Home ახალი ამბები მსოფლიო ვინ ააფეთქა ახლო აღმოსავლეთი?

ვინ ააფეთქა ახლო აღმოსავლეთი?

„ჰამასი“ - ეს არის ბრიტანელების მიერ კოლონიური ეგვიპტისთვის მოწყვეტილი სუეცის არხის ზონაში ჯერ კიდევ 1928 წელს შექმნილი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ძმები-მუსლიმანების“ პალესტინური ფილიალი; ეს არის ანგლოსაქსების „მყარი ძალა“, რომელიც ავსებს მათ "რბილ ძალას" არასამთავრობო ორგანიზაციების სახით.

შეტაკება ისრაელის არმიისა და პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებს შორის

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმიდან მეორე დღეს დასავლურმა მედიასაშუალებებმა  შორისდებულების ნაცვლად   არსებითი სახელებითა და ზედსართავებით საუბარი დაიწყეს, ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ში გაჩნდა მასალა, რომელშიც „მოსადს“ადანაშაულებენ, რომ „ჩაეძინა“ და თავდასხმა გამოეპარა. „განკითხვის დღის“ ომის (სამხედრო კონფლიქტი არაბული სახელმწიფოების კოალიციასა და ისრაელს შორის, რომელიც მიმდინარეობდა 1973 წლის 6-დან 25 ოქტომბრამდე – გ.გ.)  50 წლისთავზე  „ჰამასის“ მოულოდნელი თავდასხმა ისრაელზე სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, როგორც ისრაელის დაზვერვის წარუმატებლობა“, – ასეთია  მთავარი გზავნილი, რომელიც, პირდაპირ  რომ ვთქვათ, იმდენად კი არ  პასუხობს კითხვებს მომხდარის შესახებ, რამდენადაც  აჩენს  ახალ შეკითხვებს, თანაც ძალიან უხერხულს, რადგან ეს შეკითხვები   გლობალური პოლიტიკის ჩრდილოვან ზამბარებს ეხება.

REX-ის მიმომხილველი ვლადიმერ პავლენკო  „აღთქმულ მიწაზე“ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობს.

„ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ბრიტანულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის ავტორს, სხვა გაზეთის საერთაშორისო რედაქტორს, სამხედრო კორესპონდენტს, რომელმაც გამოიარა ერაყი, ავღანეთი, კოსოვო და არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის იგივე ზონა, შეეძლო,  სერიოზულად დაესვა ასეთი  შეკითხვები. ეს, ჩვეულებრივ, არის ხვედრი დამწყები სტუდენტების, რომლებსაც აწვდიან  ინფორმაცი რაღაც რაოდენობას, არა ისეთს, რომელსაც  საერთო არაფერი აქვს რეალობასთან, მაგრამ ისეთს, რომელიც არ მუშაობს ცოდნის სხვა ბლოკის გარეშე და  რომელზეც ჩვეულებრივ ჩუმად არიან  უნივერსიტეტის კათედრები“, – ამბობს ექსპერტი და დარწმუნებულია, რომ The Guardian-ის ავტორი ღრმად რიტორიკულ კითხვას სვამს, რათა აუდიტორია რეალურ პასუხს განარიდოს.

როგორ არის სინამდვილეში? პავლენკო ვარაუდობს, რომ   შეიძლება რამდენიმე ვარიანტი იყოს. მაგალითად, საზოგადოებისთვის  არც ისე კარგად, მაგრამ  მაინც ცნობილია  2023 წლის  ორი ფაქტი:  

პირველი: გაზაფხულზე დაწყებული საიდუმლო მოლაპარაკებები ისრაელსა და ირანს შორის; პირველი რაუნდი ჰონგკონგში გაიმართა; მეორე, რომლის დაწყებამ პირველის წარმატებაზე მიანიშნა, – შანხაიში. ინიციატორი ისრაელის მხარე იყო, კერძოდ, „მოსადის“ ყოფილი ხელმძღვანელი ფრაიმ ჰალევი, რომლის თვალსაზრისიც, დიდი ალბათობით, გაითვალისწინეს. „საუდის არაბეთთან ირანის შერიგებითა და ამ საკითხში ჩინეთის როლით შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა ჰალევიმ ჩინეთის სამშვიდობო პოტენციალის გამოყენება შესთავაზა ამ შემთხვევაშიც, – განაცხადა  პოლიტოლოგმა.

და მეორე ფაქტი. პარალელურად, ივნისის ბოლოს, – დასძინა პავლენკომ,- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ  ივლისში გაემგზავრებოდა პეკინში, სადაც მას სი ძინპინი მიიღებდა. იმ ფონზე, რომ ჯო ბაიდენს არ უნდოდა ნეთანიაჰუსთან შეხვედრა, პროამერიკულმა მედიამ წამოიწყო სკანდალი, რომ პრემიერმინისტრს „სხვა ნავში გადახტომა“ სურს. შედეგი: ისრაელში დაიწყო მასობრივი არეულობები. ნეთანიაჰუ ჩინეთში არ წასულა. ოფიციალური ვერსიით, ის ავად გახდა. მაგრამ, როგორც ვიცით,  დაავადება სხვადასხვანაირია, განსაკუთრებით პოლიტიკაში. მას შემდეგ არაფერია ცნობილი ირანსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებების შესახებ.

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ამჟამად  იმ დრამის მეორე რაუნდი  მიმდინარეობს.

„მართალია, „ჰამასი“ სარგებლობს ირანის მხარდაჭერით, მაგრამ ეს  ზედაპირზეა, სიღრმეში კი  სხვა კავშირები მუშაობს. „ჰამასი“- ეს არის არის ბრიტანელების მიერ კოლონიური ეგვიპტისთვის მოწყვეტილი სუეცის არხის  ზონაში ჯერ კიდევ 1928  წელს შექმნილი  ექსტრემისტული ორგანიზაცია  ძმებიმუსლიმანების“ პალესტინური  ფილიალი; ეს არის ანგლოსაქსების მყარი ძალა, რომელიც ავსებს მათ “რბილ ძალას” არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. „ძმებმა-მუსლიმანებმაეგვიპტეში ერთხელ კინაღამ  ჩაიგდეს ხელში  ხელისუფლება, არჩევნების მეორე ტური გაუქმდა და ეს მოხდა ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის,  ჩასვლის  შემდეგ. მეორე მცდელობისას  ისინი  ხელისუფლების სათავეში   მოვიდნენ – მუჰამედ მურსიმ დამხობილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი შეცვალა კაიროში ბარაკ ობამას  სიტყვით გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ. თუ ეს ყველას დაგვავიწყდა?“ – სვამს კითხვას  პავლენკო.

ახლა რა ხდება? პოლიტოლოგის თქმით, „დასავლურმა სადაზვერვო სამსახურებმა – აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ, უწინარესად, ბრიტანულმა  MI-6 მა –  ამ  ძაფს მოქაჩეს და, ამასთანავე, „ისრები გადაწიეს” ირანისკენ, მაგრამ, როგორც იტყვიან, ყურები ჩანს. სამხედრო თვალსაზრისით, „ჰამასს“,  ნაკლებად სავარაუდოა, შეეძლოს ასეთი ოპერაციის ორგანიზება; ეს ოპერაცია  აშკარად არ არის  ღაზაში შემუშავებული“, –დარწმუნებულია პავლენკო. ამას მოწმობს ისიც, რომ „ბოევიკები“ იყენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების იარაღს საბჭოური მარკირებით. როგორც ჩანს, პატრონებმა ერთდროულად ორ ძაფს მოქაჩეს.

რა იქნება  შედეგი? ისრაელი დაამარცხებს „ჰამასის“ აჯანყებას, მაგრამ, ამასთანავე, იძულებული იქნება, ვაშინგტონს კვლავ შეჰფიცოს ერთგულება, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ აგრესიას  მხარს უჭერდა  ირანი, მაგრამ ირანს  არ შეეძლო მხარი არ დაეჭირა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თეირანის მთავრობა ძირს გამოუთხრიდა თავისივე შიდა საყრდენს. ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში არც ჩინეთში  გაემგზავრება – ეს არის მინიმუმი, მაგრამ მაქსიმუმი იქნება, თუ მოემზადება და ეს მოხდება  მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ,  მზადება კი თავიდან უნდა დაიწყოს, – მიაჩნია ექსპერტს.

მასმედიაში კი  „ფილეს ნაწილად“ აქციეს „მოსადი“, რომლის მომსახურებითაც, სავარაუდოდ, ადრე ისარგებლეს, რადგან ამ სპეცსამსახურს თავისი გამოცდილებით შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩებოდა  ასეთი დარტყმის მომზადება. ამასთანავე, „ანგარიში გაუსწორეს“  „მოსადს“  ირანთან მოლაპარაკებების ზიგზაგის გამო.  არაფერი პირადული, უბრალოდ, ჩვეულებრივი ანგლოსაქსური პოლიტიკა, – ხაზს უსვამს პავლენკო, –  ნუ ეძებთ მათთან მარტივ კომბინაციებს, იქ კომბინაციები ყოველთვის  მრავალსვლიანია“.

„და კიდევ ერთი მომენტი: „ჰამასის“ „სტიმულირებით“ აგრესიული აქციისკენ,  ორივე მხარის დიდი დანაკარგებით, ანგლოსაქსურმა დასავლეთმა უკრაინის  ისრაელში გასაცვლელი  და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტისთვის თავის გამამართლებელი „რკინაბეტონისებრი“ საბაბი იპოვა. დახმარება თელ-ავივს  უფრო სჭირდება, ხოლო ამერიკული ბოლივარი  ორს ვერ აზიდავს“, – ასკვნის REX-ის მიმომხილველი, რომელმაც   ყველას შეახსენა, რომ ამ საკითხზე თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აქვთ თავიანთი მოსაზრებები.

დონალდ ტრამპი  მჭიდროდ არის დაკავშირებული ებრაულ ლობისთან. ამას   დაემატა  ვლადიმერ ზელენსკის სამარცხვინო „ბენეფისი“ კანადის პარლამენტში. ისინი თვითონ ჩასხდნენ წუმპეში  და კეთილისმყოფელი ბაიდენიც ძალიან დააღალატეს. ეს უკვე იძლევა ცუდ შედეგს, მაგრამ საბოლოოდ უარესია მოსალოდნელი.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

iarex.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here