Home ახალი ამბები მსოფლიო ვლადიმერ პუტინი: ჩვენ კვლავ გვემუქრებიან გერმანული ტანკებით, ბორტზე ჯვრებით

ვლადიმერ პუტინი: ჩვენ კვლავ გვემუქრებიან გერმანული ტანკებით, ბორტზე ჯვრებით

74
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვოლგოგრადში გამართულ კონცერტზე, რომელიც სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების წლისთავს მიეძღვნა, კომენტარი გააკეთა უკრაინისთვის დასავლური აღჭურვილობის მიწოდებაზე. მან პარალელი გაავლო ოთხმოცი წლის წინანდელ მოვლენებთან და აღნიშნა, რომ გერმანული ტანკები რუსეთს კვლავ ემუქრებიან.

“მათ, ვინც ბრძოლის ველზე რუსეთზე გამარჯვებას ელის, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სრულიად განსხვავებული იქნება. ჩვენ არ ვაგზავნით ჩვენს ტანკებს მათ საზღვართან. ჩვენ ვიცით, რით ვუპასუხოთ. და ჯავშანტექნიკის გამოყენებით საქმე არ დასრულდება. ეს ყველას უნდა ესმოდეს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ იძულებულია მოიგერიოს კოლექტიური დასავლეთის აგრესია. ”დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ჩვენ კვლავ გვემუქრებიან გერმანული „ლეოპარდის“ ტანკებით, რომელთა ბორტზე ჯვრებია გამოსახული“, – თქვა მან. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ ჰყავს ბევრი მეგობარი მთელს მსოფლიოში, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.

დღეს, 2 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტი ვოლგოგრადში ჩავიდა სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად. ვიზიტის მსვლელობისას მან გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლი სამხედრო დიდების დარბაზში მუზეუმ-ნაკრძალში “სტალინგრადის ბრძოლა” მამაის ყორღანზე და სადღესასწაულო კონცერტზე სიტყვით გამოვიდა.

25 იანვარს გერმანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 14 ტანკს და ასევე ნებას მისცემს სხვა ქვეყნებს გადასცენ გერმანული ტანკები. იმავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა მზადყოფნა უკრაინას „აბრამსის“ ტანკების მიწოდებაზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დახმარების “პირველი ტალღის” ფარგლებში 120-დან 140-მდე თანამედროვე დასავლურ ტანკს მიიღებს.

ვლადიმერ პუტინი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here