეთვალყურეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან, აღარაფერი მაკვირვებს

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პოლიტიკოსი:

_ ვერკვევი ძალოვანი სისტემის მუშაობაში და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მზვერავის სტატუსით არავინ სარგებლობს. მზვერავს არ ინდობს ხელისუფლება იმ ქვეყნისა, რომელშიც მას უწევს დიპლომატიური საფარველის ქვეშ მუშაობა. ადამიანი მოღვაწეობს გარკვეული ქვეყნის საელჩოში, წარმოადგენს დიპლომატიურ მისიას, ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს რეგალია. არ შეიძლება, რომ მათ ვინმემ მზვერავი უწოდოს. ეს ნონსენსია, რადგან, თუ გაირკვა, რომ დიპლომატი სადაზვერვო საქმიანობას ეწევა და ის მაინც განაგრძობს საელჩოში მოღვაწეობას, გამოდის, რომ ესა თუ ის ქვეყანა უარს ამბობს სუვერენიტეტზე. არც ერთი სახელმწიფოს დიპლომატიური მისიის უკან მდგომი პირი, რომელიც არის სადაზვერვო საქმიანობით დაკავებული, ამის შესახებ საჯაროდ არაფერს ამბობს.

ერთ-ერთი სააგანტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკის საელჩოს თანამშრომლები არიან ცენტრალური სადაზვერვო სამსახურების ოფიციალური წარმომადგენლები, მეტიც, მათთან ღიად თანამშრომლობენ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური და არაოფიციალური პირები. ეს უნდა მიკვირდეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცნობილი შეიქნა, რომ 2011 წლის 26 მაისის სისხლიან დარბევას ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები მეთვალყურეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან, აღარაფერი მაკვირვებს. საქართველო, დიდი ხანია, ამერიკის პოლიციის განყოფილებაა.

ქვეყანა, რომელსაც საზღვრების დიდი ნაწილი დემარკირებული არ აქვს; ქვეყანა, რომელშიც ჩატაევის მსგავსი, წითელი ცირკულარით ძებნილი ტერორისტები ისე შემოდიან და გადიან, როგორც გაუხარდებათ, იმარაგებენ 22 საათის განმავლობაში სპეცსამსახურის წინააღმდეგ გამოსაყენებელ ტყვია-წამალს; ქვეყანა, რომლის სპეცდანიშნულების რაზმები ელოდებიან გარედან მოსულ ბრძანებას, სუვერენული და დამოუკიდებელი არ არის.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

დამატებით იხილეთ: რისთვის შეხვდნენ აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი?

1 COMMENT

  1. რაც უფრო ვაგვიანებთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთხელასაყრელი ხელშეკრულების გაფორმებას, მით უფრო სწრაფად ვკარგავთ პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნების შანსს და ვაახლოებთ რუსეთის მიერ საქართველოს მთლიანად გადასანსვლას! რუსეთი სულ უფრო ძლიერდება და ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა
    უნდა ვამჯობინოთ!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here