Home რუბრიკები პოლიტიკა რისთვის შეხვდნენ აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი...

რისთვის შეხვდნენ აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი?

4460

19 დეკემბერს ინტერნეტში გავრცელდა საინფორმაციო სააგენტოსაქინფორმისმთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან ინტერვიუამერიკელი მზვერავები დიპლომატიური საფარის ქვეშ კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს საქართველოსა და სომხეთში”, რომელშიც ის ამერიკული დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედ მზვერავებსა და მათთან დაახლოებულ ქართველ პოლიტიკოსებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე საუბრობს. დიპლომატიური საფარველის ქვეშ ამა თუ იმ ქვეყნის მზვერავების მუშაობა ახალი ამბავი არ არის, მაგრამ საგანგაშოა ის, რომ ასეთ ფაქტებს რეაგირების გარეშე ტოვებენ საქართველოს შესაბამისი სამსახურებიც და საზოგადოებაც. შემოკლებით გთავაზობთ ინტერვიუს, რომლის წაკითხვის შემდეგაც თვითონ დარწმუნდებით, რომ ვითარება მართლაც საგანგაშოა

_ ბატონო არნო, 2015 წლის 3 აპრილს, როდესაც საქართველოში აშშის ელჩი რიჩარდ ნორლანდი იყო, მზის სინათლე იხილასაქინფორმისანალიტიკურმა წერილმასაქართველოში აშშის საელჩო მისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასახულ ამოცანებს შეესაბამება”, რომელშიც დაწვრილებით არის მოთხრობილი აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს თანამშრომლების დიპლომატებად გამოყენების ტრადიციაზე სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად, აგრეთვე, საიდუმლო ოპერაციების ჩასატარებლად სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ზემოქმედების მიზნით. იმ პუბლიკაციაში ჩამოთვლილია საქართველოში აშშის საელჩოს ხელმძღვანელები და სამსახურები, აგრეთვე, გამოთქმულია ვარაუდი, რომ საელჩოს შენობაში თბილისში მოქმედებს ინტერნეტზე თვალთვალის სისტემა “X-Keyscore”, რომელიც ელექტრონული ფოსტით საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, აგრეთვე, კავკასიის მოსაზღვრე ქვეყნებიდან და პირიქით გაგზავნილი შეტყობინებებისგამოჭერისსაშუალებას იძლევა. “საქინფორმსმოპოვებული აქვს ახალი ფაქტები, რომლებიც საქართველოში ამერიკელი დიპლომატების სადაზვერვო საქმიანობას ადასტურებს?

_ ნიღბიანი ჯაშუშების, მატა ჰარებისა და შტირლიცების დრო, დიდი ხანია, წავიდა. დღეს ყველაფერი კაბინეტის სიჩუმეში ხდება ან ოფიციალურ რაუტებზე, მოგუდული ჯაზის ფონზე. დიახ, ამერიკელი მზვერავები დიპლომატიური საფარველის ქვეშ კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც ამერიკის საელჩოა, და ამის თაობაზე მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ შეიძლება არსებობდეს.

_ მაშინ რატომ არსებობს პრეტენზიები რუსეთის მიმართ? საქართველოში ფართო პროპაგანდისტული კამპანიაა გაშლილიეფესბე”- აგენტებისწინააღმდეგ. ბოკერია, უსუფაშვილი, ხიდაშელი, პრეზიდენტი მარგველაშვილი და ბევრი სხვა პოლიტიკოსი, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და ექსპერტები ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის ეთერში გამუდმებით ჩაგვჩიჩინებენპრორუს მოღალატეებზე”, “რუსულ ნარატივზე”, “კრემლის რბილ ძალასადაჰიბრიდულ ომზე”. აღარაფერს ვამბობ საქართველოშიანტიდასავლურპრორუსული პროპაგანდისმრავალრიცხოვან მოცულობით გამოკვლევაზე, რომლებიც მედიის განვითარების ფონდმა MDF-მა ჩაატარა თანაავტორებთან ერთად, და სადაც ყველგანსაქინფორმსახსენებენ, თუმცა მტკიცებულებების გარეშე.

_ ამ “გამოკვლევების” ავტორები დაკვეთას ასრულებენ, რისთვისაც მათ გულუხვად უხდის აშშ, იმიტომ, რომ ამერიკელებმა მუშაობის დაფასება იციან. ამაში გასაკვირი არაფერია, რაც შეეხება ფონდ MDF-ს, კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან აქ პირადი მოტივებია ჩარეული.

მიუხედავად იმისა, რომ “საქინფორმის” შესაძლებლობები ახლოსაც ვერ მივა საქართველოში ყველაზე მსხვილი ტელეკომპანიის _ “რუსთავი 2”-ის შესაძლებლობებთან, ისინი კედელთან ისე მივიმწყვდიეთ, რომ ვაიძულეთ, ისტერიკული ანტირუსული კამპანია დაეწყოთ, თუმცა კონტრპროდუქტიული. იმიტომ, რომ ხალხს უკვე გული ერევა “რუსთავი 2”-ის, მასთან ერთად მისი დამკვეთების სიჯიუტეზე. რადგან ქართული ისტებლიშმენტის ჩემთვის “ღრმად სიმპათიური” წარმომადგენლები ახსენეთ, შემთხვევით ვისარგებლებ და რამდენიმე შეკითხვას დავუსვამ ქალბატონ ხიდაშელს, ბატონებს _ ბოკერიასა და უსუფაშვილს:

ქალბატონო და ბატონებო!

ხშირად ხვდებოდით თუ არა საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ჯეფრი ჰარტმანს, რომელიც უზბეკეთში აშშ-ის საელჩოდან გადმოიყვანეს საქართველოში? აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშე სამსახურებრივი მოვალეობის გამო ოფიციალურად თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, მაგრამ რისთვის შეხვდით მას თქვენ _ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე?

იგივე შეკითხვა თქვენს შეხვედრაზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს ატაშესთან, პოლკოვნიკ მეთიუ სმიტთან, რომელიც ამერიკულ-ქართული ერთობლივი სწავლებების კოორდინატორია, მათ შორის _ სპეცდანაყოფების, რასაც ფართოდ აშუქებს, როგორც ქართული, ისე უცხოური მედია: თქვენ რა ინტერესი გქონდათ მასთან შეხვედრის? იქნებ სამხედრო ხასიათის სრულიად საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა გინდოდათ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ზიანის მოსატანად? ქართველ საზოგადოებას ჯერ არ დავიწყებია ბოკერიას მიერ უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან 40 მილიონის არამიზნობრივად გამოყენების საქმე და არც ხიდაშელის სკანდალური გადადგომა, რომელიც თავის შემცვლელ ლევან იზორიას უმოწყალოდ ლანძღავდა. დააფასეთ _ არაფერს გეკითხებით შეხვედრებზე ამერიკის საელჩოს იმ თანამშრომლებთან, რომლებსაც პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების სტატუსით ხვდებოდით, კერძოდ:

* საქართველოში აშშ-ის საელჩოს I მდივანს _ მაიკლ მაკმაჰონს, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს სწავლობს, ამიტომ მისთვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ ოპოზიციისგანაც. ეჭვგარეშეა, ბატონი მაკმაჰონი “საქინფორმის” დაკვირვებული მკითხველია და ჩვენი სააგენტოს საიტიდან ბევრ ინფორმაციას აიღებდა;

* აშშ-ის საელჩოს ატაშეს _ ვერონიკა ისტერ ლის, რომელთან საუბარზე არც მე ვიტყოდი უარს, ჯერ ერთი, ქართველ პოლიტიკოსებზე მისი კომპეტენტური (ის ცსს-ს თანამშრომელია) აზრის გასაგებად, და მეორე _ როგორც რუსულენოვანი ბლოგერები წერდნენ, ის აფხაზ ოპოზიციონერებთან ურთიერთობს და დაინტერესებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის პროცესით;

* აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ ბოკერიას, უსუფაშვილსა და ხიდაშელს უთუოდ ესაუბრა ალექს შრანკიც, თუ არ ვცდები, აშშ-ის საელჩოს მდივანი, და არა მხოლოდ მათ, არამედ ქართული ოპოზიციის კიდევ ბევრ ლიდერს. ბატონ შრანკსაც აქვს კონტაქტი ოპოზიციურ აქტივისტებთან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ ის “თემაშია”.

და, რა თქმა უნდა, მთელი ოპოზიცია და მედია კარგად იცნობს დუგლას ბალს, აშშ-ის საელჩოს მრჩეველსა და USAID-ის ოფისის დირექტორს საქართველოში. USAID-ი ხომ 50-ზე მეტ ყველაზე გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს საქართველოში, როგორიცაა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”, ასევე აფინანსებს ადგილობრივ ქართულ მედიასაშუალებებს პროექტ “ახალი მედიაინიციატივის” (IREX) ფარგლებში. ბოდიშს ვიხდი, თუ ამერიკელი დიპლომატების გვარ-სახელები ან თანამდებობები მეშლება, მე ხომ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მაქვს, როგორც ოფიციალური, ისე სოციალური ქსელებიდან. არც ისაა გამორიცხული, რომ ჩემი ინფორმაცია რამდენადმე მოძველდა და ზოგი მათგანი თბილისიდან უკვე გადაიყვანეს… აი, ჰარი (მაიკლ) ლედბეტერს კი ზემოხსენებული “სამეული” და დანარჩენი ოპოზიცია, საეჭვოა, შეხვედროდა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ყოფილი თუ მოქმედი მეორე მდივანი (დიდი ალბათობით _ ცსს-ს თანამშრომელი) ხომ უპირატესად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რფ-ის ინტერესების სექციის თანამშრომლებით არის დაინტერესებული? ის მათ ინფორმაციის მისაღებად ხვდება ან მათი გადმობირება სურს _ მე ეს არ ვიცი და, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს. ჟანრის კლასიკაა _ როდესაც მზვერავი-დიპლომატები “მეგობრულად” ცვლიან ინფორმაციას დროის, ძალებისა და თანხის დაზოგვის მიზნით…

…სხვათა შორის, მხოლოდ ცოტა ხნის წინათ შევიტყვე, რომ აშშ-ის საელჩო ერევანში ყველაზე დიდია ევროპაში, თუმცა მანამდე მეგონა, რომ თბილისში უფრო დიდი იყო.

თუ არ ვცდები, სომხეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უწინდებურად რიჩარდ მილზია, რომელიც, ისევე, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგაც თანამდებობაზე დარჩა. ეს ფაქტიც მრავლისმეტყველია, რადგან დონალდ ტრამპმა არჩევისთანავე დადო პირობა, რომ ყველა ელჩს შეცვლიდა.

ელჩის მრჩეველი, სომხეთში USAID-ის დირექტორი, გახლავთ სომხეთის სამოქალაქო სექტორისთვის კარგად ნაცნობი მისის დებორა გრიზერი. და, რაღა თქმა უნდა, იქაც მუშაობენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა (CIA) და თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს (DIA) ოფიცრები.

ალბათ, “ვიკილიქსი” არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ თავდაცვის საკითხების ატაშე, პოლკოვნიკი ბრუს მერფი, მაიორი ერიკ ლარსენი (აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პროგრამა DTRA-ს კოორდინატორი სომხეთში, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევის ევროპული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, სომხეთამდე მუშაობდა აზერბაიჯანში, უკრაინასა და მოლდოვაში), მაიკლ ენდრიუს ბაშანი (სამხედრო გადატრიალებების სპეციალისტი, თავი გამოიჩინა უკრაინაში 2014 წელს) და ატაშეს თანაშემწე _ სამხედრო სპეციალისტი, მაიორი ჯოშუა მალფორდი, სომხეთის სახელმწიფო ჯაზ-ორკესტრის სოლისტები კი არა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები არიან.

ხოლო დიპლომატები _ ვიცეკონსული და მე-2 მდივნები: რიჩარდ ჰეტჩი, ხოსე ლარდიზაბალი, ადამ კოლვინი _ როგორც ჩანს, ცსს-ს (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს) თანამშრომლები არიან _ მსოფლიო პრაქტიკაში მიღებულია, რომ საკონსულო საკითხებს, ჩვეულებრივ, სპეცსამსახურების თანამშრომლები განაგებენ. სომხეთში აშშ-ის საელჩოს პირველი მდივანი მისის მაკიშა სოვა მხოლოდ თავისი გვარით კი არ დამამახსოვრდა, არამედ იმითაც, რომ ქართველ ებრაელზე, ვინმე ნიკა სეფაშვილზეა გათხოვილი, რომელიც ადრე უკრაინაში მუშაობდა, თუმცა ამბობენ, რომ მათი ქორწინება ფიქტიურია. სადღაც წავიკითხე, რომ უსაფრთხოების სპეციალისტი ბრედლი ფილპოტი სწორედ სოვას რეკომენდაციით გადაიყვანეს თბილისიდან ერევნის აშშ-ის საელჩოში…

საქართველოსა და სომხეთს შორის განსხვავება არის ის, რომ საქართველო ნატოს წევრობის კანდიდატია, ხელმოწერილი აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია აშშ-სთან და ასოცირების შეთანხმება _ ევროკავშირთან, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკელთა გავლენის აგენტები კი არა, პარტნიორები არიან. საქართველოში ამერიკული გავლენის აგენტები არიან ოპოზიციის ლიდერები, რომლებთანაც მუშაობენ აშშის სპეცსამსახურები, ხოლო სომხეთში, რომელიც რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა, ამერიკელ დიპლომატმზვერავებს დიდი ჯაფა ადგებათ, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობაზე დასაყოლიებლად.

თუ არ ვცდები, 2010 წელს სომხური მედია იუწყებოდა, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანი 2000 წელს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვომ გადაიბირა ტაფტსის უნივერსიტეტთან არსებულ ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში სწავლისას (სადაც 2014 წელს გარკვეულ ხანს სააკაშვილი ასწავლიდა). ამბობენ, რომ სომხეთის პრეზიდენტის მითითებით ის სკანდალი მიჩქმალეს და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ყველა საქმე გაანადგურა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სამხედრო საკითხებში მუშაობის კოორდინაციას ის კვლავ ჩემ მიერ უკვე ხსენებულ თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს რეზიდენტ ბრუს მერფისთან ეწევა, ხოლო პოლიტიკურ საკითხებში _ აშშ-ის ელჩ რიჩარდ მილზთან.

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი
www.saqinform.ge

დამატებით იხილეთ: ხელისუფლება გვღალატობს, ურთიერთობა აქვს უცხო ქვეყნის ჯაშუშებთან და საზოგადოება ხმას არ იღებს, ეს კატასტროფაა

1 COMMENT

  1. ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ ერთხმად და დაეტიეთ! გეები გმართავთ! ქართველთა ყველაზე ჭკვიანი ნაწილი_ ისტორიულად გეებია! ძრწოდე გეტერო ღორო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here