Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინული ვერტმფრენის ჩამოგდების ადგილზე ნატოელი მფრინავის ჩაფხუტი იპოვეს

უკრაინული ვერტმფრენის ჩამოგდების ადგილზე ნატოელი მფრინავის ჩაფხუტი იპოვეს

178

უკრაინაში, ჩამოგდებული ვერტმფრენის ადგილზე, იპოვეს ჩაფხუტი, რომელსაც იყენებენ ნატოს ქვეყნებისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მფრინავები. ლაპარაკია ტაქტიკურ ჩაფხუტ HGU-56/P ABH-ზე. მსგავსი ჩაფხუტები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად არ აქვს. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ჩამოგებულ ვერტმფრენს მართავდა ან მოქმედი ამერიკელი პილოტი, ან დაქირავებული, რომელსაც შეეძლო ვერტმფრენის მართვა._ იუწყება avia.pro.

ფოტოზე ჩანს ჩამოგდებული ვერტმფრენი, დიდი ალბათობით “მი-8”, შემდეგ ფოტოზე გამოსახულია ნატოს ტაქტიკური ჩაფხუტი HGU-56/P ABH, რომელიც ძალიან არის დაზიანებული, სავარაუდოა, რომ მფრინავი დაიღუპა.

დღეს ეს არის პირველი მტკიცებულებაიმისა, რომ უკრაინის კონფლიქტის საბრძოლო მოქმედებებში ნატოელი მფრინავები მონაწილეობენ, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად გაცხადებული არ არის.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here